მეწამული ძირწითელა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მეწამული ძირწითელა''' — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიმაღლის, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი ღერო. მთელი მცენარე გაფარჩხული თეთრი, ჯაგრისე...
(განსხვავება არ არის)

17:10, 29 ნოემბერი 2021-ის ვერსია

მეწამული ძირწითელა — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30–100 სმ სიმაღლის, მარტივი, სწორი ან მოგრეხილი ღერო. მთელი მცენარე გაფარჩხული თეთრი, ჯაგრისებური ბეწვითაა დაფარული. ფოთლები ვიწროლანცეტა ფორმისაა, შებუსული. ხვეულები მრავალყვავილიანია, ვიწრო, კენწრულ, თავაკისებურ ყვავილედებს ქმნის. გვირგვინი მეწამული ფერისაა. ყვავილობს მაისში, ნაყოფმსხმოიარობს ივლისში.

იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, ბალახოვან ფერდობებზე, ველებზე, გზისპირებზე. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში.