რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3: ხაზი 3:
'''რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774''' - [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გასვლას. [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, [[ასტრახანი]]ს აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი [[პოლონეთი]]ს საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, [[საფრანგეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] დიპლომატიის წაქეზებით [[1768]] წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს ითვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევას ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ [[პეტრე რუმიანცევი]]სა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს [[დონი (მდინარე)|დონიდან]] [[დნეპრი|დნეპრამდე]]. ამავე დროს რუსეთის ფლოტი [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვიდან]] [[ხმელთაშუა ზღვა]]ში უნდა შესულიყო [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] ბლოკირებისათვის და [[საბერძნეთი|საბერძნეშთი]] ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.

[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.
[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. [[1770]] წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.

[[1771]] წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობით [[პერეკოპი]] აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან [[საჰიბ-გირეი]]სთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.

10:47, 19 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
ალეგორია, ეკატერინეს თურქეთზე გამარჯვება (1772), სტეფანო ტორელი

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774 - რუსეთის ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა შავ ზღვაზე გასვლას. ოსმალეთი თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, ასტრახანის აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი პოლონეთის საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, საფრანგეთისა და ავსტრიის დიპლომატიის წაქეზებით 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს ითვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევას ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ პეტრე რუმიანცევისა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს დონიდან დნეპრამდე. ამავე დროს რუსეთის ფლოტი ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში უნდა შესულიყო დარდანელის ბლოკირებისათვის და საბერძნეშთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.

1769 წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და აზოვის ზღვის სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს ხოტინის მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი იასი დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე ჩესმენის ყურეში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.

1771 წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობით პერეკოპი აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან საჰიბ-გირეისთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.

1773 წლის მარტიდან რუმიანცევი დუნაის ფორსირებისათის მზადებას სეუდგა. ალექსანდრე სუვოროვის მეთაურობით სამხედრო რაზმმა ტურტუკაისაკენ რეიდი წარმატებით ჩაატარა. 1774 წლის 6 ივნისს მთავარმა ძალებმა დუნაი გადალახეს. სუვორვის 18-ათასიანმა კორპუსმა კოზლუჯასთან 40-ათასიანი ოსმალთა ლაშქარი გაანადგურა. ი. სალტიკოვის რაზმმა კი ტურტუკაისტან გაიმარჯვა. რუსეთის ჯარმა შუმლუს, რუშჩუკისა და სილისტრიის ციხესიმაგრეების ბლოკირება მოახერხა. ამ პირობებში ოსმალები ზავის დადებაზე დათანხმდნენ, 1774 წლის 10 ივლისს ქუჩუკ-კაინარჯში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა მიიღო დნეპრისა და სამხრეთის ბუგს შორის მდებარე ტერიტორია და კინბურნის, ქერჩისა და ენიკალეს სიმაგრეები. რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ხელშეკრულების 23-ე მუხლით რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.

რუსეთ-ოსმალეთის ომი და საქართველო

ამ ომში რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოვიდნენ ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I. რუსეთის სამეფოს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით ერეკლეს 30 ათასი, სოლომონს კი 20 ათასი კაცის გამოყვანა შეეძლოთ, რაც ოსმალეთის დიდ ძალებს კავკასიაში დააბამდა, შესაბამისად, რუსეთი ცდილობდა, ქართველი მეფეები ომში ჩაერთო ისე, რო თავად დიდი მსხვერპლი არ გაეღო. 1769 წელს საქართველოში რუსეთის მთავრობამ საექსპედიციო რაზმი გამოგზავნა გრაფი ტოტლებენის მეთაურობით. ტოტლბენეს ჰყავდა 500 კაცი 4 ზარბაზნით. ამ მცირე რაზმით ქართველი მეფეები დიდ სამხედრო ოპერაციებს მოერიდნენ. 1770 წლის გაზაფხულისთვის რუსეთის 3767 ჯარისკაცი და 12 ზარბაზანი ჩავიდა საქართველოში. ამის შემდეგაც ტოტლებენის უტაქტო საქციელის და ქართველი მეფეების შეურაცხყოფის გამო ვერ საქმე წინ ვერ წავიდა, ტოტლებენის თვითნებურმა მოქმედებამ ქართველ მეფეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მას თან ერთვოდა უთანხმოება სოლომონ I-სა და ერეკლე II-ს შორის. სოლომონს, გარდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, რუსეთის ჯარის გამოყენება სურდა ოდიშისა და გურიის სამთავროების დასამორჩილებლად. 1770 წლის აპრილში ერეკლე II და ტოტლებენი შეთანხმდნენ ახალციხის საფაშოსკენ გალაშქრებაზე და გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე II აწყურის ციხესთან და სურამში დაბრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჯარის სიმცირის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ტოტლებენს და ერეკლე II-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ტოტლებენმა დაიკავა დუშეთი, ანანური, გორი და ცხინვალი და დაიწყო ხალხის დაფიცება რუსეთის მეფის ერთგულებაზე, ის აპირებდა ერეკლე II-ის ტახტიდან ჩამოგდებას და დაპატიმრებას. თავის მხრივ, ერეკლე II-ც დაიძრა მის დასაპატიმრებლად. ტოტლებენი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო.

იმერეთში ტოტლებენმა და სოლომონ I-მა ბაღდათის და ქუთაისის ციხეებიდან განდევნეს ოსმალები. 1770 წლის ოქტომბერში კი გაილაშქრეს ფოთის ციხეზე, სადაც მათ შეუერთდათ კაცია II დადიანი. ფოთზე შეტევა წარუმატებლად დასრულდა. 1771 წლის იანვარში ტოტლებენის ნაცვლად რუსეთის ჯარის უფროსად გენერალი სუხოტინი დაინიშნა. 1772 წელს რუსეთის ჯარი გაწვეულ იქნა საქართველოდან.

ლიტერატურა