თარგი:რჩეული სტატია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:
*[[თარგი:რჩეული სტატია/სათაური]] - {{რჩეული სტატია/სათაური}}
*[[თარგი:რჩეული სტატია/სათაური]] - {{რჩეული სტატია/სათაური}}
*[[ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გეგმა]]
*[[ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გეგმა]]
*[[ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები]]
*[[ვიკიპედია:რჩეული სტატიები/არქივი]]
*<nowiki>{{</nowiki>[[ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გილოცავთ]]|{{რჩეული სტატია/სათაური}}}}
*<nowiki>{{</nowiki>[[ვიკიპედია:რჩეული სტატიები/გილოცავთ]]|{{რჩეული სტატია/სათაური}}}}



07:18, 15 სექტემბერი 2021-ის ვერსია

ლენარდ ბერნსტაინიამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი, მუსიკის ლექტორი და პიანისტი. ერთ-ერთი პირველი ამერიკაში დაბადებული და განათლებამიღებული დირიჟორი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მოხსენიებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და წარმატებული მუსიკოსი ამერიკის ისტორიაში“.

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტზე ხანგრძლივი მუშაობისას და კონცერტების დირიჟორობით მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. აგრეთვე, მიუზიკლებით „ვესტ-საიდის ისტორია“, „პიტერ პენი“, „საოცარი ქალაქი“ და სხვები, ოპერეტით „კანდიდი“, მუსიკით ფილმისთვის On the Waterfront, აგრეთვე, მესით და სხვა კომპოზიციებით, რომელთა შორისაც არის სამი სიმფონია და მრავალი კამერული და სოლო ნაწარმოები.

ბერნსტაინი იყო პირველი დირიჟორი, რომელმაც ჩაატარა სატელევიზიო ლექციების სერია კლასიკური მუსიკის შესახებ. ეს 1954 წელს დაიწყო და მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. იყო კარგი პიანისტი და საფორტეპიანო კონცერტებს ხშირად როიალიდან დირიჟორობდა. გადამწყვეტი როლი ითამაშა გუსტავ მალერის მუსიკის თანამედროვე გაცოცხლებაში, რომლითაც ყველაზე მხურვალედ იყო დაინტერესებული.

როგორც კომპოზიტორი, მუშაობდა არაერთ სტილში, რომელთა შორისაცაა სიმფონიური და საორკესტრო მუსიკა, ბალეტი, მუსიკა კინოსა და თეატრისათვის, საგუნდო ნამუშევრები, ოპერა, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო პიესები. მისი ბევრი ნაწარმოები რეგულარულად სრულდება მსოფლიოს გარშემო, თუმცა, არცერთ მათგანს „ვესტ-საიდის ისტორიის“ მსგავსი კოლოსალური წარმატება არ მოჰყოლია.

დამატებითი თარგები