ანტონინა კრავჩუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა თარგი
ხაზი 73: ხაზი 73:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

{{უკრაინის პრეზიდენტის მეუღლეები}}


[[კატეგორია:უკრაინის პირველი ქალბატონები]]
[[კატეგორია:უკრაინის პირველი ქალბატონები]]

09:00, 28 თებერვალი 2021-ის ვერსია

ანტონინა კრავჩუკი
Антоніна Кравчук
ანტონინა კრავჩუკი Антоніна Кравчук
უკრაინის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 დეკემბერი, 1991 – 19 ივლისი, 1994
პრეზიდენტი  ლეონიდ კრავჩუკი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრელიუდმილა კუჩმა

დაბადებული3 ნოემბერი, 1935 (1935-11-03) (88 წლის)
ბელოპოლიეს რაიონი, სუმის ოლქი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი
მეუღლელეონიდ კრავჩუკი
შვილებიოლექსანდრ კრავჩუკი

ანტონინა მიხაილის ასული კრავჩუკი (უკრ. Антоніна Михайлівна Кравчук; დ. 3 ნოემბერი, 1935, ბელოპოლიეს რაიონი, სუმის ოლქი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი) — უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის მეუღლე და უკრაინის ისტორიაში პირველი ქალი, რომელსაც პირველი ლედის თანამედებობა ეკავა.

ბიოგრაფია

ანტონინა მიხაილის ასული მიშურა (მისი დაბადების გვარი) 1935 წლის 3 ნოემბერს უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, კერძოდ, სუმის ოლქის ბელოპოლიეს რაიონში დაიბადა. 1958 წელს მან დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა.

ანტონინა კრავჩუკი იყო ჟურნალ "პერსონალის", სრულიად უკრაინული ზოგადი პოლიტიკური საგანმანათლებლო ყოველკვირეული "პერსონალის პლუსის" დამფუძნებელი პერსონალის მენეჯმენტის რეგიონულ აკადემიაში. 1957 წელს[1][2] ის დაქორწინდა ლეონიდ კრავჩუკზე.[2][1] მეუღლის სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ანტონინა იშვიათად ესწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებებს.[1]

ანტონინა მიშურას ერთი შვილი ჰყავს, ოლექსანდრ ლეონიდის ძე კრავჩუკი, რომელიც სახელმწიფო კომპანია ,,ნაფკომ-აჰროს" და ყოფილი საფეხბურთო კლუბის, ბროვარის ნაფკომის პრეზიდენტია. კრავჩუკს ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს. იმის მიუხედავად, რომ ანტონინა უკრაინის სახელმწიფოსთვის აღარ მუშაობს, ის კვლავაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ დაჩაზე ცხოვრობს, კონჩა-ზასპაში.[3]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 First ladies of Ukraine, ITAR-TASS (6 June 2014).
  2. 2.0 2.1 Bush, Barbara (1994). Barbara Bush: A Memoir. New York: Scribner, გვ. 428. ISBN 0-7432-5447-3. ციტირების თარიღი: 13 June 2014. 
  3. "Ukrayinska Pravda exposes president's Mezhygirya deal", Kyiv Post (6 May 2009).