სახე (ჯგუფი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18: ხაზი 18:
https://fortuna.ge/ardaidardo/singer/sakhe?post=about
https://fortuna.ge/ardaidardo/singer/sakhe?post=about


[[კატეგორია:ქართული მუსიკა]]
[[კატეგორია:ქართული მუსიკალური ჯგუფები]]

19:12, 24 აგვისტო 2021-ის ვერსია

სახე – ქართული მუსიკალური პოპ-ბენდი, რომელიც თბილისში 1997 წელს დათო ფორჩხიძემ, დათო ხუჯაძესთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა. ჯგუფის პროდიუსერი შალვა რამიშვილი გახლდათ.

ჯგუფის ჰიტები 1997-2000 წლებშია დაწერილი და არანჟირებულია დათო ფორჩხიძის მიერ, ესენია: „თოვლი მოსულა”, „შენ რა სექსი ხარ”, „რომ შემეძლოს მე“, „ამაღამ”, „როგორ მინდა მოგეფერო”, „ახლა შენი დროა” , „მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი“ „Poetry ‘N’ Motion”-თან ერთად. მალევე გაკეთდა ამ ჰიტების რიმეიქები. სახეს გამოუჩნდნენ მიმდევრები, შეიქმნა სხვადასხვა ჯგუფები  და პოპ კულტურის ნამდვილ პიონერებად იქცნენ. „სახემ” ქართულ პოპ მუსიკაში გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება.

გამოშვებული აქვთ ალბომი – „ძალიან მაგარი კასეტა“ და სინგლი „შენ რა სექსი ხარ“.

2015 წლამდე ჯგუფი ერთად ფატქობრივად აღარ გამოჩენილა და „სახე“-ს წევრებმა კარიერა სხვადასხვა სფეროში განაგრძეს, თუმცა, 2015 წელს დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე ისევ დაუბრუნდნენ დიდ სცენას ჯგუფის სახელით და „ჰით ბათუმი 2015“ -ზე გამოჩნდენ.

2017 წელს  20 წლის იუბილეზე, ჯგუფს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. სახემ მაყურებელს კონცერტი შესთავაზა, სადაც ჯგუფს კვლავ წარმოადგენდა ორი წევრი - დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე, ხოლო გოგა ხაჩიძის ნაცვლად მესამე წევრი კახაბერ ცისკარიძე იყო. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, იუბილეს აღსანიშნად თბილისში ჩამოვიდა  და კონცერტში მონაწილეობა მიიღო  ჯგუფმა „Poetry’N’Motion“, რომელიც „სახესთან“ ერთად ასრულებდა სიმღერას „წვიმად გადავიქეცი“.

ამავე წელს ჯგუფმა მასშტაბური ტურნე მოაწყო.

ახალმა პროექტმა „Poetry’N’Motion“-თან ერთად ჩაწერა სიმღერა „ჩემო თბილის ქალაქო”, გადაიღეს ვიდეორგოლიც, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.

2018 წლის აგვისტოში გამართეს ყველაზე მასშტაბური სოლოკონცერტი „ბლექ სი არენაზე“.

რესურსები ინტერნეტში

https://fortuna.ge/ardaidardo/singer/sakhe?post=about