ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები (პლიევო, გამურზიევო) შუა პალეოლითს ([[მუსტიეს კულტურა]]) მიეკუთვნება. [[მეზოლითი]]სა და და [[ნეოლითი]]ს ნაშთები გამოვლენილი არაა. [[ბრინჯაოს ხანა|ადრებრინჯაოს ხანაში]] ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩანს [[მაიკოპის კულტურა|მაიკოპის]], [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსისა]] და [[კატაკომბა|კატაკომბური]] კულტურების მატარებელი თემების ურთიერთგავლენის ნიშნები (ლუგოვოე, სოფ. მუჟიჩისთან). [[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III ათასწლეულში]] აქ გავრცელებული იყო [[ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა]], რომელიც მოგვიანებით [[გინჩი|გინჩის]] კულტურასთან ახლოს მდგომმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ინგუშეთის მთიანეთში ცნობილია ციკლოპური არქიტექტურის ნაგებობები, რომელთა დათარიღება აქამდე არ მომხდარა. [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II]]-I ათასწლეულების მიჯნაზე ინგუშეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ყობანის კულტურის აღმოსავლეთი ჯგუფის ძეგლები (ფსედახის სამაროვანი, კესკემის განძი), [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI]]-[[ძვ. წ. V საუკუნე|V საუკუნეებში]] კი ძლიერია [[სკვითები|სკვითურ-სავრომატული კულტურის]] (ლუგოვოეს და ნესტეროვსკაიას სამაროვნები), უფრო გვიან – [[სარმატები|სარმატული]] წრის ნიშნები. ამ დროისათვის თანამედროვე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული იყო თავისებური მხატვრული სტილი, რომელშიც ყობანისა და სკვითურ-სარმატული ტრადიციები ერწყმოდა ერთმანეთს.

== ძველი ისტორია და შუა საუკუნეები ==
== ძველი ისტორია და შუა საუკუნეები ==
[[ფაილი:Thaba-Erdy-3.jpg|მინი|ტყობა-ერდის ტაძარი ინგუშეთში (არაუგვიანეს XII ს.)]]
[[ფაილი:Thaba-Erdy-3.jpg|მინი|ტყობა-ერდის ტაძარი ინგუშეთში (არაუგვიანეს XII ს.)]]
[[ფაილი:Caucasus, Ingushetia, Ингушские боевые и смотровые башни, горы Кавказа.jpg|მინი|ტრადიციული კოშკები სოფელ ერზიში ([[ჯეირახის რაიონი]]).]]
[[ფაილი:Caucasus, Ingushetia, Ингушские боевые и смотровые башни, горы Кавказа.jpg|მინი|ტრადიციული კოშკები სოფელ ერზიში ([[ჯეირახის რაიონი]]).]]
ხაზი 14: ხაზი 14:
== რუსეთის იმპერია ==
== რუსეთის იმპერია ==
[[ფაილი:Russia, 1844 (part 2) (NYPL b14896507-442123).tiff|მინი|ინგუში მეომარი, [[1844]] წელი.]]
[[ფაილი:Russia, 1844 (part 2) (NYPL b14896507-442123).tiff|მინი|ინგუში მეომარი, [[1844]] წელი.]]
[[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება|ბელგრადის 1739 წლის ზავით]] ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის იმპერია|რუსეთისა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] იმპერიებს შორის „ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა. [[1740-იანები|1740-იანი წლებიდან]] დაიწყო ინგუშებსა და რუსეთის სასაზღვრო გამაგრებულ დასახლებებს ([[ყიზლარი]], [[მოზდოკი]]) შორის ურთიერთობების დამყარება. ინგუშთა ზოგიერთმა გვარმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. [[1774]] წელს, [[ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება|ქუჩუკ-კაინარჯის ზავით]], ინგუშების მიწები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლადშემოერთებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად 1774 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აზოვ-მოზდოკის (კავკასიის) გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამავე პერიოდში დაიწყეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მოახალშენეების ჩასახლება (ამ პროცესმა პიკს 1880-90-იან წლებში მიაღწია). [[1810]] წლის [[22 აგვისტო]]ს ხელმოწერილი „შუამდგომლობის აქტით“ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს თარის ხეობაში მცხოვრებმა ინგუშურმა თემებმა, რომლებმაც [[საქართველოს სამხედრო გზა|საქართველოს სამხედრო გზის]] მიმდებარე ტერიტორიების დაცვისა და რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა დადეს. სამაგიეროდ, მათ მდინარე [[თერგი]]ს მარჯვენა ნაპირის მიწებით სარგებლობის უფლება მიიღეს. იმავე წელს [[აული|აულ]] [[ნაზრანი|ნაზრანთან]] ახლოს რუსებმა ციხესიმაგრე ააგეს.

[[1822]] წელს ინგუშეთი შევიდა კავკასიის ოლქის, [[1860]] წლის [[8 თებერვალი|8 თებერვალს]] – თერგის ოლქის, [[1888]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] – თერგის ოლქის სუნჯის განყოფილების შემადგენლობაში. 1840-იან წლებში მდინარე სუნჯის გაყოლებით [[ვლადიკავკაზი]]სა და [[გროზნო|გროზნაიას]] შემაერთებელი გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. დაარსდა თერგის კაზაკთა დასახლებები (სტანიცები) – ტროიცკაია ([[1845]]), კარაბულახსკაია ([[1859]]), სუნჟენსკაია ([[1860]]) და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მთიელი ხალხებისგან განსხვავებით ინგუშების განწყობა რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური იყო.

XIX საუკუნის II ნახევრიდან ღალღაის ტომის სახელწოდებად იქცა ინგუშები (აულ ანგუშიდან), რომელიც დაუმკვიდრდა სხვა მონათესავე გვარებსაც. [[1888]] წლიდან ინგუშეთის მთიანეთის მცხოვრებნი კაზაკებთან ერთად საჯარისო [[ატამანი|ატამანს]] ექვემდებარეობდნენ. სუნჟის განყოფილების მოსახლეობა არაერთგვაროვანი იყო; [[1897]] წლის აღწერით ინგუშები 40 %-ს შეადგენდნენ; ცხოვრობდნენ ასევე [[ყაბარდოელები]], [[ოსები]], [[რუსები]] და [[ჩეჩნები]]. [[1905]] წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ნაზრანის ოკრუგი, რომლის ადმინისტრაცია ქალაქ ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. [[1894]] წელს ინგუშეთის ტერიტორიაზე გაიყვანეს ვლადიკავკაზის რკინიგზის ბესლან—ნაზრან—პეტროვსკ-პორტის ხაზი. [[1915]] წელს სოფელ მალღობეკის მახლობლად დაიწყო [[ნავთობი]]ს მოპოვება. XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა ეროვნული ინტელიგენცია, რომლის წარმომადგენლებს განათლება ძირითადად [[სტავროპოლი]]ს რუსულ გიმნაზიაში ჰქონდათ მიღებული (მ. შ., ჩახრ ახრიევი, ა. ბაზორკინი, ადილ-გირეი დოლგიევი). XX საუკუნის დასაწყისში ინგუშები დაწინაურდნენ რუსეთის არმიის რიგებშიც (მ. შ., გენერალ-მაიორები: სოსლან-ბეკ ბეკბუზაროვი, ახმედ მალსაგოვი, ელბერტ ნალგიევი).

ხაზი 22: ხაზი 22:
== საბჭოთა პერიოდი ==
== საბჭოთა პერიოდი ==
[[ფაილი:Базар возле аула Экажево.jpg|მინი|ბაზარი აულ ეკაჟევოსთან (ახლანდ. [[ნაზრანის რაიონი]]), [[1928]] წელი.]]
[[ფაილი:Базар возле аула Экажево.jpg|მინი|ბაზარი აულ ეკაჟევოსთან (ახლანდ. [[ნაზრანის რაიონი]]), [[1928]] წელი.]]
[[რუსეთის 1917 წლის რევოლუცია|რუსეთის 1917 წლის რევოლუციის]] შემდეგ და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] ([[1917]]-[[1922]]) დროს დაძაბულობა ინგუშეთის მთიელ მოსახლეობასა და კაზაკებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა [[1918]] წლის მარტში შექმნილ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, მეორემ – [[მთიელთა დემოკრატიული რესპუბლიკა|მთიელთა რესპუბლიკას]] (1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე). [[1920]] წელს ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციის მსვლელობისას თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის სფსრ|საბჭოთა რუსეთის]] [[წითელი არმია|წითელმა არმიამ]] დაიკავა. [[1921]] წლის [[20 იანვარი|20 იანვარს]] თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა და მისი ტერიტორიის ნაწილი ნაზრანის ოკრუგის ჩათვლით ახლადშექმნილ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდა. [[1924]] წელს მთიელთა ასსრ-ის ტერიტორიაზე ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, რომელიც იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში გაერთიანდა. ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ისევე როგორც მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც განსაკუთრებული ოლქის სტატუსით სარგებლობდა. [[1934]] წელს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და 1936 წელს [[ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ]] ეწოდა (ცენტრი – ქ. [[გროზნო]]).

[[II მსოფლიო ომი]]ს დროს, [[1942]] წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი მოზდოკ-მალგობეკის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დასავლეთი ნაწილი (მ. შ. ქ. [[მალგობეკი]]) გერმანიის არმიამ დაიკავა. [[1943]] წლის იანვარში ის ჩრდილოეთ-კავკასიის ოპერაციის დროს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. [[1944]] წლის თებერვალში საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით ინგუშები და ჩეჩნები სამშობლოდან [[შუა აზია]]ში გაასახლეს, ხოლო [[7 მარტი|7 მარტს]] მათი ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს. ინგუშეთის მიწების უდიდესი ნაწილი ნაზრანის რაიონის სახელით [[ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ]]-ს გადაეცა, პრიგოროდნის რაიონის მთიანი ზონა კი [[საქართველოს სსრ]]-ს მიეკუთვნა. ინგუშებისა და ჩეჩნების რეაბილიტაციის შემდეგ, [[1957]] წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგა, მაგრამ ინგუშებით ხელახლა დასახლებული პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა, რამაც მომავალში ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, [[1942]] წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი მოზდოკ-მალგობეკის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დასავლეთი ნაწილი (მ. შ. ქ. [[მალგობეკი]]) გერმანიის არმიამ დაიკავა. [[1943]] წლის იანვარში ის ჩრდილოეთ-კავკასიის ოპერაციის დროს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. [[1944]] წლის თებერვალში საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით ინგუშები და ჩეჩნები სამშობლოდან [[შუა აზია]]ში გაასახლეს, ხოლო [[7 მარტი|7 მარტს]] მათი ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს. ინგუშეთის მიწების უდიდესი ნაწილი ნაზრანის რაიონის სახელით [[ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ]]-ს გადაეცა, პრიგოროდნის რაიონის მთიანი ზონა კი [[საქართველოს სსრ]]-ს მიეკუთვნა. ინგუშებისა და ჩეჩნების რეაბილიტაციის შემდეგ, [[1957]] წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგა, მაგრამ ინგუშებით ხელახლა დასახლებული პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა, რამაც მომავალში ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.

== ინგუშეთის რესპუბლიკა ==
== ინგუშეთის რესპუბლიკა ==
[[ფაილი:Vladimir Putin 7 September 2001-6.jpg|მინი|რუსლან აუშევი და [[ვლადიმერ პუტინი]] [[კისლოვოდსკი|კისლოვოდსკში]] [[2001]] წელს.]]
[[ფაილი:Vladimir Putin 7 September 2001-6.jpg|მინი|რუსლან აუშევი და [[ვლადიმერ პუტინი]] [[კისლოვოდსკი|კისლოვოდსკში]] [[2001]] წელს.]]
საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში, [[1990]] წლის ნოემბერში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-მ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. [[1991]] წლის მაისში მას ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა ეწოდა. [[1991]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] გროზნოში [[ჯოხარ დუდაევი]]ს მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადების შემდეგ ინგუშეთის სტატუსი გაურკვეველი გახდა. იმავე წლის [[30 ნოემბერი|30 ნოემბერს]] და [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]] ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის სამ ინგუშურ რაიონში ([[მალგობეკის რაიონი|მალგობეკის]], [[ნაზრანის რაიონი|ნაზრანის]] და [[სუნჯის რაიონი (ინგუშეთი)|სუნჯის]]) ჩატარდა რეფერენდუმი „რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის, მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ინგუშური მიწების და დედაქალაქად ქ. ვლადიკავკაზის დადგენის შესახებ“, რომელზეც დადებითი პასუხი ამომრჩეველთა 90 %-მა გასცა. [[1992]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]] რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის შესახებ“, რომელიც ძალაში [[1993]] წლის 9 იანვარს შევიდა და აისახა რუსეთის ფედერაციის 1993 წლის 25 დეკემბერს მიღებულ კონსტიტუციაში. [[1994]] წლის [[27 თებერვალი|27 თებერვალს]] მიიღეს ინგუშეთის კონსტიტუცია და ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების პირველი არჩევნები. ინგუშეთის დედაქალაქად ქალაქი ნაზრანი გამოცხადდა, [[2000]] წელს კი – ქალაქი [[მაგასი]].

ახალი რესპუბლიკის საზღვრების დადგენის საკითხმა მეზობლებთან უთანხმოებები წარმოქმნა. 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პრიგოროდნის რაიონის კუთვნილების შესახებ დავა ოსებსა და ინგუშებს შორის [[პრიგოროდნის კონფლიქტი|შეიარაღებულ დაპირისპირებაში]] გადაიზარდა. კონფლიქტს 600-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რუსების მხარდაჭერით ოსების მიერ 30 000-მდე ინგუშის გაძევებით დასრულდა. ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის დადგენის პროცესი [[1993]] წელსვე დაიწყო; სუნჯის რაიონის სადაო ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგუშეთს მიეკუთვნა, თუმცა დელიმიტაციის საკითხი საბოლოოდ გადაუწყვეტელი დარჩა. [[2018]] წლის 26 სექტემბერის შეთანხმებით ინგუშეთის ხელისუფლებამ სუნჯის რაიონის ნაწილი ჩეჩნეთს გადასცა, რასაც ინგუშების მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

18:32, 16 მარტი 2021-ის ვერსია

ინგუშეთის მდებარეობა კავკასიის რეგიონში.

ინგუშეთის ისტორიაინგუშეთის, ამჟამად რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის სხვა რეგიონების, განსაკუთრებით მეზობელი ჩეჩნეთის წარსულთან. ადამიანის მოსახლეობის პირველი კვალი ინგუშეთის ტერიტორიაზე შუა პალეოლითს განეკუთვნება. შუა საუკუნეებში რეგიონში ძალაუფლებას ხაზარები, ალანთა სამეფო და მონღოლები ფლობდნენ. X-XII საუკუნეებში ინგუშეთში საქართველოს ზეგავლენით ქრისტიანობა გავრცელდა. XVI საუკუნიდან ფეხი მოიკიდა მუსულმანობამ. გვიან შუა საუკუნეებში რეგიონის მთიელები კოშკებით გამაგრებულ აულებში ცხოვრობდნენ. 1810 წლიდან ინგუშთა თემების დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მათ მეზობლად რუსეთის მთავრობამ მასობრივად დაასახლა რუსულენოვანი მოახალშენეები და კაზაკები. 1936 წელს ინგუშეთი და მეზობელი ჩეჩნეთი რუსეთის სფსრ-ში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახით გაერთიანდა. 1944-1957 წლებში ინგუშები მასობრივად დეპორტირებული იყვნენ სამშობლოდან. 1992 წლიდან ინგუშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია. იმავე წლის შემოდგომაზე მოხდა პრიგოროდნის რაიონში შეიარაღებული კონფლიქტი ინგუშებსა და ოსებს შორის. 2000-იან წლებში ჩეჩნეთის ომების თანმდევმა პარტიზანულმა მოძრაობამ და ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულმა ისლამისტურმა ამბოხებამ ინგუშეთში მნიშვნელოვნად გაართულა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა.

უძველესი ხანა

თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლები (პლიევო, გამურზიევო) შუა პალეოლითს (მუსტიეს კულტურა) მიეკუთვნება. მეზოლითისა და და ნეოლითის ნაშთები გამოვლენილი არაა. ადრებრინჯაოს ხანაში ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩანს მაიკოპის, მტკვარ-არაქსისა და კატაკომბური კულტურების მატარებელი თემების ურთიერთგავლენის ნიშნები (ლუგოვოე, სოფ. მუჟიჩისთან). ძვ. წ. III ათასწლეულში აქ გავრცელებული იყო ჩრდილოეთ კავკასიის კულტურა, რომელიც მოგვიანებით გინჩის კულტურასთან ახლოს მდგომმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ინგუშეთის მთიანეთში ცნობილია ციკლოპური არქიტექტურის ნაგებობები, რომელთა დათარიღება აქამდე არ მომხდარა. ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ინგუშეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ყობანის კულტურის აღმოსავლეთი ჯგუფის ძეგლები (ფსედახის სამაროვანი, კესკემის განძი), ძვ. წ. VI-V საუკუნეებში კი ძლიერია სკვითურ-სავრომატული კულტურის (ლუგოვოეს და ნესტეროვსკაიას სამაროვნები), უფრო გვიან – სარმატული წრის ნიშნები. ამ დროისათვის თანამედროვე ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიებზე ჩამოყალიბებული იყო თავისებური მხატვრული სტილი, რომელშიც ყობანისა და სკვითურ-სარმატული ტრადიციები ერწყმოდა ერთმანეთს.

ძველი ისტორია და შუა საუკუნეები

ტყობა-ერდის ტაძარი ინგუშეთში (არაუგვიანეს XII ს.)
ტრადიციული კოშკები სოფელ ერზიში (ჯეირახის რაიონი).

ახ. წ. I-II ათასწლეულის დასაწყისის ადგილობრივი კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სარმატული წარმოშობის ხალხებთან, მათ შორის, ალანებთან. ახ. წ. IV საუკუნის ბოლოს ინგუშეთის ტერიტორია, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ბევრი რეგიონი, სავარაუდოდ ჰუნების გავლენის ქვეშ მოექცია. VI საუკუნის ბოლოდან აქ თურქთა სახაკანო, მოგვიანებით კი ხაზარები გაბატონდნენ. X საუკუნეში ინგუშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ალანთა სამეფოს დაექვემდებარა. ამავე პერიოდში გავრცელდა ქრისტიანობა, უპირატესად საქართველოდან. ინგუშეთის ტერიტორიაზე შემორჩნილია ქრისტიანული კულტურის ძეგლები – ტყობა-ერდის, ალბი-იერდის, გალ-ერდისა და თარგიმის ეკლესიები, რომლებიც ქართული არქიტექტურული ხელოვნების ზეგავლენითაა აგებული. აღმოჩენილია შუა საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერების ნიმუშები. შუა საუკუნეებში მდინარე სუნჯის აუზში არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლებები, რომელთა უძველესი შრეები ყუბანის ეპოქით თარიღდება. ზოგიერთი მოსაზრებით, ამავე რეგიონში მდებარეობდა ალანიის მთავარი ქალაქი მაგასი.

XIII საუკუნეში ინგუშეთის მიწები მონღოლებმა დაიპყრეს და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებთან ერთად ოქროს ურდოს შემადგენლობაში შეიყვანეს. ამ დროის ძეგლებს შორის გამოირჩევა კელიის სამაროვანი (XIII-XIV საუკუნეები). XVI საუკუნეში ინგუშეთს თავს ესხმოდნენ ნოღაელები. გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება ინგუშეთის მთიანეთში აგებული მრავალრიცხოვანი საცხოვრებელი და საბრძოლო კოშკების კომპლექსები (ტარგიმ, ერზი, ეგიკალი და სხვ.), ქვის აკლდამისებური და სვეტისებური სალოცავები, მიწისქვეშა და მიწისზედა აკლდამები, რომლებიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს რეგიონის ისლამიზაციას. წერილობითი წყაროებით ცნობილია ინგუშების თავისუფალი თემები ან მათი გაერთიანებები – ღალღაის (ქართული წყაროების „ღლიღვები“), ცორინის, ჯაირახის, მეცხალის და ფეპინის (ქისტები) „საზოგადოებები“. ამ თემების დაბლობებში მცხოვრები ნაწილი XVII საუკუნეში ყაბარდოელებს უხდიდა ხარკს. XVI საუკუნებში გაბატონებული რელიგია გახდა მუსულმანობა (ისლამური კულტურის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია XV საუკუნის დასაწყისის ბორგა-კაშის მავზოლეუმი), თუმცა ამ პერიოდში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქრისტიანული და ადგილობრივი რელიგიური წარმოდგენების ნიშნები.

რუსეთის იმპერია

ინგუში მეომარი, 1844 წელი.

ბელგრადის 1739 წლის ზავით ინგუშეთის ტერიტორია რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის „ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა. 1740-იანი წლებიდან დაიწყო ინგუშებსა და რუსეთის სასაზღვრო გამაგრებულ დასახლებებს (ყიზლარი, მოზდოკი) შორის ურთიერთობების დამყარება. ინგუშთა ზოგიერთმა გვარმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. 1774 წელს, ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, ინგუშების მიწები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლადშემოერთებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად 1774 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აზოვ-მოზდოკის (კავკასიის) გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამავე პერიოდში დაიწყეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მოახალშენეების ჩასახლება (ამ პროცესმა პიკს 1880-90-იან წლებში მიაღწია). 1810 წლის 22 აგვისტოს ხელმოწერილი „შუამდგომლობის აქტით“ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს თარის ხეობაში მცხოვრებმა ინგუშურმა თემებმა, რომლებმაც საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე ტერიტორიების დაცვისა და რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა დადეს. სამაგიეროდ, მათ მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირის მიწებით სარგებლობის უფლება მიიღეს. იმავე წელს აულ ნაზრანთან ახლოს რუსებმა ციხესიმაგრე ააგეს.

1822 წელს ინგუშეთი შევიდა კავკასიის ოლქის, 1860 წლის 8 თებერვალს – თერგის ოლქის, 1888 წლის 24 მარტს – თერგის ოლქის სუნჯის განყოფილების შემადგენლობაში. 1840-იან წლებში მდინარე სუნჯის გაყოლებით ვლადიკავკაზისა და გროზნაიას შემაერთებელი გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. დაარსდა თერგის კაზაკთა დასახლებები (სტანიცები) – ტროიცკაია (1845), კარაბულახსკაია (1859), სუნჟენსკაია (1860) და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მთიელი ხალხებისგან განსხვავებით ინგუშების განწყობა რუსეთის მიმართ უფრო ლოიალური იყო.

XIX საუკუნის II ნახევრიდან ღალღაის ტომის სახელწოდებად იქცა ინგუშები (აულ ანგუშიდან), რომელიც დაუმკვიდრდა სხვა მონათესავე გვარებსაც. 1888 წლიდან ინგუშეთის მთიანეთის მცხოვრებნი კაზაკებთან ერთად საჯარისო ატამანს ექვემდებარეობდნენ. სუნჟის განყოფილების მოსახლეობა არაერთგვაროვანი იყო; 1897 წლის აღწერით ინგუშები 40 %-ს შეადგენდნენ; ცხოვრობდნენ ასევე ყაბარდოელები, ოსები, რუსები და ჩეჩნები. 1905 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ნაზრანის ოკრუგი, რომლის ადმინისტრაცია ქალაქ ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. 1894 წელს ინგუშეთის ტერიტორიაზე გაიყვანეს ვლადიკავკაზის რკინიგზის ბესლან—ნაზრან—პეტროვსკ-პორტის ხაზი. 1915 წელს სოფელ მალღობეკის მახლობლად დაიწყო ნავთობის მოპოვება. XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა ეროვნული ინტელიგენცია, რომლის წარმომადგენლებს განათლება ძირითადად სტავროპოლის რუსულ გიმნაზიაში ჰქონდათ მიღებული (მ. შ., ჩახრ ახრიევი, ა. ბაზორკინი, ადილ-გირეი დოლგიევი). XX საუკუნის დასაწყისში ინგუშები დაწინაურდნენ რუსეთის არმიის რიგებშიც (მ. შ., გენერალ-მაიორები: სოსლან-ბეკ ბეკბუზაროვი, ახმედ მალსაგოვი, ელბერტ ნალგიევი).

საბჭოთა პერიოდი

ბაზარი აულ ეკაჟევოსთან (ახლანდ. ნაზრანის რაიონი), 1928 წელი.

რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ და სამოქალაქო ომის (1917-1922) დროს დაძაბულობა ინგუშეთის მთიელ მოსახლეობასა და კაზაკებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მხარი დაუჭირა 1918 წლის მარტში შექმნილ თერგის საბჭოთა რესპუბლიკას, მეორემ – მთიელთა რესპუბლიკას (1918 წლის მაისიდან 1919 წლის მაისამდე). 1920 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ოპერაციის მსვლელობისას თანამედროვე ინგუშეთის ტერიტორია საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა. 1921 წლის 20 იანვარს თერგის საბჭოთა რესპუბლიკა გაუქმდა და მისი ტერიტორიის ნაწილი ნაზრანის ოკრუგის ჩათვლით ახლადშექმნილ მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) შემადგენლობაში შევიდა. 1924 წელს მთიელთა ასსრ-ის ტერიტორიაზე ინგუშეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა, რომელიც იმავე წელს ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში გაერთიანდა. ინგუშეთის ავტონომიური ოლქის, ისევე როგორც მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვლადიკავკაზი, რომელიც განსაკუთრებული ოლქის სტატუსით სარგებლობდა. 1934 წელს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და 1936 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ ეწოდა (ცენტრი – ქ. გროზნო).

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარების წარუმატებელი მოზდოკ-მალგობეკის ოპერაციის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის დასავლეთი ნაწილი (მ. შ. ქ. მალგობეკი) გერმანიის არმიამ დაიკავა. 1943 წლის იანვარში ის ჩრდილოეთ-კავკასიის ოპერაციის დროს გაათავისუფლეს საბჭოთა ჯარებმა. 1944 წლის თებერვალში საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით ინგუშები და ჩეჩნები სამშობლოდან შუა აზიაში გაასახლეს, ხოლო 7 მარტს მათი ავტონომიური რესპუბლიკა გააუქმეს. ინგუშეთის მიწების უდიდესი ნაწილი ნაზრანის რაიონის სახელით ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ს გადაეცა, პრიგოროდნის რაიონის მთიანი ზონა კი საქართველოს სსრ-ს მიეკუთვნა. ინგუშებისა და ჩეჩნების რეაბილიტაციის შემდეგ, 1957 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ აღდგა, მაგრამ ინგუშებით ხელახლა დასახლებული პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს დარჩა, რამაც მომავალში ინგუშებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ჩაუყარა საფუძველი.

ინგუშეთის რესპუბლიკა

რუსლან აუშევი და ვლადიმერ პუტინი კისლოვოდსკში 2001 წელს.

საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში, 1990 წლის ნოემბერში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-მ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. 1991 წლის მაისში მას ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკა ეწოდა. 1991 წლის 1 ნოემბერს გროზნოში ჯოხარ დუდაევის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადების შემდეგ ინგუშეთის სტატუსი გაურკვეველი გახდა. იმავე წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის სამ ინგუშურ რაიონში (მალგობეკის, ნაზრანის და სუნჯის) ჩატარდა რეფერენდუმი „რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის, მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ინგუშური მიწების და დედაქალაქად ქ. ვლადიკავკაზის დადგენის შესახებ“, რომელზეც დადებითი პასუხი ამომრჩეველთა 90 %-მა გასცა. 1992 წლის 4 ივნისს რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინგუშეთის რესპუბლიკის შექმნის შესახებ“, რომელიც ძალაში 1993 წლის 9 იანვარს შევიდა და აისახა რუსეთის ფედერაციის 1993 წლის 25 დეკემბერს მიღებულ კონსტიტუციაში. 1994 წლის 27 თებერვალს მიიღეს ინგუშეთის კონსტიტუცია და ჩატარდა საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების პირველი არჩევნები. ინგუშეთის დედაქალაქად ქალაქი ნაზრანი გამოცხადდა, 2000 წელს კი – ქალაქი მაგასი.

ახალი რესპუბლიკის საზღვრების დადგენის საკითხმა მეზობლებთან უთანხმოებები წარმოქმნა. 1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პრიგოროდნის რაიონის კუთვნილების შესახებ დავა ოსებსა და ინგუშებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტს 600-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რუსების მხარდაჭერით ოსების მიერ 30 000-მდე ინგუშის გაძევებით დასრულდა. ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის საზღვრის დადგენის პროცესი 1993 წელსვე დაიწყო; სუნჯის რაიონის სადაო ტერიტორიის დიდი ნაწილი ინგუშეთს მიეკუთვნა, თუმცა დელიმიტაციის საკითხი საბოლოოდ გადაუწყვეტელი დარჩა. 2018 წლის 26 სექტემბერის შეთანხმებით ინგუშეთის ხელისუფლებამ სუნჯის რაიონის ნაწილი ჩეჩნეთს გადასცა, რასაც ინგუშების მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

1992-2002 წლებში ინგუშეთის ხელისუფლების სათავეში რუსლან აუშევი იყო, 2002-2008 წლებში – მურატ ზიაზიკოვი, 2008 წლიდან – იუნუს-ბეკ ევკუროვი. ზიაზიკოვის პრეზიდენტობის დროს ინგუშეთში მდგომარეობა დაძაბული იყო. რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ათასობით ადამიანი. ამავდროულად, ინგუშეთში გავრცელდა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ჩეჩნეთში გაჩაღებული პარტიზანული მოძრაობაც, დამძიმდა კრიმინოგენული მდგომარეობა, გახშირდა ტერორისტული თავდასხმები და რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების სადამსჯელო ღონისძიებები. 2004 წლის ივნისში კი ქალაქ ნაზრანში სამთავრობო დაწესებულებებზე მოხდა ჩეჩნურ-ინგუშური შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმა, რასაც ფედერალური ძალოვანი სამსახურების 100-მდე წარმომადგენლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემის Ingushetia.org-ის მფლობელის, მაჰომედ ევლოიევის მკვლელობას. 2010-იანი წლების შუა პერიოდიდან რესპუბლიკაში მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესება აღინიშნა, თუმცა კვლავ გადაუჭრელია ეკონომიკური, უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ლიტერატურა

  • „ქალდანი ა., „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 78 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987 წელი. — გვ. 15;
  • Nichols, Johanna. The Origin of the Chechen and Ingush: A Study in Alpine Linguistic and Ethnic Geography. Anthropological Linguistics, Vol. 46, No. 2 (Summer, 2004), pp. 129-155;
  • Bennigsen-Broxup, Marie. The North Caucasus Barrier: The Russian Advance Towards the Muslim World. 1992. ISBN 1-85065-069-1;
  • The North Caucasus: The Challenges of Integration (I), Ethnicity and Conflict. International Crisis Group Europe Report N°220 – 19 October 2012;
  • Муталиев Т.Х. Тернистый путь народа // Ингушетия и ингуши / Яндиева М.Д.. — Москва: Новая Планета, 1992. — Т. II;
  • Долгиева М.Б., Картоев М.М., Кодзоев Н.Д., Матиев Т.Х. История Ингушетии. — 4-е изд. — Ростов-на-Дону: Южный издательский дом, 2013.

რესურსები ინტერნეტში