გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 31: ხაზი 31:
'''გოტფრიდ „გოტც“ ფონ ბერლიხინგენი''' (1480 – 1562 წლის 23 ივლისი) — ასევე ცნობილი, როგორც '''რკინისხელიანი გოტცი''', იყო გერმანელი (ფრანკონელი) [[საიმპერიო რაინდი|იმპერიული რაინდი]] (''რაიხსრიტერი''), [[დაქირავებული ჯარი|დაქირავებული მებრძოლი]] და პოეტი. იგი დაიბადა დაახლოებით 1480 წელს, ბერლიხინგენის დიდგვაროვან ოჯახში, თანამედროვე [[ვიურტემბერგი|ბადენ-ვიურტემბერგში]]. გოტცმა 1517 წელს იყიდა ჰორნბერგის ციხე (Neckarzimmern) და იქ ცხოვრობდა სიკვდილამდე.<ref name="auto">{{Cite web|url=http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/|title=Götz of the Iron Hand|last=Adela|date=2017-03-25|language=en-US|access-date=2020-02-07}}</ref>
'''გოტფრიდ „გოტც“ ფონ ბერლიხინგენი''' (1480 – 1562 წლის 23 ივლისი) — ასევე ცნობილი, როგორც '''რკინისხელიანი გოტცი''', იყო გერმანელი (ფრანკონელი) [[საიმპერიო რაინდი|იმპერიული რაინდი]] (''რაიხსრიტერი''), [[დაქირავებული ჯარი|დაქირავებული მებრძოლი]] და პოეტი. იგი დაიბადა დაახლოებით 1480 წელს, ბერლიხინგენის დიდგვაროვან ოჯახში, თანამედროვე [[ვიურტემბერგი|ბადენ-ვიურტემბერგში]]. გოტცმა 1517 წელს იყიდა ჰორნბერგის ციხე (Neckarzimmern) და იქ ცხოვრობდა სიკვდილამდე.<ref name="auto">{{Cite web|url=http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/|title=Götz of the Iron Hand|last=Adela|date=2017-03-25|language=en-US|access-date=2020-02-07}}</ref>


იგი აქტიური იყო მრავალ სამხედრო კამპანიაში 47 წლის განმავლობაში, 1498 წლიდან 1544 წლამდე, მათ შორის [[გლეხთა ომი გერმანიაში|გერმანელ გლეხთა ომში]],<ref name="auto1">{{Cite web|url=http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/|title=Götz of the Iron Hand|last=Adela|date=2017-03-25|language=en-US|access-date=2020-02-07}}<cite class="citation web cs1" data-ve-ignore="true" id="CITEREFAdela2017">Adela (25 March 2017). [http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/ "Götz of the Iron Hand"]. ''Naked History''. [https://web.archive.org/web/20200207064926/http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/ Archived] from the original on 7 February 2020<span class="reference-accessdate">. Retrieved <span class="nowrap">7 February</span> 2020</span>.</cite></ref> გარდა მრავალი [[ვენდეტა|მტრობისა]]; ავტობიოგრაფიაში ის თვლის, რომ მან საკუთარი სახელით იბრძოდა 15 დაპირისპირებაში, გარდა მრავალი შემთხვევისა, როდესაც იგი დაეხმარა თავის მეგობრებს, მათ შორის: მტრობა ქალაქების [[კელნი|კიოლნის]], [[ულმი|ულმის]], [[აუგსბურგი|აუგსბურგისა]] და [[შვაბიის ლიგა|შვაბიის ლიგის]] წინააღმდეგ, ასევე ბამბერგის ეპისკოპოსთან.
იგი აქტიური იყო მრავალ სამხედრო კამპანიაში 47 წლის განმავლობაში, 1498 წლიდან 1544 წლამდე, მათ შორის [[გლეხთა ომი გერმანიაში|გერმანელ გლეხთა ომში]],<ref name="auto1">{{Cite web|url=http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/|title=Götz of the Iron Hand|last=Adela|date=2017-03-25|language=en-US|access-date=2020-02-07}}<cite class="citation web cs1" data-ve-ignore="true" id="CITEREFAdela2017">Adela (25 March 2017). [http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/ "Götz of the Iron Hand"]. ''Naked History''. [https://web.archive.org/web/20200207064926/http://www.historynaked.com/gotz-iron-hand/ Archived] from the original on 7 February 2020<span class="reference-accessdate">. Retrieved <span class="nowrap">7 February</span> 2020</span>.</cite></ref> გარდა მრავალი [[ვენდეტა|მტრობისა]]; ავტობიოგრაფიაში ის თვლის, რომ მან საკუთარი სახელით იბრძოლა 15 დაპირისპირებაში, გარდა მრავალი შემთხვევისა, როდესაც იგი დაეხმარა თავის მეგობრებს, მათ შორის: მტრობა ქალაქების [[კიოლნი|კიოლნის]], [[ულმი|ულმის]], [[აუგსბურგი|აუგსბურგისა]] და [[შვაბიის ლიგა|შვაბიის ლიგის]] წინააღმდეგ, ასევე მტრობა ბამბერგის ეპისკოპოსთან.


მისი სახელი ცნობილი გახდა, [[ევფემიზმი|ევფემიზმისთვის]], ვულგარული გამონათქვამისთვის: ''Er kann mich am Arsch lecken'' – „მას შეუძლია ჩემი უკანალი ალოკოს“, რომელსაც გოტცს მიაწერს მწერალი და პოეტი [[იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე]] (1749–1832).<ref>{{Cite web|url=http://www.atlasobscura.com/articles/object-of-intrigue-the-prosthetic-iron-hand-of-a-16thcentury-knight|title=Object of Intrigue: the Prosthetic Iron Hand of a 16th-Century Knight|last=Morton|first=Ella|date=2015-11-03|language=en|access-date=2020-02-07}}</ref>
მისი სახელი ცნობილი გახდა, [[ევფემიზმი|ევფემიზმისთვის]], ვულგარული გამონათქვამისთვის: ''Er kann mich am Arsch lecken'' – „მას შეუძლია ჩემი უკანალი ალოკოს“, რომელსაც გოტცს მიაწერს მწერალი და პოეტი [[იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე]] (1749–1832).<ref>{{Cite web|url=http://www.atlasobscura.com/articles/object-of-intrigue-the-prosthetic-iron-hand-of-a-16thcentury-knight|title=Object of Intrigue: the Prosthetic Iron Hand of a 16th-Century Knight|last=Morton|first=Ella|date=2015-11-03|language=en|access-date=2020-02-07}}</ref>

19:13, 16 იანვარი 2022-ის ვერსია

გოტფრიდ ფონ ბერლიხინგენი
მეტსახელი
  • გოტცი
  • რკინისხელიანი გოტცი
ეროვნება გერმანელი, ფრანკონელი
დაბადების თარიღი 1480
დაბადების ადგილი Jagsthausen
გარდაცვალების თარიღი 1562 წლის 23 ივლისი
გარდაცვალების ადგილი ჰორნბერგის ციხესიმაგრე
წოდება რაინდობა
ბრძოლები/ომები

გოტფრიდ „გოტც“ ფონ ბერლიხინგენი (1480 – 1562 წლის 23 ივლისი) — ასევე ცნობილი, როგორც რკინისხელიანი გოტცი, იყო გერმანელი (ფრანკონელი) იმპერიული რაინდი (რაიხსრიტერი), დაქირავებული მებრძოლი და პოეტი. იგი დაიბადა დაახლოებით 1480 წელს, ბერლიხინგენის დიდგვაროვან ოჯახში, თანამედროვე ბადენ-ვიურტემბერგში. გოტცმა 1517 წელს იყიდა ჰორნბერგის ციხე (Neckarzimmern) და იქ ცხოვრობდა სიკვდილამდე.[1]

იგი აქტიური იყო მრავალ სამხედრო კამპანიაში 47 წლის განმავლობაში, 1498 წლიდან 1544 წლამდე, მათ შორის გერმანელ გლეხთა ომში,[2] გარდა მრავალი მტრობისა; ავტობიოგრაფიაში ის თვლის, რომ მან საკუთარი სახელით იბრძოლა 15 დაპირისპირებაში, გარდა მრავალი შემთხვევისა, როდესაც იგი დაეხმარა თავის მეგობრებს, მათ შორის: მტრობა ქალაქების კიოლნის, ულმის, აუგსბურგისა და შვაბიის ლიგის წინააღმდეგ, ასევე მტრობა ბამბერგის ეპისკოპოსთან.

მისი სახელი ცნობილი გახდა, ევფემიზმისთვის, ვულგარული გამონათქვამისთვის: Er kann mich am Arsch lecken – „მას შეუძლია ჩემი უკანალი ალოკოს“, რომელსაც გოტცს მიაწერს მწერალი და პოეტი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749–1832).[3]

ცხოვრება

მეორე რკინის პროთეზის ხელი, რომელსაც ატარებდა გოტც ფონ ბერლიხინგენი.
ორიგინალური ჯავშანი, რომელსაც ატარებდა გოტც ფონ ბერლიხინგენი, გამოფენილია ჰორნბერგის მუზეუმში.

1497 წელს ბერლიხინგენმა ბრანდენბურგ-ანსბახის მარგრავის ფრედერიკ I-ის მსახურობა. 1498 წელს ის იბრძოდა საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I- ის ჯარში, იბრძოდა ბურგუნდიაში, ლოთარინგიასა და ბრაბანტში, ასევე შვაბიის ომში 1499 წელს. 1500 წლისთვის ბერლიხინგენმა დატოვა ფრედერიკ ბრანდენბურგელის სამსახური და ჩამოაყალიბა დაქირავებულთა კომპანია, რომელიც ყიდდა თავის მომსახურებას სხვადასხვა ჰერცოგებს, მარგრავებსა და ბარონებს.[4]

1504 წელს ბერლიხინგენი და მისი დაქირავებული არმია იბრძოდნენ ბავარიის ჰერცოგის ალბერტ IV- ისთვის. ალყის დროს ქალაქ ლანდსჰუტში მან დაკარგა მრჯვენა მკლავი, იდაყვის ქვემოთ. მას გაუკეთეს რკინის ორი მექანიკური პროთეზი. პირველი რკინის ხელი იყო უფრო მარტივი მოწყობილობა, რომელიც, როგორც ამბობენ, ადგილობრივი მჭედლისა და უნაგირების მწარმოებელის მიერ იყო შექმნილი. მეორე - უფრო ცნობილმა მჭედელმა, პროთეზირებულმა ხელს შეძლო დაეჭირა საგნები, როგორებიცაა ფარიდან, ლაგამი ან ლალამი.[5] ორივე პროთეზი დღეს გამფენილია დურგ იაგსთჰაუსენში.[6] ამ ტრავმის მიუხედავად, ბერლიხინგენმა განაგრძო სამხედრო საქმიანობა. მომდევნო წლებში იგი ჩართული იყო მრავალ ჩხუბში როგორც საკუთარი მიზნებით, ისე მეგობრებისა და დამსაქმებლების მხარდასაჭერად.

1512 წელს, ქალაქ ფორხეიმთან ახლოს, ნიურნბერგთან ხანგრძლივი და მწარე მტრობის გამო, მან დაარბია ნიურნბერგის ვაჭრების ჯგუფი, რომლებიც ბრუნდებოდნენ ლაიფციგის დიდი ბაზრობიდან. ამის გაგონებაზე იმპერატორმა მაქსიმილიანმა ბერლიხინგენზე იმპერიული აკრძალვა დააწესა. იგი ამისგან მხოლოდ 1514 წელს გაათავისუფლეს, როდესაც გადაიხადა 14000 გულდენი. 1516 წელს, მაინცის სამთავროსთან და მის პრინც-სარქორეპისკოპოსთან შეტაკებისას ბერლიხინგენმა და მისმა კომპანიამ დაარბიეს ჰესენი, რის შედეგადაც დაიჭირეს ფილიპე IV, გრაფი ვალდეკი. გრაფის უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის გადაიხადეს გამოსასყიდი 8400 გულდენი. ამ მოქმედებისთვის ის კვლავ იმპერიული აკრძალვაში მოექცა 1518 წელს.[4]

1519 წელს იგი ჩაეწერა ვიურტემბერგის ჰერცოგის ულრიხის სამსახურში, რომელიც ომობდა შვაბიის ლიგასთან. ის იბრძოდა მიოკმუჰლის დასაცავად, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა დაეთმო ქალაქი, სურსათისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. ჩაბარების პირობების დარღვევით, ის დააპატიმრეს და გადასცეს ჰაილბრონის მოქალაქეებს, ქალაქი, რომელიც მან რამდენჯერმე დაარბია. მისი თანამემამულე რაინდებმა .გეორგ ფონ ფრანდსბერგმა და ფრანც ფონ სიკინგენმა, წარმატებით მოახრერხეს მის გათავისუფლება 1522 წელს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან გადაიხადა გამოსასყიდი 2000 გულდენის სახით და დაიფიცა, რომ შური არ იძიებდა ლიგაზე.[4]

1525 წელს, გერმანიის გლეხთა ომის დაწყებასთან ერთად, ბერლიხინგენი ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა არმიას ოდენვალდის რაიონში, საღვთო რომის იმპერიის საეკლესიო მთავრების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ის (საკუთარი გადმოცემის მიხედვით) არ იყო მათი საქმის მხურვალე მხარდამჭერი. ის დათანხმდა აჯანყებულების ხელმძღვანელობას ნაწილობრივ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა და ნაწილობრივ აჯანყების გადაჭარბების შეკავების მცდელობაში. მიუხედავად მისი სურვილისა, შეეჩერებინა უაზრო ძალადობა, ბერლიხინგენი აღმოჩნდა უძლური, ეკონტროლებინა აჯანყებულები და ერთი თვის ნომინალური ლიდერობის შემდეგ მან მიატოვა პოსტი და დაბრუნდა ბურგ იაგსტჰაუზენში, რათა დარჩენილი აჯანყების პერიოდი თავის ციხესიმაგრეში გაეტრარებინა.[4]

საიმპერატორო გამარჯვების შემდეგ იგი დაიბარეს შპაიერის სასამართლოს წინაშე თავისი ქმედებებზე პსუხის საგებლად. 1526 წლის 17 ოქტომბერს საიმპერატორო პალატამ იგი გაამართლა. ამის მიუხედავად, 1528 წლის ნოემბერში იგი აუგსბურგში დააპატიმრა სვაბიის ლიგამ, რომელსაც სურდა ძველი ანგარიშების გასწორება. უსაფრთხო გადასვლის დაპირებით აუგსბურგში ჩასვლის შემდეგ, ლიგის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ძველი ბრალდებებისგან თავის გასათავისუფლებლების მცდლობის მიუხედავად, იგი დააპატიმრეს 1530 წლამდე, სანამ არ გაათავისუფლეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიმეორა 1522 წლის ფიცი, რომ დაბრუნდეს თავის ბურგ ჰორნბერგში და იქ დარჩებოდა სიცოცხლის ბოლომდე.[4]

ბერლიხინგენი დათანხმდა ამას და დარჩა ჰორნბერგის მახლობლად, სანამ კარლ V-ემ, საღვთო რომის იმპერატორმა, არ გაათავისუფლა ფიცისგან 1540 წელს. იგი მსახურობდა კარლის მეთაურობით იბრძოდა უნგრეთში სულეიმან ბრწყინვალის ოსმლეთის იმპერიის წინააღმდეგ 1542 წლის კამპანიაში, ხოლო 1544 წელს, საფრანგეთში იმპერიული შეჭრისას, იბრძოდა საფრანგეთის ფრანსუა I-ის მეთაურობის ქვეშ.[4] საფრანგეთის კამპანიის შემდეგ, ბერლიხინგენი დაბრუნდა ჰორნბერგში და დარჩენილი ცხოვრება შედარებით მშვიდად გაატარა. იგი გარდაიცვალა 1562 წლის 23 ივლისს ჰორნბერგის ციხესიმაგრეში, 81 ან 82 წლის ასაკში. ბერლიხინგენი ორჯერ დაქორწინდა, მას ჰყავდა სამი ქალიშვილი და შვიდი ვაჟი, რათა შეენარჩუნებინა თავისი გვარი.[4]

ლიტერატურა

  • Goethe, Johann Wolfgang von – Götz von Berlichingen (1773).
  • R. Pallmann – Der historische Götz von Berlichingen (Berlin, 1894).
  • F. W. G. Graf von Berlichingen-Rossach – Geschichte des Ritters Götz von Berlichingen und seiner Familie (Leipzig, 1861).
  • Lebens-Beschreibung des Herrn Gözens von Berlichingen – Götz's Autobiography, published Nürnberg 1731 (reprint Halle 1886).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Adela. (2017-03-25) Götz of the Iron Hand en-US. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  2. Adela. (2017-03-25) Götz of the Iron Hand en-US. ციტირების თარიღი: 2020-02-07Adela (25 March 2017). "Götz of the Iron Hand". Naked History. Archived from the original on 7 February 2020. Retrieved 7 February 2020.
  3. Morton, Ella. (2015-11-03) Object of Intrigue: the Prosthetic Iron Hand of a 16th-Century Knight en. ციტირების თარიღი: 2020-02-07
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Chisholm 1911.
  5. Adela. (2017-03-25) Götz of the Iron Hand en-US. ციტირების თარიღი: 2020-02-07Adela (25 March 2017). "Götz of the Iron Hand". Naked History. Archived from the original on 7 February 2020. Retrieved 7 February 2020.
  6. Götzenburg (Baden-Württemberg) – Infos, News, Termine de. ციტირების თარიღი: 15 May 2020