ბიბერშტაინის ძირწითელა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბიბერშტაინის ძირწითელა''' — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. ღერო სიმაღლეში 30–100 სმ-ია, ძლიერ დატოტვილი. მთელი მცენარე მოკლე, უხეში და გაფარჩხული ბეწვითა...
(განსხვავება არ არის)

16:19, 29 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ბიბერშტაინის ძირწითელა — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. ღერო სიმაღლეში 30–100 სმ-ია, ძლიერ დატოტვილი. მთელი მცენარე მოკლე, უხეში და გაფარჩხული ბეწვითაა დაფარული. ფესვთანური ფოთლები 30 სმ-მდე სიგრძისაა, ლანცეტა ფორმის, ღეროსეული ფოთლები ვიწრო-ლანცეტაა. ყვავილედი ძლიერ დატოტვილი და ფართოსაგველასებურია. გვირგვინი მოთეთრო-მოვარდისფროა, შებუსული, ვიწროძაბრისებური. ყვავილობს ივნისში. ნაყოფმსხმოიარობს აგვისტოში.

იზრდება მშრალ, ქვიან, რუდერალურ ადგილებში, ნათესებში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე და ცენტრალურ აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში.