დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8: ხაზი 8:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:საქართველოს მუზეუმები]]
[[კატეგორია:იმერეთის მხარის მუზეუმები]]

10:52, 4 ივნისი 2021-ის ვერსია

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი — ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.[1]

დაფუძნდა 1945 წელს,[1] გაიხსნა 1949 წელს.[2] სახლ-მუზეუმის მთლიანი ფართობია 267 მ², მათ შორის მუდმივი ექსპოზიციისა — 180 მ².[1] დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი.[2]

ოდა ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი, რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით.[2] შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის №3/181 ბრძანება).[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის georgianmuseums.ge არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. 2.0 2.1 2.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის დროშა არ არის მითითებული ტექსტი; $2