კარლო საკანდელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48: ხაზი 48:
*[[1968]]: „ჯვარცმული კუნძული“ (<small>გიოლება</small>) რეჟ. შოთა მანაგაძე
*[[1968]]: „ჯვარცმული კუნძული“ (<small>გიოლება</small>) რეჟ. შოთა მანაგაძე
* 1968: „[[არ იდარდო!]]“ (<small>დოდო</small>) რეჟ. [[გიორგი დანელია]]
* 1968: „[[არ იდარდო!]]“ (<small>დოდო</small>) რეჟ. [[გიორგი დანელია]]
*1969: „მოლოდინი“ რეჟისორები შოთა მანაგაძე, [[ნოდარ მანაგაძე]]
*[[1969]]: „მოლოდინი“ რეჟისორები შოთა მანაგაძე, [[ნოდარ მანაგაძე]]
* [[1970]]: „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (<small>ფარნაოზი</small>) რეჟ. ოთარ აბესაძე
* [[1970]]: „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“ (<small>ფარნაოზი</small>) რეჟ. ოთარ აბესაძე
* [[1971]]: „გათენების წინ“ (<small>რაჟდენი</small>) რეჟ. [[გუგული მგელაძე|ყარამან (გუგული) მგელაძე]]
* [[1971]]: „გათენების წინ“ (<small>რაჟდენი</small>) რეჟ. [[გუგული მგელაძე|ყარამან (გუგული) მგელაძე]]
ხაზი 59: ხაზი 59:
* 1977: „[[რაჭა ჩემო სიყვარულო]]“ (<small>ზაურის მამა</small>) რეჟისორები [[თემურ ფალავანდიშვილი]], [[იოზეფ მედვედი]]
* 1977: „[[რაჭა ჩემო სიყვარულო]]“ (<small>ზაურის მამა</small>) რეჟისორები [[თემურ ფალავანდიშვილი]], [[იოზეფ მედვედი]]
* 1977: „[[ესკულაპეს მოწაფე]]“ (<small>კუკური</small>) რეჟ. ოთარ აბესაძე
* 1977: „[[ესკულაპეს მოწაფე]]“ (<small>კუკური</small>) რეჟ. ოთარ აბესაძე
* [[1978]]: „[[დათა თუთაშხია (ფილმი)|დათა თუთაშხია]]“ (ნიკანდრო ქილია) რეჟისორები [[გიგა ლორთქიფანიძე|გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე]], [[გიზო გაბესკირია|გურამ (გიზო) გაბესკირია]]
* [[1978]]: „[[დათა თუთაშხია (ფილმი)|დათა თუთაშხია]]“ <small>(ნიკანდრო ქილია)</small> რეჟისორები [[გიგა ლორთქიფანიძე|გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე]], [[გიზო გაბესკირია|გურამ (გიზო) გაბესკირია]]
* 1978: „შესვენება“ რეჟ. [[ბაადურ წულაძე]]
* 1978: „შესვენება“ რეჟ. [[ბაადურ წულაძე]]
* 1978: „[[XIX საუკუნის ქართული ქრონიკა]]“ (<small>ერაძე</small>) რეჟ. [[ალექსანდრე რეხვიაშვილი|ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი]]
* 1978: „[[XIX საუკუნის ქართული ქრონიკა]]“ (<small>ერაძე</small>) რეჟ. [[ალექსანდრე რეხვიაშვილი|ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი]]
ხაზი 72: ხაზი 72:
* 1986: „[[ახალი არკადია]]“ (<small>ევტიხი</small>) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
* 1986: „[[ახალი არკადია]]“ (<small>ევტიხი</small>) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
* [[1988]]: „გრაციოზო“ რეჟ. [[არმაზ ბურნაძე]]
* [[1988]]: „გრაციოზო“ რეჟ. [[არმაზ ბურნაძე]]
* 1988: „ქველი (კეთილისმყოფელი)“ რეჟ. [[ვალერიან კვაჭაძე]]
* 1988: „[[ქველი (ფილმი)|ქველი]]<small>(კეთილისმყოფელი)</small> რეჟ. [[ვალერიან კვაჭაძე]]
* 1988: „შარვალი“ (<small>ბუაძე</small>) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
* 1988: „შარვალი“ (<small>ბუაძე</small>) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
* [[1989]]: „ცოდვის შვილები“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
* [[1989]]: „ცოდვის შვილები“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი

13:35, 19 მარტი 2021-ის ვერსია

კარლო საკანდელიძე

კარლო საკანდელიძე
დაბადების სახელი კარლო საკანდელიძე
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1928
ზედა ბზვანი, ქუთაისის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 2010 (82 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

კარლო საკანდელიძე (დ. 1 აპრილი, 1928 — გ. 29 ოქტომბერი, 2010) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში. საქართველოს სახალხო არტისტი (1974).

ბიოგრაფია

კარლო საკანდელიძე 1928 წლის 1 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ბზვანში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1 საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1949 წლიდან რუსთაველის თეატრი-ს მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია („ლოსვეს ამბავი“), გიო („ტარიელ გოლუა“), ოსიკო ხარებაძე („შემოდგომის აზნაურები“), კუჩარა („ყვარყვარე თუთაბერი“), ტოშეკი („რა სიყვარული“), ჭინჭრაქა („ჭინჭრაქა“), ბუთხუზა („ძველი ყომარბაზები“), არისტო ქვაშავაძე („სამანიშვილის დედინაცვალი“) გლეხი და ქმარი („კავკასიური ცარცის წრე“), კეტსბი („რიჩარდ III“), სკრუჯი („შობის ღამის სიზმარი“).

კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი მაგდანას ლურჯაში იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო დათა თუთაშხია, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.

კარლო საკანდელიძე იყო მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი დეტალების, ნიუანსების, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით აღწევდა. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კარლო საკანდელიძე, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი

  • „ლოსვეს ამბავი“ (გოგია)
  • „ტარიელ გოლუა“ (გიო)
  • „შემოდგომის აზნაურები“ (ოსიკო ხარებაძე)
  • „ყვარყვარე თუთაბერი“ (კუჩარა)
  • „რა სიყვარული“ (ტოშეკი)
  • „ჭინჭრაქა“ (ჭინჭრაქა)
  • „ძველი ყომარბაზები“ (ბუთხუზა)
  • „სამანიშვილის დედინაცვალი“ (არისტო ქვაშავაძე)
  • „კავსასიური ცარცის წრე“ (გლეხი და ქმარი)
  • „რიჩარდ III“ (კეტსბი)
  • „შობის ღამის სიზმარი“ (სკრუჯი)

ჯილდოები და წოდებები

რესურსები ინტერნეტში