ამებები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB
სამეფოები შეცასწორე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3: ხაზი 3:
| სურათის ფაილი = Arcella sp.jpg
| სურათის ფაილი = Arcella sp.jpg
| სურათის წარწერა = ''Arcella'' sp.
| სურათის წარწერა = ''Arcella'' sp.
| სამეფო = ცხოველები
| სამეფო = პროტისტები
| ტიპი =
| ტიპი =
| ქვეტიპი =
| ქვეტიპი =
ხაზი 27: ხაზი 27:

ჩვეულებრივ, ამებები უსქესოდ (გაყოფით) მრავლდებიან: ჯერ იყოფა ბირთვი, შემდეგ ციტოპლაზმა. სქესობრივად მრავლდებიან მხოლოდ {{lang-la|Amoeba diploidea}}. ამებების საკვებია ბაქტერიები, მცირე ზომის წყალმცენარეები და უმარტივესნი, ზოგჯერ კი ორგანული ნივთიერებათა ნარჩენები; პათოგენური ენტამება ერითროციტებით იკვებება. ამებები უმეტესად მტკნარწყლიან წყალსატევებში გვხვდება, ზოგი ზღვაში, ნოტიო ნიადაგში ან შლამში ცხოვრობს. მრავალი სახეობა [[პარაზიტი]]ა. ბინადრობს [[ადამიანი]]სა და [[ცხოველები]]ს ნაწლავებში, მ. შ. ყველაზე საშიშია [[დიზენტერიის ამება]] ({{lang-la|Entamoeba histolitica}}), რომელიც [[ამებიაზი|ამებურ დიზენტერიას]] იწვევს.

==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|355|სვანიძე დ}}
{{ქსე|1|355|სვანიძე დ}}

14:37, 28 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ამებები
Arcella sp.
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Amoebina

ამებები (ლათ. Amoebina) — უმარტივესი ცხოველების რიგი სარკოდინების კლასისა.

ამებების სხეული უჩონჩხოა. მათი დიამეტრია 50 მკმ (მიკრომეტრი), თუმცა არიან 2-3 მმ-მდე დიამეტრის მქონე სახეობებიც. სხეული შედგება ციტოპლაზმისა და ერთი ან რამდენიმე ბირთვისაგან. ციტოპლაზმა ორ შრედ იყოფა: გარეთა — ჰომოგენური, ღია ფერის ექტოპლაზმა და შიგნითა — მუქი და მარცვლიანი ენდოპლაზმა, რომელშიც ბირთვი და ვაკუოლებია. კუმშვადი ვაკუოლი წყლისა და მარილების ცვლას აწესრიგებს.

საჭმლის მომნელებელ ვაკუოლში მოხვედრილი საკვები სათანადო ფერმენტების მოქმედებით გადამუშავება. ამებები მოძრაობენ ციტაპლაზმური გამონაზარდებით — ცრუფეხებით (ფსევდოპოდიები), რომლებითაც საკვებსაც იტაცებენ. არახელსაყრელ პირობებში (წყალსატევის ამოშრობის ან საკვების ნაკლებობისა და სხვა დროს) ამებები მრგვალდებიან, იკეთებენ გარსს და ცისტად გადაიქცევიან. ხელსაყრელ პირობებში მოხვედრისას ცისტის გარსი იშლება და ამებები აქტიურად იწყებენ ცხოვრებას.

ჩვეულებრივ, ამებები უსქესოდ (გაყოფით) მრავლდებიან: ჯერ იყოფა ბირთვი, შემდეგ ციტოპლაზმა. სქესობრივად მრავლდებიან მხოლოდ ლათ. Amoeba diploidea. ამებების საკვებია ბაქტერიები, მცირე ზომის წყალმცენარეები და უმარტივესნი, ზოგჯერ კი ორგანული ნივთიერებათა ნარჩენები; პათოგენური ენტამება ერითროციტებით იკვებება. ამებები უმეტესად მტკნარწყლიან წყალსატევებში გვხვდება, ზოგი ზღვაში, ნოტიო ნიადაგში ან შლამში ცხოვრობს. მრავალი სახეობა პარაზიტია. ბინადრობს ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში, მ. შ. ყველაზე საშიშია დიზენტერიის ამება (ლათ. Entamoeba histolitica), რომელიც ამებურ დიზენტერიას იწვევს.

ლიტერატურა