ვალარშ I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 37: ხაზი 37:
== სქოლიო ==
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

{{სომხეთის მეფეები}}


[[კატეგორია:სომხეთის მეფეები]]
[[კატეგორია:სომხეთის მეფეები]]

13:19, 12 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

ვალარშ I
Վաղարշ
დიდი სომხეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 117
მმართ. დასასრული: 144
წინამორბედი: პარტამასირი
მემკვიდრე: სოჰემოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: არშაკუნიანების დინასტია

ვალარშ I (სომხ. Վաղարշ) — დიდი სომხეთის მეფე არშაკუნიანების საგვარეულო დინასტიიდან. ვალარშ I სამეფო ტახტზე პარტამასირის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო 117 წელს და დასრულდა 144, მის შემდეგ კი ტახტზე სოჰემოსი ავიდა. 116 წელს ვალარში მეთაურობდა რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ არმიას, რომელთა მიზანსაც სომხეთის დამოუკიდებლობა წარმოადგენდა, პართიის მეფის ხოსრო I-ის მხარდაჭერით ვალარში სომხეთის მეფე გახდა. 117 წელს იმპერატორ ტრაიანეს სიკვდილი შემდეგ, რომაულმა ჯარებმა მთელი სომხეთის ტერიტორია დატოვეს. რომის ახალმა იმპერატორმა ადრიანემ კი ვალარშ I ლეგიტიმურ მეფედ აღიარა.

ვალარშ I-ის მეფობის დროს სომხეთმა განვლო მშვიდობისა და არმშენებლობის ეპოქა. ისტორიკოს მოვსეს ხორენაცის თანახმად, ვალარშმა ხელახლა ააშენა ქალაქი ვარდგესავანი და მის პატივსაცემად ქალაქს ახალი სახელი ვაღარშაპატი ეწოდა.[1] II - IV საუკუნეებში ქალაქი იყო დიდი სომხეთის დედაქალაქი.[2] ამავე ისტორიკოსის მიხედვით მანვე დააარსა კიდევ ერთი ქალაქი ვაღარშავანი ბასენის გავარში (ადმინისტრაციული ერთეული ძველ სომხეთში) აირარატის პროვინციაში. ვალარშ I 144 წელს რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა გადააყენა, მის ადგილას კი სოჰემოსი დანიშნა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Поспелов Е. М. Географические названия мира: Топонимический словарь: Свыше 5 000 единиц / Отв. ред. Р. А. Агеева. — М.: «Русские словари», 1998. — С. 160. — 372 с. — ISBN ISBN 5-89216-029-7.
  2. Эчмиадзин — статья из Большой советской энциклопедии (3 издание)