ლიონელ მესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 399: ხაზი 399:
; {{დროშანიშანი|არგენტინა}} [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ეროვნული ნაკრები]]
; {{დროშანიშანი|არგენტინა}} [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ეროვნული ნაკრები]]
* [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიოს]] ვიცე-ჩემპიონი: [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014]]
* [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიოს]] ვიცე-ჩემპიონი: [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014]]
* [[კოპა ამერიკა|კოპა ამერიკის]] ჩემპიონი: 2021
* [[კოპა ამერიკა|კოპა ამერიკის]] ვიცე-ჩემპიონი: 2007, 2015, 2016
* [[კოპა ამერიკა|კოპა ამერიკის]] ვიცე-ჩემპიონი: 2007, 2015, 2016
* [[კოპა ამერიკა|კოპა ამერიკის]] ბრინჯაოს პრიზიორი: 2019
* [[კოპა ამერიკა|კოპა ამერიკის]] ბრინჯაოს პრიზიორი: 2019

10:14, 11 ივლისი 2021-ის ვერსია

ლიონელ მესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი [1]
დაბადების
თარიღი
24 ივნისი, 1987 (1987-06-24) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო, სანტა-ფე,
არგენტინა
სიმაღლე 170 სმ[2][3][4][5][6][7][8]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
1994–2000 ნიუელს ოლდ ბოისი
2000–2003 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2004 ბარსელონა C 10 (5)
2004–2005 ბარსელონა B 22 (6)
2004–2021 ბარსელონა 520 (474)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 არგენტინა 20-წლ. 18 (14)
2007–2008 არგენტინა 23-წლ. 5 (2)
2005– არგენტინა 151 (76)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მაისი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ივლისი, 2021

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი, 1987, როსარიო, სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ამჟამად თავისუფალი აგენტი. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.[9][10][11][12][13][14] მიღებული აქვს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ექვსი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.

მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. 2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ადრეული წლები

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა — როდრიგო და მატიასი და ერთი და — მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1994 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 1994: „ნიუელსის“ შემადგენლობაში გატარებულ პირველ წელს, 6 წლის მესიმ 29 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 1995: 30 შეხვედრაში გატანილი 35 გოლი. 1996: 8 წლის ასაკში, მესიმ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა. 1997: 36 შეხვედრაში გატანილი 40 გოლი. 1998: 10 წლის ასაკში მესიმ 25 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. 1999: „ნიუელსში“ გატარებულ უკანასკნელ სეზონში 11 წლის ლეო მესიმ 29 მატჩში 55 გოლი გაიტანა. 1994-დან 1999 წლის ჩათვლით, „ნიუელსის“ მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა.[15]

11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკმარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში 900$-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

საკლუბო კარიერა

ბარსელონა

მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში „ესპანიოლთან“ მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ „ბარსელონასთვის“ მისი პირველი გოლი „ალბასეტეს“ წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა „ბარსელონას“ მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.

2005–2006

2005 წლის 16 სექტემბერს „ბარსელონამ“ მესის კონტრაქტი მესამედ განუახლა. ამჯერად მესის ხელფასი გაეზარდა და კონტრაქტის ვადა 2014 წლამდე გაიზარდა. 2005 წლის 26 სექტემბერს მესის ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და როგორც იქნა შეეძლო მონაწილეობა მიეღო ლა ლიგაში. მესის პირველი გამოსვლა კამპ ნოუზე 27 სექტემბერს შედგა ჩემპიონთა ლიგის მატჩში „უდინეზესთან“. მესის სტადიონზე გამოსვლისას „ბარსელონას“ ფანებმა ის ოვაციებით მიიღეს. მესი მშვიდ კომბინაციებს აწყობდა რონალდინიოსთან ერთად.

2005–06 წლების სეზონში მესიმ 6 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 თამაშში და 1 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში. 2006 წლის 7 მარტს, „ჩელსისთან“ მეორე მატჩისას, მესის კუნთი გაუწყდა და ამით დაამთავრა სეზონი. რაიკაარდის „ბარსელონა“ იმ წელს ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

2006–2007

მესი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ 2007 წელს.

2006–07 წლების სეზონში მესი სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა და 26 თამაშში 14 გოლი გაიტანა. 12 ნოემბერს, „სარაგოსასთან“ მატჩში მესიმ ტერფი მოიტეხა, რომელმაც 3-თვიანი პაუზა გამოუწერა. მესიმ ტრავმა არგენტინაში იმკურნალა და 11 თებერვალს დაბრუნდა „რასინგთან“ მატჩში, რომელშიც მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. 11 მარტის „ელ კლასიკოს“ მესი საუკეთესო ფორმაში შეხვდა, რომელშიც ჰეთთრიკი შეასრულა. მესიმ სამივე გოლით გაათანაბრა ანგარიში, რომლისგანაც ბოლო დამატებით დროში გაიტანა. ჰეთთრიკით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა ელ კლასიკოში („რეალში“ ეს ივან ზამორანომ შეძლო 1995–96 წლების სეზონში). სეზონის დასასრულისკენ მესიმ შედეგიანობას უმატა — 14 გოლიდან 11 მესიმ ბოლო 13 შეხვედრაში გაიტანა.

მესი „ხეტაფესთვის“ გოლის გატანამდე

მესიმ დაამტკიცა, რომ მისი მეტსახელი — „ახალი მარადონა“ — არ იყო გადამეტებული, გაიტანა რა მარადონას 2 ყველაზე ცნობილი გოლი ერთ სეზონში. 2007 წლის 18 აპრილს მესიმ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ხეტაფეს“ 2 გოლი გაუტანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა მარადონას მიერ გატანილ გოლს ინგლისის ნაკრების კარში 1986 წელს, რომელიც საუკუნის საუკეთესო გოლად არის ცნობილი. მსოფლიო პრესამ მესისა და მარადონას შორის პარალელები გაავლო. ესპანურმა პრესამ მესის „მესიდონა“ შეარქვა. მესიმ იგივე მანძილი გაირბინა, რაც მარადონამ — 61 მეტრი; იმდენივე კაცს გაცდა — 6-ს; დაახლოებით იმავე კუთხიდან გაიტანა და გატანის შემდეგ ისევე გაიქცა კუთხურის დროშასთან, როგორც მარადონა 21 წლის წინ. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაში მესის თანაგუნდელმა დეკუმ თქვა: „ეს საუკეთესო გოლია, რომელიც ოდესმე მინახავს“. „ესპანიოლთან“ მატჩში მესიმ მარადონას მსგავსი „ღვთის ხელის“ გოლი გაიტანა, როგორიც დიეგომ ინგლისს მეოთხედფინალებში გაუტანა. მესის ჩაუწოდეს, ამ დროს იგი საჯარიმოში იყო და რიკოშეტით მისულ ბურთს ხელი დაახვედრა და ისე შეაგდო კარლოს კამენის კარში. მოუხედავად „ესპანიოლის“ ფეხბურთელების პროტესტისა, გოლი ჩაითვალა.

2007–2008

2007–08 წლების სეზონის განმავლობაში, მესიმ ერთ კვირაში 5 გოლი გაიტანა და „ბარსელონა“ ლა ლიგის 4-ეულში მოაქცია. 19 სექტემბერს „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლიონი“ დაამარცხა 3–0 — აქედან ერთი გოლი მესიმ გაიტანა. 22 სექტემბერს მესიმ დუბლი შეასრულა „სევილიასთან“ და 26 სექტემბერს მორიგი დუბლი შეასრულა „სარაგოსასთან“. 2007 წლის 27 თებერვალს „ვალენსიასთან“ მესიმ მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით.

მესიმ ნომინაცია მიიღო FIFPro-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. ესპანურმა გამომცემლობა „მარკამ“ ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მესიმ ხმების 77 % მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე. კატალონიურმა გაზეთებმა — „ელ მუნდო დეპორტივომ“ და „სპორტმა“ დაწერეს, რომ „ოქროს ბურთი“ მესის უნდა მიეღო, რომლებსაც ფრანც ბეკენბაუერიც დაეთანხმა. ფრანჩესკო ტოტიმაც განაცხადა, რომ მესი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მესიმ 6 კვირა ვერ ითამაშა 4 მარტს გაწყვეტილი კუნთის გამო „სელტიკტან“ საჩემპიონთალიგო მატჩში. ბოლო 3 სეზონში მესიმ ამ ტიპის ტრავმა მე-4 ჯერ მიიღო.

2008–2009

მესი „დეპორტივოსთან“ შეხვედრაში. 31 მარტი, 2007

რონალდინიოს კლუბიდან წასვლის შემდეგ, მესის 10-ნომრიანი მაისურა ერგო. 2008 წლის 1 ოქტომბერს, „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს ტიერი ანრის მაგივრად შემოსულმა მესიმ ბოლო 7 წუთში 2 გოლი გაიტანა და 0–1-იანი წაგება 2–1-იან მოგებად შემოაბრუნა. ლიგის მომდევნო მატჩის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ იყო, რომელიც ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მეგობრულ დუელად ითვლებოდა. მესიმ გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, საგოლე პასიც მიითვალა და „ბარსელონამ“ 6–1 მოიგო. მესიმ მორიგი შთამბეჭდავი დუბლი „სევილიას“ შეუსრულა. ერთო გოლი მან მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებით გაიტანა, ხოლო მეორე გოლის დროს მახვილი კუთხიდან დაარტყა. 2008 წლის 13 დეკემბერს, სეზონის პირველ „ელ კლასიკოზე“ მესიმ „ბარსელონას“ მე-2 გოლი გაიტანა. მატჩში „ბარსელონამ“ 2–0 მოუგო მადრიდის „რეალს“. მესი მე-2 ადგილზე გავიდა ფიფას 2008 წლის ფეხბურთელის წოდებაზე 678 ქულით.

2009 წლის პირველი ჰეთთრიკი მესიმ ესპანეთის თასის მატჩის დროს შეეუსრულა „ატლეტიკოს“, რომელსაც „ბარსელონამ“ 3–1 მოუგო. მესიმ მორიგი მნიშვნელოვანი დუბლი 2009 წლის 1 თებერვალს შეასრულა, როცა „ბარსელონა“ 0–1-ს აგებდა რასინგის „სანტანდერთან“ და შეცვლაზე შემოსულმა მესიმ თამაში შემოაბრუნა. მე-2 გოლი მე-5000 აღმოჩნდა „ბარსელონას“ მიერ ლა ლიგაში გატანილ გოლებში. ლა ლიგის 28-ე ტურში მესიმ მიმდინარე სეზონში თავისი 30-ე გოლი „მალაგას“ გაუტანა და გუნდს დაეხმარა „მალაგას“ 6–0 განადგურებაში. 2009 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მესიმ 2-ჯერ შეუგდო „ბაიერნს“ და დაეხმარა გუნდს 4–0 გამარჯვებაში. მისმი მე-2 გოლი მე-8 აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც მისთვის რეკორდი აღმოჩნდა. 18 აპრილს „ბარსელონა“ „ხეტაფეს“ მესიმ ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა, გუნდმა 1–0 მოიგო და 6 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილზე მყოფ „რეალს“.

სეზონის მიწურულს, მესიმ დუბლი შეასრულა სეზონის მე-2 „კლასიკოში“ (სეზონის 35-ე და 36-ე გოლები ყველა შეჯიბრებაში) და „ბარსელონამ“ „რეალი“ 6–2 დაამარცხა. ეს იყო „რეალის“ ყველა მწარე მარცხი 1930 წლიდან. თითოეული გოლის გატანის შემდეგ მესი ტელეკამერებთან მირბოდა და მაისურს იწევდა, რომლის ქვეშაც მეორე მაისური იყო წარწერით „Sindrome X Fragil“. ამით მესიმ დაავადებულ ბავშვებს გაუწია ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „ჩელსისთან“ საპასუხო მატჩში მესიმ ბოლო წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას, რომლის გოლის წყალობითაც „ბარსელონა“ ფინალში გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შესახვედრად. მესიმ თავისი პირველი ესპანეთის თასი 13 მაისს მოიგო, რომლის ფინალშიც მესიმ 1 გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა. გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკს“ 4–1 მოუგო და თასი აწია. მესი დიდა დაეხმარა „ბარსელონას“ ლა ლიგის მოგებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მან მე-2 გოლი გაიტანა 70-ე წუთზე (ჩავის პასით) და ასე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გახდა 9 გოლით. მესიმ უეფას წლის ფეხბურთელისა და თავდამსხმელის ჯილდოებიც მიიღო. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ესპანეთის თასი მოგებით „ბარსელონა“ გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ტრიპლეტი შეასრულა.

2009–2010

მესი „კამპ ნოუზე“ ხოან გამპერის თასის მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ

2009 წლის უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ „ბარსელონას“ მწვრთნელმა, ჟოზეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მესი ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის თამაშიც ნანახი აქვს. 19 სექტემბერს მესიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი მოაწერა, რომლის ვადაც 2016 წელს გადიოდა. კონტრაქტში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, მესის მსურველ კლუბს 250 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის ხელფასიც გაეზარდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა 9,5 მილიონი ევროთი წელიწადში. კონტრაქტის მოწერიდან 4 დღეში მესიმ 2 გოლს 1 საგოლე პასი მიამატა რასინგის „სანტანდერთან“ მატჩში, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. სეზონის პირველი ევროპული გოლი მან კიევის „დინამოსთან“ გაიტანა 29 სექტემბერს, რომელიც გუნდმა 2–0 მოიგო. 25 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ „სარაგოსასთან“ 6–1 მოგებაში მესიმ ბოლო გოლი გაიტანა, რომელმაც მესის გოლების სერია 6-მდე აიყვანა 7 მატჩში.

2009 წლის 1 დეკემბერს მესიმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მიიღო. მან კრისტიანო რონალდოს 240 ქულით გაუსწრო, რაც „ოქროს ბურთის“ ისტორიაში რეკორდია. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში მესიმ თქვა: „მას მე ოჯახს ვუძღვნი. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ რთულ პერიოდში და ზოგჯერ ჩემზე მეტადაც განიცდიდნენ ჩემ გასაჭირს“.

მესი 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩის დროს

19 დეკემბერს, 2009 წლის ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მესიმ „ესტუდიანტესს“ მკერდით გამარჯვების გოლი გაუტანა. გუნდმა წლის მე-6 ტიტული მოიგო. 2 დღის შემდეგ მან ფიფას წლის ფეხბურთელის ჯილდო მოიგო კრისტიანო რონალდოს, ჩავის, კაკასა და ანდრეს ინიესტას ძლევით. ეს ჯილდო მას იქამდე არ ჰქონდა მოგებული და პირველი არგენტინელი გახდა, ვინც ეს ჯილდო მოიგო. 2010 წლის 10 იანვარს მან ტენერიფეს ჰეთთრიკი შეუსრულა, რომელიც პირველი იყო სეზონში; 17 იანვარს კი მან „ბარსელონას“ მაისურით თავისი მე-100 გოლი გაუტანა „სევილიას“, რომელიც გუნდმა 4–0 მოიგო.

ამის შემდეგ მესის გოლების შთამბეჭდავი დაიწყო, გაიტანა რა 11 გოლი 5 თამაშში. პირველი მან 84-ე წუთზე გაუტანა „მალაგას“ (გუნდმა 2–1 მოიგო); შემდეგ მან 2 გოლი გაუტანა „ალმერიას“ (2–2); „ვალენსიას“ მესიმ ჰეთთრიკი შეუსრულა (3–0); შემდეგი იყო 2 გოლი „შტუტგართან“ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც „ბარსელონამ“ 4-0 მოიგო და გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა; დაბოლოს, მან მორიგი ჰეთთრიკი შეუსრულა „სარაგოსას“ (4–2 გასვლით შეხვედრაში). მან თავისი მე-200 მატჩი „ოსასუნასთან“ ითამაშა 2010 წლის 14 მარტს.

2010 წლის 6 აპრილს მან კარიერაში პირველი პოკერი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალის შეხვედრაში შეასრულა, რომელიც „ბარსელონამ“ 4–1 მოიგო. ამ პოკერით მან რივალდოს გადაუსწრო და გახდა „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონტა ლიგაზე. 10 აპრილს მესიმ სეზონის მე-40 გოლი გაუტანა მადრიდის „რეალს“ სეზონის მე-2 „ელ კლასიკოზე“. 1 მაისს მესიმ სეზონის 50-ე მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუტანა „ვილიარეალს“ 4–1 მოგებულ გასვლით შეხვედრაში. 3 დღეში მესიმ მორიგი გოლი გაიტანა „ტენერიფესთან“ 4–1 მოგებულ შეხვედრაში. 8 მაისს მესიმ სეზონში 32-ე გოლი გაუტანა „სევილიას“. მესიმ 33-ე და 34-ე გოლები „ვალიადოლიდს“ გაუტანა ლა ლიგის ბოლო მატჩში, რომლითაც რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996–97 წლებში დაამყარა კლუბის რეკორდი. მესის სულ რაღაც 4 გოლი დააკლდა ტელმო სარას რეკორდამდე, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლი გატანა შეძლო. 2010 წლის 3 ივნისს მესი ზედიზედ მეორედ ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

2010–2011

მესი 2015 წლის უეფა-ს სუპერთასზე, თბილისი

2010 წლის 21 აგვისტოს მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა სეზონის პირველ მატჩში „სევილიასთან“ ესპანეთის სუპერთასზე, რომლის მეშვეობითაც „ბარსელონამ“ მაინც მოახერხა ტიტულის დაცვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ხელი 1–3 ჰქონდა წაგებული.[16] მესიმ ლა ლიგის პირველ თამაშშიც გაუტანა რასინგის „სანტანდერს“ თამაშის მე-3 წუთზე 29 აგვისტოს. მესიმ თავისი შესანიშნავი ფორმა ჩემპიონთა ლიგის პირველივე მატჩში დაამტკიცა, როდესაც „ბარსელონა“ „პანათინაიკოსს“ ეთამაშებოდა და მესიმ 2 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა. მესის ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ააცილა. „ბარსელონამ“ თამაში 5–1 მოიგო.

2010 წლის 19 სექტემბერს მესი „ატლეტიკოს“ მცველმა, ტომაშ უიფალუშიმ დაამტვრია 92-ე წუთზე ლა ლიგის მესამე ტურში. თავიდან ჩანდა, რომ მესიმ კოჭი მოიტეხა და მინიმუმ 6 თვე მოუწევდა უქმობა, მაგრამ მეორე დღეს დადასტრუდა, რომ მესიმ კოჭი იღრძო და 2 კვირაში დაბურნდებოდა.[17] მატჩის შემდეგ მესის თანაგუნდელმა დავიდ ვილიამ მომენტის ვიდეო უყურა და თქვა, რომ „ვარდნა ცუდი სანახავი იყო“, მაგრამ ისიც დაამატა, რომ უიფალუშის ეს განზრახ არ უქნია.[18] ინციდენტმა ჟურნალისტების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და წავიდა დებატები, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბრად უნდა იყოს დაცული მოედანზე.

2011–2014

2013–2014 წლების სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა, ოთხჯერ შეასრულა ჰეტ-ტრიკი.

2014 წელს კი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის არგენტინასთან ერთად მოგების საშუალება, თუმცა მათ გერმანიამ მარიო გეცეს გოლით დამატებით დროში 1–0 აჯობა. მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მან 4 გოლი გაიტანა.

2014–2016

2014–2015 წლების სეზონი ლიონელ მესისთვის წარმატებული გამოდგა. ბარსელონასთან ერთად მან ტრიპლეტი შეასრულა. ყველა ტურნირზე მესიმ 58 გოლი გაიტანა, ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმართან ერთად. ფიფა-ს მიერ აღიარებული იქნა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

შემდეგი სეზონი მესისთვის ნაკლებად წარმატებული გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ესპანეთის ლიგის და თასის გამარჯვებულის რანგში დაამთავრა. 2016 წლის ზაფხულში მესი თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეორე წელიწადს დამარცხდა კოპა ამერიკას ფინალში ჩილეს ეროვნულ გუნდთან.წარდგენილი იყო ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ ნომინაციაზე, სადაც მეორე ადგილი დაიკავა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

სტატისტიკა

საკლუბო

განახლდა: 16 მაისი, 2021
კლუბი სეზონი ლიგა თასი ჩემპიონთა ლიგა სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბარსელონა C 2003–04 ტერსერა დივიზიონი 10 5 10 5
ბარსელონა B 2003–04[19] სეგუნდა დივიზიონი B 5 0 5 0
2004–05[20] სეგუნდა დივიზიონი B 17 6 17 6
სულ 22 11 22 11
ბარსელონა 2004–05[20] პრიმერა დივიზიონი 7 1 1 0 1 0 9 1
2005–06[21] 17 6 2 1 6 1 0 0 25 8
2006–07[22] 26 14 2 2 5 1 3[ა] 0 36 17
2007–08[23] 28 10 3 0 9 6 40 16
2008–09[24] 31 23 8 6 12 9 51 38
2009–10[25] 35 34 3 1 11 8 4[ბ] 4 53 47
2010–11[26] 33 31 7 7 13 12 2[გ] 3 55 53
2011–12[27] 37 50 7 3 11 14 5[დ] 6 60 73
2012–13[28] 32 46 5 4 11 8 2[გ] 2 50 60
2013–14[29] 31 28 6 5 7 8 2[გ] 0 46 41
2014–15[30] 38 43 6 5 13 10 57 58
2015–16[31] 33 26 5 5 7 6 4[ე] 4 49 41
2016–17[32] 34 37 7 5 9 11 2[გ] 1 52 54
2017–18[33] 36 34 6 4 10 6 2[გ] 1 54 45
2018–19[34] 34 36 5 3 10 12 1[გ] 0 50 51
2019–20[35] 33 25 2 2 8 3 1[გ] 1 44 31
2020–21[36] 35 30 5 3 6 5 1[გ] 0 47 38
სულ 520 474 80 56 149 120 29 22 778 672
სულ ჯამში 552 485 80 56 149 120 29 22 810 683
  1. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე
  2. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი და ორი გოლი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ორი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ესპანეთის სუპერთასზე ჩატარებული მატჩები
  4. ერთი მატჩი და ერთი გოლი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და სამი გოლი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ორი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  5. ერთი მატჩი და ორი გოლი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ერთი გოლი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი და ერთი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე

სანაკრებო

განახლდა: 10 ივლისი 2021
ნაკრები წელი შეჯიბრება ამხანაგური ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა 20 2004 2 3 2 3
2005 16[ა] 11 16 11
Total 16 11 2 3 18 14
არგენტინა 23 2008 5[ბ] 2 5 2
Total 5 2 5 2
არგენტინა[37][38] 2005 3[გ] 0 2 0 5 0
2006 3[დ] 1 4 1 7 2
2007 10[ე] 4 4 2 14 6
2008 6[გ] 1 2 1 8 2
2009 8[გ] 1 2 2 10 3
2010 5[დ] 0 5 2 10 2
2011 8[ვ] 2 5 2 13 4
2012 5[გ] 5 4 7 9 12
2013 5[გ] 3 2 3 7 6
2014 7[დ] 4 7 4 14 8
2015 6[ზ] 1 2 3 8 4
2016 10[თ] 8 1 0 11 8
2017 5[გ] 4 2 0 7 4
2018 4[დ] 1 1 3 5 4
2019 6[ზ] 1 4 4 10 5
2020 4[გ] 1 0 0 4 1
2021 9[ი] 5 0 0 9 5
ჯამში 104 42 47 34 151 76
სულ ჯამში 125 55 49 37 174 92
  1. ცხრა მატჩი და ხუთი გოლი 2005 წლის 20 წლამდე ფეხბურთელთა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, შვიდი მატჩი და ექვსი გოლი 2005 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
  2. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის მატჩები
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩები
  5. ექვსი მატჩი და ორი გოლი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
  6. ოთხი მატჩი კოპა ამერიკაზე, ოთხი მატჩი და ორი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
  7. 7.0 7.1 კოპა ამერიკაზე ჩატარებული მატჩები
  8. ხუთი მატჩი და სამი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხუთი მატჩი და სამი გოლი კოპა ამერიკა სენტენარიოზე (ესპ. Copa América Centenario)
  9. შვიდი მატჩი და ოთხი გოლი კოპა ამერიკაზე, ორი მატჩი და ერთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

საერთაშოირსო გოლები

20-წლამდელთა

ანგარიშებში ჯერ არგენტინის გოლია აღნიშნული.[39][40]
გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 14 ივნისი 2005 არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდები ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 1–0 2–0 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
2 22 ივნისი 2005 უნივე სტადიონი, ემენი, ნიდერლანდები კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1–1 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
3 24 ივნისი 2005 არკე სტადიონი, ენსკედი, ნიდერლანდები ესპანეთის დროშა ესპანეთი 3–1 3–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
4 28 ივნისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდები ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–0 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
5 2 ივლისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდები ნიგერიის დროშა ნიგერია 1–0 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი
6 2 ივლისი 2005 გალგენვაარდის სტადიონი, უტრეხტი, ნიდერლანდები ნიგერიის დროშა ნიგერია 2–1 2–1 ფიფა-ს 2005 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი

23-წლამდელთა

გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 7 აგვისტო 2008 შანხაი სტადიონი, შანხაი, ჩინეთი კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 1–0 2–1 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008
2 16 აგვისტო 2008 შანხაის სტადიონი, შანხაი, ჩინეთი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1–0 2–1 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008

არგენტინის ნაკრები

გოლი თარიღი სტადიონი მოწინააღმდეგე ანგარიში შედეგი შეჯიბრება
1 1 მარტი 2006 სანქტ-იაკობ პარკი, ბაზელი, შვეიცარია ხორვატიის დროშა ხორვატია 2–1 2–3 ამხანაგური
2 16 ივნისი 2006 ფელტინს-არენა, გელზენკირხენი, გერმანია სერბეთის და ჩერნოგორიის დროშა სერბეთი და ჩერნოგორია 6–0 6–0 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006
3 5 ივნისი 2007 კამპ ნოუ, ბარსელონა, ესპანეთი ალჟირის დროშა ალჟირი 2–2 4–3 ამხანაგური
4 5 ივნისი 2007 კამპ ნოუ, ბარსელონა, ესპანეთი ალჟირის დროშა ალჟირი 4–2 4–3 ამხანაგური
5 8 ივლისი 2007 ესტადიო მეტროპოლიანო, ბარკისიმეტო, ვენესუელა პერუს დროშა პერუ 2–0 4–0 2007 კოპა ამერიკა
6 11 ივლისი 2007 პოლიდეპორტივო, პუერტო ორდასი, ვენესუელა მექსიკის დროშა მექსიკა 2–0 3–0 2007 კოპა ამერიკა
7 16 ოქტომბერი 2007 ხოსე პაჩენკო რომერო, მარაკაიბო, ვენესუელა ვენესუელის დროშა ვენესუელა 2–0 2–0 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
8 20 ნოემბერი 2007 ესტადიო კაპინი, ბოგოტა, კოლუმბია კოლუმბიის დროშა კოლუმბია 1–2 1–2 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
9 4 ივნისი 2008 ქუალკომი სტადიუმი, სან-დიეგო, აშშ მექსიკის დროშა მექსიკა 2–0 4–1 ამხანაგური
10 11 ოქტომბერი 2008 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა ურუგვაის დროშა ურუგვაი 1–0 2–1 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
11 11 თებერვალი 2009 ველოდრომი, მარსელი, საფრანგეთი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2–0 2–0 ამხანაგური
12 28 მარტი 2009 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა ვენესუელის დროშა ვენესუელა 1–0 4–0 მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაცია
13 14 ნოემბერი 2009 ვისენტე კალდერონი, მადრიდი, ესპანეთი ესპანეთის დროშა ესპანეთი 1–1 1–2 ამხანაგური
14 7 სექტემბერი 2010 ესტადიო მონუმენტალი, ბუენოს-აირესი, არგენტინა ესპანეთის დროშა ესპანეთი 1–0 4–1 ამხანაგური
15 17 ნოემბერი 2010 ხალიფას საერთაშორისო სტადიონი, დოჰა, კატარი ბრაზილიის დროშა ბრაზილია 1–0 1–0 ამხანაგური

მიღწევები

ლიონელ მესი. 26 ივნისი, 2018[41]

საკლუბო

ესპანეთის დროშა ბარსელონა

სანაკრებო

არგენტინის დროშა არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ოლიმპიური ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური

რეკორდები

  • რეკორდსმენი მოპოვებული ფიფა-ს ოქროს ბურთის რაოდენობის მიხედვით: 4
  • რეკორდსმენი მოპოვებული ევროპის ოქროს ბუცის რაოდენობის მიხედვით: 6
  • არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 71 გოლი [71][72]
  • „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 663 გოლი
  • რეკორდსმენი „ბარსელონაში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით: 768 [73]
  • ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 467 გოლი [74]
  • ესპანეთის სუპერთასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 14 გოლი
  • უეფა-ს სუპერთასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 3 გოლი
  • ელ კლასიკოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 26 გოლი
  • კატალონიური დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: 25 გოლი
  • ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი „ბარსელონას“ იტორიაში: 34 ტიტული
  • მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების იტორიაში (18 წლის და 357 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების იტორიაში, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია გოლი (18 წლის და 357 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი არგენტინის ნაკრების იტორიაში (22 წლის და 363 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ელ კლასიკოში გაუტანია გოლი (19 წლის და 259 დღის)
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იტორიაში, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი გაიტანა
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იტორიაში, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა (28 წლის და 84 დღის)
  • პირველი ფეხბურთელი იტორიაში, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა
  • პირველი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის იტორიაში, რომელმაც ოფიციალურ მატჩებში 600 და მეტი გოლი გაიტანა ერთი კლუბის შემადგენლობაში
  • პირველი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის იტორიაში, რომელმაც 40 და მეტი გოლი გაიტანა ზედიზედ 10 სეზონის განმავლობაში (2009/10—2018/19)
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იტორიაში, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატზე 200 გოლი გაიტანა (25 წლის და 217 დღის)
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის იტორიაში, რომელმაც 300-გოლიანი ნიშნული გადალახა
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის იტორიაში, რომელმაც 400-გოლიანი ნიშნული გადალახა
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის სუპერთასის იტორიაში, რომელმაც ტურნირის 7 გათამაშებაში შეძლო გოლის გატანა
  • პირველი ფეხბურთელი „ბარსელონას“ იტორიაში, რომელმაც გუნდთან ერთად 500-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა
  • პირველი ფეხბურთელი იტორიაში, რომელმაც 350-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონატში
  • „ბარსელონას“ ყველა დროის რეკორდსმენი საერთაშორისო მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საკლუბო დონეზე: 127
  • „ბარსელონას“ ყველა დროის რეკორდსმენი ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით: 122
  • „ბარსელონას“ ყველა დროის რეკორდსმენი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით: 119
  • „ბარსელონას“ რეკორდსმენი ყველა საკლუბო ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით ერთი კალენდარული წლის განმავლობაში: 79
  • „ბარსელონას“ რეკორდსმენი ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში: 73
  • „ბარსელონას“ რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით ყველა ტურნირზე: 48
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლეგიონერთა შორის: 511
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი საფეხბურთო კლუბების რაოდენობის მიხედვით, რომელთა კარის აღებაც შეძლო: 38
  • ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდსმენი შინ ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით: 273
  • ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდსმენი სტუმრად ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით: 194
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში: 50
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში, რომლებშიც კარის აღება შეძლო (2012/13): 27
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით ერთი სეზონის განმავლობაში: 8
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით ელ კლასიკოში: 2
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი დუბლების რაოდენობით: 113
  • ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით: 36
  • პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის იტორიაში, რომელმაც ზედიზედ ყველა მეტოქე გუნდის კარის აღება შეძლო ერთი სეზონის განმავლობაში (2012/13)
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით: 5 გოლი
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი ჰეტ-ტრიკების რაოდენობით: 8
  • პირველი ფეხბურთელი იტორიაში, რომელიც ერთზე მეტად აღიარეს ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად
  • ევროპის ოქროს ბუცის რეიტინგის რეკორდსმენი მოპოვებული ქულების რაოდენობით: 100
  • არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით: 22
  • არგენტინის ნაკრების რეკორდსმენი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით: 12

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Marsden, Sam. (2 ნოემბერი, 2017) Messi donates to charity after libel case win. ESPN. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2020
  2. Lionel Messi Profile at FC Barcelona. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  3. Lionel Messi Profile at AS.com. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  4. Lionel Messi Profile at BDFutbol. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  5. Lionel Messi Profile at ESPNFC.com. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  6. Lionel Messi Profile at FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  7. Lionel Messi Profile at Transfermarkt. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  8. Lionel Messi Profile at WorldFootball. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  9. Пол Скоулз: «Лионель Месси — гениальный футболист» დაარქივებული 2015-05-29 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  10. Terry - Messi's the greatest დაარქივებული 2015-04-14 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  11. Пеле: «Месси лучший футболист мира за последние 10 лет» დაარქივებული 2015-03-30 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  12. Давид Вилья: «Месси — лучший футболист мира» დაარქივებული 2015-04-13 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  13. Уэйн Руни: «Лучший футболист мира — Лионель Месси» დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  14. Ариго Сакки: Месси — единственный гений современного футбола დაარქივებული 2015-05-08 საიტზე Wayback Machine. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2020.
  15. მათეშვილი, ლევან. (25 აგვისტო, 2020) მესის ფენომენალური სტატისტიკა 6-12 წლის ასაკში. Live.ge. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  16. Barcelona 4–0 Sevilla: Brilliant Blaugrana Outclass Rojiblancos To Lift Supercopa. Goal.com (22 August 2010). ციტირების თარიღი: 22 August 2010.
  17. .Messi injured. FCBarcelona.cat (20 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  18. Villa on Messi's injury. FCBarcelona.cat (20 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  19. Lionel Messi: Matches 2003–04. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  20. 20.0 20.1 Messi: Matches 2004–05. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  21. Lionel Messi: Matches 2005–06. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  22. Lionel Messi: Matches 2006–07. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  23. Lionel Messi: Matches 2007–08. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  24. Lionel Messi: Matches 2008–09. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  25. Lionel Messi: Matches 2009–10. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  26. Lionel Messi: Matches 2010–11. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  27. Lionel Messi: Matches 2011–12. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  28. Lionel Messi: Matches 2012–13. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  29. Lionel Messi: Matches 2013–14. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  30. Lionel Messi: Matches 2014–15. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  31. Lionel Messi: Matches 2015–16. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  32. Lionel Messi: Matches 2016–17. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  33. Lionel Messi: Matches 2017–18. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  34. Lionel Messi: Matches 2018–19. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  35. Lionel Messi: Matches 2019–20. BDFutbol. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  36. Lionel Messi: Matches 2020–21. BDFutbol. ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021
  37. Mamrud, Roberto. (21 აგვისტო, 2019) Lionel Andrés Messi – Century of International Appearances. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  38. Lionel Messi: Player Profile. ESPN FC. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  39. Lionel Andrés Messi – Goals in International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  40. Lionel Messi. FIFA.com. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  41. Argentine footballer Lionel Messi on 26 June 2018, celebrating a goal in the 2018 FIFA World Cup group stage match against Nigeria.
  42. Magee, Will. (2 დეკემბერი, 2019) Ballon d’Or: live updates from the ceremony as Lionel Messi and Virgil van Dijk compete for top award. The Telegraph. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019
  43. European Footballer of the Year ("Ballon d'Or"). The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  44. 44.0 44.1 FIFA Ballon d'Or: History. FIFA. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  45. The FIFA Football Awards Voting Results 2019 (PDF). Fédération Internationale de Football Association (23 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  46. Lionel Messi Awarded Golden Shoe for Third Time after 46 La Liga Goals for Barcelona (20 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  47. Messi receives fourth Golden Shoe Award: Each day I enjoy it more. Marca (24 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  48. Messi Wins Fifth Golden Shoe After Winning Pichichi Trophy. Goal] (20 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  49. Messi wins his sixth Golden Shoe award. FC Barcelona (24 მაისი, 2019). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  50. Messi, Neuer Heralded as Brazil 2014's Best. FIFA (13 ივლისი, 2014). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  51. BeIN Sports: Messi habría rechazado el MVP del torneo Spanish. AS.com (5 ივლისი, 2015). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  52. Lionel Messi allegedly refuses best player award at Copa America as trophy removed from ceremony. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  53. Messi rechazó recoger el premio a MVP de la Copa América. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  54. Messi rechazó el MVP del Argentina-Paraguay de la Copa América. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  55. Gonzalez, Roger. (27 აგვისტო, 2015) Messi Beats Ronaldo for 2014–15 UEFA Best Player in Europe Award. CBS Sports. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  56. 56.0 56.1 Profile: Lionel Messi. UEFA. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  57. 57.0 57.1 57.2 Otero, Paul M.. (12 November 2013) Palmarés de un Genio: El Coleccionista de Trofeos Spanish. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  58. 58.0 58.1 Messi, Mejor Delantero y Mejor Jugador Spanish. Liga de Fútbol Profesional (2 დეკემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  59. 59.0 59.1 Lionel Messi, 2014–15 Liga BBVA Best Player. Liga de Fútbol Profesional (30 ნოემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  60. La entrega del premio Pichichi a Messi, en directo Spanish (12 ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  61. Lionel Messi named Best Striker in La Liga Santander 2015–16. Liga de Fútbol Profesional (24 ოქტომბერი, 2016). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  62. 62.0 62.1 FIFA Club World Cup: Awards. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-07. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  63. Messi Wins Sixth Pichichi Trophy, Extends Lead in European Golden Boot Race – Si.com. 19 მაისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  64. Messi equals Zarra's record with sixth Pichichi award – Onefootball. 19 მაისი, 2019. წაკითხვის თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  65. Barcelona Trio Sweep Awards. FIFA (20 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2019.
  66. 66.0 66.1 FIFA World Youth Championship Netherlands 2005. FIFA. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  67. Former Results. IFFHS. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  68. Premios Olimpia 2015: La Judoca Paula Pareto se Llevó el Oro y los de Plata Fueron Para Messi, Marco Ruben, Andrés Nocioni y Adolfo Cambiaso Spanish. LRA Radio Nacional (23 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  69. Los Ganadores de Olimpia de Plata en Cada Deporte, con los Medallistas Dorados de Río entre los Destacados Spanish (20 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  70. Delfina Pignatiello se quedó con el Olimpia de Oro (20 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2019.
  71. Лионель Месси стал лучшим бомбардиром в истории сборной Аргентины. TASS (22 ივნისი, 2016). ციტატა: „Футболист сборной Аргентины Лионель Месси стал лучшим бомбардиром в истории национальной команды. В полуфинале Кубка Америки он забил мяч в ворота команды США, который стал для него 55-м в составе сборной.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  72. Messi becomes Argentina's all-time top scorer. FotMob. ციტატა: „Lionel Messi has become Argentina's all-time record goalscorer after netting a sublime free-kick in their Copa America Centenario semi-final against the United States on Tuesday.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  73. Месси установил рекорд по количеству матчей за «Барселону». Sportmail.ru (22 მარტი, 2021). ციტატა: „22 марта сине-гранатовые с разгромным счетом обыграли «Реал Сосьедад» 6:1. Для Месси это стал 768-й матч за «Барселону». Таким образом, он обошел по количеству игр бывшего капитана «Барсы» Хави, выходившего на поле 767 раз.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.
  74. Месси повторил рекорд Пеле по количеству голов в одном чемпионате. Sportmail.ru (23 მარტი, 2021). ციტატა: „Месси в воскресенье оформил дубль в матче 28-го тура чемпионата Испании с «Реал Сосьедад» (6:1). Таким образом, аргентинский форвард забил 467 мячей в Ла Лиге, столько же раз отличился Пеле в чемпионате Бразилии, выступая за «Сантос» с 1956 по 1974 год.“ ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2021.