ალექსანდრე სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 25: ხაზი 25:
ალიოშა სვანიძე 1886 წელს დაიბადა [[რაჭა|რაჭაში]], [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] სოფელ [[ბაჯი|ბაჯში]], ღარიბი აზნაურის სვიმონ სვანიძის ოჯახში, სადაც ასევე სამი ქალიშვილი იზრდებოდა: ალექსანდრა (საშიკო), მარიამ (მარიკო) და ეკატერინე (კატო). საშუალო განათლება მიიღო [[ტფილისი|ტფილისში]]. შეისწავლა ტიპოგრაფია და გახდა ასოთამწყობი.
ალიოშა სვანიძე 1886 წელს დაიბადა [[რაჭა|რაჭაში]], [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] სოფელ [[ბაჯი|ბაჯში]], ღარიბი აზნაურის სვიმონ სვანიძის ოჯახში, სადაც ასევე სამი ქალიშვილი იზრდებოდა: ალექსანდრა (საშიკო), მარიამ (მარიკო) და ეკატერინე (კატო). საშუალო განათლება მიიღო [[ტფილისი|ტფილისში]]. შეისწავლა ტიპოგრაფია და გახდა ასოთამწყობი.


1901 წლიდან გაწევრიანდა [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რსდმპ-ში]]. 1903 წლიდან ეწეოდა არალეგალურ [[რევოლუცია|რევოლუციურ]] მოძრაობას ამიერკავკასიაში, სადაც გაიცნო რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი და 1905 წელს დროებით საცხოვრებლად მიიყვანა ტიფლისში, თავის დების სახლში, სადაც ქალიშვილებს მადამ ჰერვის სახელობის მოდების ატელიე ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სტალინმა მომავალი მეუღლე კატო, რომელზეც 1907 წელს დაქორწინდა.
1901 წლიდან გაწევრიანდა [[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რსდმპ-ში]]. 1903 წლიდან ეწეოდა არალეგალურ [[რევოლუცია|რევოლუციურ]] მოძრაობას ამიერკავკასიაში, სადაც გაიცნო რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი და 1905 წელს დროებით საცხოვრებლად მიიყვანა ტფილისში, თავის დების სახლში, სადაც ქალიშვილებს მადამ ჰერვის სახელობის მოდების ატელიე ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სტალინმა მომავალი მეუღლე კატო, რომელზეც 1907 წელს დაქორწინდა.


ალიოშა რამდენიმე წელი ცხოვრობდა [[გერმანია|გერმანიაში]], სადაც მოისმინა [[იენის უნივერსიტეტი|იენის უნივერსიტეტის]] [[ისტორია]]-[[ფილოლოგია|ფილოლოგიის]] ფაკულტეტის კურსი, შეისწავლა გერმანული და ინგლისური ენები. 1916 წელს დაბრუნდა და 1919 წლამდე დაჰყო ტფილისში. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]]. 1919 წელს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობას რუსეთში გაექცა.
ალიოშა რამდენიმე წელი ცხოვრობდა [[გერმანია|გერმანიაში]], სადაც მოისმინა [[იენის უნივერსიტეტი|იენის უნივერსიტეტის]] [[ისტორია]]-[[ფილოლოგია|ფილოლოგიის]] ფაკულტეტის კურსი, შეისწავლა გერმანული და ინგლისური ენები. 1916 წელს დაბრუნდა და 1919 წლამდე დაჰყო ტფილისში. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]]. 1919 წელს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მთავრობას რუსეთში გაექცა.


ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობები. მონაწილეობას იღებდა [[ყარსის ხელშეკრულება|ყარსის კონფერენციაში]], სადაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც [[თურქეთი|თურქეთმა]] დათმო [[ბათუმი]] და [[გიუმრი]], ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა [[ართვინი]], [[არტაანი]], [[ყარსი]] და [[იღდირი]]<ref>[http://hrono.ru/dokum/192_dok/19211013kars.php Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе]</ref><ref>ვარდოსანიძე ს., გურული ვ., ხარაძე კ., ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957), თბ., 2015</ref>. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახლახო კომისრობიდან, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.<ref>{{cite book| | first=| last= [[ნიკიტა თალაკვაძე|თალაკვაძე, ნ.]]| series= | title=„მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“| publisher=ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი |location=თბილისი |year=2013| origyear=| isbn=978-99940-28-77-1| edition=|page=359|url=}}</ref>
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობები. მონაწილეობას იღებდა [[ყარსის ხელშეკრულება|ყარსის კონფერენციაში]], სადაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც [[თურქეთი|თურქეთმა]] დათმო [[ბათუმი]] და [[გიუმრი]], ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა [[ართვინი]], [[არტაანი]], [[ყარსი]] და [[იღდირი]]<ref>[http://hrono.ru/dokum/192_dok/19211013kars.php Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе]</ref><ref>ვარდოსანიძე ს., გურული ვ., ხარაძე კ., ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957), თბ., 2015</ref>. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახალხო კომისრობიდან, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.<ref>{{cite book| | first=| last= [[ნიკიტა თალაკვაძე|თალაკვაძე, ნ.]]| series= | title=„მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“| publisher=ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი |location=თბილისი |year=2013| origyear=| isbn=978-99940-28-77-1| edition=|page=359|url=}}</ref>


1921 წელს ალიოშამ ცოლად შეირთო თბილისის ოპერის მომღერალი, ქართველი ებრაელი მარია კორონა, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი ანატოლი, მეუღლე კი 1918 წელს გარდაეცვალა. ალიოშას და მარიას 1927 წელს ვაჟი ჯონი (ივანი) შეეძინათ, რომელსაც სახელი [[ამერიკელები|ამერიკელი]] ჟურნალისტის [[ჯონ რიდი|ჯონ რიდის]] პატივსაცემად დაარქვეს.<ref name="მარია კორონა">[http://www.hrono.ru/biograf/bio_s/svanidze_ma.html Сванидзе (Корона) Мария Анисимовна, hrono.ru]</ref>[
1921 წელს ალიოშამ ცოლად შეირთო თბილისის ოპერის მომღერალი, ქართველი ებრაელი მარია კორონა, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი ანატოლი, მეუღლე კი 1918 წელს გარდაეცვალა. ალიოშას და მარიას 1927 წელს ვაჟი ჯონრიდი (ივანი) შეეძინათ, რომელსაც სახელი [[ამერიკელები|ამერიკელი]] ჟურნალისტის [[ჯონ რიდი|ჯონ რიდის]] პატივსაცემად დაარქვეს.<ref name="მარია კორონა">[http://www.hrono.ru/biograf/bio_s/svanidze_ma.html Сванидзе (Корона) Мария Анисимовна, hrono.ru]</ref>


1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. 1935 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. თანამედროვეების გადმოცემით ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.
1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. 1935 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. თანამედროვეების გადმოცემით ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.

20:34, 6 აგვისტო 2021-ის ვერსია

ალიოშა სვანიძე

1915 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას
დაბადების სახელი ალექსანდრე სვანიძე
დაბადების თარიღი 1886
ბაჯი, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 20 აგვისტო 1941
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დრ, საბჭოთა კავშირი
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი, პოლიტიკოსი
პარტია რსდმპ, სკკპ
მეუღლე(ები) მარია კორონა (1889-1942)
შვილ(ებ)ი ჯონი (ივან) სვანიძე (1927-1987)
მშობლები მამა: სვიმონ სვანიძე
დედა: სეპორა დვალი
ნათესავები დები: საშიკო სვანიძე (1878-), კატო სვანიძე (1885-1907), მარიკო სვანიძე (1888-1942)

ალექსანდრე „ალიოშა“ სვიმონის ძე სვანიძე (დ. 1886 — გ. 20 აგვისტო, 1941) — ქართველი საბჭოთა ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, იოსებ სტალინის პირადი მეგობარი და მისი პირველი მეუღლის კატო სვანიძის ძმა.

ბიოგრაფია

ალიოშა სვანიძე 1886 წელს დაიბადა რაჭაში, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბაჯში, ღარიბი აზნაურის სვიმონ სვანიძის ოჯახში, სადაც ასევე სამი ქალიშვილი იზრდებოდა: ალექსანდრა (საშიკო), მარიამ (მარიკო) და ეკატერინე (კატო). საშუალო განათლება მიიღო ტფილისში. შეისწავლა ტიპოგრაფია და გახდა ასოთამწყობი.

1901 წლიდან გაწევრიანდა რსდმპ-ში. 1903 წლიდან ეწეოდა არალეგალურ რევოლუციურ მოძრაობას ამიერკავკასიაში, სადაც გაიცნო რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი და 1905 წელს დროებით საცხოვრებლად მიიყვანა ტფილისში, თავის დების სახლში, სადაც ქალიშვილებს მადამ ჰერვის სახელობის მოდების ატელიე ჰქონდათ გახსნილი. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო სტალინმა მომავალი მეუღლე კატო, რომელზეც 1907 წელს დაქორწინდა.

ალიოშა რამდენიმე წელი ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც მოისმინა იენის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსი, შეისწავლა გერმანული და ინგლისური ენები. 1916 წელს დაბრუნდა და 1919 წლამდე დაჰყო ტფილისში. 1918-1920 წლებში მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას რუსეთში გაექცა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობები. მონაწილეობას იღებდა ყარსის კონფერენციაში, სადაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც თურქეთმა დათმო ბათუმი და გიუმრი, ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა ართვინი, არტაანი, ყარსი და იღდირი[1][2]. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახალხო კომისრობიდან, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.[3]

1921 წელს ალიოშამ ცოლად შეირთო თბილისის ოპერის მომღერალი, ქართველი ებრაელი მარია კორონა, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი ანატოლი, მეუღლე კი 1918 წელს გარდაეცვალა. ალიოშას და მარიას 1927 წელს ვაჟი ჯონრიდი (ივანი) შეეძინათ, რომელსაც სახელი ამერიკელი ჟურნალისტის ჯონ რიდის პატივსაცემად დაარქვეს.[4]

1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. 1935 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. თანამედროვეების გადმოცემით ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.

პოლიტიკური კარიერის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში: სწავლობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიას; აქტიურად იყო დაკავებული ალაროდიული ენების შესწავლით; ასურეთის და ურარტუს უძველეს წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა ნარკვევი მაშინდელი პერიოდის ამიერკავკასიაზე; რუსულ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი; დააარსა ჟურნალი Вестник древней истории, რომლის პირველი რედაქტორი თავადვე იყო.

1937 წელს ალიოშა სვანიძე დააკავეს, გამოძიება გრძელდებოდა 1937 წლის დეკემბრიდან 1940 წლის დეკემბრამდე. 1940 წლის 4 დეკემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე სვანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. გამოძიებამ ბრალად წაუყენა: 1922 წლიდან საქართველოს ნაციონალისტურ-უკლონისტური დაჯგუფების წევრობა, 1929 წლიდან მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრობა, აგრეთვე ფინანსური თაღლითობები და ამ გზით ტროცკისტული ორგანიზაციის დაფინანსება ესპანეთში და შპიონაჟი გერმანიის დაზვერვისთვის. დაკითხვების მიმდინარეობისას, ალიოშამ წაყენებული ბრალდებები არ აღიარა.

1939 წლის დეკემბერში ასევე დააპატიმრეს ალიოშას ცოლი, მარია,რომელსაც ქმრის ანტისაბჭოთა შეთქმულების დაფარვა დასდეს ბრალად და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[4] ასევე დააკავეს ალიოშას ერთ-ერთი და მარიკო, რომელსაც 10 წლით მიესაჯა პატიმრობა და ვაჟიშვილი ჯონი. 1941 წლის 20 აგვისტოს ალიოშა დახვრიტეს ბერიას უშუალო ბრძანებით, 1942 წლის მარტში დახვრიტეს მარია და მარიკო. ალიოშას ვაჟი ჯონი პატიმრობაში, ძირითადად ციხის სავადმყოფოში, იმყოფებოდა 1948 წლამდე, შემდეგ ჯონი ციხიდან გაანთავისუფლეს და მიუსაჯეს გადასახლება, საიდანაც 1956 წელს დაბრუნდა, იგი გახდა ცნობილი აფრიკანისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1957-1959 წლებში დაქორწინებული იყო სტალინის ქალიშვილზე, სვეტლანა ალილუევაზე, რომლისთვისაც ეს რიგით მესამე ქორწინება იყო.

1956 წლის 19 იანვარს ალექსანდრე სვანიძის სახელის რეაბილიტაცია იქნა განხორციელებული.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе
  2. ვარდოსანიძე ს., გურული ვ., ხარაძე კ., ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957), თბ., 2015
  3. თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გვ. 359. ISBN 978-99940-28-77-1. 
  4. 4.0 4.1 Сванидзе (Корона) Мария Анисимовна, hrono.ru