რევაზ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი)}} '''რევაზ ერისთავი''' (დ.1827, ოძისი, დუშეთის მაზრა — გ. 1899) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. 1850–1860-ია...
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
 
(განსხვავება არ არის)

უკანასკნელი რედაქცია 15:53, 9 ოქტომბერი 2021-ის მდგომარეობით

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რევაზ ერისთავი (დ.1827, ოძისი, დუშეთის მაზრა — გ. 1899) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი. 1850–1860-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“. პოპულარული იყო მისი ლექსები „ბიძაჩემს ყაფლანს“ და „ყაფლან ორბელიანს“. ერისთავმა თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოებები. ი. კოზლოვის პოემის „შეშლილის“ ერისთავისეული თარგმანი 1861 წელს მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ, რითაც დაიწყო „მამებისა და შვილების ბრძოლა“. ერისთავის წერილს „პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა“ ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა სტატიაში „პასუხი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]