გვარას ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
| სახელი=გვარას ციხე
| სახელი=გვარას ციხე
| infobox_width = 250px
| infobox_width = 250px
| სურათი=
| სურათი= Gvara Fortress 1.jpg
| პოზრუკა = საქართველო
| პოზრუკა = საქართველო
| პოზრუკა2 = საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
| პოზრუკა2 = საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხაზი 17: ხაზი 17:
| გეგმის წარწერა=
| გეგმის წარწერა=
}}
}}
'''გვარას ციხე''' — წინაფეოდალური ხანის ციხე, მდებარე მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავში, სერზე, რომლის სიმაღლე მაჭახლის დონიდან 50 მ-მდეა.
'''გვარას ციხე''' — წინაფეოდალური ხანის ციხე, მდებარე მდინარე [[ჭოროხი]]სა და [[მაჭახელისწყალი|მაჭახელას]] შესართავში, სერზე, რომლის სიმაღლე მაჭახლის დონიდან 50 მ-მდეა.


==ძეგლის აღწერა==
==ძეგლის აღწერა==
[[ფაილი:Gvara Fortress 2.jpg|მინი|ციხის შიდა მხარე]]
ციხეს უკავია დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობი. ციხის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არის მცირე მოვაკება, ხოლო დანარჩენი მხარე მიუვალია. ციხე შეზღუდულია გალავნით — შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-6 მეტრამდეა.
ციხეს უკავია დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობი. ციხის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არის მცირე მოვაკება, ხოლო დანარჩენი მხარე მიუვალია. ციხე შეზღუდულია გალავნით — შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-6 მეტრამდეა.


ციხეს ეტყობა განახლების ნიშანი. ასე, მაგალითად: ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია სუფთა თლილი კვადრებით ამოყვანილი კედლის ნაშთი (ქვების ზომებია 60х48 სმ; 74х110 სმ; 60х10 სმ; 1,66х64 სმ) კედლის დეტალი წყობის ხასიათით უახლოვდება გონიის ციხის კედლის წყობას. მხოლოდ აქ უფრო წაგრძელებული კვადრებია. ამ ნიშნით იგი წინაფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს. ციხის ძირითადი ნაწილი გვიანდელია, ნაშენია თლილი და, ნაწილობრივ რიყის ყვით, წყობა არათარაზულია.
ციხეს ეტყობა განახლების ნიშანი. ასე, მაგალითად: ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია სუფთა თლილი კვადრებით ამოყვანილი კედლის ნაშთი (ქვების ზომებია 60х48 სმ; 74х110 სმ; 60х10 სმ; 1,66х64 სმ) კედლის დეტალი წყობის ხასიათით უახლოვდება [[გონიოს ციხე|გონიოს ციხის]] კედლის წყობას. მხოლოდ აქ უფრო წაგრძელებული კვადრებია. ამ ნიშნით იგი წინაფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს. ციხის ძირითადი ნაწილი გვიანდელია, ნაშენია თლილი და, ნაწილობრივ რიყის ყვით, წყობა არათარაზულია.


ციხეში შესასვლელი უნდა ყოფილიყო ჩრდილო ან აღმოსავლეთი მხრიდან. ქვის კიბე ან კარები არ ჩანს. უნდა ვიფიქროთ, რომ ციხეში ადიოდნენ ხის კიბით.
ციხეში შესასვლელი უნდა ყოფილიყო ჩრდილო ან აღმოსავლეთ მხრიდან. ქვის კიბე ან კარები არ ჩანს. უნდა ვიფიქროთ, რომ ციხეში ადიოდნენ ხის კიბით.


ციხეს ოვალური ფორმა აქვს. მისი ინტერიერი ძლიერაა დაზიანებული, კედლები ჩაქცეულია, დაფარულია მცენარეულობით და ნაყარი მიწით.
ციხეს ოვალური ფორმა აქვს. მისი ინტერიერი ძლიერაა დაზიანებული, კედლები ჩაქცეულია, დაფარულია მცენარეულობით და ნაყარი მიწით.
ხაზი 50: ხაზი 51:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commonscat|Gvara Fortress}}
{{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|11397}}
{{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|11397}}
* [http://khelvachauri.ge/text_files/ge_file_22_2.pdf ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლები]
* [http://khelvachauri.ge/text_files/ge_file_22_2.pdf ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მატერიალური კულტურის ძეგლები]

13:11, 14 აგვისტო 2021-ის ვერსია

გვარას ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
გვარას ციხე — საქართველო
გვარას ციხე
გვარას ციხე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
გვარას ციხე

გვარას ციხე — წინაფეოდალური ხანის ციხე, მდებარე მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავში, სერზე, რომლის სიმაღლე მაჭახლის დონიდან 50 მ-მდეა.

ძეგლის აღწერა

ციხის შიდა მხარე

ციხეს უკავია დაახლოებით 150 კვ.მ. ფართობი. ციხის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით არის მცირე მოვაკება, ხოლო დანარჩენი მხარე მიუვალია. ციხე შეზღუდულია გალავნით — შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-6 მეტრამდეა.

ციხეს ეტყობა განახლების ნიშანი. ასე, მაგალითად: ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია სუფთა თლილი კვადრებით ამოყვანილი კედლის ნაშთი (ქვების ზომებია 60х48 სმ; 74х110 სმ; 60х10 სმ; 1,66х64 სმ) კედლის დეტალი წყობის ხასიათით უახლოვდება გონიოს ციხის კედლის წყობას. მხოლოდ აქ უფრო წაგრძელებული კვადრებია. ამ ნიშნით იგი წინაფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს. ციხის ძირითადი ნაწილი გვიანდელია, ნაშენია თლილი და, ნაწილობრივ რიყის ყვით, წყობა არათარაზულია.

ციხეში შესასვლელი უნდა ყოფილიყო ჩრდილო ან აღმოსავლეთ მხრიდან. ქვის კიბე ან კარები არ ჩანს. უნდა ვიფიქროთ, რომ ციხეში ადიოდნენ ხის კიბით.

ციხეს ოვალური ფორმა აქვს. მისი ინტერიერი ძლიერაა დაზიანებული, კედლები ჩაქცეულია, დაფარულია მცენარეულობით და ნაყარი მიწით.

გალავნის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობის ნაშთი. ჩრდილოეთის მხარეს შემონახულია ორი ნაგებობა. ერთი სამკუთხა ფორმისაა, მისი ფართობია 5 მ². მას მოსდევს, არაწესიერი ოთხკუთხედი ფორმის ნაგებობა, ფართობით 13,5 მ². ამ ნაგებობის კედლების სისქე 1,40-1,50 მ-ია.

სამხრეთი მხარე ყველაზე საინტერესოა. აქ არის ჭა. მასზე მიდგმულია სამკუთხა ნაგებობა, რომლის ქვეშ მოთავსებულია პატარა სათავსო, შემდეგ — არაწესიერი ოთხკუთხი ფორმის სათავსო. მისგან ჩრდილოეთით შემორჩენილია სხვა სათავსოს მხოლოდ საწყისი კედლები, ხოლო სამხრეთით — ოვალური ფორმის ნაგებობა.

ჭა — კარგადაა შემონახული. წინათ იგი ეტყობა, საკმაოდ ღრმა ყოფილა, ამჟამად მნიშვნელოვნად ამოვსებულია მიწით, ქვებით და ფოთლებით. მისი სიღრმეა 2,80 მ, დიამეტრი 0,75 მ. შიგნიდან მობათქაშებულია კირით.

სამკუთხა ნაგებობის ფართობია 6,6 მ². მის ქვემოთ არის სათავსო, რომლის ფართობია 2,34 მ². ამ სათავსოს გადახურვის ქვებს რადიალური წყობა აქვთ. ზოგიერთი ვარაუდიდ ის შესაძლოა ყოფილიყო სამლოცველო.

მდევნო სათავსო ოთხკუთხი ფორმის ნაგებობაა (ფართობი 8 მ²). ამ სათავსოს სამხრეთ მხარეზე მიდგმული აქვს ოვალური ფორმის ნაგებობა (ხარო? ფართობი 6 მ²).

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გალავნის შიგა ტიხრების დაგეგმარება ძალიან თავისუფალია და ნაჩქარევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეტყობა ციხის განახლება თურქთა მოძალების ხანაში ხდება, ამიტომ სახელდახელოდ აღუდგენიათ იგი.

წყალი ციხის მახლობლად არ მოიპოვება, — საფიქრებელია, მაჭახლიდან ამოჰქონდათ.

ციხის აღმოსავლეთით ნაკლებად დამრეც ადგილზე ქვაში ამოკვეთილია საძიგველი (დიამეტრია 0,58). ფლეთილი ქვები აქვე მახლობელ კლდეებზე უნდა იყოს მოგლეჯილი, ხოლო რიყის ქვა ჭოროხისა და მაჭახისწყლის სანაპიროდან ამოუტანიათ.

ციხის ტერიტორიაზე ჩნდება კერამიკის ფრაგმენტები. მათი უმრავლესობა კრამიტის და ქვევრების ნატეხებია (გვიანდელი ხანისა).

ლიტერატურა

  • სიხარულიძე ი., „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: