ყუბილაი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42: ხაზი 42:


==მმართველობის პერიოდი==
==მმართველობის პერიოდი==
ყუბილაიმ [[1260]] წელს, კორონაციაზე მიიღო გადაწყვეტილება: დედაქალაქი [[ყარაყორუმი (ქალაქი)|ყარაყორუმი]]დან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად [[კაიფინი|კაიფინში]], ხოლო [[1264]] წელს - [[პეკინი|ჯუნდუ]]ში, ახლანდელი [[პეკინი]]) გადაიტანა. [[1271]] წლის 18 დეკემბერს [[ჩინგიზიდები]]ს მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი [[იუანის დინასტია|იუანი]] უწოდა, ხოლო 4 სახელმწიფოდ დაშლილ ([[ჰულაგუიანები]], [[ოქროს ურდო]], [[ჩაღათას ულუსი]] და [[მონღოლთა იმპერია|დიდი ყაენის იმპერია]]) [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა იმპერიას]] სახელი შეუცვალა და [[იუანის დინასტია]] დაარქვა. [[1278]] წელს დაიპყრო [[ბირმა]], ხოლო [[1279]] წელს დაასრულა [[სამხრეთი სუნის დინასტია|სამხრეთ სუნის იმპერიის]] დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.
ყუბილაიმ [[1260]] წელს, კორონაციაზე მიიღო გადაწყვეტილება: დედაქალაქი [[ყარაყორუმი|ყარაყორუმიდან]] ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად [[კაიფინი|კაიფინში]], ხოლო [[1264]] წელს - [[პეკინი|ჯუნდუ]]ში, ახლანდელი [[პეკინი]]) გადაიტანა. [[1271]] წლის 18 დეკემბერს [[ჩინგიზიდები]]ს მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი [[იუანის დინასტია|იუანი]] უწოდა, ხოლო 4 სახელმწიფოდ დაშლილ ([[ჰულაგუიანები]], [[ოქროს ურდო]], [[ჩაღათას ულუსი]] და [[მონღოლთა იმპერია|დიდი ყაენის იმპერია]]) [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა იმპერიას]] სახელი შეუცვალა და [[იუანის დინასტია]] დაარქვა. [[1278]] წელს დაიპყრო [[ბირმა]], ხოლო [[1279]] წელს დაასრულა [[სამხრეთი სუნის დინასტია|სამხრეთ სუნის იმპერიის]] დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.


[[ჩინეთი]]სა და [[ბირმა|ბირმის]] დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა მთლიანი [[ინდოჩინეთი]]ს დასამორჩილებლად. [[1274]], [[1281]] და [[1293]] წლებში შეუტია [[იაპონია]]ს, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მოძულე გამოუჩნდა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ამას განაპირობებდა მისი მიგრირება [[ჩინეთი|ჩინეთში]] და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია|დიდი ყაენის]], [[უგედეი]]ს შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირება დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ [[ჩინგიზიდები|ჩინგიზიდებს]].
[[ჩინეთი]]სა და [[ბირმა|ბირმის]] დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა მთლიანი [[ინდოჩინეთი]]ს დასამორჩილებლად. [[1274]], [[1281]] და [[1293]] წლებში შეუტია [[იაპონია]]ს, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მოძულე გამოუჩნდა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ამას განაპირობებდა მისი მიგრირება [[ჩინეთი|ჩინეთში]] და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია|დიდი ყაენის]], [[უგედეი]]ს შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირება დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ [[ჩინგიზიდები|ჩინგიზიდებს]].

10:47, 2 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ყუბილაი-ყაენი
Хубилай хаан
მონღოლთა იმპერიის მე-5 დიდი ყაენი
მმართ. დასაწყისი: 1259
მმართ. დასასრული: 18 თებერვალი, 1294
წინამორბედი: მუნქე
მემკვიდრე: თემურ-ყაენი
იუანის დინასტიის პირველი იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 5 მაისი, 1260
მმართ. დასასრული: 18 თებერვალი, 1294
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: თემურ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1215
გარდ. თარიღი: 18 თებერვალი, 1294
გარდ. ადგილი: ხანბალიქი, იუანის დინასტია
მეუღლე: თექულენ ხათუნი
დორბაჯინ ხათუნი
ნამბუი ხათუნი
ჩაბი ხათუნი
ჰუშიჯინ ხათუნი
შვილები: დორჯი
ზენჩინი
ნომუხანი
აიუჩი
ხულან თემური
ცევერი
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: ტოლუი
რელიგია: ტიბეტური ბუდიზმი

ყუბილაი, სეჩენ-ხანი, ში-ძუ (დ. 23 სექტემბერი, 1215 — გ. 18 თებერვალი, 1294, პეკინი) — მონღოლთა მე-5 დიდი ყაენი 1260-1294 წლებში, ტოლუის ვაჟი, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი.

ტახტზე ასვლამდე

ყუბილაი დაიბადა და აღიზარდა მონღოლეთში. ის და მისი ძმები პირადად ჩინგიზ-ყაენის კარზე იზრდებოდნენ. 1236 წელს, მონღოლების მიერ ძინის დინასტიის განადგურების შემდეგ, უგედეი-ყაენმა თავისი გარდაცვლილი ძმის, ტოლუის ოჯახს მამულები უბოძა ჩინეთში, რომელთა შორის ყველაზე ფართო სწორედ ყუბილაის ერგო. მაშინ დაიწყო მან ჩინურ კულტურასთან დაახლოვება. ყუბილაი დაინტერესდა ბუდიზმით. ის იყო ერთ-ერთი პირველი ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა შორის, რომელიც ეზიარა რაიმე რელიგიას.

მისი უფროსი ძმის, დიდი ყაენის, მუნქეს ზეობის დროს (1251-1259) ჩინეთის დასაპყრობად გაგზავნილი არმიის მეთაურად დანიშნეს. ყუბილაიმ 1253 წელს შეძლო იუნანის დაპყრობა, 1255-1257 წლებში კი დაიმორჩილა ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი. მუნქეს სიკვდილის შემდეგ ყარაყორუმში ჩავიდა და ყაენის ტახტი დაიკავა.

მმართველობის პერიოდი

ყუბილაიმ 1260 წელს, კორონაციაზე მიიღო გადაწყვეტილება: დედაქალაქი ყარაყორუმიდან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად კაიფინში, ხოლო 1264 წელს - ჯუნდუში, ახლანდელი პეკინი) გადაიტანა. 1271 წლის 18 დეკემბერს ჩინგიზიდების მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი იუანი უწოდა, ხოლო 4 სახელმწიფოდ დაშლილ (ჰულაგუიანები, ოქროს ურდო, ჩაღათას ულუსი და დიდი ყაენის იმპერია) მონღოლთა იმპერიას სახელი შეუცვალა და იუანის დინასტია დაარქვა. 1278 წელს დაიპყრო ბირმა, ხოლო 1279 წელს დაასრულა სამხრეთ სუნის იმპერიის დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.

ჩინეთისა და ბირმის დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა მთლიანი ინდოჩინეთის დასამორჩილებლად. 1274, 1281 და 1293 წლებში შეუტია იაპონიას, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მოძულე გამოუჩნდა მონღოლეთში. ამას განაპირობებდა მისი მიგრირება ჩინეთში და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი დიდი ყაენის, უგედეის შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირება დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ ჩინგიზიდებს.

ყუბილაი იყო შემწყნარებელი და სამართლიანი მმართველი. მან დააფინანსა ჩინეთის ისტორიაში უდიდესი თეატრის მშენებლობა, მოიწვია ტიბეტელი ლამები, არაბი ასტროლოგები. იუანის დინასტიის ერაში შექმნილ პოეზიაში აღწერილია სამდღიანი ქეიფები ათასი სტუმრისთვის. უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს ჩინურ ენაზე. მის დროს მონღოლეთსა და ჩინეთს ესტუმრა ცნობილი ვენეციელი მოგზაური, მარკო პოლო.

ყუბილაი-ყაენი გარდაიცვალა 1294 წლის 18 თებერვალს, 78 წლის ასაკში. მის შემდეგ იუანის დინასტიისა და მონღოლეთის იმპერატორი გახდა მისი შვილიშვილი, თემურ-ყაენი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

წყარო