ეკატერინე მიშველაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 12: ხაზი 12:
ეკატერინე მშველაძე იყო [[ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი|ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის]] მოწვეული ლექტორი. ეკატერინე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ეკატერინე მშველაძე იყო [[ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი|ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის]] მოწვეული ლექტორი. ეკატერინე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
2016 წლის 11 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად. <ref>http://www.ghn.ge/news/153058</ref> მიშველაძე ამ თანამდებობას [[2018]] წლის [[16 დეკემბერი|16 დეკემბრამდე]], [[სალომე ზურაბიშვილი]]ს პრეზიდენტად არჩევამდე მუშაობდა.
2016 წლის 11 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად. <ref>http://www.ghn.ge/news/153058</ref> მიშველაძე ამ თანამდებობას [[2018]] წლის [[16 დეკემბერი|16 დეკემბრამდე]], [[სალომე ზურაბიშვილი]]ს პრეზიდენტად არჩევამდე იკავებდა.


ეკატერინე მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მისი ტოკ-შოუ „პირველი სტუდია“ კი დაიხურა. მიშველაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა და ეს დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე [[ალექსი პეტრიაშვილი]] ოპოზიციური პარტიის, „[[თავისუფალი დემოკრატები|თავისუფალი დემოკრატების]]“ლიდერი იყო.
ეკატერინე მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მისი ტოკ-შოუ „პირველი სტუდია“ კი დაიხურა. მიშველაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა და ეს დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე [[ალექსი პეტრიაშვილი]] ოპოზიციური პარტიის, „[[თავისუფალი დემოკრატები|თავისუფალი დემოკრატების]]“ლიდერი იყო.

10:01, 28 ივნისი 2021-ის ვერსია

ეკატერინე (ეკა) მიშველაძე (დ. 29 მარტი, 1972) — ქართველი ჟურნალისტი.

ბიოგრაფია

1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2007 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ჟურნალისტიკა და მედიამენეჯმენტი.

ჰყავს მეუღლე (ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი) და ორი შვილი.

ეკატერინე მიშველაძემ შრომითი საქმიანობა დაიწყო 1992 წლიდან და 2016 წლის მარტამდე მუშაობდა ტელეკომპანიებში, მათ შორის იყო არაერთი კომპანია: „იბერვიზია“, „თიბისი TV“, „მზე“, „იმედი“, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე, სადაც სხვადასხვა დროს იყო - საინფორმაციო პროგრამის „მონიტორის“ კორესპონდენტი, ანალიტიკური პროგრამის „მოვლენის“ წამყვანი, საგამოძიებო პროგრამის „ნეგატივის“ ავტორი და წამყვანი, ტელეფესტივალ „მანას“ ტელედღიურების წამყვანი, დილის გადაცემის „ალიონის“ წამყვანი და შუადღის თოქშოუს „ნაშუადღევის“ ავტორი და წამყვანი, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ მთავარი გამოშვების წამყვანი, პოლიტიკური თოქშოუს „საჯარო პოლიტიკის“, „მოამბე პლიუსის“, „პირველი სტუდიის“ ავტორი და წამყვანი, ბიზნესის ახალი ამბების ავტორი და წამყვანი და ასევე საქართველოში პირველი ტელედებატების წამყვანი ქალაქის მერის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

გარდა ამისა ეკატერინე მიშველაძე 2000-2001 წლებში მუშაობდა მედიაჰოლდინგის „ჯორჯია თაიმსის“ მრჩევლად. 2001 წლის სექტემბერ-ნოემბერში ის იყო საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესმდივანი. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შრომის, მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესმდივანი.

ეკატერინე მშველაძე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ეკატერინე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2016 წლის 11 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად. [1] მიშველაძე ამ თანამდებობას 2018 წლის 16 დეკემბრამდე, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე იკავებდა.

ეკატერინე მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მისი ტოკ-შოუ „პირველი სტუდია“ კი დაიხურა. მიშველაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა და ეს დაუკავშირა იმას, რომ მისი მეუღლე ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ლიდერი იყო.

აღნიშნული ფაქტი მიშველაძემ გაასაჩივრა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ზუსტად 3-წლიანი დავა სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა „პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა,“ – წერს საია. [2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო