საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47: ხაზი 47:
|პროცენტულობა5 =
|პროცენტულობა5 =
<!-- პიროვნება 6 -->
<!-- პიროვნება 6 -->
|სურათი6 =
|სურათი6 = [[File:Annadolidze.png|160x150px]]
|ფერები6 =
|ფერები6 =
|კანდიდატი6 = [[ანა დოლიძე]]
|კანდიდატი6 = [[ანა დოლიძე]]

09:50, 5 სექტემბერი 2021-ის ვერსია

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021
საქართველოს დროშა
2017 ←
2 ოქტომბერი, 2021 (2021-10-02)
→ 2025

 
კანდიდატი კახი კალაძე ნიკა მელია გიორგი გახარია
პარტია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის

 
კანდიდატი გიორგი ლომია თამარ კეკენაძე ანა დოლიძე
პარტია [[პატრიოტთა ალიანსი|თარგი:პატრიოტთა ალიანსი/მეტა/მოკლესახელი]] მესამე ძალა ანა დოლიძე - ხალხისთვის

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2021) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბერს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების შესაბამისად, არჩევნებში ჩადებული იყო ე.წ. რეფერენდუმის მექანიზმი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ქართულმა ოცნებამ და რიგმა პარტიებმა, თუმცა ხელი არ მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის ხელშეკრულება დატოვა, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ხელი მოაწერა. [1][2]

წინასაარჩევნო პერიოდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში რიგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა, რაც გამოქვეყნდა ორგანიზაციის I შუალედურ ანგარიშში: [3]

  • დაკომპლექტა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. ISFED-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარებამ და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემამ, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ; [3]
  • საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო; [3]
  • ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს. [3]
  • საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „დროას“ ოფისის დაზიანება ზუგდიდში. ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს ,,დროას“ ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არ არის. [3]
  • არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა. [3]
  • „სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენების და მათი წინასაარჩევნო კამპნიაში ჩართვის ფაქტები. [3]
  • ტენდენციის სახე ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე; პარტიის ლიდერების თქმით, ღონისძიებები საჯარო იყო მხოლოდ მედიისთვის და არა დამკვირვებლებისთვის. [3]
  • მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო. ასევე, დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს; ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ევროპული საქართველოს რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს; [3]
  • წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური, კვლავ „ქართული ოცნება“ იყო. აქტიურობით გამოირჩეოდა პარტია „საქართველოსთვის“ კამპანიაც;[3]
  • საანგარიშო პერიოდში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს მედიით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია, საარჩევნო პროცესში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა ტენდენციად ქცეულ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე, სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარონ და საზოგადოებას დასაბუთებული და დამაჯერებელი პასუხი გასცენ. ასევე, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით, საჯარო მოსამსახურეთა აგიტაციის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სათანადოდ არ ფასდება შესაბამისი ორგანოების მიერ; ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი. გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები. [3]

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის თანახმად, სკოლების, საბავშვო ბაღების, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება, საქართველოში დამკვიდრებული სამწუხარო პრაქტიკაა. რეგიონებში, სოფლებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალი მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად მოიაზრება მმართველი პარტიის მიერ და ხშირად ხდება მათი გამოყენება სააგიტაციო მიზნებისთვის, მათ შორის, იძულების გზით. დასაქმების პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, მასწავლებელთა დიდ ნაწილს ამ პრაქტიკაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. [3]

ამასთან, სკოლის პერსონალი ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს, შესაბამისად, ხელისუფლება მოწოდებულია ისინი თავის სამსახურში ჩააყენოს. ეს განსაკუთრებით ეხება დირექტორებს, რომელთა ნაწილი მმართველი გუნდის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციის ფუნქციასაც ასრულებს, მათ შორის, ზემოქმედებს მასწავლებლებზე. ასეთი საკვანძო როლი გათვალისწინებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მორჩილი დირექტორების შესარჩევად. „ურჩთა“ სამაგალითოდ დასასჯელად, კი, მრავალი ბერკეტია გამოყენებული, მათ შორის: სამსახურიდან გათავისუფლება, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად გაუგრძელებლობა, სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარება და ა.შ. [3]

კანდიდატები

თბილისი

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერობის კანდიდატების სია. [4]

N საარჩევნო ნომერი პოლიტიკური პარტია სახელი და გვარი
1 1 მესამე ძალა თამარ კეკენაძე
2 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნიკანორი მელია
3 6 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გიორგი ლომია
4 9 ლელო ანა ბიბილაშვილი
5 10 შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიხეილ ქუმსიშვილი
6 13 საქართველო გიორგი ქუთათელაძე
7 15 მამული თეიმურაზ ბობოხიძე
8 20 გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო გიორგი ლაღიძე
9 23 ჩვენი გაერთიანებული საქართველო არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
10 25 გახარია - საქართველოსთვის გიორგი გახარია
11 29 მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის ქეთევანი ნაკაშიძე
12 30 მშრომელთა სოციალისტური პარტია ევგენი ღვინიაშვილი
13 37 თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) ზაზა ხატიაშვილი
14 41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე
15 48 ანა დოლიძე - ხალხისთვის ანა დოლიძე
16 50 გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია გიორგი გაჩეჩილაძე

საარჩევნო პერიოდი

გამოკითხვები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების შესაბამისად, არჩევნებში ჩადებულია ე.წ. რეფერენდუმის მექანიზმი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.[1]

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.[1]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო