ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 87: ხაზი 87:
::::წინააღმდეგი არ ვარ. დაველოდები ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებას.--[[მომხმარებელი:David1010|<span style="background:#5D8AA8;color:#F0F8FF;padding:0 4px">'''''დათო'''''</span>]][[მომხმარებლის განხილვა:David1010|<span style="background:#F0F8FF;padding:0 4px;color:#5D8AA8;">'''''1010'''''</span>]] 09:02, 19 მარტი 2021 (UTC)
::::წინააღმდეგი არ ვარ. დაველოდები ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებას.--[[მომხმარებელი:David1010|<span style="background:#5D8AA8;color:#F0F8FF;padding:0 4px">'''''დათო'''''</span>]][[მომხმარებლის განხილვა:David1010|<span style="background:#F0F8FF;padding:0 4px;color:#5D8AA8;">'''''1010'''''</span>]] 09:02, 19 მარტი 2021 (UTC)
:{{არა}} მხარს ვუჭერ იმ წესს, რომელიც [[ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/7#ადმინისტრატორის არჩევა და სტატუსის მოხსნა|ფართო დისკუსით]] და [[ვიკიპედია:კენჭისყრა/ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ|თითქმის ერთხმად]] იქნა მიღებული, მ.შ. დღევანდელი ადმინების მიერ. განხილვაში არგუმენტები მრავლადაა მოყვანილი და აქ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მას შემდეგ რა შეიცვალა ამ მხრივ ქართულ ვიკიპედიაში, არ ვიცი. ასე რომ, დარჩეს ის, რაც აქამდე იყო.--[[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 09:27, 19 მარტი 2021 (UTC)
:{{არა}} მხარს ვუჭერ იმ წესს, რომელიც [[ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/7#ადმინისტრატორის არჩევა და სტატუსის მოხსნა|ფართო დისკუსით]] და [[ვიკიპედია:კენჭისყრა/ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ|თითქმის ერთხმად]] იქნა მიღებული, მ.შ. დღევანდელი ადმინების მიერ. განხილვაში არგუმენტები მრავლადაა მოყვანილი და აქ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მას შემდეგ რა შეიცვალა ამ მხრივ ქართულ ვიკიპედიაში, არ ვიცი. ასე რომ, დარჩეს ის, რაც აქამდე იყო.--[[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 09:27, 19 მარტი 2021 (UTC)
::{{ping|Melberg}} რატომ აღარ გაწყობთ 2014 წელს მიღებული წესი (შენი შემოთავაზების მიზანი რა არის)? 2014 წელს იმდროინდელმა და ამჟამიდელმა ადმინმა [[User:David1010]] შემოვიდა წინადადებით და მაშინდელმა აქტიურმა ვიკისაზოგადოებამ მხარი დაუჭირა (მათ შორის ამჟამინდელმა სამივე Mikheil, David1010, Otogi ადმინისტრატორმა). რის შედეგადაც ერთროულად რამდენიმე ადმინისტრატორს (მათ შორის მეც) შეუჩერდა ადმინობის უფლებები (მაშინ წესის მიღების მიზანიც ეს იყო). 2016 წელს [https://meta.wikimedia.org/wiki/Stewards/Elections_2016/Questions#MIKHEIL| Mikheil როგორც სტიუარდობის კანდიდატს] ამ ფაქტის გამო შეკითხვაც დაუსვეს. იმ დროისთვის დღეს შენს მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით ადმინისტრატორები მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე უკანონოდ შემიჩერდა ადმინობა, რადგან 2014 წელს ეს ასე აწყობდათ ამჟამინდელ ადმინებს. თუ შენი შემოთავეზებული წესს ვიკისაზოგადოება მიიღებს, მაშინ ვითხოვ ჩემი უფლებების აღდგენას, როგორც უკანონოდ შეჩერებულს. წინასწარ მადლობა. --[[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]]/[[მომხმარებლის განხილვა:Zangala|გ]] 15:47, 19 მარტი 2021 (UTC)

15:48, 19 მარტი 2021-ის ვერსია

წინადადებები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ფორუმი
კონტროლი
მოგესალმებით!

ვიკიპედია არის თქვენნაირი ადამიანების მიერ შექმნილი პროექტი. ჩვენ ვაფასებთ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება პროექტის გაუმჯობესებაში. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენთ თქვენ წინადადებებს. იყავით გაბედული ნებისმიერი სახის წინადადების წამოყენებაში — ვიკიპედიის საზოგადოება მას დიდი ყურადღებითა და გულისყურით განიხილავს.

  • არ დაგავიწყდეთ: მოწონებული წინადადებები უნდა აისახოს რეესტრში.
1, 2, 3, 4, 5, 6,7,8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15,16.

ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის

მოგესალმებით, იანვრიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ჩავატარებ რამდენიმე ტრენინგს პროექტისთვის ,,ბიბლიოთეკარები ვიკიპედიაზე”, რომელშიც ჩაერთვებიან ბიბლიოთეკარები როგორც ეროვნული, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებიდან. ამჟამად ინტერესი საკმაოდ დიდია და შეიძლება რამდენიმე ჯგუფიც გაკეთდეს. ეს ის ხალხია, ვისაც უამრავი სახის ქართულ ლიტერატურასთან მიუწვდება ხელი, შესაბამისად ძალიან კარგი იქნება მათი ჩართვა ამ საქმიანობაში. ყოველივე ცხადია მთლიაანდ მოხალისეობრივია. თუ ვინმეს აქვს სურვილი პროექტში ჩემთან ერთად ჩაერთოს და იყოს, როგორც ტრენერი შეუძლია დამიკავშირდეს. მივიღებ დამატებით რჩევებსა და რეკომენდაციებს. პატივისცემით, --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:29, 23 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე შემიძლია ჩავერთო, თუ გურიიდან იქნებიან ბიბლიოთეკარები, მითუმეტეს, ასევე გააჩნია გრაფიკსაც --M. განხილვაწვლილი 04:59, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რამდენიმე წლის წინ ჩავატარე მანდ ასეთი ტრენინგი, თუმცა, მხოლოდ ერთი საკმარისი არ აღმოჩნდა. — Mikheil მიწერა 10:23, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიის საკითხებზე ერთი არასდროს იქნება საკმარისი. რამდენიმე დავგეგმე, ალბათ არც ეს იქნება ძალიან დიდი შედეგის მომტანი, მაგრამ ინფორმირებულობას მაინც გაზრდის. ამიტომ მსურველებს ისევ ველოდები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:43, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა გიორგი. საინტერესო ჩანს. ქუთაისში თუ ჩატარდება სიამოვნებით დაგეხმარებით. Vano 3333 10:47, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვანო, ონლაინ ტრენინგია, შესაბამისად ნებისმიერ ადგილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:27, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ჩავერთვები, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია დამჭირდება, თუ რა დამევალება კონკრეტულად მე. Vano 3333 12:51, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიდი სიამოვნებით ჩავერთვები თუ დაგჭირდით :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:23, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროა რომ ეს საკითხი უცებ ჩაკვდა, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:35, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
არაფერი ჩამკვდარა. დღეს მესამე შეხვედრა გვაქვს. მცირე ჯგუფებია და ამიტომ ტრენინგის პირველ ეტაპს ავუდივარ. შემდეგში აქ დაფიქსირებულ მსურველებსაც ჩავრთავ. მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:35, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე: ჩაკვდომაში მომხმარებლების აქტივობა ვიგულიხმე, კარგი იქნებოდა უფრო მეტს გამოეთქვა სურვილი----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:29, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

რჩეულის სტატუსის მოხსნა

მეგობრებო, ადმინებო, რედაქტორებო. იქნებ ამ მიმართულებით - რჩეული სტატიები/სტატუსის მოხსნა ყველამ ერთად მოვიცალოთ. ეს სტატუსი სტატიებისთვის ერთი შეხედვითაც კი მონახსნელია და მგონი ამ პროცედურის ასე გაწელვა არაა საჭირო. ან მოიცალეთ და ყველამ მიიღეთ კენჭისყრაში მონწილეობა, ან ყოველი მათგანის წარდგენიდან იმდენი დროა გასული რომ უკვე უნდა იყოს აღსრულებული.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:08, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რელიგიური შემადგენლობა

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მეგობრები შემომაქვს წინადადება, რომ ინფოდაფა დასახლებიდან ამოვიღოთ რელიგიური შემადგენლობის გრაფა. ამის მიზეზი არის ის, რომ არცერთ აღწერაში იშვიათი გამონაკლისების გარდა, დასახლებული პუნქტების დონეზე რელიგიური შემადგენლობის კვლევა არ ქვეყნდება. მომხმარებლები კი ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს კონკრეტულ რელიგიას უწერენ. ამიტომ შემომაქვს ამ ველის ამოღების წინადადება.--დათო1010 08:10, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

  • (მომხრე)— Mikheil მიწერა 08:18, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 09:04, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) ვარ, ვინაიდან შესაბამისი გრაფა არც ვიკიმონაცემებშიც არ არსებობს. თუ არსებობს ინფორმაცია რელიგიურ შემადგენლობაზე, ამის შესახებ სტატიაში, შესაბამის სექციაში შეგვიძლია ჩავწეროთ. --Mehman 97 09:27, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სადაც წყაროს გარეშეა, იქ უნდა ამოვიღოთ და არა მთლიანად გრაფა გავაუქმოთ. გიო ოქრო 14:56, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) - თუ წყარო არ გვაქვს მაგ შემთხვევაში ვარ თანახმა. თუ სანდო წყარო, რაიმე კვლევა არსებობს, რის საფუძველზეც ეს წერია, მაშინ საჭიროა იყოს. ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით დაწერილი სტატისტიკა უბრალოდ ამოვიღოთ სტატიებიდან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:51, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) წყარო თუ იქნება ჩაიწერება, თუ არ იქნება არ შეივსება. ველის ამოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. Vano 3333 16:55, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) გვინდა არ გვინდა დადგება დრო როდესაც ყველა ინფოდაფა ინტეგრირებული იქნება ვიკიმონაცემებთან. ფაქტია თუ მსგავსი გრაფა არ არსებობს მეტაზე, მაშინ აქაც ავტომატურად ამოვარდება, რაც არ უნდა ვინმე წინააღმდეგი იყოს. თან კარგად თუ დააკვირდებით აქ საუბარია მხოლოდ ინფოდაფაზე, თუმცა არავინ გვიშლის მის მითითებას ტექსტში. --Wiki - ჯაბა 17:24, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) კომენტარებით მივხვდი, რომ ვინც არას წერს საერთოდ ვერ ხვდება რაზეა საუბარი. წლებია ეს საკითხი ასე მიგდებული, ვისაც რა სისულელე უნდა იმას ამატებს. დროა ამას წერტილი დაესვას. თუ რომელიმე დასახლებულ პუნქტზე იქნება დადასტურებული ინფორმაცია, მაგისთვის არსებობს ინფოდაფის დამატებითი ველები და იმის საშუალებით მოხდება მითითება. ეს ველი კი წასაშლელია.--დათო1010 19:03, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე). თუ ველი პრობლემურია და მისი maintenance არაპროპორციულ ძალისხმევას მოითხოვს, ჯობია, გავაუქმოთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტატიაში აუცილებელია ამ ინფორმაციის განთავსება, არსებობს დამატებითი ველები, შესაბამისად შინაარსობრივად სტატია ნაკლული ვერ გახდება.--Melberg მიწერა 19:17, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) --M. განხილვაწვლილი 06:57, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • რავიცი, არც ხელს მიშლის და არც რამეს აფუჭებს. რომც წაშალოთ არც ეგ ავნებს საქმეს დიდად. არ მაქვს კონკრეტული პოზიცია.--Surprizi განხილვაწვლილი 08:00, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შედეგი
6 მომხრე, 4 წინააღმდეგი, 1 ნეიტრალური. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ინფოდაფა დასახლებიდან მოხდეს რელიგიური შემადგენლობის ველის ამოღება. — Mikheil მიწერა 19:53, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ოფიციალურად გარკვევა

გარკვეული პერიოდის წინ განხილვა (სამხრეთი ო***ი) იყო, რომლის შედეგადაც საქართველოს პოზრუკის თარგი შეიცვალა და ცვლილებების ავტორი სხვა რესურსებზეც საკმაოდ აქტიურად ავითარებს მის სადაო პოზიციას (ყველგან ამატებს ცხინვალის რეგიონს ადმ. დაყოფაში). ისევ წრეზე რომ არ წავიდეთ და „არგუმენტების ომი“ არ წამოვიწყოთ, არ ჯობია ვინმემ მთელი ქართული ვიკიპედიის სახელით ოფიციალური წერილი მისწეროს საქართველოს მთავრობას და ოფიციალური პასუხის მიხედვით გადაწყდეს ეს საკითხი? ღია რესურსებით ორივე სადავო პოზიციის გამყარება შეიძლება, ამიტომ ვფიქრობ საჭიროა ამჟამინდელი, განახლებული და დაზუსტებული ოფიციალური პოზიციის მიხედვით მოქმედება. ქართულ სივრცეში ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამხელა მასშტაბის ცვლილებები ასე მარტივად (სულ სამი მომხმარებელი მონაწილეობდა განხილვაში) და მაქსიმალური შესწავლის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. --g. balaxaZe 14:06, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი გიორგი. თუ შეიძლება, დადრაფტე ეს წერილი და მივმართავთ ოფიციალურად.--Melberg მიწერა 14:12, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მიმართეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. სოფელი ქსუისი, მაგალითად, შიდა ქართლი არ არის. არც ომამდე არ იყო. ასე რატომ უნდათ რომ გამოიყვანონ, არ ვიცი. ჩემი აზრით, საქართველოს რუკა უნდა დაიყოს მუნიციპალიტეტებად და არა ე.წ. „მხარეებად“, რომლებსაც მხარე საერთოდ არც ჰქვია. გიო ოქრო 14:54, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, გეთანხმები. უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და კიდევ მიხარია რომ გამოჩნდი.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:14, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიო ოქრო თვითონაც და ჩემი თხოვნითაც აქტიურადაა ჩაბმული აღნიშNულ საკითხში (რამეთუ რეგიონს ყველაზე ახლოს იცნობს ჩვენ შორის). მაგალითად ერედვის რუკის ფორმირების დროს გიოოქროს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რაზედაც ფორუმზეც ჰქონდა მოწერილი. დარწმუნებული ვარ სხვა მუნიციპალიტეტების რუკებთან დაკავშირებითაც ის ასევე პედანტური იყო და ეყრდნობოდა წყაროებს! რაც შეეხება მხარეებად დაყოფას, იდეაში შესაძლებელია მასეთი რუკაც არსებობდეს, თუმცა ამოსავალი რუკა მაინც მუნიციპალიტეტურია, რადგანაც საქართველო იყოფა არა მხარეებად არამედ პირდაპირ მუნიციპალიტეტებად. თუ დამატებით ვინმეს რამეს მისწერთა და კიდევ ერთხელ დაააზღვევთ ვითარებას, იქნება კიდევ უფრო კარგი, თუ რათქმაუნდა მიწერილი არაა უკვე.--Surprizi განხილვაწვლილი 08:08, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა მომხმარებლის განბლოკვის სურვილით

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიკიპედიის აქტიურო რედაქტორებო, ვიკისაზოგადობავ. 2019 წლის 20 იანვარს მომხმარებელი @Deu: ვიკიპედიის ადმინისტრატორების გადაწყვეტილებით (მიზეზით, რომ ახორციელებდა მომხმარებლებზე პირად შეტევებს, რასაც მომხმარებელთა ნაწილი მაშინვე არ დაეთანხმა) განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს. ამ ფაქტიდან 2021 წლის 20 იანვარს სრულდება ზუსტად 2 წელი. აქტიურ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2019 წელს და მას შემდეგ განუწყვეტლივ ითხოვს ამ მომხმარებლის განბლოკვას. ამჟამინდელი მონაცემებით იგი 13 წელია ვიკისაზოგადოების ნაწილია. აქედან ბოლო ორი წელი შეწყვეტილი აქვს რედაქტირების შესაძლებლობა. ვიკიპედიის ისედაც მცირერიცხოვან საზოგადოებას არ აქვს მსგავსი აქტიური, ვიკიპედიის წესების მცოდნე (2011-2015 წლებში ის ვიკიპედიის ადმინისტრატორიც იყო) და გამოცდილი რედაქტორის დაკარგვის ფუფუნება. ყველა რედაქტორი თანასწორია. ადმინისტრატორებს, ბიუროკრატებს და ა.შ. აქვთ მხოლოდ გარკვეული ბიუროკრატიული პასუხისმგებლობები საკუთარი სურვილით, ვიკისაზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის საფუძველზე. შესაბამისად, საჭიროდ ვთვლით შემოგთავაზოთ კენჭისყრა შემდეგი საკითხის განსახილველად -

დაბლოკის და განბლოკვის საკითხები კენჭისყრებით არ ხდება. შესაბამისად, ეს განხილვა, რომელიც ისევ დესრტუქციას და ხელახალ აყალმაყალს ემსახურება, იხურება. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 14:30, 15 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მკვდარი ბმულები

მესმის რომ რედაქტორების ნაწილი მკვდარი ბმულების ამოგდებას სასარგებლო საქმედ მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ ამოგდება არაა სასარგებლო რამ. თავის დროზე, როცა ესა თუ ის სტატია დაიწერა ბმული ადასტურებდა ინფორმაციას. ბმულის ამოგდებით სტატია ჰაერში რჩება. არის ბმულები, საინფორმაციო სააგენტოებიდან, ვიკიპედიაში მითითებული ,,მკვდარია”, მაგრამ იგივე ინფორმაცია სხვა რესურსებში იძებნება, ამიტომ ასე დავლას და ერთიანად მხოლოდ ამოგდებას, ან ცოცხალი ბმულებით ჩაანაცვლეთ, ან დაგვიტოვეთ ჩვენ, ვისაც დრო გამოგვიჩნდება ჩვენს შემოტანილ მასალებში მაინც მივხედავთ. როგორღაცს ამაზე უნდა შევთანხმდეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:10, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიორგი ჩუბინიძე: ვეთანხმები გიორგის, მაგალითად თუ სიახლეს გვიდასტურებს ბმული, გადავდივართ მასზე და მკვდარია, აღარ უნდა ამოვგლიჯოთ :) სხვა ვარიანტის ძებნა უნდა დავიწყოთ, 100%-ით გეთანხმები, მე პირადად თუ ჩემს სტატიაში დაფიქსირდება მსგავსი ასე მოვიქცევი----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:35, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი:InternetArchiveBot არსებობს. მკვდარი ბმული ჩემი აზრით სტატიაში არ უნდა დარჩეს.--ცანგალა/ 16:59, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
აქ სხვა რამეზეა საუბარი ცანგალ. თუ არსებობს სხვა ცოცხალი ბმული, იმავე თემაზე, უნდა ჩანაცვლდეს. არ უნდა წაიშალოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეს მკვდარი ბმული გადმოსცემს, რადგან ოდესღაც მივიღეთ ის ინფორმაცია. სანდოდ მივიჩნიეთ. არაა ჩვენი პრობლემა რომ რომელიმე სააგენტომ ვებ-გვერდი შეცვალა და ბმული გადალაგდა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:39, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და თუ არ არსებობს სხვა ინფორმაცია? დავტოვოთ წლების განმავლობაში მკვდარი ბმული? მომხმარებელი:InternetArchiveBot — ეს ბოტი რისთვის შეიქმნა? --ცანგალა/ 17:50, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალ, კიდევ ვერ გაიგე რას ვწერ. ასე ცუდად ვხსნი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუ ვერ გავიგე, სხვები გამოგეხმაურებიან. „ვისაც დრო გამოგვიჩნდება“ — უცნაური კომენტარია. --ცანგალა/ 18:31, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ვიკიპედიაზე, მოხალისე რედაქტორები ვმუშაობთ მაშინ და როცა „დრო გამოგვიჩნდება“. რა არის აქ უცნაური?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
წყაროს პირდაპირ ამოღება (თუნდაც მკვდარი იყოს) არ შეიძლება. ინფორმაცია, რომელიც დასტურდებოდა, ახლა რჩება წყაროს გარეშე. არსებობს არქივი და იქ უნდა მოიძებნოს. ვინც მოძებნა არ იცის, საერთოდ ხელი არ უნდა ახლოს. თუკი არც არქივში და არც რაიმე ალტერნატიულ საიტზე თუ სხვა წყაროში არ მოიძებნა, მაშინ ამოვიღოთ. გიო ოქრო 06:46, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები. მაგაშია საქმე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:05, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
InternetArchiveBot-ი ანაცვლებს მკვდარ ბმულებს არქივის ბმულით, რომელი ბმულის ჩანაცვლებაც შესაძლებელია, ხოლო რომლის ჩანაცვლებაც შეუძლებელია, მას ნიშნავს მკვდრად. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღებია --M. განხილვაწვლილი 04:58, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, ერთი ხელის მოსმით ბმულების ამოღების წინააღმდეგი ვარ. InternetArchiveBot-ის მიერ მკვდრად მონიშნული ბმულები ამოსაღები არ არის, ვინაიდან მკვდარი ბმული შესაძლოა კვლავ ამოქმედდეს, ამის საუკეთესო მაგალითია → ეს შემთხვევა, სადაც InternetArchiveBot-მა ბმული მკვდრად მონიშნა, ხოლო ახლა იგივე ბმული მუშაობს (იხ. ბმული). თუმცა მოგვიანებით, მანამ სანამ ბმული ამუშავდებოდა, მკვდარი ბმული სხვა ბმულით ჩავანაცვლე (იხ. ბმული). აქედან გამომდინარე, მე თქვენს ადგილას არ ვიჩქარებდი. ბმულის დაუფიქრებელმა ამოღებამ სტატიასთან მიმართებაში შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ასე ბმულების ამოღებით საქმეს წინ ვერ წავწევთ. საჩქარო არაფერია. - OTOGI Messages 13:57, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გაცოცხლებული მკვდარი ჯერ არ მინახავს. 😉 და რამდენი მაგალითია ისეთი, რომ ბმული გაცოცხლდა? --ცანგალა/ 15:58, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაა უკვდავი, რომელიც ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებმა აკრძალეს. სამაგიეროდ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის გამოყენება შეიძლება. ბედის ირონია. 😂 --ცანგალა/ 16:03, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ,,თეიმურაზ ჯანაშია” მონიშნულია როგორც მკვდარი ბმული, მაგრამ ბმული მუშაობს. და რა ვქნათ, ესეც ამოვიღოთ და წავშალოთ ხომ?:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:40, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ, რომ როდესაც ბმულებს გამოიყენებთ, მაქსიმალურად ყველა დააარქივეთ. გიო ოქრო 19:43, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მკვდარს აცოცხლებთ ან ტოვებთ მრავალი წლის მანძილზე. რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბმულზე გადასვლისას გვიწერს „Доступ запрещен“ (შესვლა აკრძალულია). იხ. აბდრაშიტოვო (ალშეევის რაიონი) სქოლიო 1. თუ ესეც მკვდარია? --ცანგალა/ 11:29, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ცვლილებები ვპ:ადმინ-ში

სალამი, ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობ, რომ ქართული ვიკიპედიის საბაზისო წესები და რეგულაციები შესაბამისობაში იყოს უცხოენოვან ვიკიპედიებსა და ფონდის გაიდლაინებთან. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის ქართული ვიკიპედიის მიდგომა ადმინისტრატორებთან მიმართებაში - ჩვენი წესების ამჟამინდელი რედაქცია საკმაოდ მკაცრია და, ობიექტურად, აღარ შეესაბამება პროექტში არსებულ რეალობას (მაგ. იხ. ინგლისური ვიკიპედიის გაიდლაინი ადმინისტრატორების უაქტიურობასთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მინდა წარვადგინო ცვლილება არსებულ წესებში:

  • თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.,
    • შეიცვალოს შემდეგი ტექსტით:
  • თუ ადმინისტრატორს 6 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება მიეცეს გაფრთხილება. თუ გაფრთხილების მიცემის შემდეგ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება დაინიშნოს კენჭისყრა ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის საფუძველზე ადმინისტრატორს შეუნარჩუნდება სტატუსი, პერიოდის ათვლა თავიდან დაიწყება. თუ კენჭისყრის დღიდან 6 თვის განმავლობაში ადმინისტრატორმა ისევ ვერ დააგროვა 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, ადმინისტრატორის სტატუსი ავტომატურად შეუჩერდება.

--Melberg მიწერა 16:36, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL:, @David1010:, @Otogi: - უპირველეს ყოვლისა თქვენ გეხებათ და რომ არ გამოგრჩეთ.--Melberg მიწერა 16:37, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — Mikheil მიწერა 16:55, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
იყოს ისე, როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს. - OTOGI Messages 06:23, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
წინააღმდეგი არ ვარ. დაველოდები ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებას.--დათო1010 09:02, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
(წინააღმდეგი) მხარს ვუჭერ იმ წესს, რომელიც ფართო დისკუსით და თითქმის ერთხმად იქნა მიღებული, მ.შ. დღევანდელი ადმინების მიერ. განხილვაში არგუმენტები მრავლადაა მოყვანილი და აქ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მას შემდეგ რა შეიცვალა ამ მხრივ ქართულ ვიკიპედიაში, არ ვიცი. ასე რომ, დარჩეს ის, რაც აქამდე იყო.--გიო ოქრო 09:27, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: რატომ აღარ გაწყობთ 2014 წელს მიღებული წესი (შენი შემოთავაზების მიზანი რა არის)? 2014 წელს იმდროინდელმა და ამჟამიდელმა ადმინმა User:David1010 შემოვიდა წინადადებით და მაშინდელმა აქტიურმა ვიკისაზოგადოებამ მხარი დაუჭირა (მათ შორის ამჟამინდელმა სამივე Mikheil, David1010, Otogi ადმინისტრატორმა). რის შედეგადაც ერთროულად რამდენიმე ადმინისტრატორს (მათ შორის მეც) შეუჩერდა ადმინობის უფლებები (მაშინ წესის მიღების მიზანიც ეს იყო). 2016 წელს Mikheil როგორც სტიუარდობის კანდიდატს ამ ფაქტის გამო შეკითხვაც დაუსვეს. იმ დროისთვის დღეს შენს მიერ შემოთავაზებული წესის მიხედვით ადმინისტრატორები მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე უკანონოდ შემიჩერდა ადმინობა, რადგან 2014 წელს ეს ასე აწყობდათ ამჟამინდელ ადმინებს. თუ შენი შემოთავეზებული წესს ვიკისაზოგადოება მიიღებს, მაშინ ვითხოვ ჩემი უფლებების აღდგენას, როგორც უკანონოდ შეჩერებულს. წინასწარ მადლობა. --ცანგალა/ 15:47, 19 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]