ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35: ხაზი 35:
== ნეიტრალური აზრის დარღვევა ==
== ნეიტრალური აზრის დარღვევა ==


მომხმარებელი [[მომხმარებელი:Melberg]]-ის მიერ შექმნილი [[ევროპულ-ქართული ინსტიტუტი|სტატია]] აშკარად მიუკერძოებლობის წესის დარღვევით, ამავე ორგანიზაციის წარმომადგნელის/დამფუძნებლის მიერ არის შექმნილი სარეკლამო ფორმატში, ნეიტრალური წყაროების მითითების გარეშე. შესაბამისად, სტატიაში ჩავსვი <nowiki>{{პირველადი წყაროები}}</nowiki> და <nowiki>{{რეკლამა}}</nowiki> თარგები, რაც სტატიის ავტორმა წაშალა თვითნებურად, ყოველგვარი განხილვის, სხვა მომხმარებლების მიერ ზრის გამოხატვის ან სტატიის რედაქტირების გარეშე. გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. --[[მომხმარებელი:OpusDEI|<span style="color:#723ea8;font-family:DejaVu Serif;"> OpusDEI</span>]] 05:41, 3 მაისი 2021 (UTC)
მომხმარებელი [[მომხმარებელი:Melberg]]-ის მიერ შექმნილია [[ევროპულ-ქართული ინსტიტუტი|სტატია]] აშკარად მიუკერძოებლობის წესის დარღვევით, ამავე ორგანიზაციის წარმომადგნელის/დამფუძნებლის მიერ არის შექმნილი სარეკლამო ფორმატში, ნეიტრალური წყაროების მითითების გარეშე. შესაბამისად, სტატიაში ჩავსვი <nowiki>{{პირველადი წყაროები}}</nowiki> და <nowiki>{{რეკლამა}}</nowiki> თარგები, რაც სტატიის ავტორმა წაშალა თვითნებურად, ყოველგვარი განხილვის, სხვა მომხმარებლების მიერ ზრის გამოხატვის ან სტატიის რედაქტირების გარეშე. გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. --[[მომხმარებელი:OpusDEI|<span style="color:#723ea8;font-family:DejaVu Serif;"> OpusDEI</span>]] 05:41, 3 მაისი 2021 (UTC)

05:42, 3 მაისი 2021-ის ვერსია

უთანხმოება ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

უთანხმოება
კონტროლი
ეს გვერდი განკუთვნილია ნებისმიერი სახის უთანხმოების განსახილველად.
ეს გვერდი განკუთვნილია ქართულენოვან ვიკიპედიაში წარმოქმნილი ინციდენტების განსახილველად, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრატორებისა თუ გამოცდილი მომხმარებლების ჩარევას. ამ გვერდზე შეტყობინების დატოვება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
  • გთხოვთ, შეტყობინებას თან დაურთოთ ბმული ინციდენტის გვერდზე.
  • გთხოვთ, არ გადაუხვიოთ თავდაპირველად წამოჭრილ თემას.
  • გთხოვთ, აქ მოწერამდე მაქსიმალურად ეცადოთ ინციდენტის ამოწურვა სხვა საშუალებებით.


ახალგორის მუნიციპალიტეტი

მომხმარებელი გიო ოქრო ჯიუტად აგრძელებს მცხეთა-მთიანეთის გვერდის ვანდალიზმს.

ახალგორის ოფიციალური ვებსაიტი, შექმნილი საქართველოს მთავრობის მიერ, აცხადებს რომ ახალგორი არის მცხეთა-მთიანეთის ნაწილი. http://www.akhalgori.org.ge/?m=1&sm=0 საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებსაიტი ახალგორის მუნიციპალიტეტს ათავსებს მცხეთა-მთიანეთის ქვეშ. http://gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=419 2002 წლის მოსახლეობის აღრიცხვა ახალგორს განიხილავს როგორც მცხეთა-მთიანეთის ნაწილს. http://pop-stat.mashke.org/georgia-census2002.htm

მოვითხოვ ჩაერიოს ვინმე ამ გვერდის მოწესრიგებაში, რადგანაც გიო ოქრო ბოროტად იყენებს მის ვიკიპედიის პრივილეგიებს რათა საქართველოს სახელმწიფოს დე იურე გადაწყვეტილება მხარეებსა და მუნიციპალიტეტებზე არ აისახოს ვიკიპედიაში. რატომ, არ ვიცი.

--AncapOgre განხილვაწვლილი 16:56, 14 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ორივე მხარემ იქნებ უფრო უკეთ დაწეროს რა ხდება. მეც ვერ მივხვდი. ამჟამად გვაქვს ორი სტატია - ახალგორის მუნიციპალიტეტი (სადაც წერია რომ მცხეთა-მთიანეთის მხარეა. დამოწმებულია მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდით) და გვაქვს სტატია მცხეთა-მთიანეთის მხარე (სადაც არ წერია რომ მის შემადგენლობაში არის ან ყოფილა ახალგორის მუნიციპალიტეტი). ამ მომხმარებელმა ჩაასწორა და წავუშალეთ, რატომ, რას ვეყრდნობით? რა არგუმენტები გვაქვს ამისთვის და თუ არ არის მცხეთა-მთიანეთის ნაწილი რატომ წერია ეს ახალგორის მუნიციპალიტეტიში?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:27, 14 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჯერ მინდა დავიწყო იმის ახსნით, თუ რა მიზეზით ამართლებს გიო ოქრო ამ ინფორმაციის წაშლას ვიკიპედიის გვერდიდან. ის ამბობს, რომ მხარე არის ის, სადაც რწმუნებული ანუ გუბერნატორია დანიშნული, და თუკი რწმუნებულის დეკლარაციაში, სამსახურის ადგილას, მითითებული არაა რომელიმე მუნიციპალიტეტი, მაშინ ეს მუნიციპალიტეტი ვერ იქნება ამ მხარის ნაწილი. სხვა არგუმენტი მას არ გამოუყენებია, სხვა სახის დოკუმენტები არ უჩვენებია. მაგრამ, საიდან ამტკიცებს ამას? სად წერია რომ მხარის ყველა მუნიციპალიტეტი ერთნაირად უნდა იყოს განხილული ადმინისტრაციული თვალსაზრისით, და რომ ყველა მათგანს იგივე რწმუნებული უნდა ყავდეს? თუ გიო ოქრო ქართული კანონმდებლობიდან მოიყვანს ციტატებს სადაც ეს ასე ნათქვამი იქნება, მე ყველა პრეტენზიას უკან წავიღებ და ვაღიარებ მის სისწორეს ამ საკითხში.
მაგრამ მანამდე, მე გავაგრძელებ ჩემი პოზიციის ახსნას და სხვა წყაროების მოყვანას ამ დისკუსიაში. პირველი, ახალგორის ვებსაიტი, რომელიც ზემოთ უკვე მითითებულია, ამბობს რომ ახალგორი შედიოდა მცხეთა-მთიანეთის მხარეში მაგრამ ამავდროულად 1992 წლიდან ის იყო "საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე მუნიციპალიტეტი". ვიმეორებ რომ ეს არის ოფიციალური ვებსაიტი, შექმნილი და ოპერირებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ და თუ გიო ოქრო მართალია იმაში რომ მუნიციპალიტეტი თუ მხარის ნაწილია ის აუცილებლად იმავე იურისდიქციაში უნდა იყოს, მაშინ გამოდის რომ საქართველოს სახელმწიფომ თავის ვებსაიტზე დაუშვა არა უბრალო მექანიკური შეცდომა, და უაზროდ დაურთო ახალგორი მცხეთა-მთიანეთს მუნიციპალიტეტების სიაში, არამედ გამოაქვეყნა ისეთი ინფორმაცია რომელიც საკუთარ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
მაგრამ დავუშვათ ისიც რომ ახალგორი მართლაც არაა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დღევანდელი ადმინისტრაციის ქვეშ. ის მაინც ფაქტია, რომ უფრო ძველ დეკლარაციებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორები საკუთარ დეკლარაციებში ახალგორს იხსენიებდნენ. მაშასადამე, გამოდის რომ ახალგორი იყო მცხეთა-მთიანეთის ნაწილი. თუმცა მომხმარებელი გიო ოქრო არც ამ ინფორმაციას ტოვებს მცხეთა-მთიანეთის გვერდზე. ასევე, მიუხედავად იმისა რომ მე მოვიყვანე 2002 წლის მოსახლეობის აღრიცხვა, და ამით შევასწორე მცხეთა-მთიანეთის დემოგრაფიის ტაბულა, გიო ოქრომ გადაწყვიტა წაეშლა ჩემი შესწორებაც და თვით ციტატაც ვიკიგვერდიდან, ყველანაირი დასაბუთების გარეშე.
რაც არ უნდა იყოს, ამ მომენტში ეს საკითხი არის არეულ-დარეული. შედიხარ ახალგორის მუნიციპალიტეტის გვერდზე, და იქ წერია რომ 2008 წლამდე ის იყო მცხეთა-მთიანეთის ნაწილი და დღეს ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედიხარ მცხეთა-მთიანეთის გვერდზე, და იქ წერია რომ მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტია, მაგრამ ამავდროულად მუნიციპალიტეტთა რუკაზე ახალგორი დატანილია. ახალგორის გვერდზე რაც ეწერა, რომ ის 2008-ის მერე ოკუპირებულია, მცხეთა-მთიანეთის გვერდზე რომ გადმოვიტანე, ეგეც წაშალა გიო ოქრომ.
მაშ რა არის სიმართლე?
2008-მდე მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილი იყო - ამას შლის.
დღემდე დე იურედ მცხეთა-მთიანეთის ნაწილად მოისაზრება - ამას შლის.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია - ამას შლის.
ანუ? მცხეთა-მთიანეთის ნაწილი არასდროს იყო და რუსეთის მიერ ოკუპირებული არაა? ნუ ამას საკმაოდ ძლიერი მტკიცებულება დასჭირდება.
ცოტა ბევრი წერა გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა, დავიბენი უკვე, ვცდილობ რამენაირად გავერკვე როგორ მოგვარდეს ეს ვიკიგვერდი.--AncapOgre განხილვაწვლილი 11:42, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვებსაიტებზე არსებულ ინფორმაციას რომ რომ ეყრდობოდა აქამდე ყველაფერი მიტომაა გაურკვევლობა უკვე წლებია. „მხარის ყველა მუნიციპალიტეტი ერთნაირად უნდა იყოს განხილული ადმინისტრაციული თვალსაზრისით, და რომ ყველა მათგანს იგივე რწმუნებული უნდა ყავდეს“ — აქედანვე ნათლად ჩანს, რომ პიროვნებამ საერთოდ არ იცის ვინ არის გუბერნატორი. ცნობისათვის, მცხეთა-მთიანეთს ოფიციალურ დონეზე მხარე არ ჰქვია და მცეთა-მთიანეთიც კი არ ჰქვია. ამ უწყებების (ყველა ე.წ. „მხარის“) სახელია „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აქ ჩამოთვლილია მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია“. როდესაც დეკლარაციაში გუბერნატორი არ მიუთითებს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტშიცაა წარმომადგენელი, მაშინ ამის მოტანა სტატიაში არის ტყუილი, რაც გავაუქმე კიდევაც. არც ამ ინფრმაციას ტოვებსო და რაღაც მასეთებზე კი გეუბნებით, რომ შეიტანეთ წყაროებით დამოწმებული და ურთიერთწინააღმდეგობებში არმოსული ინფორმაცია. ახალგორის მუნიციპალიტეტი მინიმუმ 2007 წლის მერე მცხეთა-მთიანეთის მხარის ნაწილი არ არის. მანამდე თუ შედიოდა, მას მიუთითეთ შესაბამისი წყაროები. გიო ოქრო 15:02, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ ერთი: საქართველო დაყოფილია მუნიციპალიტეტებად და არა მხარეებად. გუბერნატორი არის დამაკავშირებელი რგოლი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ხელისუფლებას შორის, მეტი არაფერი. ეს არასწორი პრაქტიკაც ამოსაძირკვია ვიკიპედიიდან. გიო ოქრო 15:05, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
რა ნამუსით წერ "მანამდე თუ შედიოდა, მას მიუთითეთ შესაბამისი წყაროები"? ზუსტადაც რომ მივუთითე 2002 წლის მოსახლეობის აღწერა და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე წაშალე. ახლა ვითომ კორექტული ენით შეურაცხყოფას მაყენებ და მეუბნები რომ არაფერი არ ვიცი, და "ურთიერთწინააღმდეგობებში არმოსული ინფორმაციას" ითხოვ, როდესაც არანაირად არ ეწინააღმეგებოდა ჩემს მიერ მოწოდებული წყაროები ერთმანეთს, ერთადერთი რაც გაქვს არის ქონების დეკლარაციები და აცხადებ რომ ისინი უფრო მნიშვნელოვანი და ავტორიტეტულია ვიდრე საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებსაიტები და მათზე განთავსებული ინფორმაცია. შენთან ლაპარაკს აშკარად აზრი არ აქვს, ამ თემაზე პროვოკატორის მეტი არაფერი ხარ. ადმინისტრატორებმა თუ არ შეგაგნებინეს რომ შენ მთავრობაზე მეტი არ იცი და მთავრობაზე სწორი ვერ იქნები, მაშინ გააგრძელებს ქართული ვიკიპედია ასეთ არეულ-დარეულ დღეში ყოფნას. მე მოვრჩი.--AncapOgre განხილვაწვლილი 21:26, 15 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
აშკარად იმ ადამიანთან არ აქვს აზრი ლაპარაკს, ვინც არ იცის ვინ არის გუბერნატორი, რა არის მხარე და ამტკიცებს რაღაცას :) არეულ-დარეული რომ იყო იმას ვასწორებ რამდენი ხანია. გიო ოქრო 17:18, 16 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ნეიტრალური აზრის დარღვევა

მომხმარებელი მომხმარებელი:Melberg-ის მიერ შექმნილია სტატია აშკარად მიუკერძოებლობის წესის დარღვევით, ამავე ორგანიზაციის წარმომადგნელის/დამფუძნებლის მიერ არის შექმნილი სარეკლამო ფორმატში, ნეიტრალური წყაროების მითითების გარეშე. შესაბამისად, სტატიაში ჩავსვი {{პირველადი წყაროები}} და {{რეკლამა}} თარგები, რაც სტატიის ავტორმა წაშალა თვითნებურად, ყოველგვარი განხილვის, სხვა მომხმარებლების მიერ ზრის გამოხატვის ან სტატიის რედაქტირების გარეშე. გთხოვთ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. -- OpusDEI 05:41, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]