ედვარდ მუნკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შემოწმების მიზნით 2 წიგნის დამატება (20210319)) #IABot (v2.0.8) (GreenC bot
ხაზი 27: ხაზი 27:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* {{cite book |last=Chipp|first=Herschel B. |title=Theories of Modern Art: A Source Book by Artists and Critics |year=1968 |publisher=[[University of California Press]]|location=Berkeley |isbn=0-520-05256-0 |page=114|ref=harv}}
* {{cite book |last=Chipp|first=Herschel B. |title=Theories of Modern Art: A Source Book by Artists and Critics |url=https://archive.org/details/theoriesofmodern0000chip_z7l9|year=1968 |publisher=[[University of California Press]]|location=Berkeley |isbn=0-520-05256-0 |page=[https://archive.org/details/theoriesofmodern0000chip_z7l9/page/114 114]|ref=harv}}
* {{cite book |last1=Eggum |first1=Arne |last2=Munch |first2=Edvard |title=Edvard Munch: Paintings, Sketches, and Studies |publisher=C.N. Potter |location=New York |year=1984 |isbn=0-517-55617-0 |ref=harv}}
* {{cite book |last1=Eggum |first1=Arne |last2=Munch |first2=Edvard |title=Edvard Munch: Paintings, Sketches, and Studies |publisher=C.N. Potter |location=New York |year=1984 |isbn=0-517-55617-0 |ref=harv}}
* {{cite book |last=Faerna |first=José María |title=Munch |publisher=Harry N. Abrams |location=New York |year=1995 |isbn=0-8109-4694-7 |page=16 |ref=harv}}
* {{cite book |last=Faerna |first=José María |title=Munch |url=https://archive.org/details/munch00munc |publisher=Harry N. Abrams |location=New York |year=1995 |isbn=0-8109-4694-7 |page=[https://archive.org/details/munch00munc/page/16 16] |ref=harv}}


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

14:21, 19 მარტი 2021-ის ვერსია

ედვარდ მუნკი (1863-1944)

ედვარდ მუნკი (ნორვ. Edvard Munch; დ. 12 დეკემბერი, 1863, ლეტენი — გ. 23 იანვარი, 1944, ეკელი, ოსლოს მახლობლად) — ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. დიდი გავლენა იქონია გერმანულ და ზოგადად ცენტრალური ევროპის ექსპრესიონიზმზე. მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „კივილი“, „ავადმყოფი ბავშვი“, „მადონა“, „ვამპირი“.

ბიოგრაფია

კივილი (1893)

მუნკი აღიზარდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში. მამამისი, ქრისტიან მუნკი - ისტორიკოს პეტერ ანდრეას მუნკის ძმა - იყო ღრმად მორწმუნე სამხედრო ექიმი მოკრძალებული შემოსავლით. 44 წლის ასაკში იქორწინა ვაჭრის ქალიშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო და რომელიც 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ედვარდი ამ დროს 5 წლის იყო. თავად ედვარდსაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მისი უფროსი და სოფიაც ტუბერკულოზის მსხვერპლი გახდა. ედვარდის უმცროსი და ლაურა კი „მელანქოლიის“ (დღეს დეპრესიის) გამო მკურნალობდა. 5 და-ძმისგან მხოლოდ ედვარდის ძმამ ანდრეასმა იქორწინა. იგი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

შემოქმედება

მადონა (1894)

მუნკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „კივილი“, უფრო ზუსტად, ესაა მსგავსი ნახატების სერია. თავდაპირველად ტილოს „სასოწარკვეთილება“ ერქვა. ამ სურათზე გამოსახული საშინელების სახე, რომელსაც მუნკი მთელი ცხოვრება ჰქმნიდა, დღესდღეობით კონცეპტუალური ხელოვნების სიმბოლოა.

მუზეუმი

ოსლოში მდებარე ნაციონალური გალერეიდან 2004 წლის 22 აგვისტოს შეიარაღებულმა პირებმა მუნკის ორი ცნობილი ტილო „კივილი“ და „მადონა“ გაიტაცეს. 2006 წლის მაისში ძარცვაში სამ ბრალდებულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის აგვისტოში პოლიციამ ნამუშევრების პოვნა მოახერხა. მთელი ეს პერიოდი ორივე ტილო დაზიანდა: ნახატებზე ნაკაწრები და სინესტე იქნა აღმოჩენილი; ტილოები ალაგ-ალაგ დაიხია კიდეც.

მუზეუმის წარმომადგენლის განაცხადებით, „კივილის“ კუთხეში გაჩენილი ლაქის მოშორება შეუძლებელია, რადგან რესტავრატორებმა რაიმე შეუქცევადი სამუშაოს ჩატარება არ ისურვეს.

მუნკის პატივსაცემად მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი ეწოდა.

ყვირილი

ედვარდ მუნკის ყველაზე ცნობილი ნახატია „კივილი“, რომლის 4 ეგზემპლარია შექმნილი 1893 და 1910 წლებს შორის. ორი მათგანი შესრულებულია პასტელებით (1893 და 1895) ხოლო დანარჩენი ზეთის საღებავებში (1893 და 1910). თავდაპირველად ნახატის სახელწოდება იყო „სასოწარკვეთა“. საშინელებით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც გამოსახულია ამ სურათზე, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხასიათი მთელს ხელოვნებაში. კერძო კოლექციაში შემორჩენილია ნახატის მხოლოდ ერთი ვარიანტი (1895) პასტელებით შესრულებული ვერსია, რომელიც გაიყიდა 2012 წლის 2 მარტს Sotheby's აუქცონზე 119,9 მილიონ დოლარად, რის გამოც დაიკავა ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ექსპონატის სტატუსი, იმ ნამუშევრებს შორის, რომლებიც გაყიდულა ღია აუქციონზე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში