ელდარ შენგელაია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46: ხაზი 46:
* 1993 — „[[ექსპრეს-ინფორმაცია]]“
* 1993 — „[[ექსპრეს-ინფორმაცია]]“
* 1996 — „[[Dog Rose]]“
* 1996 — „[[Dog Rose]]“
* 2017 — „სავარძელი“
* 2020 — „ჭა“


== ჯილდოები ==
== ჯილდოები ==

14:25, 21 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ელდარ შენგელაია
დაბადების თარიღი 26 იანვარი, 1933 (1933-01-26) (91 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1957-1996
მეუღლე(ები) არიადნა შენგელაია (1957-1980 წლები)
მშობლები მამა: ნიკოლოზ შენგელაია
დედა: ნატო ვაჩნაძე
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ელდარ შენგელაია (დ. 26 იანვარი, 1933, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

ბიოგრაფია

კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი” მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973)

პოლიტიკა

1990 წლიდან შენგელაია ჩაერთო პოლიტიკაში, 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992–1995 წლებში — საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995–1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2008 —საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

ფილმოგრაფია

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში