მიშელ სონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 182: ხაზი 182:


[[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:ფრანგი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:ფრანგი პიანისტები]]

13:43, 1 ოქტომბერი 2021-ის ვერსია

მიშელ სონი
მშობლიური სახელი Michel Sogny
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1947
პო, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ეთნიკურად უნგრელი
განათლება ფსიქოლოგიის მაგისტრი, ლიტერატურის ბაკალავრი, ფილოსოფიის დოქტორი
ალმა-მატერი École Normale de Musique de Paris,
სორბონის უნივერსიტეტი
პროფესია პიანისტი, კომპოზიტორი
საიტი www.michelsogny.net

მიშელ სონი (ფრანგ. Michel Sogny; დ. 21 ნოემბერი, 1947, პო, საფრანგეთი) — უნგრული წარმოშობის, ფრანგი პიანისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი და მწერალი.

ბიოგრაფია

მიშელ სონი მუსიკას პარიზის მუსიკალურ აკადემიაში დაეუფლა, ჟიულ ჟენტილის და ივონ დესპორტესის ხელმძღვანელობით. ფლობს მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიაში, ბაკალავრის ხარისხს ლიტერატურაში და დოქტორის ხარისხს ფილოსოფიაში,[1] რაც დაიცვა 1974 წელს სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა. არის ფონდ SOS Talents-ის დამფუძნებელი.

1970 -იანი წლები

მუსიკალურ სამყაროს ასპარეზზე მიშელ სონი 1970-იან წლებში ჩნდება და მალევე იმკვირდებს თავს, როგორც ინოვაციური მუსიკალური მეთოდის ფუძემდებელი.

იყო ფერენც ლისტის ფრანგული ასოციაციის ერთერთი დამაარსებელი წევრი,[2] რასაც ხელმძღვანელობდა ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი და ლისტის შვლილიშვილი ბლანდინ ოლივიე დე პრევო.[3].

1974 წელს მიშელ სონი პარიზში აარსებს მუსიკიალურ სკოლას, სადაც მოსწავლეები ეუფლებიან ფორტეპიანოს სწავლების ახალ მეთოდს.[4] იმავე წელს ხსნის ლიტერატურულ და მუსიკალურ სალონს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ მხატვრები და ინტელექტუალები, ასევე პიანისტები — ალდო ჩიკოლინი, დიორდ ციფრა, პაულ ბადურა-სკოდა, სიპრიან კაცარისი, მოცეკვავე ნოელა პონტუა, რეჟისორი მიხალის კაკოიანისი, მსახიობები — ჟან მარე და მადლენ სოლონი, ასევე ალბერ დელონე, პოლ შოშარი, ტერეზ დე სენ-ფალი.

1975 წელს სონიმ გამოაქვეყნა პირველი წიგნი „ლისტით შემოქმეებითი აღტაცება“ (Admiration Créatrice chez List), რომელსაც დიორდ ციფრას წინასიტყვობა უძღვის.

1976 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიშელ სონის სკოლის შესახებ, რომელიც ჟურნალ France Panoram-ში გაშუქდა.[5].

1980-იანი წლები

1980-იან წლებში, მიშელ სონი, როგორც მუსიკის კრიტიკოსი, სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებებს მიმოიხილავს Harmonie-ში.[6][7]

1981 წელს, თავის მოსწაველესთან, ჟან მენსონთან ერთად დაწერა სიმღერა „Comme un bateau ivre“. მონაწილეობას იღებს ფრანსუა რეიშენბახის მიერ გადღებულ სატელევიზიო სერიალში „მუსიკის წყალობით“ (Grâce à la musique).[8]

ამავე წელს, სონი ასევე ხსნის მუსიკალური სკოლის ფილიალს ჟენევაში.[9][10].

1985 წელს, ჟენევის შრომის საერთაშორისო ოფისში, წარდგენილი იქნა მიშელ სონის ფორტეპიანოს შესწავლის მეთოდი; მეთოდის ინტეგრაცია მოხდა გენელაური დირექტორის ფრანსის ბლანშარის ინიციტავით, რომელსაც ორგანიზაციაში კულტურული სფეროს დანერგვა სურდა.

1990-იანი წლები

1990-იან წლებში მიშელ სონი თავისი მეთოდის დანერგვას და ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობას განაგრძობს.

1993 წლის 15 მარტს, ჟენევის დიდ თეატრში, თავის მოწაფე მირიამ გრამთან ერთად მიშელ სონიმ შეასრულა ფერენც ლისტის Grand Galop Chromatique — საფორტეპიანო ნაწარმოები ოთხი ხელში, კომპოზიტორის ორიგინალურ ვერსიაში.[11] · [12].

1995 წელს, ავსტრიაში, მუსიკალურ ინსტიტუცია ვილა-შინდლერში მას მუსიკალური დაწესებულების ხელმძღვანელობა სთხოვეს, იეჰუდი მენუჰინის საპატიო პრეზიდენტობის დროს.[13][14] ახალგაზრდა პიანისტები იქ სტაჟირებას გადიოდნენ, რომლის დასასრულს ისინი წარდგებოდნენ კონცერტზე.[15][16][17] ვილა-შინდლერში მისი სტუდენტები იყვნენ თამარ ბერაია, ხატია ბუნიათაშვილი, ელისო ბოლქვაძე, იანა ვასილიევა.

ამ პერიოდში მისი პროტეჟე იყო ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე,[18] რომელთანაც ერთად იგი საფორტეპიანო დუეტებს ოთხი ხელში ასრულებდა. ისინი ფერენც ლისტის ნაწარმოებების ორიგინალურ ვერსიებს ასრულებენ.

2000-იანი წლები

2000 წლის მარტში, მიშელ სონიმ დაარსა ფონდი SOS Talents. ფონდი მხარს უჭერს ახალგაზრდა პიანისტებს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნებიდან. ფონდის ახალგაზრდა ლაურეატები ეუფლებიან მიშელ სონის ფორტეპიანოს სწავლების მეთოდს და თავიანთ რეპერტუარს კონცერტების დროს წარმოადგენენ.

ფონდის პირველი კონცერტი 2001 წელს პარიზში, Hôtel Marcel Dassault–ში გაიმართა. კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ სერჟ და ნიკოლ დასოები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს პიანისტებმა იანა ვასილიევამ და ხატია ბუნიათიშვილმა. იმავე წელს, მისი მოსწავლეები, იანა ვასილიევა, ელისო ბოლქვაძე, ხატია ბუნიათაშვილი და გვანცა ბუნიათაშვილი [19] ელიზეს მინდვრების თეატრში წარსდგნენ.[20]

2002 წელს მიშელ სონიმ ფორტეპიანოს ფესტივალი სასტუმრო „მონტრო-პალასში“,[21] · [22] სადაც მოწვეული იყო პიანისტი ალდო ჩიკოლინი. ფონდიდან კი წარდგენილი იყვნენ ელისო ბოლქვაძე, იანა ვასილიევა და თამარ ბერაია.

2003 წელს, მიშელ სონი საფრანგეთს წარმოადგენს ვლადიმირ ჰოროვიცის საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში, რომელიც მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

2004 წელს, შვეიცარიის ქალაქ კოპეში სონიმ დააარსა „მიშელ სონის საფორტეპიანო ფესტივალი“.[23].

2006 წელს ის ასწავლის და მოღვაწეობს ბუდაპეშტში. ამავე წელს მან ფერენც ლისტის მუზეუმში საფორტეპიანო კონცერტების სერია წარადგინა.

2009 წელს, ვილნიუსში, ევროპის კულტურული დედაქალაქის ღონისძიების ფარგლებში, ვალდას ადამკუსის პატრონაჟით იმართება SOS Talents Fondation-ის კონცერტი. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა რამდენიმე სატელევიზიო არხზე.[24] იმავე წელს მიშელ სონიმ გამოაქვეყნა ნაშრომი La Musique en Questions, Entretiens avec Monique Philonenko.

2010-იანი წლები

ამ პერიოდში ორმოწ წლიანი მუსიკალური პედაგოგიური პრაქტიკის ფონზე, მიშელ სონი ახალგაზრდა პიანისტების მომზადებას აგრძელებს.[25][26] SOS Talents Foundation კი ოცი წელია, ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს ამზადებს.[27].

2013 წელს გამოქვეყნდა წიგნი L'adulte prodige, რომელიც მოგვითხრობს მიშელ სონის მოსწავლის, მიშელ პარის შესახებ. მიშელ პარი ფორტეპიანოს სწავლას ზდარსულ ასაკში შეუდგა და სულ რაღაც 4 -წლიანი მომზადების შემდეგ, მაყურებლის წინაშე წარდგომა შეძლო პრესტიჟულ ელისეს მინდვრების თეატრში.

2014 წელს მიშელ სონიმ კიდევ ერთი ნაშრომი, „ვიქტორ ჰიუგოდან დოსტოევსკიმდე“ (De Victor Hugo à Dostoïevsky) გამოაქვეყნა — ფილოსოფიური ინტერვიუების წიგნი, ფილოსოფოს ალექსი ფილონენკოსთან ერთად.

2019 წელს, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, სონი საქართველოს მასტერკლასებით ეწვია.[28][29] ამავა წელს, სონი ეწვია იაპონიას, იშიკავას მუსიკალურ აკადემიას.[30]

ფორტეპიანოს სწავლების მეთოდი

მიშელ სონის მეთოდს ეუფლებიან მის საფორტეპიანო სკოლებში პარიზსა და ჟენევაში. 1974 წლიდან ამ მეთოდს 20 000-ზე მეტი სტუდენტი მისდევს.[31].

მეთოდი დაფუძნებულია საფორტეპიანო ტექნიკის მაღალი დონის მიღწევაზე, ასევე მოსწავლის მიერ მუსიკის ემოციური აღქმის განვითარებაზე.[32] „მიშელ სონიმ შეიმუშავა (...) მეთოდი, რომელიც არა მხოლოდ აერთიანებს ინსტრუმენტის ტექნიკურ ოსტატობას, არამედ თითოეული სტუდენტის ემოციურ მგრძნობელობას და ფსიქოლოგიურ განზომილებას“, — წერს სტივენ ფრიდრიხი.[33] მოსწავლეები მისი დიდაქტიკურ ნაშრომებს მიხედვით მუშაობენ.[34]

მის სტუდენტებს შორის, მიშელ პარიმ ფორტეპიანოს შესწავლა 26 წლის ასაკში დაიწყო, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ კი მან პროგრესს მიაღწია, რამაც საჯარო კონცეტრზე გამოსვლის საშუალებას მისცა;[35] 1980 და 1981 წელს ის ელისეს მინდვრების თეატრში წარსდგა ლისტის ნამუშევრებით.[36][37][38] მიშელ სონის მოსწავლე იყო კლოდინ ზევაკო, რიმელიც 1983 წელს ასევე გამოდიოდა ელისეს მინდვრების თეატრში. 1984 წელს, დიორდ ციფრამ მიშელ სონი და კლაუდინ ზევაკო ქალაქ სანლისში მიიწვია, ციფრას ფონდის ეგიდით.[39]

მიშელ სონის მოსწავლეებს შორის მრავალი მომღერალი თუ მსახიობია, მათ შორის არიან: იზაბელ ობრე, ანი კორდი, მარი პოლ-ბელი, ალის დონა, პიერ დუგლასი, ევა, ფრანსუა ჰარდი, სილვი ჯოლი, ჟან მენსონი, კატრინ რიბეირუ, ანრი სალვადორი, ჟან-ჟაკ სემპე, უილიამ შელერი.[40].

1981 წელს, სენატის სხდომაზე შეიტანეს წერილობითი მოთხოვნა მიშელ სონის სკოლის მთელი საფრანგეთის მასშტაბით გაფართოების თაობაზე.[41].

პიანისტი და კომპოზიტორი

მიშელ სონი არის დიდაქტიკური ნაწარმოებების ავტორი, მათ შორის Prolégomènes à une Eidétique Musicale, Paralipomènes à une Eidétique Musicale და Études pour piano. მან ასევე შეადგინა ფორტეპიანოს საკონცერტო ნაწარმოებები: Furia, Triptyque, Entrevisions, Dérive, Hommage is Liszt, Aquaprisme, Réminiscentiel, Trois pièces dans le style hongrois, Deux Études de concert, 12 ნაწარმოები მხოლოდ მარჯვენა ხელისთვის, Reviviscence.

მისი ნაწარმოებები შესრულებული აქვთ ისეთ პიანისტებს როგორებიც არიან: თამარ ბერაია, კრისტიან შამორელი, სიპრიან კაცარისი, ფრანს კლიდა, ელისო ბოლქვაძე, ანა ყიფიანი, ალექსანდრა მასალევა, ჯეი გოტლიბი, ლაურა მიკოლა, ფრანცისკო ნიკოლოზი, იანა ვასილიევა, რამზი იასა, ალექსანდრ სანდლერი, ლიდი სოლომონი.[42].

ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან ერთად, მიშელ სონი ოთხ ხელში ასრულებს ფერენც ლისტის ნაწარმოებების გამოუქვეყნებელ ორიგინალურ ვერსიებს: 2e rhapsodie hongroise, la 6e rhapsodie hongroise, 19e rhapsodie hongroise, lMarche de Rákóczy, Préludes, ataille des Huns, Orphée.

ფონდი SOS Talants

ფონდი SOS Talents-ი მიშელ სონიმ სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობისთვის შექმნა.[43].

მის მოსწავლეთა რიცხვს მიეკუთვნებიან პიანისტები: თამარ ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ანა ფედოროვა, ალექსანდრა მასალევა, იანა ვასილიევა,[44] ანა ყიფიანი.[45] · [46]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Le Processus de l'esprit créateur chez Liszt
  2. „Association française Franz Liszt 1972“. Documentation Association Franz Liszt (français). octobre 1972. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „Une Association Franz Liszt“. Le Figaro (français): 29. 16 Octobre 1973. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Thierry Hillériteau, « Les antiques accords de Michel Sogny », Le Figaro, encart « Culture », samedi 3 - dimanche 4 mai 2014, page 36.
  5. „France panorama - Reportage sur l'école Michel Sogny“. Lettre de Gérard Haas (ფრანგული). 06 janvier 1976. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Michel Sogny (1977). „Critique dans la revue Harmonie“. Revue Harmonie (français).
  7. „Equipe des critiques musicaux“. Revue Harmonie (ფრანგული). 1980.
  8. „Grâce à la Musique - Franz Liszt“. Le Figaro TV (ფრანგული): 23. 11 mars 1981. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. „Les adultes peuvent apprendre le piano“. 24 Heures (ფრანგული). 15 octobre 1981. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. „Nous sommes tous des prodiges“. La Tribune de Genève (ფრანგული). 19 et 20 septembre 1981. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  11. Michel Sogny (13-14 mars 1993). „Liszt, précurseur de l'histoire la musique“. La Tribune de Genève (français). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  12. Sylvie Bonnier (Samedi-Dimanche 13-14 Mars 1993). „Michel Sogny présente une nouvelle transcription de Liszt“. La Tribune de Genève (français): 34. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. „Nachruf auf Yehudi Menuhin“. Tirolertages Zeitung (allemand). Septembre 1993. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. „Internationale Kunst in Villa Schindler“. Blickpunkt (allemand). 27 Septembre 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  15. „Eine Festwoche des Klavier“. Blick Punkt (allemand): 21. Mercredi 14 Novembre 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  16. „Konzerte“. Tiroler Tageszeitung (allemand). 4 octobre 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  17. „Klavierfestwochen der Villa Schindler mit Star-Pianisten“. Kurier (allemand): 14. 4 novembre 2000. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. Stephan Friedrich (décembre 2014). „Entretien“. Classica L'Express (ფრანგული): 8. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. (2021-09-16) Invitation au concert de Khatia et Gvansa Buniatishvili, Elisso Bolkvadze. 
  20. (2021-09-17) Michel Sogny présente ses élèves au Théâtre des Champs-Elysées Paris 28 Septembre 2001. 
  21. Sylvie Bonier (25 mars 2002). „Les surdoués du clavier ont rendez-vous à Montreux“. Tribune de Genève (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  22. Michel Sogny presse Piano Magazine, mai 2002.
  23. Luca Sabbatini (Août 2008). „Michel Sogny révèle les pianistes de demain“. La Tribune de Genève (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  24. Mezzo - Philip de la Croix (15 mars 2009). „Concert SOS Talents en direct de Vilnius Capitale Européenne de la Culture“. Mezzo TV (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  25. Les antiques accords de Michel Sogny fr (2 mai 2014)..
  26. Stephan Friedrich (Décembre 2014). „40 ans au service de la musique“. Classica L'Express (ფრანგული): Couverture. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  27. L'art et la Méthode de Michel Sogny français (7 décembre 2015)..
  28. first channel géorgien.
  29. Batumi music fest. Michel Sogny Piano Method anglais.
  30. 2019 Ishikawa Music Academy japonais.
  31. Thierry Hillériteau (2 mai 2014). „Les antiques accords de Michel Sogny“. Le Figaro (ფრანგული). lefigaro.fr. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება).
  32. François Lancel (mai 1981). „En avant la musique“. Le Parisien (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  33. Stephan Friedrich (Décembre 2015). „L'Art et la Méthode“. Classica L'Express (ფრანგული): 4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  34. Georges Hilleret (26 mai 1984). „Le bonheur de jouer Bach après quelques mois de pratique“. Télé 7 Jours (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  35. Stephan Friedrich (Décembre 2014). „Michèle Paris - L'adulte prodige“. Classica L'Express (ფრანგული): 9. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  36. Edgar Schneider (3 mai 1980). „Jours de France“. Le Carnet de la Semaine. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  37. Elisabeth Chavelet (18 avril 1980). „Le piano enseigné en méthode accélérée“. France-Soir (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  38. Pierluigi Locchi (4 avril 1981). „Elle est devenue virtuose en six mois“. Le Figaro Magazine (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  39. „En Bref- Récital à la Fondation Cziffra“. Le Monde (ფრანგული). 26 mai 1984. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  40. Marc-Olivier Fogiel (Décembre 2018). „Le Divan - William Scheller“. France 3 (ფრანგული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  41. Enseignement de la musique : extension du centre Michel Sogny - Sénat.
  42. Piano Passionata fr.
  43. Christophe Barbier (Décembre 2015). „Editorial“. Classica L'Express (ფრანგული): 3. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  44. Thierry Hilleriteau (12 décembre 2011). „Yana Vassilieva, la revanche d'une surdouée“. Le Figaro (ფრანგული). lefigaro.fr. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება).
  45. La jeune pianiste Ana Kipiani, ressortissante de la Fondation « SOS Talents », récompensée à l’Académie du Festival de Verbier fr (27 août 2010)..
  46. Stephan Friedrich (Décembre 2015). „De jeunes talents accomplis“. Classica L'Express (ფრანგული): 15. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)