დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
{{სქოლიო|refs=
{{სქოლიო|refs=
<ref name="georgianmuseums.ge">{{cite web |title=დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი |url=http://georgianmuseums.ge/museum/david-and-sergo-kldiashvili-house-museum/ |publisher=''georgianmuseums.ge'' |access-date=4 ივნისი, 2021}}</ref>
<ref name="georgianmuseums.ge">{{cite web |title=დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი |url=http://georgianmuseums.ge/museum/david-and-sergo-kldiashvili-house-museum/ |publisher=''georgianmuseums.ge'' |access-date=4 ივნისი, 2021}}</ref>
<ref name="დროშა">{{სტატია |ავტორი=კლდიაშვილი ნ. დ. |სათაური=დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. სიმონეთში |ბმული=http://217.147.235.82/bitstream/1234/295730/1/Drosha_1956_N07.pdf |პასუხისმგებელი=რედ. გრ. აბაშიძე |გამოცემა=დროშა |სახეობა=ჟურნ. |ადგილი=თბ. |გამომცემლობა=საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა |წელი=ივლისი, 1956 |ნომერი=7 (60) |გვერდები=11}}</ref>
}}
}}



11:01, 4 ივნისი 2021-ის ვერსია

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი — ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.[1]

დაფუძნდა 1945 წელს,[1] გაიხსნა 1949 წელს.[2] სახლ-მუზეუმის მთლიანი ფართობია 267 მ², მათ შორის მუდმივი ექსპოზიციისა — 180 მ².[1] დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი.[2]

ოდა ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი, რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით.[2] შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის №3/181 ბრძანება).[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი. georgianmuseums.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2021
  2. 2.0 2.1 2.2 კლდიაშვილი ნ. დ., დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. სიმონეთში // დროშა : ჟურნ. / რედ. გრ. აბაშიძე, თბ.: საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა, ივლისი, 1956, № 7 (60), გვ. 11.