ჩინური კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 9: ხაზი 9:
ჩინეთის უმრავლესობის ეთნიკური შემადგენლობა [[ჩინელები]] არიან, აღმოსავლეთ აზიის ძირითადი [[ეთნოსი|ეთნიკური ჯგუფი]] და [[ერი]]. ისინი წარმოადგენენ ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს, [[ტაივანი]] - 95%, <ref name="Yearbook2015">{{Cite book|url=http://yearbook.multimedia.ey.gov.tw/enebook/2016yearbook/index.html|title=The Republic of China Yearbook 2016}} {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20170918120556/http://yearbook.multimedia.ey.gov.tw/enebook/2016yearbook/index.html |date=2017-09-18 }}</ref> სინგაპური - 76%, <ref>{{Cite web|url=http://www.nptd.gov.sg/Portals/0/Homepage/Highlights/population-in-brief-2015.pdf|title=Archived copy|accessdate=2020-11-05|archiveurl=https://web.archive.org/web/20160216110141/http://www.nptd.gov.sg/Portals/0/Homepage/Highlights/population-in-brief-2015.pdf|archivedate=2016-02-16}}</ref> მალაიზია - 23% და [[მსოფლიოს მოსახლეობა|მსოფლიოს მოსახლეობის]] - 17%, ჩინელები მსოფლიოს უდიდეს ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ, 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი.
ჩინეთის უმრავლესობის ეთნიკური შემადგენლობა [[ჩინელები]] არიან, აღმოსავლეთ აზიის ძირითადი [[ეთნოსი|ეთნიკური ჯგუფი]] და [[ერი]]. ისინი წარმოადგენენ ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს, [[ტაივანი]] - 95%, <ref name="Yearbook2015">{{Cite book|url=http://yearbook.multimedia.ey.gov.tw/enebook/2016yearbook/index.html|title=The Republic of China Yearbook 2016}} {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20170918120556/http://yearbook.multimedia.ey.gov.tw/enebook/2016yearbook/index.html |date=2017-09-18 }}</ref> სინგაპური - 76%, <ref>{{Cite web|url=http://www.nptd.gov.sg/Portals/0/Homepage/Highlights/population-in-brief-2015.pdf|title=Archived copy|accessdate=2020-11-05|archiveurl=https://web.archive.org/web/20160216110141/http://www.nptd.gov.sg/Portals/0/Homepage/Highlights/population-in-brief-2015.pdf|archivedate=2016-02-16}}</ref> მალაიზია - 23% და [[მსოფლიოს მოსახლეობა|მსოფლიოს მოსახლეობის]] - 17%, ჩინელები მსოფლიოს უდიდეს ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ, 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი.


თანამედროვე ჩინეთში ოფიციალურად აღრიცხულია 56 ეთნიკური ჯგუფი. <ref>{{Cite book|url=https://books.google.com/books?id=0e8vXvXhZgMC&pg=PR7|title=China's Multicultural Economies: Social and Economic Indicators|publisher=Springer|accessdate=26 November 2013}}</ref> ჩინეთის ისტორიის განმავლობაში, მრავალი არაჩინური ეთნიკური ჯგუფი შეეთვისა ჩინელებს, ნაწილმა შეინარჩუნა მკაფიო ეთნიკური წარმომავლობა ან გაქრა. <ref>{{Cite web|url=http://www.atimes.com/atimes/China/CHIN-01-100114.html|title=Common traits bind Jews and Chinese|publisher=Asia Times Online|date=10 January 2014|accessdate=23 September 2015}}</ref>
თანამედროვე ჩინეთში ოფიციალურად აღრიცხულია 56 ეთნიკური ჯგუფი. <ref>{{Cite book|url=https://books.google.com/books?id=0e8vXvXhZgMC&pg=PR7|title=China's Multicultural Economies: Social and Economic Indicators|publisher=Springer|accessdate=26 November 2013}}</ref> ჩინეთის ისტორიის განმავლობაში, მრავალი არაჩინური ეთნიკური ჯგუფი შეეთვისა ჩინელებს, ნაწილმა შეინარჩუნა მკაფიო ეთნიკური წარმომავლობა ან გაქრა. <ref>{{Cite web|url=http://www.atimes.com/atimes/China/CHIN-01-100114.html|title=Common traits bind Jews and Chinese|publisher=Asia Times Online|date=10 January 2014|accessdate=23 September 2015|archiveurl=https://web.archive.org/web/20140110131435/http://atimes.com/atimes/China/CHIN-01-100114.html|archivedate=10 იანვარი 2014}}</ref>


== სპირიტუალური ღირებულებები ==
== სპირიტუალური ღირებულებები ==

22:24, 8 მარტი 2021-ის ვერსია

ფაიფური იმდენად გაიგივებულია ჩინეთთან, რომ მას ყოველდღიურ ინგლისურში მოიხსენიებენ როგორც „ჩინეთი“.
ცინგუააზი, ფაიფურის ყველაზე ცნობილი სახეობა ცინის დინასტიის დროს.

ჩინური კულტურა — მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კულტურა, რომელიც წარმოიშვა ათასობით წლის წინ. [1] [2] ტერიტორია, რომელზეც ჩინური კულტურა ჭარბობს, მოიცავს აღმოსავლეთ აზიის დიდ გეოგრაფიულ რეგიონს და ძალიან მრავალფეროვანია: ჩვეულებები და ტრადიციები მნიშვნელოვნად იცვლება პროვინციებს, ქალაქებსა და დასახლებებს შორის.

ჩინური ცივილიზაცია ითვლება აღმოსავლეთ აზიის დომინანტურ კულტურად. [3] ჩინეთი ერთ–ერთი ადრეული ცივილიზაციაა. ჩინეთის კულტურა დიდ გავლენას ახდენს აზიის ფილოსოფიაზე, ეტიკეტებსა და ტრადიციებზე. [4] ჩინურ ენას, კერამიკას, არქიტექტურას, მუსიკას, ცეკვას, ლიტერატურას, საბრძოლო ხელოვნებას, სამზარეულოს, სახვით ხელოვნებას, ფილოსოფიას, ბიზნესის ქცევის წესს, რელიგიას, პოლიტიკასა და ისტორიას აქვს გლობალური გავლენა, ხოლო მის ტრადიციებსა და ფესტივალებს ასევე აღნიშნავენ და იყენებენ მთელს მსოფლიოში. [5] [6] [7]

იდენტობა

ცინის დინასტიიდან გვიანდელ ცინის დინასტიამდე (ძვ. წ. 221 - 1840 წწ.) ჩინეთის მთავრობამ ჩინელები დაჰყო ოთხ კლასად: მემამულე, გლეხი, ხელოსანი და ვაჭარი. მემამულეები და გლეხები წარმოადგენდნენ ორ მთავარ კლასს, ხოლო ვაჭრები და ხელოსნები ორ მცირე ჯგუფად იყვნენ დანაწინებულნი. თეორიულად, იმპერატორის თანამდებობის გარდა, არაფერი იყო მემკვიდრეობითი. ჩინეთის უმრავლესობის ეთნიკური შემადგენლობა ჩინელები არიან, აღმოსავლეთ აზიის ძირითადი ეთნიკური ჯგუფი და ერი. ისინი წარმოადგენენ ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს, ტაივანი - 95%, [8] სინგაპური - 76%, [9] მალაიზია - 23% და მსოფლიოს მოსახლეობის - 17%, ჩინელები მსოფლიოს უდიდეს ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ, 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი.

თანამედროვე ჩინეთში ოფიციალურად აღრიცხულია 56 ეთნიკური ჯგუფი. [10] ჩინეთის ისტორიის განმავლობაში, მრავალი არაჩინური ეთნიკური ჯგუფი შეეთვისა ჩინელებს, ნაწილმა შეინარჩუნა მკაფიო ეთნიკური წარმომავლობა ან გაქრა. [11]

სპირიტუალური ღირებულებები

დაკიდებული მონასტერი, ტაძარი, რომელიც აერთიანებს დაოსიზმს, ბუდიზმს და კონფუციანობას.

სპირიტუალური ჯგუფების უმეტესობა მომდინარეობს ჩინური ბუდიზმიდან, დაოსიზმიდან და კონფუციანიზმიდან. ჩინეთის ბიზნეს კულტურაში კარგად არის დოკუმენტირებული გუანქსის კონცეფცია, რომელიც მიუთითებს ურთიერთობების უპირატესობაზე წესებთან მიმართებაში. [12]

რელიგია

თავდაპირველად ჩინეთის რელიგია მიზნად ისახავდა უმაღლესი ღმერთის შანგის დის თაყვანისცემას სიას დინასტიისა და შანის დინასტიის მმართველობის დროს. ჩინური კულტურის დიდი ნაწილი ემყარება იმ აზრს, რომ სულიერი სამყარო არსებობს. ფოლკლორი დაეხმარა ჩინურ კულტურას იმ სიცარიელის შევსებაში, რომლის ახსნაც შეუძლებელი იყო რელიგიით. ხშირად არსებობს ბუნდოვანი ზღვარი მითს, რელიგიასა და აუხსნელ ფენომენს შორის. მრავალი მონათხრობი გადაიქცა ტრადიციულ ჩინურ დღესასწაულად. სიწმინდის რწმენასთან ერთად არსებობს ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა დაოსისტური ეგზორციზმი. დღესაც გამოიყენება სულიერი გაწმენდის ჩინური რიტუალები.

ენა

ჩინური დიალექტური ჯგუფების დიაპაზონი ჩინეთის ენების ატლასის მიხედვით . [13]

ძველი წერილობითი სტანდარტი იყო კლასიკური ჩინური. მას იყენებდნენ ათასობით წლის განმავლობაში, მაგრამ ძირითადად იყენებდნენ მეცნიერები და ინტელექტუალები, რომლებიც ქმნიდნენ საზოგადოების „მაღალ“ კლასს, რომელსაც ეწოდება „ში და ფუ“. უბრალო ხალხისთვის რთული იყო, მაგრამ შესაძლებელი, ამ კლასში დაწინაურება წერითი გამოცდების ჩაბარებით. მოგვიანებით კალიგრაფია კომერციალიზდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გახდა ძვირფასი ქონება. ჩინურ ლიტერატურას დიდი წარსული აქვს.

ჩინელი ფილოსოფოსები, მწერლები და პოეტები დიდ პატივს სცემდნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმპერიის კულტურის შენარჩუნებაში და პოპულარიზაციაში. ზოგი კლასიკური მკვლევარი გამოირჩეოდა უბრალო ხალხის ცხოვრების გაბედული გამოსახულებით, რაც ხშირად ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევდა. XX საუკუნის დასაწყისში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და ლაპარაკობდნენ მრავალ ენაზე (მანდარინი, ვუ, იუე (კანტონური), მინ ნანი (ბან-ლამ-გუ), ჯინი, სიანგი, ჰაკკა, გან, ჰუი, პინგი და ა.შ.), რაც ხელს უშლიდა სხვა რეგიონის ხალხთან კომუნიკაციას. რეფორმატორებმა ეროვნული ენის დამკვიდრება დაიწყეს და მანდარინი დააფუძნეს როგორც სალაპარაკო ფორმა. 4 მაისის მოძრაობის შემდეგ, კლასიკური ჩინური სწრაფად შეიცვალა წერილობითი ხალხური ჩინურით, სტანდარტული სალაპარაკო ენის ლექსიკონისა და გრამატიკის მიხედვით. [14]

კალიგრაფია

ჩინური კალიგრაფია

ჩინური კალიგრაფია ესთეტიკურად სასიამოვნო მწერლობის ფორმაა, ეს არის ადამიანის ენის მხატვრული გამოხატვა ხელშესახები ფორმით. ამ ტრადიციაში არსებობს კალიგრაფიის სხვადასხვა სტილის ზოგადი სტანდარტი. ჩინური კალიგრაფია სრულდება მსგავსი ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებით და იზიარებს მხატვრობის ელემენტებს.

მოდა და ტანსაცმელი

ჩინეთის მოდის ისტორია მოიცავს ასობით წლის განმავლობაში ყველაზე ფერად და მრავალფეროვან ფერთა შეხამებას. სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა სოციალური კლასები განსხვავებული მოდის ტენდენციებით გამოირჩეოდნენ. ყვითელი ფერი, როგორც წესი, იმპერატორს ეკუთვნოდა ჩინეთის საიმპერატორო ეპოქაში.

ხელოვნება

ჩინური ხელოვნება არის სახვითი ხელოვნება, რომელიც, იქნება ეს უძველესი თუ თანამედროვე, წარმოიშვა ჩინეთში ჩინელი მხატვრების მიერ.

ჩინეთის ხელოვნებას უწყვეტი ტრადიცია აქვს მსოფლიო ისტორიაში და გამოირჩევა ხარისხის უჩვეულო უწყვეტობით და ამ ტრადიციას არ გააჩნდა დასავლური კოლაფსის ტოლფასი შემთხვევა.

მხატვრობასთან ერთად განვითარდა ადრეული ჩინური მუსიკა, რომელიც ემყარებოდა დასარტყამ ინსტრუმენტებს, რომლებსაც მოგვიანებით სიმებიანი და კლავიშებიანი ინსტრუმენტებიც დაემატა.

არქიტექტურა

ჩინური არქიტექტურა წარმოადგენს არქიტექტურის სტილს, რომელიც ყალიბდებოდა მრავალი წლის განმავლობაში და გავლენას ახდენდა აღმოსავლეთ აზიის არქიტექტურაზე მრავალი საუკუნის განმავლობაში. ჩინური არქიტექტურის სტრუქტურული პრინციპები მეტწილად უცვლელი დარჩა, ძირითადი ცვლილებები მხოლოდ დეკორატიული დეტალებია. ჩინური არქიტექტურა, რომლის მაგალითები 2000 წელზე მეტი ხნის წინ გვხვდება, თითქმის ისეთივე ძველია, როგორც ჩინეთის ცივილიზაცია და დიდი ხანია ჩინეთის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩინეთის არქიტექტურაში არსებობს გარკვეული მახასიათებლები, განურჩევლად კონკრეტული რეგიონებისა, სხვადასხვა პროვინციებისა და გამოყენებისა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმეტრია, რომელიც გრანდიოზულობის განცდას გულისხმობს, რადგან იგი ეხება ყველაფერს, სასახლეებიდან დამთავრებული ფერმერული სახლებით.

ჩინური ბაღი

ჩინური ბაღი

ჩინური ბაღი ლანდშაფტის ბაღის სტილისაა, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდებოდა. მასში შედის ჩინეთის იმპერატორების და იმპერიის ოჯახის წევრების უზარმაზარი ბაღები. ისინი ქმნიან იდეალიზებულ მინიატურულ ლანდშაფტს და გამოხატავს ჰარმონიას, რომელიც უნდა არსებობდეს ადამიანსა და ბუნებას შორის. [15] ბაღების დიზაინი მაქსიმალურად ასიმეტრიულია. ჩინეთის გრაგნილის ნახატების მსგავსად, ბაღის კომპოზიციის საფუძველია მდგრადი ნაკადის შექმნა, რომელიც იქ მოსეირნეს უფლებას აძლევს იხეტიალოს თავისუფლად და დატკბეს ბაღის და ბუნების სილამაზით. [15] ტიპური ჩინური ბაღი კედლებით არის შემოფარგლული და მოიცავს ერთ ან მეტ წყალსატევს, კლდეს, ხეებსა და ყვავილებს.

სამზარეულო

ჩინური სამზარეულო ჩინეთის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მოიცავს სამზარეულოს წარმოშობას ჩინეთის მრავალფეროვანი რეგიონებიდან, აგრეთვე ჩინელი ხალხისგან მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ფერი, სუნი და გემო არის სამი ტრადიციული ასპექტი, რომლებიც გამოიყენება ჩინეთის საჭმლის აღსაწერად. [16] ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება კერძი. ჩინური სამზარეულოს ისტორია ნეოლითის ეპოქიდან იღებს სათავეს. იგი მოიცავს სტილის მრავალფეროვნებას ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, ისევე როგორც ჩინელი ხალხი მთელ მსოფლიოში მოიცავს აზიის უმეტეს ნაწილს. დროთა განმავლობაში, სხვა ქვეყნების სამზარეულოს ტექნიკა და ინგრედიენტები ერეოდა ჩინურ სამზარეულოს ვაჭრობის და სხვა ფაქტორების გამო. დღესდღეობით ის უკვე მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.

ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბრინჯი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის ყველა რეგიონში. მისი გამოყენებისა და დამზადების პროცესი კი ყველა რეგიონში განსსხვავებულია.

ჩაის კულტურა

ტრადიციული ჩინური ჩაის კულტურა.

ჩაის სმის პრაქტიკას ჩინეთში დიდი ისტორია აქვს, რომელიც სწორედ იქ წარმოშვა. აერთიანებს როგორც ჩაის მომზადებას, ასევე ჩაის მოხმარებას ჩინეთში. ჩაის კულტურა ჩინეთში განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნებისგან როგორც მომზადების წესებით, ასევე გემოთი და მოხმარებით. ჩაი დღესაც რეგულარულად მოიხმარება, როგორც ყოველდღიურად, ასევე ფორმალურ შეხვედრებში. გარდა იმისა, რომ ჩაი არის პოპულარული სასმელი, ის ასევე გამოიყენება ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში. [17]


რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Chinese Dynasty Guide – The Art of Asia – History & Maps. Minneapolis Institute of Art. ციტირების თარიღი: 10 October 2008.
  2. Guggenheim Museum – China: 5,000 years. Solomon R. Guggenheim Foundation & Solomon R. Guggenheim Museum. ციტირების თარიღი: 10 October 2008.
  3. East Asia: A New History. 
  4. Chinese Ethics.
  5. „Chinese Culture, Tradition, and Customs – Penn State University and Peking University“ (ინგლისური).
  6. The original and unique culture of China en.
  7. Chinese Culture: Ancient China Traditions and Customs, History, Religion.
  8. The Republic of China Yearbook 2016.  დაარქივებული 2017-09-18 საიტზე Wayback Machine.
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-16. ციტირების თარიღი: 2020-11-05.
  10. China's Multicultural Economies: Social and Economic Indicators. Springer. ციტირების თარიღი: 26 November 2013. 
  11. Common traits bind Jews and Chinese. Asia Times Online (10 January 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 23 September 2015.
  12. Alon, Ilan, ed. (2003), Chinese Culture, Organizational Behavior, and International Business Management, Westport, Connecticut: Praeger Publishers.
  13. Wurm, Li, Baumann, Lee (1987)
  14. Ramsey, S. Robert (1987). The Languages of China. Princeton, New Jersey: Princeton University Press, გვ. 3–16. ISBN 978-0-691-01468-5. 
  15. 15.0 15.1 Michel Baridon, Les Jardins – paysagistes, jardiners, poḕts. p. 348
  16. This standard starts from Tang Dynasty in the 6th century by Bai Juyi from the Preface of Lychee Diagram: After leaving branch...for four and five days, the color, smell and taste (of lychee) will be gone. (《荔枝圖序》:「若離本枝……四五日外,色、香、味盡去矣」。)
  17. Houyuan Lu. „Earliest tea as evidence for one branch of the Silk Road across the Tibetan Plateau“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)