ირაკლი ღარიბაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა ლიდერი
{{ინფოდაფა ლიდერი
| სახელი = ირაკლი ღარიბაშვილი
| სახელი = ირაკლი ღარიბაშვილი
| სურათი= Irakli_Garibashvili_2013._2_(cropped).jpg
| სურათი= Irakli_Garibashvili_in_2016.jpg
| სურათის ზომა = 250პქ
| სურათის ზომა = 250პქ
| წარწერა სურათის ქვეშ = ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის ნოემბერში
| წარწერა სურათის ქვეშ = ირაკლი ღარიბაშვილი 2016 წელს
| ხელმოწერა = Gharibashvili signature.svg
| ხელმოწერა = Gharibashvili signature.svg
| დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1982|6|28}}
| დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1982|6|28}}

13:19, 30 აპრილი 2021-ის ვერსია

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი 2016 წელს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიგიორგი გახარია
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიბიძინა ივანიშვილი
მემკვიდრეგიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
წინამორბედილევან იზორია
მემკვიდრეჯუანშერ ბურჭულაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 20 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიბაჩანა ახალაია
მემკვიდრეალექსანდრე ჭიკაიძე

დაბადებული28 ივნისი, 1982 (1982-06-28) (41 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
მეუღლენუნუკა თამაზაშვილი
შვილებინიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სორბონის უნივერსიტეტი
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.

განათლება

ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში - Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.[2]

პოლიტიკურ კარიერამდე

2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სწორედ ამ პერიოდში „ქართუ ჯგუფში“ მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა განხორციელდა კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.[2]

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

შინაგან საქმეთა მინისტრი

2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რითაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 ათასამდე მსჯავრდებულმა, გათავისუფლდა 200-მდე მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი და დაპატიმრებული.

ასეთი ფართომასშტაბიანი, უპრეცედენტო ამნისტიის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით იკლო დანაშაულის რიცხვმა და გაიზარდა დანაშულის გახსნის მაჩვენებელი.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. ამ რეფორმის ფარგლებში (2012 წლის ნოემბერი), სამინისტროს სამსახურების - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას, ადამიანის უფლებათა დაცვას. იზოლატორების საქმიანობა გახდა გამჭვირვალე. მათ სისტემატურ ზედამხედველობას უწევენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და უცხოელი უფლებადამცველები. 2012 წლის დეკემბერში დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უკანონო თვალთვალის დასრულება საქართველოში. 2013 წლის 5 სექტემბერს, უშუალოდ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საჯაროდ განადგურდა 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების 144 ფაილს შეიცავდა.[3] ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა.

პრემიერ-მინისტრი

31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა[4].

2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც თვისებრივად შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები.

2013 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას.[5]

მთავრობის ახალი პროგრამა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივები

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანი სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

მთავრობის პრიორიტეტებად დასახელდა: ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებისა და ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტიანი და ოპერატიული განხორციელებისთვის შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.[6]

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, შეიქმნა კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც ხელისუფლებას ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები დაეხმარნენ.[7]

ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭო შექმნა[8].

ადამიანის უფლებები

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, რაც ყველა უმცირესობის უფლებების დაცვას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება ადამიანის უფლებების კონფერენციაზე 2013 წლის 4 დეკემბერს გააკეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია შვიდწლიანია და არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ციკლზე.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. მთავრობის პრიორიტეტებია ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

2012 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდგომაც საქართველო რეალური მოქმედებებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების ფაზაზე გადავა.[9]

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

2013 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ხელახლა დაკომპლექტდა პოლიტიკური საბჭო. პარტიის მიზანია, საქართველო იყოს სოციალურად ორიენტირებული, სამართლებრივი სახელმწიფო და გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი[10].

თავდაცვის მინისტრი

2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.[11] თანამდებობაზე შეცვალა ლევან იზორია.

დაბრუნება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

2021 წლის 18 თებერვალს გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა.[12] 2012 წლის 19 თებერვალს მან თავისი გუნდი წარადგინა, სადაც გამოჩნდა ორი ახალი სახე, ჯუანშერ ბურჭულაძე (თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი) და ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი).[13] 22 თებერვალს მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.[14]

ოჯახი

ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე — ნუნუკა თამაზაშვილი და ოთხი შვილი — ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს მთავრობის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  2. 2.0 2.1 „ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „შსს-ში დაცული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა“. Civil.ge. 5 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. მომავალ პრემიერ–მინისტრად ღარიბაშვილი დასახელდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  5. პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა პარლამენტში
  6. „კრიზისების მართვის საბჭომ ბოლო სამ წელში დაახლოებით 15 მილიონი დახარჯა და ახლა უფუნქციო ორგანოდ გამოცხადდა“. factcheck.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი შეიქმნება“. ghn.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. რისთვის შეიქმნა პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭო?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  9. „ელჩი: არასწორი იქნება, თუ ქართული მხარე დაიკავებს პოზიციას, რომ ყაზახებმა არ იციან მათემატიკა“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  10. პარტიის ყრილობა
  11. „პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა“. gov.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  13. „ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება?“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. „ქართულმა ოცნებამ ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა“. On.ge. 22 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ბაჩანა ახალაია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2012 –2013
შემდეგი:
ალექსანდრე ჭიკაიძე
წინამორბედი:
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2013 – 2015
შემდეგი:
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედი:
ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
შემდეგი: