ფარანძემი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ფარანძემი|დაბადების ადგილი=სიუნიქი, სომხეთი|მამა=ანდრო II, სიუნიქის მთავარი|დინასტია=არშაკიდები ''(ქორწინებით)''|შვილები=პ...
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება მრავალმნიშვნელოვანი ბმულები

No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ფარანძემი|დაბადების ადგილი=[[სიუნიქის პროვინცია|სიუნიქი]], [[სომხეთი]]|მამა=ანდრო II, სიუნიქის მთავარი|დინასტია=[[არშაკიდები]] ''(ქორწინებით)''|შვილები=[[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპი, სომხეთის მეფე]]|ქორწინება=[[გნელ სომეხი|გნელი, სომხეთის პრინცი]]
(ქ. 359 - გარდ. 359)
[[არშაკ II|არშაკ II, სომხეთის მეფე]]
(ქ. 360 - გარდ. 368)|გარდაცვალების ადგილი=[[ქტესიფონი]], [[სპარსეთი]]|გარდაცვალების თარიღი=[[ზამთარი]], [[369]]/[[370]]|დაბადების თარიღი=[[IV საუკუნე]]|სურათი=Last Battle of Queen Pharandzem.jpg|მემკვიდრე2=[[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპი]]|წინამორბედი2=[[არშაკ II]]|მმართველობის წლები2=[[368]]-[[369]]/[[370]]|წარწერა=დედოფალ ფარანძემის უკანასკნელი ბრძოლა|ქვეყანა2=[[სომხეთი|სომხეთის სუვერენული დედოფალი]]|მმართველობის წლები=[[360]]-[[368]]|ქვეყანა=[[სომხეთი|სომხეთის კონსორტი დედოფალი]]|რელიგია=[[სომხური სამოციქულო ეკლესია]]}}
|სახელი = ფარანძემი

|დაბადების ადგილი = [[სიუნიქის პროვინცია|სიუნიქი]], [[სომხეთი]]
|მამა = ანდრო II, სიუნიქის მთავარი
|დინასტია = [[არშაკიდები]] ''(ქორწინებით)''
|შვილები = [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპი, სომხეთის მეფე]]
|ქორწინება = [[გნელ სომეხი|გნელი, სომხეთის პრინცი]]
(ქ. 359 - გარდ. 359)
[[არშაკ II|არშაკ II, სომხეთის მეფე]]
(ქ. 360 - გარდ. 368)
|გარდაცვალების ადგილი = [[ქტესიფონი]], [[სპარსეთი]]
|გარდაცვალების თარიღი = [[ზამთარი]], [[369]]/[[370]]
|დაბადების თარიღი = [[IV საუკუნე]]
|სურათი = Last Battle of Queen Pharandzem.jpg
|მემკვიდრე2 = [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპი]]
|წინამორბედი2 = [[არშაკ II]]
|მმართველობის წლები2 = [[368]]-[[369]]/[[370]]
|წარწერა = დედოფალ ფარანძემის უკანასკნელი ბრძოლა
|ქვეყანა2 = [[სომხეთი|სომხეთის სუვერენული დედოფალი]]
|მმართველობის წლები = [[360]]-[[368]]
|ქვეყანა = [[სომხეთი|სომხეთის კონსორტი დედოფალი]]
|რელიგია = [[სომხური სამოციქულო ეკლესია]]

'''ფარანძემი''' ({{Lang-hy|Փառանձեմ}}; დ. [[IV საუკუნე]], [[სიუნიქის პროვინცია|სიუნიქი]], [[დიდი სომხეთი|სომხეთის სამეფო]] ― გ. [[ზამთარი]], [[369]]/[[370]], [[ქტესიფონი]], [[სპარსეთი]]) ― [[სომხები|სომეხი]] წარჩინებული და [[სიუნიქის პროვინცია|სიუნიქის პროვინციის]] მთავრის ასული. სომხეთის კონსორტი დედოფალი 360-368 წლებში, როგორც მეფე [[არშაკ II]]-ის ცოლი. სომხეთის მეფე [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპის]] დედა და მისი რეგენტი, შემდეგში კი ქვეყნის მმართველი 368-370 წლებში.
'''ფარანძემი''' ({{Lang-hy|Փառանձեմ}}; დ. [[IV საუკუნე]], [[სიუნიქის პროვინცია|სიუნიქი]], [[დიდი სომხეთი|სომხეთის სამეფო]] ― გ. [[ზამთარი]], [[369]]/[[370]], [[ქტესიფონი]], [[სპარსეთი]]) ― [[სომხები|სომეხი]] წარჩინებული და [[სიუნიქის პროვინცია|სიუნიქის პროვინციის]] მთავრის ასული. სომხეთის კონსორტი დედოფალი 360-368 წლებში, როგორც მეფე [[არშაკ II]]-ის ცოლი. სომხეთის მეფე [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპის]] დედა და მისი რეგენტი, შემდეგში კი ქვეყნის მმართველი 368-370 წლებში.

ხაზი 42: ხაზი 60:

== სქოლიო ==
== სქოლიო ==
{{სქოლიო|2}}
[[კატეგორია:არშაკიდები]]
[[კატეგორია:არშაკიდები]]
[[კატეგორია:სომხეთის დედოფლები]]
[[კატეგორია:სომხეთის დედოფლები]]
[[კატეგორია:ქალი მმართველები]]
[[კატეგორია:ქალი მმართველები]]
[[კატეგორია:ქალი რეგენტები]]

14:58, 17 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

ფარანძემი

დედოფალ ფარანძემის უკანასკნელი ბრძოლა
სომხეთის კონსორტი დედოფალი
მმართ. წლები: 360-368
სომხეთის სუვერენული დედოფალი
მმართ. წლები: 368-369/370
წინამორბედი: არშაკ II
მემკვიდრე: პაპი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: IV საუკუნე
დაბ. ადგილი: სიუნიქი, სომხეთი
გარდ. თარიღი: ზამთარი, 369/370
გარდ. ადგილი: ქტესიფონი, სპარსეთი
მეუღლე: გნელი, სომხეთის პრინცი
(ქ. 359 - გარდ. 359)
არშაკ II, სომხეთის მეფე
(ქ. 360 - გარდ. 368)
შვილები: პაპი, სომხეთის მეფე
დინასტია: არშაკიდები (ქორწინებით)
მამა: ანდრო II, სიუნიქის მთავარი
რელიგია: სომხური სამოციქულო ეკლესია

ფარანძემი (სომხ. Փառանձեմ; დ. IV საუკუნე, სიუნიქი, სომხეთის სამეფო ― გ. ზამთარი, 369/370, ქტესიფონი, სპარსეთი) ― სომეხი წარჩინებული და სიუნიქის პროვინციის მთავრის ასული. სომხეთის კონსორტი დედოფალი 360-368 წლებში, როგორც მეფე არშაკ II-ის ცოლი. სომხეთის მეფე პაპის დედა და მისი რეგენტი, შემდეგში კი ქვეყნის მმართველი 368-370 წლებში.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ფარანძემი დაიბადა სიუნიქის პროვინციაში, სომხეთში. მამამისი ამ პროვინციის მთავარი ანდრო II იყო[1]. მამის ხაზით იგი სისაკის შთამომავალი იყო. მამამისის ძმა ისტორიაში პირველი ნახარარი და სიუნიქის მმართველი იყო სიუნიების დინასტიიდან. ფარანძემის დედის სახელი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ იგი მამიკონიანების საგვარეულოდან იყო[2].

პირველი ქორწინება და ქვრივობა

არშაკიანთა სომხეთის სამეფო

359 წელს ფარანძემი ცოლად შერთეს არშაკიანთა სომხეთის პრინც გნელს[3], რომელიც პრინცი თრდატის ძე იყო[4]. თრდატის ძმა, არშაკ II სომხეთის მეფე იყო 350 წლიდან მოყოლებული, ოღონდ მხოლოდ როგორც რომის ვასალი. გნელი ამ დროს სომხეთში ერთობ პოპულარული პრინცი და ბიძამისის სავარაუდო მემკვიდრე იყო. ცნობილია, რომ გნელის ბიძაშვილი, პრინცი ტირიტი ერთობ შეყვარებული იყო ფარანძემზე და მას ცოლობაც სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, რის გამოც მან გნელის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა განიზრახა[5]. ამის გამო ტირიტი მივიდა მეფე არშაკთან და უთხრა: „გნელს თავად უნდა მეფობა და შენი მოკვლა. ყველა წარჩინებულსა და ნახარარს მოსწონს იგი, ამიტომაც ისინი მის ბატონობას ამჯობინებენ შენსას. მეფეო, დაუკვირდით რას სჩადით, თქვენი ხსნა თქვენს ხელთაა“[6].

ამის შემდეგ მეფე არშაკი გადაემტერა გნელს, რის გამოც გნელი ფარანძემთან ერთად გაიქცა სამეფო კარიდან. არშაკმა ეს იმის დასტურად მიიჩნია, რომ პრინცი მართლაც დამნაშავე იყო და ჩათვალა, რომ შეთქმულების დასაჩქარებლად გაიქცა პროვინციის მმართველებთან. ამის აღსაკვეთად კი არშაკმა 359 წლის აგვისტოში მოაკვლევინა გნელი[7].

ამ მოვლენიდან მალევე ტირიტი ეახლა მეფე არშაკს და სთხოვა გნელის ქვრივის, ფარანძემის ხელი. მეფეს მანამდეც სმენოდა, რომ ტირიტი ცრუ ბრალდებებს უყენებდა გნელს, რათა მის ცოლზე ექორწინა, ამიტომაც ამ დროს მან განუცხადა: „ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ ჭორები მართალი იყო. გნელი მისი ცოლისათვის მომაკვლევინე...“[8] ამის გამო, განრისხებულმა არშაკ II-მ ჯარისკაცებს პრინცი ტირიტიც მოაკვლევინა.

არშაკ II, ფარანძემის მეორე ქმარი

მეორე ქორწინება და ქვრივობა

360 წელს მეფე არშაკ II-მ თავად იქორწინა თავისი ძმისწულის ქვრივ ფარანძემზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის არშაკი უკვე იყო დაქორწინებული ბერძენ კრეტელ წარჩინებულ ქალზე, დედოფალ ოლიმპიაზე[9][10]. ცნობილია, რომ ოლიმპია მას თავად რომის იმპერატორმა კონსტანტინე II-მ გაუგზავნა, სომხურ-რომაული ალიანსის გასაფორმებლად[11], თუმცა ამან არშაკს ხელი არ შეუშალა ფარანძემიც შეერთო ცოლად.

რომაელები ფარანძემს დედოფლად არ აღიარებდნენ და ოლიმპიას არშაკის ერთადერთ და კანონიერ ცოლად სცნობდნენ. ცნობილია, რომ არშაკს ოლიმპია ფარანძემზე მეტად უყვარდა[12], თუმცა მან ფარანძემს მაინც მისცა სომხეთის დედოფლის წოდება. ქორწინებიდან მალევე კი ფარანძემმა არშაკს ვაჟი გაუჩინა, პრინცი პაპის სახით[13]. აღსანიშნავია, რომ ფარანძემს ერთი გერიც ჰყავდა პრინცი ანობის სახით, რომელიც მეფეს უცნობი ქალისაგან გაუჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სომხეთის სამეფო ოჯახი უკვე ქრისტიანი იყო, არშაკი სპარსულ მოდას მიჰყვებოდა მრავალცოლიანობის საკითხში[14]. მიუხედავად ამისა, ორ დედოფალს შორის მწვავე დაპირისპირება იყო. ვაჟის გაჩენის შემდეგ, 361 წელს ფარანძემმა დედოფალი ოლიმპია მოაწამვლინა და მეფის ერთადერთი ცოლი გახდა[15]. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპია ერთობ ფრთხილი ქალი იყო და არაფერს არც ჭამდა და არ სვამდა შეუმოწმებლად, ფარანძემმა მისი მოწამვლა მაინც მოახერხა.

შაპურ II

367 წელს სასანიანთა სპარსეთის შაჰმა შაპურ II-მ დაატყვევა მეფე არშაკ II და იგი ქტესიფონის ციხეში ჩასვა. იგი ვეღარც განთავისუფლდა და 368 წელს აღესრულა ტყვეობაში. მეფის დატყვევების შემდეგ შაპურს სურდა საბოლოოდ დაეპყრო მთელი სომხეთი, ამიტომაც იქ თავისი ჯარები გააგზავნა[16].

სპარსული ჯარების სომხეთში შეჭრის შემდეგ დედოფალმა ფარანძემმა აიყვანა თავისი ვაჟი, ფორმალური მეფე პაპი, მასთან ერთად წაიღო მთელი განძეულობა და არტოგერასის ციხესიმაგრეში შეიკეტა. ცნობილია, რომ დედოფალსა და მცირეწლოვან მეფეს სომეხი დიდებულების ჯარები იცავდნენ. მალევე ორი გამოჩენილი სომეხი დიდებული შაპურის მხარეს გადავიდა, რომელთა გზასაც გაჰყვნენ ვაჰან მამიკონიანი და მერუჟურან არწრუნი. შაპურს არშაკიდების დინასტიის დამხობა და სომხეთში თავისი მომხრე დიდებულების მმართველობის დამყარება სურდა, ამიტომაც ეს სიტუაცია მას ხელს აძლევდა.

შექმნილი რთული ვითარების გამო დედოფალმა ფარანძემმა მცირეწლოვანი ვაჟი რომის იმპერატორ ვალენტის გაუგზავნა, თავად კი მოღალატე დიდებულების გადმობირებას ცდილობდა. იმავდროულად, იმპერატორი ვალენტი აქტიურად მუშაობდა დედოფლის დახმარებასა და რომის მოკავშირე არშაკიანთა ძალაუფლების აღდგენაზე. ორწლიანი ალყის შემდეგ შაპურის ჯარებმა დაიკავეს მთელი სომხეთი და აიღეს არტოგერასის ციხესიმაგრეც[17]. დედოფალ ფარანძემთან ერთად ციხესიმაგრიდან 11,000 ჯარისკაცი და 6,000 ქალი დაატყვევა შაჰმა შაპურმა და ისინი სპარსეთის დედაქალაქ ქტესიფონში გადაასახლა[18].

დედოფალ ფარანძემთან ერთად შაპურმა სპარსეთში გაიყოლა მთელი სომხური სამეფო განძეულობა. შაპურს სურდა, რომ დაემცირებინა სომხეთი და მისი მოკავშირე რომის იმპერიაც უსუსურად წარმოეჩინა, ამიტომაც მან დედოფალი ფარანძემი თავის ჯარისკაცებს გადასცა გასაუპატიურებლად. მათ იგი სასტიკად გააუპატიურეს, რა დროსაც ფარანძემი გარდაიცვალა[19]. 370 წელს, მისი გარდაცალებიდან მალევე, იმპერატორ ვალენტის დახმარებით პაპმა გაათავისუფლა სომხეთი და დაიბრუნა სამეფო ტახტიც.

ლიტერატურა

• Faustus of Byzantium, History of the Armenians, 5th Century
• The conversion of Armenia to the Christian faith, William St. Clair Tisdall, Princeton University, 1897
• N. Lenski, Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D., University of California Press, 2003
• R.G. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, Palgrave Macmillan, 2004
• V.M. Kurkjian, A History of Armenia, Indo-European Publishing, 2008
• E. Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire (Google eBook), MobileReference, 2009

სქოლიო

1. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
2. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
3. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.89
4. Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire
5. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
6. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
7. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
8. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
9. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.89
10. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
11. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.89
12. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
13. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book IV, Chapter 15
14. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.89
15. Hovannisian, The Armenian People From Ancient to Modern Times, Volume I: The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century, p.89
16. Lenski, Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D., p.170
17. Lenski, Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D., p.172
18. Gibbon, The History of the Decline and Fall of the Roman Empire
19. Lenski, Failure of Empire: Valens and the Roman State in the Fourth Century A.D., p.172