გურამ საღარაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎სქოლიო: კატეგორიის შეცვლა
ხაზი 70: ხაზი 70:
==ჯილდოები, პრემიები და პრიზები==
==ჯილდოები, პრემიები და პრიზები==
*შრომის წითელი დროშის ორდენი
*შრომის წითელი დროშის ორდენი
*[[1961]]: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
*[[1961]]: [[საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი]]
*[[1973]]: საქართველოს სახალხო არტისტი
*[[1973]]: [[საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი]]
*[[1976]]: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
*[[1976]]: [[შოთა რუსთაველის სახელობის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია]]
*[[1979]]: სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
*[[1979]]: [[სსრკ-ის სახელმწიფო პრემია]]
*[[1998]]: ღირსების ორდენი
*[[1998]]: [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების ორდენი]]
*[[1999]]: საქართველოს სახელმწიფო პრემია
*[[1999]]: [[საქართველოს სახელმწიფო პრემია]]
* [[2001]]: თბილისის საპატიო მოქალაქე
* [[2001]]: [[თბილისის საპატიო მოქალაქეები|თბილისის საპატიო მოქალაქე]]

== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
{{ქსე|9|199|ნინიკაშვილი კ.}}
{{ქსე|9|199|ნინიკაშვილი კ.}}

18:47, 19 მარტი 2021-ის ვერსია

გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე
დაბადების სახელი გურამ გიორგის ძე საღარაძე
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1929
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 2013 (84 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

გურამ საღარაძე (დ. 12 იანვარი, 1929 — გ. 17 იანვარი, 2013[1], თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) შოთა რუსთაველის სახელობის (1976) და საქართველოს სახელმწიფო (1999წ) პრემიების ლაურეატი.

ბიოგრაფია

1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. როლები: სოსო (ოთარ იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (ართურ მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (იონ ლუკა კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტენესი უილიამზის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, შერიფი (რუსტამ იბრაგიბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“, დადიანი (კარლო გოლდონი, „მშვენიერი ქართველი ქალი“) თამაშობდა „თეატრალურ სარდაფში“ კურტი (ავგუსტ სტრინდბერგის „სიკვდილის როკვა“ ) და კლავდიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“)

საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.[2]

გარდაიცვალა 2013 წლის 17 იანვარს საკუთარ სახლში, თბილისში, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი თეატრი

თეატრალური სარდაფი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო