ტაგაიტაი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 189: ხაზი 189:


მოსახლეობის უმრავლესობის (93.58%) მშობლიური ენა [[ტაგალური ენა|ტაგალურია]]. მოსახლეობის ნაწილი ბიკოლანურ (1.52%), ილოკანურ (1.52%) და [[სებუანური ენა|სებუანურ ენებზე]] საუბრობს (1%).
მოსახლეობის უმრავლესობის (93.58%) მშობლიური ენა [[ტაგალური ენა|ტაგალურია]]. მოსახლეობის ნაწილი ბიკოლანურ (1.52%), ილოკანურ (1.52%) და [[სებუანური ენა|სებუანურ ენებზე]] საუბრობს (1%).

==ეკონომიკა==
===სოფლის მეურნეობა===
ტაგაიტის მზარდი ურბანიზაციის მიუხედავად, ქალაქის ეკონომიკისა და განვითარების მნიშვნელოვან სექტორს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. [[2009]] წლისთვის ქალაქის საერთო ფართობის 20% (1 292 ჰა) სასოფლო-სამეურნეო მიწებს ეკავა. ნიადაგის ნაყოფიერებას ვულკან ტაალის ამოფრქვევამაც შეუწყო ხელი, რის შემდეგაც ნიადაგი ვულკანური დანალექებით გამდიდრდა და [[ანანასი]]ს, [[ყავა|ყავის]], [[ბანანი]]ს, კაკოს, ხილის, ბოსტნეულისა და სხვა სამეურნეო პროდუქტების მოყვანას შეუწყო. სამეურნეო პროდუქტები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გააქვთ. [[ტურიზმი]]ს განვითარებამდე ქალაქში უხვად იყო [[ხმალა|ხმალაებისა]] და გვირილების ფერმები.<ref>{{cite web|title=Updated City Development Strategy Report for Tagaytay City 9 Mar 2009|url=http://www.citiesalliance.org/sites/citiesalliance.org/files/CAFiles/Projects/City_of_Tagaytay.pdf|website=Cities Alliance|publisher=Cities Alliance|access-date=15 November 2015|date=9 March 2009|archive-url=https://web.archive.org/web/20151010153512/http://www.citiesalliance.org/sites/citiesalliance.org/files/CAFiles/Projects/City_of_Tagaytay.pdf|archive-date=10 October 2015|url-status=dead}}</ref>

===ტურიზმი===


==ადგილობრივი მმართველობა==
==ადგილობრივი მმართველობა==

12:05, 24 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ტაგაიტაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Maitim 2nd East
კოორდინატები 14°06′00″ ჩ. გ. 120°56′00″ ა. გ. / 14.10000° ჩ. გ. 120.93333° ა. გ. / 14.10000; 120.93333
დაარსდა 21 ივნისი, 1938
ფართობი 65.00 კმ²
ცენტრის სიმაღლე 292 მეტრი
მოსახლეობა 85 330 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 46
საფოსტო ინდექსი 4120
ოფიციალური საიტი http://www.tagaytay.gov.ph/
ტაგაიტაი — ფილიპინები
ტაგაიტაი

ტაგაიტაი (ოფიციალურად ქალაქი ტაგაიტაი; ტაგალ. Lungsod ng Tagaytay) ― მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 85 330 ადამიანს შეადგენს.

პეიზაჟებისა და გრილი კლიმატის გამო, ტაგაიტაი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა ტურისტული დანიშნულების ადგილია. ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ტაალის ტბისა (ბატანგასი) და ვულკან ტაალის დანახვაა შესაძლებელი. ტაგაიტაი ქვეყნის დედაქალაქიდან 59 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ისტორია

ფილიპინების რევოლუციის დროს ტაგაიტაის ქედები და ტყეები მახლობელი პროვინციების რევოლუციონერთა თავშესაფარს წარმოადგენდა.

ტაგაიტაი ჩარტერული ქალაქი 1938 წლის 21 იანვარს გახდა, როდესაც პრეზიდენტმა მანუელ კესონმა თანამეგობრობის №338 აქტს მოაწერა ხელი.[2]

გეოგრაფია

ტაგაიტასი ფართობი 66.1 კმ²-ია, რაც კავიტეს პროვინცის საერთო ფართობის 4.37%-ს შეადგენს. ქალაქის ჩრდილოეთით მანილის ყურე მდებარეობს, სამხრეთით ― ტაალის ტბა და ვულანი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― ლაგუნა-დე-ბაი.

ტოპოგრაფია

ტაგაიტაის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები მთა-ბორცვიანია, რომლებიც ძირითადად, ტყეებით, ფიჭვის ხეებითა და ბალახითაა დაფარული. ქალაქი ტაგაიტაის ქედის გასწვრივ მდებარეობს. ტაგაიტაის ქედი 32 კმ-ის სიგრძისაა და დასავლეთით ბატულაოს მთიდან აღმოსავლეთით სუნგაის მთამდეა გადაჭიმული.[3] ქედის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 610 მეტრია. სუნგაის მთა არა მხოლოდ ტაგაიტაის, არამედ კავიტეს პროვინციის უმაღლესი წერტილიცაა. მისი სიმაღლე 709 მეტრია.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტაგაიტაი რბილი ტროპიკული მუსონური კლიმატის ზონაშია მოქცეული, რაც მანილასთან შედარებით უფრო გრილი ამინდით, ნაკლები ტენიანობითა და უხვი ნალექიანობით ხასიათდება. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია (72 °F) და იშვიათად აჭარბებს 31 °C-ს (88 °F). დეკემბერ-თებერვალში ქალაქის მაღლობები ნისლიანი, ქარიანი და გრილია. კავიტეს პროვინციის სხვა ტერიტორიების მსგავსად, ტაგაიტაიშიც ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი (ნოემბრიდან აპრილამდე) და წვიმების სეზონი (წელიწადის დარჩენილ დროს).

ტაგაიტაის საშუალო ფარდობითი ტენიანობის მაჩვენებელი 78%-ია. ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებია გაბატონული. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში სამხრეთ-დასავლეთის ქარები ქრის.

ჰავის მონაცემები — ტაგაიტაი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაქსიმალური °C 27.0 28.0 30.0 31.0 30.0 29.0 28.0 27.0 27.0 27.0 27.0 27.0 28.2
საშუალო მაღალი °C 24.0 26.0 27.0 29.0 28.0 26.0 25.0 24.0 25.0 25.0 25.0 24.0 25.7
საშუალო დღიური °C 20.0 21.0 21.5 23.5 24.0 23.0 22.5 22.0 22.5 22.0 21.5 20.5 22.0
საშუალო დაბალი °C 16.0 16.0 16.0 18.0 20.0 20.0 20.0 20.0 20.0 19.0 18.0 17.0 18.3
საშუალო მინიმალური °C 13.0 13.0 14.0 16.0 18.0 18.0 18.0 19.0 18.0 16.0 15.0 14.0 16.0
საშუალო ნალექი (მმ) 11 13 14 32 101 142 208 187 175 131 68 39 1 121
წყარო: meteoblue.com (modeled/calculated data, not measured locally)[4]

ბარანგაები

ტაგაიტაი 34 ბარანგაიდ იყოფა.[5]

  • ასისანი
  • ბაგონგ-ტუბიგი
  • კალაბუსო
  • აღმოსავლეთი დაპდაპი
  • დასავლეთი დაპდაპი
  • ფრანსისკო
  • ჩრდილოეთი გინჰავა
  • სამხრეთი გინჰავა
  • აღმოსავლეთი ირუჰინი
  • სამხრეთი ირუჰინი
  • დასავლეთი ირუჰინი
  • ცენტრალური კაიბაგალი
  • ჩრდილოეთი კაიბაგალი
  • სამხრეთი კაიბაგალი (პობლაისონი)
  • მაგ-ასავანგ-ილატი
  • აღმოსავლეთი მაჰარლიკა
  • დასავლეთი მაჰარლიკა
  • მეორე ცენტრალური მაიტიმი
  • მეორე აღმოსავლეთი მაიტიმი
  • მეორე დასავლეთი მაიტიმი
  • აღმოსავლეთი მენდეს-კროსინგი
  • დასავლეთი მენდეს-კროსინგი
  • ნეოგანი
  • ჩრდილოეთი პატუტონგ-მალაკი
  • სამხრეთი პატუტონგ-მალაკი
  • სამბონგი
  • სან-ხოსე
  • ჩრდილოეთი სილანგი
  • სამხრეთი სილანგი
  • აღმოსავლეთი სუნგაი
  • დასავლეთი სუნგაი
  • აღმოსავლეთი ტოლენტინო
  • დასავლეთი ტოლენტინო
  • სამბალი

დემოგრაფია

2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 85 330 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელიო 1300 ადამიანი 1 კმ²-ზე.

2010 წლისთვის ტაგაიტაის მოსახლეობა 62 030 ადამიანს შეადგენდა. მოსახლეობის 95.36% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ტაგაიტაის მოსახლეობის 3.37% პროტესტანტია, მათ შორის არიან ქრისტეს ეკლესიის მიმდევრებიც (1.5%).[6][7]

მოსახლეობის უმრავლესობის (93.58%) მშობლიური ენა ტაგალურია. მოსახლეობის ნაწილი ბიკოლანურ (1.52%), ილოკანურ (1.52%) და სებუანურ ენებზე საუბრობს (1%).

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობა

ტაგაიტის მზარდი ურბანიზაციის მიუხედავად, ქალაქის ეკონომიკისა და განვითარების მნიშვნელოვან სექტორს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. 2009 წლისთვის ქალაქის საერთო ფართობის 20% (1 292 ჰა) სასოფლო-სამეურნეო მიწებს ეკავა. ნიადაგის ნაყოფიერებას ვულკან ტაალის ამოფრქვევამაც შეუწყო ხელი, რის შემდეგაც ნიადაგი ვულკანური დანალექებით გამდიდრდა და ანანასის, ყავის, ბანანის, კაკოს, ხილის, ბოსტნეულისა და სხვა სამეურნეო პროდუქტების მოყვანას შეუწყო. სამეურნეო პროდუქტები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე გააქვთ. ტურიზმის განვითარებამდე ქალაქში უხვად იყო ხმალაებისა და გვირილების ფერმები.[8]

ტურიზმი

ადგილობრივი მმართველობა

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი აგნეს დ. ტოლენტინოა, ხოლო ვიცე-მერი ― რეიმონდ ა. ამბიონი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია აბრაჰამ ნ. ტოლენტინო.

დაძმობილებული ქალაქები

ტაგაიტაის მერია
ადგილობრივი
საერთაშორისო

რესურები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Commonwealth Act No. 338 - An Act to incorporate the City of Tagaytay, and for other purposes. Official Gazette of the Republic of the Philippines (21 June 1938). ციტირების თარიღი: 25 June 2021
  3. "Tagaytay City – Geography". Cavite Province Official Website. Retrieved on 2012-02-04.
  4. Climate: Modelled Tagaytay – Climate graph, Temperature graph, Climate table. meteoblue.com. ციტირების თარიღი: 10 Nov 2019
  5. Philippine Standard Geographic Code (PSGC) | Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: 2021-11-06
  6. Father, Silouan. (August 10, 2019) Hierarchal Liturgy at Tagaytay.
  7. RUSSIAN CHURCH ESTABLISHES FOUR DIOCESES IN SOUTHEAST ASIA (2019-02-27).
  8. Updated City Development Strategy Report for Tagaytay City 9 Mar 2009. Cities Alliance (9 March 2009). ციტირების თარიღი: 15 November 2015
  9. PIA – Sisterhood agreement between Tagaytay and San Nicolas signed
  10. 10.0 10.1 Tagaytay, Philippines & Rohnert Park, California. Sister Cities International. ციტირების თარიღი: 2015-02-04