ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 16: ხაზი 16:
|ადგილები1_სათაური =[[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტი]]
|ადგილები1_სათაური =[[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტი]]
|ადგილები1 ={{ინფოდაფა პოლიტიკური პარტია/ადგილები|90|150|hex=#0b4dc2|ფერი=white}}
|ადგილები1 ={{ინფოდაფა პოლიტიკური პარტია/ადგილები|90|150|hex=#0b4dc2|ფერი=white}}
|გენერალური მდივანი=[[კახა კალაძე]]|თავმჯდომარე=[[ირაკლი კობახიძე]]|ადგილები2_სათაური=[[თბილისის საკრებულო|საკრებულო]]|ადგილები2={{ინფოდაფა პოლიტიკური პარტია/ადგილები|39|50|hex=#0b4dc2|ფერი=white}}|დამფუძნებელი=[[ბიძინა ივანიშვილი]]}}
|გენერალური მდივანი=[[კახა კალაძე]]|თავმჯდომარე=[[ირაკლი კობახიძე]]|ადგილები2_სათაური=[[თბილისის საკრებულო|საკრებულო]]|ადგილები2={{ინფოდაფა პოლიტიკური პარტია/ადგილები|39|50|hex=#0b4dc2|ფერი=white}}|დამფუძნებელი=[[ბიძინა ივანიშვილი]]|პოლიტიკური პოზიცია=[[მემარცხენეობა|მემარცხენე]]}}


'''ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო''' — [[პოლიტიკური პარტია]] საქართველოში, რომელიც დააფუძნა [[ბიძინა ივანიშვილი|ბიძინა ივანიშვილმა]] [[2012]] წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
'''ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო''' — [[პოლიტიკური პარტია]] საქართველოში, რომელიც დააფუძნა [[ბიძინა ივანიშვილი|ბიძინა ივანიშვილმა]] [[2012]] წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

17:27, 19 ივნისი 2021-ის ვერსია

ეს სტატია პარტია ქართულ ოცნებას ეხება. კოალიციის შესახებ იხილეთ ქართული ოცნება (კოალიცია).
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
გენერალური მდივანი კახა კალაძე
ისტორია
დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
დაფუძნდა 21 აპრილი, 2012
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპელი სოციალისტების პარტია (დამკვირვებელი)
საერთაშორისო აკრედიტაცია პროგრესული ალიანსი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
90 / 150
საკრებულო
39 / 50
ფერები         
შტაბ-ბინა ერეკლე II-ს მოედანი #3, თბილისი, საქართველო
41.ge

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 21 აპრილს და არის საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.

ისტორია

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ინტერესები 2011 წლის ოქტომბერში გაახმოვანა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. 2012 წლის თებერვალში მან პარტიის საინიციატივო ჯგუფი დაასახელა და გააფორმა კოალიცია რესპუბლიკურ პარტიასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან ერთად.[1][2] აპრილში, კოალიციას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შეუერთდა. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[3] კოალიციამ ბლოკის სახით გადაწყვიტა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ოფიციალურად, კოალიციამ წინასარჩევნო კამპანია 27 მაისს მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო[4] და 29 სექტემბერს დაასრულა.[5] საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ ხმათა 54%-ით გაიმარჯვა, პარტიამ კი 65 წევრიანი ფრაქცია შექმნა.

2013 წლის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. 24 ნოემბერს გაიმართა პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელახლა დაკომპლექტა პოლიტიკური საბჭო.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მოიგო ყველა თვითმმართველი ერთეული.

2015 წლის დეკემბერში ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რის გამოც 30 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარედ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე მესამედ დაკომპლექტდა პოლიტსაბჭო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 115 მანდატით ხელახლა მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ მოიგო ყველა თვითმმართველი ერთეული.

2018 წლის აპრილში პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. 11 მაისს ის ხელმეორედ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, დაკომპლექტდა პარტიის მეოთხე პოლიტსაბჭო.[6]

2021 წლის 11 იანვარს ივანიშვილმა ხელმეორედ დატოვა პოლიტიკა. 16 იანვრის ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დაკომპლექტდა პარტიის მეხუთე პოლიტსაბჭო.[7]

პოლიტიკური პლატფორმა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. მისი გამოცხადებული მიზნებია საშინაო პოლიტიკაში: სოფლის მეურნეობის აღორძინება, საყოველთაო დაზღვევა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში: ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. „ქართული ოცნება“ ევროპულ სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში გაერთიანებას ესწრაფვის.

პარტიის თავმჯდომარეები

პოლიტიკური საბჭო

შედეგები არჩევნებში

წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შედეგი
2016 საპარლამენტო 48,7% საკონსტიტუციო უმრავლესობა
2017 ადგილობრივი 55,8% საუკეთესო შედეგი
2020 საპარლამენტო 48,15%

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარადგინა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'12 / 14:11
  2. ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 14:58
  3. ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაფუძნდა - სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'12 / 18:31
  4. ქართული ოცნების მრავალათასიანი მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა რადიო თავისუფლება 27.05.2012
  5. ივანიშვილმა თბილისში მრავალათასიანი აქცია გამართა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 20:42
  6. „ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს“. radiotavisupleba.ge. 2018-05-11. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს“. 1tv.ge. 2021-01-16. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)