ცხემლარას ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
| ხიდის_სახელი = ცხემლარას ხიდი
| ხიდის_სახელი = ცხემლარას ხიდი
| infobox_width = 250px
| infobox_width = 250px
| სურათი =
| სურათი = Tskhemlara Bridge.jpg
| პოზრუკა = საქართველო
| პოზრუკა = საქართველო
| პოზრუკა2 = საქართველო აჭარის არ
| პოზრუკა2 = საქართველო აჭარის არ
ხაზი 11: ხაზი 11:
|lat_dir = N |lat_deg =41 |lat_min =30 |lat_sec = 35.84
|lat_dir = N |lat_deg =41 |lat_min =30 |lat_sec = 35.84
|lon_dir = E |lon_deg =41 |lon_min =49 |lon_sec = 14.27
|lon_dir = E |lon_deg =41 |lon_min =49 |lon_sec = 14.27
| Commons = Category:Tskhemlara Bridge
}}
}}
'''ცხემლარის ხიდი''' — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე [[მაჭახელისწყალი|მაჭახელაზე]], [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი|ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]] სოფელ [[ცხემლარა|ცხემლარში]], სოფელ [[აჭარისწყალი|აჭარისწყლიდან]] 7-8 კმ-ის დაშორებით.
'''ცხემლარის ხიდი''' — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე [[მაჭახელისწყალი|მაჭახელაზე]], [[ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი|ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[ცხემლარა]]ში, სოფელ [[აჭარისწყალი|აჭარისწყლიდან]] 7-8 კმ-ის დაშორებით.


ხიდით მოსახლეობა სარგებლობდა XX საუკუნის 60-იან წლებამდე, სანამ მის გერდით ახალ სამანქანო ხიდს არ ააშენებდნენ.
ხიდით მოსახლეობა სარგებლობდა XX საუკუნის 60-იან წლებამდე, სანამ მის გვერდით ახალ სამანქანო ხიდს არ ააშენებდნენ.


==ხიდის აღწერა==
==ხიდის აღწერა==

13:59, 14 აგვისტო 2021-ის ვერსია

ცხემლარას ხიდი
კოორდინატები: 41°30′35″ ჩ. გ. 41°49′14″ ა. გ. / 41.5099556° ჩ. გ. 41.8206306° ა. გ. / 41.5099556; 41.8206306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მასალა რიყის ქვა
თაღების რაოდენობა 1
ცხემლარას ხიდი — საქართველო
ცხემლარას ხიდი
ცხემლარას ხიდი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ცხემლარას ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ცხემლარის ხიდი — შუასაუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს მდინარე მაჭახელაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლარაში, სოფელ აჭარისწყლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით.

ხიდით მოსახლეობა სარგებლობდა XX საუკუნის 60-იან წლებამდე, სანამ მის გვერდით ახალ სამანქანო ხიდს არ ააშენებდნენ.

ხიდის აღწერა

ხიდი აგებულია ვიწრო ადგილზე დამრეცი თაღით. ბურჯებს შორის სიგრძე 19,6 მეტრია, სავალი ზედაპირის კი — 22 მ. ხიდის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე 5,55 მ, ბურჯის სიმაღლე — 2 მეტრია, ხოლო სისქე ქუსლში — 1,40 მ.

ხიდის სიგანე შუაწელში 1,65 მ-ია, მისასვლელებთან 2,2. მარჯვენა მისასვლელის სიგანე 8 მეტრია, სიგრძე 9 მ, მარცხენა ასასვლელის ზომები შედარებით მცირეა.

თაღს ამჩნევია მეორადი ქვის ფენა, რაც მის პირველად სახეს უკარგავს.

ხიდი ნაგებია, როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით. ბურჯებად გამოყენებულია დიდი ზომის ყორე ქვები.

ხიდზე ფოსოების არსებობა არ შეიმჩნევა. ხიდის მცირე სიმაღლის გამო შესაძლებელი იყო მდინარეში ჩაესოთ ხიმინჯები და ზედ მოეწყოთ ხარაჩოები.

ცხემლარის ხიდი გამოირჩევა სხვა ხიდებისაგან: ქვების წყობით, დიდი მალით და მცირე სიმაღლით.

ხიდს 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

2008 წელს ცხემლარას ხიდს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო