ბაცბური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 22: ხაზი 22:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*{{წიგნი| ავტორი= Дешериев Ю. Д.| series=| სათაური=„Бацбийский язык“| გამომცემლობა=Наука|ადგილი=თბილისი |წელი=1997| isbn=| edition=|page=|ბმული=|ადგილი=თბილისი|გამომცემლობა=„[[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]]“|ref=Дешериев}}
*{{წიგნი| ავტორი= Дешериев Ю. Д.| series=| სათაური=„Бацбийский язык“ — Языки Российской Федерации и соседних государств: энциклопедия I| ადგილი=თბილისი |წელი=1997| isbn=| edition=|page=|ბმული=http://www.unesco.org/languages-atlas/index.php?hl=en&page=atlasmap&lid=1041&fbclid=IwAR0uQfirxc8mz_2KHd6HE6VxAifFj8M3TMH4zdbD9Ec4WrgixAD9zWYqFUA|ადგილი=Москва|გამომცემლობა=|ref=Дешериев}}

Ю. Д. Дешериев: Бацбийский язык. — Языки Российской Федерации и соседних государств: энциклопедия I. Москва: Наука, 1997.
{{ქსე|1|252-253|გაგუა რ.}}
{{ქსე|1|252-253|გაგუა რ.}}
*გაგუა რ., ზოგიერთი ფონეტიკური პროცესი ბაცბური ენის ხმოვნებში, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 1956, ტ. 8;
*გაგუა რ., ზოგიერთი ფონეტიკური პროცესი ბაცბური ენის ხმოვნებში, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 1956, ტ. 8;

16:16, 28 ივლისი 2021-ის ვერსია

ბაცბური ენა
ბაცბა
გავრცელებულია საქართველოს დროშა საქართველო, კახეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 500 (1997)[1]
ოფიციალური სტატუსი -
ლინგვისტური კლასიფიკაცია იბერიულ-კავკასიური ენები
დამწერლობის სისტემა უმწერლობო
ენის კოდები ISO 639-1: -
ISO 639-2: -
ISO 639-3: bbl
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ბაცბური ენა[2], წოვათუშური ენაიბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ნახური ქვეჯგუფის უმწერლობო ენა. მასზე ლაპარაკობენ საქართველოში ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანის მცხოვრები წოვა-თუშები, დაახლოებით 500 კაცი (1997)[1]. ქართულად უწოდებენ თუშურსაც, რაც აისახა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. საგრძნობია განსხვავება მოხუცებისა და ახალგაზრდების მეტყველებას შორის, შეინიშნება მცირე სხვაობა სოფლის სხვადასხვა უბანში.

ბაცბური ენის ხმოვანთა სისტემა რთულია. გარდა ხუთი ხმოვნისა (ა, ე, ი, ო, უ), გამოიყოფა მეორეული, მაგრამ ფონემატური მნიშვნელობის მოკლე და ნაზალური ხმოვნები. არის გრძელი ხმოვნები და დიფთონგები. თანხმოვანთაგან სპეციფიკური ფონემია ლატერალი, ლარინგალი, რამდენიმე ფარინგალი და ზოგიერთი გემინატი.

ბაცბური ენაში გამოიყოფა 4 გრამატიკის კლასის ნიშანი: ვ-, ბ-, ჲ-, დ-. არსებით სახელთა დაყოფა გრამატიკის კლასებად მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის მიხედვით 8 ჯგუფს აღწევს. გრამატიკის კლასის პრეფიქსები წარმოდგენილია ზმნასა და ზედსართავში, ნაცვალსახელში „ყველა“ და რიცხვით სახელში „ოთხი“. სახელთა სისტემა რთულია. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი. ნივთთა კლასში ერგატივი ემთხვევა მოქმედებითს, ადამიანთა კლასში კი იმთავითვე გარჩეულია. ადგილობრივი ბრუნვებია ლოკატივი და რამდენიმე მიმართულებითი. არის ერთ- და ორთანდებულიანი ფორმები. ზოგი ბრუნვის ნიშანი და თანდებული სიტყვაწარმოების აფიქსადაც გამოიყენება. ბრუნება ორფუძიანია; ჯგუფები გამოიყოფა ფონეტიკურ-მორფოლიგიური ნიშნის მიხედვით. ზმნა მდიდარია დრო-კილოთა ფორმებით. უღვლილება კლასოვან-პიროვანია. პიროვანი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა. გრამატიკის კლასით გადმოცემულია გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალის ობიექტი. პირის ნაცვალსახელთაგან მომდინარე პირის ნიშნებით ჩვეულებრივ აღინიშნება სუბიექტი, იშვიათად - ობიექტი. ზმნის უძველესი კატეგორიაა ასპექტი. მას ემყარება დროთა წარმოება. გარდამავლობა გარჩეულია სინტაქსურად. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის, გარდაუვალი - ნომინატიურს. სპეციფიკური კონსტრუქციის მარტივი წინადადების პარალელურად ქართული ენის გავლენით ბაცბური ენაში ჩნდება რთული წინადადება სათანადო ახალი კავშირებით.

ბაცბურ ენაში დიდი რაოდენობითაა შესული ქართულიდან ნასესხები სიტყვები. მკაფიოდ გამოხატული სესხების წესები ჩამოყალიბებულია ბაცბური ენის ლინგვისტური მოდელის მიხედვით.

ლიტერატურა

  • გაგუა რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 252-253.
  • გაგუა რ., ზოგიერთი ფონეტიკური პროცესი ბაცბური ენის ხმოვნებში, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 1956, ტ. 8;
  • Гагуа Р., Склонение имен существительных в бацбийском языке, კრ. Вопросы изучения иберииско-кавказских языков, М., 1961;
  • ჭრელაშვილი კ., ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა, თბ., 1975;
  • Дешериев Ю. Д., Бацбиский язык, М. 1953;
  • Дешериев Ю. Д., Бацбиский язык, კრ. Языки народов СССР, т. 4, М. 1967;
  • Schiefner A. A., Versuch über die Thusch-Sprache oder die khistische Mundart in Thuschetien, St.-Pt., 1956

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Дешериев, 1997
  2. მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007