ოსმან II: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
|რიგი = მე-16
|რიგი = მე-16
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = II Osman.jpg
|სურათი = Osman 2.jpg
|წარწერა =
|წარწერა =
|კორონაცია =
|კორონაცია =

11:08, 31 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

ოსმან II
ოსმ. عثمان ثانى‎ — Osmân-ı sânî
ოსმალეთის მე-16 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1618
მმართ. დასასრული: 1622
წინამორბედი: მუსტაფა I
მემკვიდრე: მუსტაფა I
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ნოემბერი 1604
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 მაისი 1622
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: მეილიშაჰ სულთანი
აქილე ხათუნი
აიშე ხათუნი
შვილები: შეჰზადე ომერი
ზეინებ სულთანი
შეჰზადე მუსტაფა
დინასტია: ოსმანები
მამა: აჰმედ I
დედა: მაჰფირუზ ჰატიჯე სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ოსმან II (ოსმ. عثمان ثانى‎ — Osmân-ı sânî , თურქ. İkinci Osman; დ. 3 ნოემბერი 1604 — გ. 20 მაისი 1622) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1618–1622 წლებში.

ოსმანი 1604 წელს, სტამბოლში დაიბადა. იგი აჰმედ I-ის უფროსი შვილი იყო. 1617 წელს სულთან აჰმედის გარდაცვალების შემდეგ, ტრადიციისამებრ ტახტზე ოსმანი უნდა ასულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჯერ მხოლოდ 12 წლის იყო, შეიჰ-ულ-ისლამის გადაწყვეტილებით ტახტზე აჰმედ I-ის უმცროსი ძმა მუსტაფა I ავიდა. აგრეთვე, ვარაუდობენ, რომ მუსტაფას ტახტზე ასვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აჰმედ I-ის კანონიერმა მეუღლემ, ქიოსემ სულთანმა, რომელსაც ეშინოდა, რომ ოსმანის ტახტზე ასვლის შემთხვევაში, იგი ძმებს სიკვდილით დასჯიდა.

მუსტაფა სულიერად დაავადებული იყო, ამიტომ იგი ტახტიდან სამ თვეში ჩამოაგდეს და ოსმანი აიყვანეს. ოსმან II-მ მიიღო იმ დროისთვის საუკეთესო განათლება. ოსმანი იყო ძალიან ენერგიული მმართველი და დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს.

1618 წელს თურქეთის არმიის რამდენიმე მარცხის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ ზავი დადო სეფიანთა იმპერიასთან, რომელიც იმეორებდა 1612 წლის ხელშეკრულების პირობებს.

1620 წელს ოსმანმა ბრძოლა დაიწყო პოლონეთთან და მოლდოვაში ცეცორსკის ბრძოლაში დაამარცხა ის. შემდეგ წელს ოსმანი თავად ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიის შეჭრას პოლონეთში, მაგრამ ხოტინის ბრძოლაში განიცადა მარცხი, რის შემდეგაც დაიდო ხოტინის ხელშეკრულება. ამ დამარცებამ დიდად იმოქმედა ოსმან II-ის ავტორიტეტის დაცემაზე.

1621 წელს სტამბოლში დაბრუნებულმა ოსმანმა დაგეგმა რამდენიმე რეფორმა. ის აპირებდა შეექმნა ახალი არმია ანატოლიის და ჩრდილოეთ სირიის თურქული მოსახლეობისაგან, რათა მათი საშუალებით შეეცვალა აჯანყებისკენ მიმართული იანიჩარების კორპუსი. იგი ასევე აპირებდა დედაქალაქის აზიაში გადატანას. 1622 წლის მაისში მან გადაწყვიტა გადასულიყო კონსტანტინოპოლიდან ანატოლიაში იმ საბაბით, რომ დაემთავრებინა წმინდა ქალაქ მექის მოლოცვა. მაგრამ 19 მაისს დაიწყო იანიჩარების აჯანყება, რომლის დროსაც ოსმანი შეიპყრეს და ედიკულის ციხეში ჩასვეს. მეორე დღეს ის სიკვდილით დასაჯეს. ტახტზე კი ისევ ბიძამისი, მუსტაფა I აიყვანეს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში