კათოლიციზმი სომხეთში: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Subst:მუშავდება}} '''კათოლიციზმი სომხეთში ''—''''' მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი სომხეთში, რომელიც ექვემდებარება [[რომის პაპი|რომის პაპის]...
(განსხვავება არ არის)

15:57, 17 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Rezo1515.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: ოქტომბერი 17, 2021.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 921 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Rezo1515.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Rezo1515.|კათოლიციზმი სომხეთში}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


კათოლიციზმი სომხეთში მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი სომხეთში, რომელიც ექვემდებარება რომის პაპის მმართველობას. 2011 წლის აღწერით, სომხეთში 13,843 კათოლიკე ქრისტიანი ცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის 0.46 %-ს წარმოადგენს. სომხეთში არსებული კათოლიციზმი იყოფა ორად: ლათინური, იგივე დასავლური წესის რომაული კათოლიციზმი და სომხური წესის კათოლიციზმი.

ისტორია

იურიზდიქციები და ეპარქიები

სომხეთში არსებული კათოლიკური ეკლესია დაყოფილია ორ ტერიტორიულ იურიზდიქციად. ლათინური წესის კათოლიკეები არის სამოციქულო ადმინისტრაციის ნაწილი, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ხოლო სომხური წესის კათოლიკეები მიეკუთვნებიან სომხურ კათოლიკურ ეკლესიას, რომლებიც შედიან აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკე ორიენტალისტების ორდინატურაში. ეს უკანასკნელი აერთიანებს არა მხოლოდ საკუთრივ სომხეთში მცხოვრებ სომხური წესის კათოლიკეებს, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ კათოლიკე სომხურ დიასპორას.

თანამედროვე ეპოქა

სომეხი კათოლიკეები ყოველთვის განცალკევებით ცხოვრობენ სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრებისაგან. შესაბამისად, ამ ორი ეკლესიის წარმომადგენელთა ქორწინებები ძალიან იშვიათია. აღსანიშნავია, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები ხშირად სომეხ კათოლიკეებს „ფრანკებს“ უწოდებენ, რაც განპირობებულია იმით, რომ ძველად სომხეთში უმეტესად ფრანგი მისიონერები მუშაობდნენ კათოლიციზმის გავრცელებაზე, ამიტომაც სომხებისათვის, ისევე, როგორც ძველი ქართველებისათვის, ფრანგი კათოლიკესთან იყო გაიგივებული.

სომეხ კათოლიკეთა ძირძველ რეგიონს წარმოადგენს შირაქის პროვინცია, კერძოდ კი მისი შვიდი სოფელი, ესენია: არევიკი, პანიკი, ლანჯიკი, აზატანი, ძითანკოვი, აშოძკი და მეძ-სეპასარი. აღსანიშნავია ლორეს პროვინციაც, რომელიც ასევე გამოირჩევა კათოლიკე მოსახლეობის სიმრავლით. აქ გამოირჩევა კათოლიკეებით დასახლებული ექვსი პუნქტი: ტაშირი, კატნარატი, კატნაღბუირი, პეტროვკა, სარატოვკა და ბლაგოდარნოიე.

აღსანიშნავია სომხეთის დედაქალაქ ერევანში მცხოვრები პოლონელი, ლათინური წესის კათოლიკეები, რომლებიც ერთობ მომრავლდნენ ქვეყანაში და ცხოვრობენ ადგილობრივ კათოლიკეებთან ერთად.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო