ტატიანა იაბლონსკაია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Marikuna-115|Marikuna-115]].|28|02|2021}}
{{ინფოდაფა მხატვარი
{{ინფოდაფა მხატვარი
| ფონი =
| ფონი =
ხაზი 46: ხაზი 45:
[[1999]] წელს გადატანილი ინსულტის გამო ეტლს იყო მიჯაჭვული<ref name="facts">{{Cite web |url=http://www.facts.kiev.ua/archive/2005-07-08/6664/index.html |title=Интервью дочери Татьяны Яблонской |accessdate=2010-08-03 |archiveurl=https://web.archive.org/web/20100912001230/http://www.facts.kiev.ua/archive/2005-07-08/6664/index.html |archivedate=2010-09-12 |deadlink=yes }}</ref>.
[[1999]] წელს გადატანილი ინსულტის გამო ეტლს იყო მიჯაჭვული<ref name="facts">{{Cite web |url=http://www.facts.kiev.ua/archive/2005-07-08/6664/index.html |title=Интервью дочери Татьяны Яблонской |accessdate=2010-08-03 |archiveurl=https://web.archive.org/web/20100912001230/http://www.facts.kiev.ua/archive/2005-07-08/6664/index.html |archivedate=2010-09-12 |deadlink=yes }}</ref>.


იგი გარდაიცვალა [[2005]] წლის 17 ივნისს კიევში, დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.
იგი გარდაიცვალა [[2005]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისს]] [[კიევი|კიევში]], დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.


==ოჯახი==
==ოჯახი==
ტატიანას მამა, ნილ იაბლონსკი (1888—1944) გახლდათ მხატვარი, გრაფიკოსი და ენის მასწავლებელი; მას ჰყავდა უმცროსი და-ძმა, ელენა 1918—2009), რომელიც ასევე მხატვარი იყო და დიმიტრი (1921—2001), საბჭოთა და უკრაინის დამსახურებული არქიტექტორი (1999) და პროფესორი იყო (1978).
ტატიანას მამა, ნილ იაბლონსკი (1888—1944) გახლდათ მხატვარი, გრაფიკოსი და ენის მასწავლებელი; მას ჰყავდა უმცროსი და-ძმა, ელენა ([[1918]]—[[2009]]), რომელიც ასევე მხატვარი იყო და დიმიტრი (1921—2001), საბჭოთა და უკრაინის დამსახურებული არქიტექტორი ([[1999]]) და პროფესორი იყო ([[1978]]).


მას ჰყავდა ორი ქმარი და სამი ქალიშვილი: პირველი, სერგეი ოტროშენკო (1910—1988) — ფერმწერი, მონუმენტალისტი და თეატრალური მხატვარი; მეორე — ეროვნებით სომეხი, არმენ ატაიანი, ასევე მხატვარი და ფერმწერი<ref>[http://calendar.interesniy.kiev.ua/Event.aspx?id=683 Киевский календарь<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>. შვილები: ელენა ბეისემბინოვა, ოლგა ოტროშენკო და ირინა ატაიანი.
მას ჰყავდა ორი ქმარი და სამი ქალიშვილი: პირველი, სერგეი ოტროშენკო (1910—1988) — ფერმწერი, მონუმენტალისტი და თეატრალური მხატვარი; მეორე — ეროვნებით სომეხი, არმენ ატაიანი, ასევე მხატვარი და ფერმწერი<ref>[http://calendar.interesniy.kiev.ua/Event.aspx?id=683 Киевский календарь<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>. შვილები: ელენა ბეისემბინოვა, ოლგა ოტროშენკო და ირინა ატაიანი.
ხაზი 58: ხაზი 57:
[[2005]] წელს კიევის კავშირის დეპუტატების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ უკრაინელი გმირის, ტატიანა იაბლონსკაიას სახელობის მუზეუმი და მისი სახელი დაერქმიათ დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის.
[[2005]] წელს კიევის კავშირის დეპუტატების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ უკრაინელი გმირის, ტატიანა იაბლონსკაიას სახელობის მუზეუმი და მისი სახელი დაერქმიათ დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის.


[[2017]] წლის 17 თებერვალს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ჩაუშვა ტატიანასთვის მიძღვნილი მონეტა, ორი [[გრივნა|გრივნის]] ნომინალით<ref>{{Cite news|title=Нацбанк выпустил монету в честь украинской художницы – фото|url=http://biz.nv.ua/economics/natsbank-vypustil-monetu-v-chest-ukrainskoj-hudozhnitsy-foto-680518.html|accessdate=2017-02-20}}</ref>.
[[2017]] წლის [[17 თებერვალი|17 თებერვალს]] უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ჩაუშვა ტატიანასთვის მიძღვნილი მონეტა, ორი [[გრივნა|გრივნის]] ნომინალით<ref>{{Cite news|title=Нацбанк выпустил монету в честь украинской художницы – фото|url=http://biz.nv.ua/economics/natsbank-vypustil-monetu-v-chest-ukrainskoj-hudozhnitsy-foto-680518.html|accessdate=2017-02-20}}</ref>.


[[ფაილი:Пам’ятник Тетяні Нилівні Яблонській – народній художниці України, лауреату Національної премії ім. Т. Шевченка, Герою N0364.jpg|მინი|ტატიანა იაბლონსკაიას ძეგლი]]
[[ფაილი:Пам’ятник Тетяні Нилівні Яблонській – народній художниці України, лауреату Національної премії ім. Т. Шевченка, Герою N0364.jpg|მინი|ტატიანა იაბლონსკაიას ძეგლი]]

21:02, 28 თებერვალი 2021-ის ვერსია

ტატიანა იაბლონსკაია
უკრ. Тетя́на Ни́лівна Ябло́нська
დაიბადა 11 თებერვალი, 1917
დაბადების ადგილი სმოლენსკი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 17 ივნისი, 2005 (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი, უკრაინა
ეროვნება უკრაინის დროშა უკრაინა
ჟანრი საჟანრო ფერწერა და პეიზაჟი

ტატიანა იაბლოსკაია (უკრ. Тетя́на Ни́лівна Ябло́нська, დ.24 თებერვალი, 1917,სმოლენსკი, რუსეთის იმპერია — გ.17 ივნისი, 2005, კიევი, უკრაინა) — საბჭოთა, უკრაინელი მხატვარი-ფერმწერი, გრაფიკოსი, პედაგოგი; სსრკ-ის სახალხო მხატვარი - 1982; ორი, მეორე კატეგორიის, სტალინური პრემიის ლაურეატი 1950-1951 წლებში; სსრკ-ის სახელმწიფო პრემია - 1979; უკრაინის გმირი - 2001.

სსრკ-ს საფოსტო მარკა, 1967 წელი.

ბიოგრაფია

ტატიანა იაბლონსკაია დაიბადა 1917 წლის 11 თებერვალს სმოლენსკში. 1928 წელს მისი ოჯახი ოდესაში გადავიდა, შემდეგ 1930-ში კამენეც-პოდოლსკში, სადაც შვიდწლედი დაამთავრა, ხოლო 1934-ში ლუგანსკში.

1933 წელს მან კიევს სამხატვრო ტექნიკუმში ჩააბარა, ამის შემდგომ 1935 წელს კიევის სამხატვრო ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი კახდა, სადაც 1941 წლამდე იღებდა განათლებას. პროფესიით მხატვარ-ფერმწერია.

თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მონაწილეობდა უკრაინის, საბჭოთა კავშირისა თუ საერთაშორისო გამოფენებში, თუმცა მათგან გამოსარჩევია 1956 წლის XXVIII სამხატვრო გამოფენა ვენეციაში და 1958 წლის მსოფლიო გამოფენა ბრიუსელში.

დიდებამ და ოფიციალურმა აღიარებამ ტატიანაზე და მის შემოქმედებაზე ზეგავლენა ვერ იქონია. მას მირებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, იგი იყო უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1951—1959 წლებში. 1968 წელს, უკრაინელი მხატვრების ყრილობაზე, მან მკვეთრად გააკრიტიკა პარტიული ორგანოების მიერ ხელოვნების „მეურვეობა“. ამის შემდეგ მისი ნახატი „ცხოვრება გრძელდება“ გამოფენიდან ჩამოხსნეს, იდეოლოგიურად არასწორი მიდგომის გამო, ხოლო თვითონ ტატიანას ცენტრალური კომიტეტის იმ დროოინდელ მდივანთან მკაცრი საუბარი ჰქონდა ანდრეი სკაბოს პროპაგანდასთან დაკავშირებით. ღია მუქარების შემდეგ იგი ყველა დაკავებული თანამდებობიდან მოხსენს. რამდენიმე თვის სემდეგ სკაბო გაათავისუფლეს, შემოქმედებით ინტელიგენციასთან ურთიერთობის შეწყვეტის გამო, ხოლო ტატიანას კვლავ აღუდგინეს არსებული სტატუსი.

ნაციონალიზმის ბრალდებით, ტატიანას ალბომის თითქმის მთელი ტირაჟი, რომელიც ივან დრაჩას ლექსებსაც მოიცავდა, განადგურებულ იქნა.

1947-დან 1973 წლამდე იაბლონსკაია კიევის ხელოვნების ინსტიტუტში ასწავლიდა, მრავალი ცნობილი მხატვარი სწორედ მისი მომსწავლე იყო. 1967 წელს პროფესორის წოდება მიიღო.

1944 წლიდან ირიცხებოდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მხატვართა კავშირში. 1975 წლიდან სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრი იყო, ხოლო 1997-დან კი უკრაინის სამხატვრო აკადემიის.

1999 წელს გადატანილი ინსულტის გამო ეტლს იყო მიჯაჭვული[1].

იგი გარდაიცვალა 2005 წლის 17 ივნისს კიევში, დაკრძალულია ბაიკოვოს სასაფლაოზე.

ოჯახი

ტატიანას მამა, ნილ იაბლონსკი (1888—1944) გახლდათ მხატვარი, გრაფიკოსი და ენის მასწავლებელი; მას ჰყავდა უმცროსი და-ძმა, ელენა (1918—2009), რომელიც ასევე მხატვარი იყო და დიმიტრი (1921—2001), საბჭოთა და უკრაინის დამსახურებული არქიტექტორი (1999) და პროფესორი იყო (1978).

მას ჰყავდა ორი ქმარი და სამი ქალიშვილი: პირველი, სერგეი ოტროშენკო (1910—1988) — ფერმწერი, მონუმენტალისტი და თეატრალური მხატვარი; მეორე — ეროვნებით სომეხი, არმენ ატაიანი, ასევე მხატვარი და ფერმწერი[2]. შვილები: ელენა ბეისემბინოვა, ოლგა ოტროშენკო და ირინა ატაიანი.

ტატიანას საფლავის ქვა

მოგონება

2005 წელს კიევის კავშირის დეპუტატების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ უკრაინელი გმირის, ტატიანა იაბლონსკაიას სახელობის მუზეუმი და მისი სახელი დაერქმიათ დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის.

2017 წლის 17 თებერვალს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ჩაუშვა ტატიანასთვის მიძღვნილი მონეტა, ორი გრივნის ნომინალით[3].

ტატიანა იაბლონსკაიას ძეგლი

ლიტერატურა

  • Ігор Шаров, Анатолій Толстоухов. Художники України: 100 видатних імен. — К.: АртЕк, 2007. — C. 469.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Интервью дочери Татьяны Яблонской. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-12. ციტირების თარიღი: 2010-08-03.
  2. Киевский календарь
  3. „Нацбанк выпустил монету в честь украинской художницы – фото“. ციტირების თარიღი: 2017-02-20.