შრომის თავისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30: ხაზი 30:
===საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით===
===საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით===


შრომის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება იგი ძირითად უფლებას თუ არა, ისტორიულად ქართველ ნკანონმდებელთა საგანგებო მოწესრიგებას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულია დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ოის შემდეგ მიღებული კონსტიტუციებისგან განსხვავებით, ეს კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების კატალოგიდან ცალკე გამოყოფს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჯგუფს და მას დეტალურად აწესრიგებს ცალკე მე-13 თავში.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 477-780.</ref> მოსაქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეთმობა მე-3 თავი.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 460-465.</ref> კონსტიტუციაში საუბარია შრომით უფლებებზე, რაშიც, პირველ რიგში, მოიაზრება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. 118-ე მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმათვლობის მხრიდან შრომის ბირჟის, საშუამავლოა კანტორისა და სხვა იმგვარი დაწესებულების დაარსებას, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებად მიიჩნევს უმუშევარ მოქალაქეებზე ზრუნვას. 119-ე მუხლის თანახმად: „უმუშევარად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. აქვე 117-ე მუხლიდან გამომდინარე შრომა არის სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, მისთვის ხელშეწყობა კი სახელმწიფოს მოვალეობად მიიჩნევა, კერძოდ, „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკურებული მოვალეობაა“.<ref>„საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“, მუხლი 117, https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801430?publication=0</ref>
შრომის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება იგი ძირითად უფლებას თუ არა, ისტორიულად ქართველ ნკანონმდებელთა საგანგებო მოწესრიგებას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულია დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ოის შემდეგ მიღებული კონსტიტუციებისგან განსხვავებით, ეს კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების კატალოგიდან ცალკე გამოყოფს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჯგუფს და მას დეტალურად აწესრიგებს ცალკე მე-13 თავში.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 477-780.</ref> მოსაქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეთმობა მე-3 თავი.<ref>„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 460-465.</ref> კონსტიტუციაში საუბარია შრომით უფლებებზე, რაშიც, პირველ რიგში, მოიაზრება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. 118-ე მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმათვლობის მხრიდან შრომის ბირჟის, საშუამავლოა კანტორისა და სხვა იმგვარი დაწესებულების დაარსებას, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებად მიიჩნევს უმუშევარ მოქალაქეებზე ზრუნვას. 119-ე მუხლის თანახმად: „უმუშევარად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. აქვე 117-ე მუხლიდან გამომდინარე შრომა არის სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, მისთვის ხელშეწყობა კი სახელმწიფოს მოვალეობად მიიჩნევა, კერძოდ, „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკურებული მოვალეობაა“.<ref>„საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“, მუხლი 117<ref>


===საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციების მიხედვით===
===საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციების მიხედვით===

09:49, 23 ივლისი 2021-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Nina1009.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: ივლისი 23, 2021.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 979 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Nina1009.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Nina1009.|შრომის თავისუფლება}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


შრომის თავისუფლება — კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს შრომის უფლება ან პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვის უფლება და რომელთა განხორციელედაში ხელის შეშლა დაუშვებელია. შრომის თავისუფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მისი საერთაშორისო პაქტში - ადამიანის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ - აღიარებით, სადაც შრომის თავისუფლება გამოხატავს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

განსაზღვრება

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:[1]

ვიკიციტატა
„ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალ არჩევის , სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.“

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ნაწილი III, მუხლი 6:[2]

ვიკიციტატა
„1.წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად.“
ვიკიციტატა
„2.ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.“


ადამიანის და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკის ქარტია, ასევე აღიარებს შრომის უფლებას, ხაზს უსვამს ანაზღაურების და სამუშაო პიროებების საკითხებს. მე-15 მუხლის თანახმად:[3]

ვიკიციტატა
„ყველა პიროვნებას უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს მიუკერძოებელ და დამაკმაყოფილებელ გარემოში, და უნდა მიიღოს თანაბარი ანაზაღაურება სამუშაობისთვის.“

ისტორია

ფრაზა - "შრომის თავისუფლება" პირველად გამოიყენა ფრანგმა სოციალისტურმა პიდერმა ლუი ბლანმა XIX საუკუნის დასაწყისში სოციალური არეულობისა და 1864 წელს ფინანსური კრიზისის დროს უმუშევრობის ზრდის ფონზე, რამაც შემდგომ უბიძგა 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციას.[4]საკუთრების უფლება იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური თვიასუფლებისა და თანასწორობის, ამასთანავე საკუთრებაზე ფეოდალური კონტროლის წინააღმდეგ. საკუთრება შეიძლება საფუძვლად დაედოს უფლებას ჰქონდეს პიროვნებას ცხოვრების სათანადო დონე. თავადაპირველად სწორედ საკუთრების მფლობელებს ჰქონდათ სოციალური და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის ხმის მიცემის უფლება. ვინაიდან ყველას არ ჰქონდა ქონების მესაკუთრე, წარმოიშვა შრომის უფლება (თავისუფლება), რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ცხოვრების სათანადო დონის ქონის უფლება.[5]

კრიტიკა

პოლ ლაფარგი, წიგნში "სიზარმაცის უფლება“ (1883) წერს: "არმოიდგინეთ, ტერორის მმართველობის გმირების შვილებს საკუთარი თავები დაემცირებინათ შრომის რელიგიის აღიარებით, ამასთან 1948 წლის საფრანგეთის რევოლუციის ხანაში მოეთხოვათ მიეღოთ კანონი, რომელიც სამუშაო საათებს შეზღუდავდა მხოლოდ 12 სამუშაო საათამდე. ისინი რევოლუციურ პრინციპად აცხადებენ შრომის თავისუფლებას. სირცხვილი საფრანგეთის პროლეტარიატს! მხოლოდ მონები თუ წარმოიდგენდნენ ასეთ სიმდაბლეს.“[6]

შრომის თავისუფლება საქართველოში

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით

შრომის უფლება, მიუხედავად იმისა, მიეკუთვნება იგი ძირითად უფლებას თუ არა, ისტორიულად ქართველ ნკანონმდებელთა საგანგებო მოწესრიგებას წარმოადგენდა. ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეულია დემოკრატიული საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მეორე მსოფლიო ოის შემდეგ მიღებული კონსტიტუციებისგან განსხვავებით, ეს კონსტიტუცია მოქალაქის უფლებების კატალოგიდან ცალკე გამოყოფს სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ჯგუფს და მას დეტალურად აწესრიგებს ცალკე მე-13 თავში.[7] მოსაქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეთმობა მე-3 თავი.[8] კონსტიტუციაში საუბარია შრომით უფლებებზე, რაშიც, პირველ რიგში, მოიაზრება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა. 118-ე მუხლი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმათვლობის მხრიდან შრომის ბირჟის, საშუამავლოა კანტორისა და სხვა იმგვარი დაწესებულების დაარსებას, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. სახელმწიფო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებად მიიჩნევს უმუშევარ მოქალაქეებზე ზრუნვას. 119-ე მუხლის თანახმად: „უმუშევარად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“. აქვე 117-ე მუხლიდან გამომდინარე შრომა არის სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, მისთვის ხელშეწყობა კი სახელმწიფოს მოვალეობად მიიჩნევა, კერძოდ, „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკურებული მოვალეობაა“.<ref>„საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს“, მუხლი 117<ref>

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციების მიხედვით

საბჭოთა სამართლის თავისებურება ის იყო, რომ შრომა განიხილებოდა როგორც უფლება, ისე მოვალეობაც. ფაქტობრივად ინგონირებული იყო შრომის თავისუფლების პრინციპი. სამართალი განამტკიცებდა იძულებით შრომას, რაზედაც მეტყველებს საბჭოთა სისხლის სამართალში არსებული ნორმები, რითაც ისჯებოდა ადამიანი, რომელსაც გააჩნდა შრომის უნარი, მაგრამ არ შრომობდა. საზოგადოდ შრომა წარმოადგენდა ნორმატიულ იძულებას. ამაზე მეტყველებს საბჭოთა სინამდვილეში გაბატონებული პრინციპი: „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“. შრომის მნიშვნელობაზე, ადამიანთა და საზოგადოდ სახელმწიფოს არსებობისათვის, მაგრამ განსხვავება საბჭოთა სამართლისგან იმაშია, რომ შრომა აღნიშნულ კონსტიტუციაში არ იყო გაგებული, როგორც ნორმატიული მოვალეობა,

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერბი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 4801430

სქოლიო

  1. Universal Declaration of Human Rights : English. ციტირების თარიღი: 2016-02-03
  2. International Covenant on Economic, Social and Cultural Rights. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისი (1966).
  3. African Charter on Human and Peoples' Rights en. ციტირების თარიღი: 2018-04-09
  4. Robertson, Priscilla Smith (1952). Revolutions of 1848: A Social History. Princeton University Press, გვ. 69. ISBN 9780691007564. „Right to work.“ 
  5. Alfredsson, Gudmundur (1999). The Universal Declaration of Human Rights: a common standard of achievement. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 533. ISBN 978-90-411-1168-5. 
  6. Paul Lafargue The Right To Be Lazy, Chapter II, 2nd paragraph
  7. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 477-780.
  8. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტები (1918-1921)“, გამომცემლობა „ივერთა მხარე“, თბ. 1990, გვ. 460-465.