ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38: ხაზი 38:
{{/გამოძახება|სურამისა და ხაშურის ეპარქია}}
{{/გამოძახება|სურამისა და ხაშურის ეპარქია}}
{{/გამოძახება|ჯუმათის მონასტერი}}
{{/გამოძახება|ჯუმათის მონასტერი}}
{{/გამოძახება|მოსკოვის ისტორია}}

17:16, 26 თებერვალი 2021-ის ვერსია

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი

გთხოვთ ამ გვერდზე დაასახელოთ რჩეული სტატიის კანდიდატები. დასახელებისას სტატიას მიუწერეთ თქვენი სახელი, ამასთან ყურადღება მიაქციეთ დასახელებისთვის აუცილებელ პირობებს. ახალი კანდიდატი დაამატეთ ბოლო სტატიის შემდეგ, სექციაში მომდევნო. არჩევა ხდება კონსენსუსით. გამოიყენეთ თარგები {{ნომი}}, {{ჰო}}, {{მოიცა}}, {{არა}}. თარგის {{ჰმმ}} გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ის კენჭისყრაში არ ჩაითვლება.

ზოგადად რჩეული სტატია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

  • სტატია უნდა იყოს დასრულებული სახის (შინაარსი, ფორმატი, ბმულები, კატეგორიები).
  • სტატია დაწერილი უნდა იყოს ენციკლოპედიის სტილში გამართული ენით.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 20 კილობაიტისა.
  • სტატია გაფორმებული უნდა იყოს ქართულენოვანი თვალსაჩინო მასალებით: სურათი, რუკა, გრაფიკა და სხვა.

ყურადღება: სასურველია რჩეულ სტატიად გამოტანისას თემატური მონაცვლეობა დავიცვათ. რუბრიკებში სპორტი, რელიგია და მეცნიერება რჩეული სტატიების სიმწირეა.

ახალი კანდიდატის წარდგენა:

რჩეული სტატიის კანდიდატის წარსადგენად შეავსეთ ეს ფორმა

კანდიდატები

გვერდის რედაქტორს:


ახალი სტატიის მთავარ გვერდზე განთავსებამდე გაეცანით გეგმას (სტატიების განახლების თარიღია ყოველი თვის 1 რიცხვი და 15 რიცხვი).

უპირველეს ყოვლისა

კაროლინა მატილდა ბრიტანელი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

✔ რჩეული გახდა 03/07/2021
@პაატა შ:, მადლობა შენიშვნისთვის, ცოტა გვიან, მაგრამ გამოვასწორე--Valois 15:22, 11 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

ჰაქიმ ზიეში

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

✔ რჩეული გახდა 15 ივნისი, 2021
@გიო ოქრო: დავიწყე გაქართულება, მალე მზად იქნება--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 08:20, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 09:19, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@M.: ხუთ წუთში მზადაა--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 08:12, 17 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@M.: მზადაა--ჯეო4WIKI განხილვა

წვლილი 08:35, 17 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@M.: გაკეთდა--ჯეო4WIKI განხილვაწვლილი 18:19, 18 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში თითოეულ სანაკრებო თამაშს ჩავუსვი შესაბამისი წყარო, მემგონი ასე უფრო კარგად ჩანს--ჯეო 4WIKI განხილვაწვლილი 13:42, 16 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი: — 1) სტატიის შესავალშივე, წარმოთქმა IPA-ს საშუალებით მითითებულია, როგორც [zijɛʃ], ანუ „ზიეშ“, იქვე წერია, რომ ნიდერლანდურად წარმოითქმის, როგორც ზიეხი, რაც აშკარდ არასწორია. 2) „უკეთესად თამაშობს მარცხენა ფეხით“, ასევე, მთლიანი სექცია „თამაშის სტილი“ არ შეიცავს არცერთ წყაროს და ჰგავს პირად მოსაზრებას/შეფასებას. სწორია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა; მსგავს შეფასებებს წყარო სჭირდება. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 15:00, 17 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: ნიდერლანდურად წარმოითქმევა „ზიეხ“ მაგრამ ის არ არის ნიდერლანდელი და არც თამაშობს ნიდერლანდების ნაკრებში (ანუ „ზიეხ“ მხოლოდ იმიტიომ მიეთითა რომ ნიდერლანდებში ასე ეძახიან), არაბულში კი წარმოითქმევა როგორც „ზიეშ“ შესაბამისად გადაწყდა რომ სტატიის სათაურში „შ“ უნდა ყოფილიყო და არა „ხ“.----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 09:17, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება მოსაზრებაზე მე არაფერს შუაში ვარ, ფრანგულ ვიკიპედიაშიც ვხვდებით მსგავს სექციას----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 09:19, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
წყაროც ფრანგულის მიხედვით მივუთითე----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 09:22, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. მაშინ [zijɛʃ] არაბულზე გადავიტანოთ. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 13:24, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
შესწორება: ინგლისური ვიკიპედია [zijɛʃ]-ს ნიდერლანდურ წარმოთქმად მიუთითებს, ასევეა ნიდერლანდური ვიკიპედიაც. „ზიეხი“ ვერსად ვიპოვე. არ ვთვლი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არ უნდა ეწეროს. შენს ადგილას უბრალოდ წავშლიდი მაგ წინადადებას. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 13:29, 19 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Anry.kiknavelidze: კი ბატონო, ამოღებულია----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 14:09, 21 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვატყობ ამ სტატიის სტატუსი 2021 წლისაკენ მიქრის :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 10:04, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

იგორ სტრავინსკი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

დიმიტრი შოსტაკოვიჩი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

✔ რჩეული გახდა 04/25/2021

მომდევნო

ტოსკა

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

✔ რჩეული გახდა 20 მაისი, 2021

ბენჯამინ ბრიტენი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ოჯიბვე

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

✔ რჩეული გახდა 1 ივნისი, 2021

სტოიციზმი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

XX საუკუნის კლასიკური მუსიკა

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

სექტემბერში ავირჩიოთ ჩვენც😀 — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 08:54, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ნიუ-იორკის მე-20 საარჩევნო ოლქის სპეციალური არჩევნები (2009)

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ჯერ სათაური გაგვესწორებინა უკეთესი იქნებოდა. ნიუ-ორკის? თუ ნიუ-იორკის? --Wiki - ჯაბა 03:10, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გაგისწორებია უკვე. მადლობა. — ნიკა 07:16, 16 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამოსწორდა, მადლობა. — ნიკა 17:39, 10 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, გასწორებულია. ნიკა 20:16, 22 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ბოტსვანა

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ტრაპიზონი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ლენარდ ბერნსტაინი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

გურიის სამთავრო

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ლონდონის დიდი ხანძარი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

სოჭის კონფლიქტი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) — --M. განხილვაწვლილი 06:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:56, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - ამ ფორმით ამ სტატიის რჩეულზე წარდგენა არ შეიძლება. გადავხედე სტატიას, დამოწმებებს. ტექსტი მთლიანად შემოტანილია მხოლოდ ერთი მონოგრაფიიდან, ესაა ,,რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920)”. შიდა მითითებები (სქოლიო), რაც 1918-1919 წლის პრესიდანაა ასევე იდენტურია იმასთან, რაც ამავე წიგნის შიგნითაა გამოყენებული. დიახ, ასეც შემოდის ვიკიპედიაში სტატიები, მაგრამ ესაა ფაქტობრივად ამ წიგნის კონსპექტური ვერსია. 25 სქოლიო არის მხოლოდ ამ ერთი წიგნიდან და თქვენ მითითებული გაქვთ ამ წიგნის ავტორის მოძიებული მასალები იდენტურ ადგილას, ეს არღვევს ტექსტის საავტორო უფლებებს. მსგავს ადილებში ან მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ. სხვაგვარად არანაირ რჩეულის სტატუსს არ იმსახურებს, ასე პლაგიატი გამოდის. ერთი წიგნით შემოტანილი სტატია კი რჩეულის სტატუსს ვერ მიიღებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:26, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: ამ კომენტარიდან შემიძლია გავითვალისწინო ეს ნაწილი „მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ“ — ეს მისაღებია, თუმცა არ ეხება ყველა სქოლიოს, არამედ მხოლოდ სქოლიოს ნაწილს (დაახლოებით ნახევარს). რაც შეეხება კომენტარის დანარჩენ ნაწილს — თითიდანაა გამოწოვილი. ეტყობა რომ მართლაც „გადახედეთ“ და არ წაგიკითხავთ. სტატია იმ ლიტერატურითაა მომზადებული, რაც არსებობს ქართულ ენაზე და რაც მითითებულია კიდეც სტატიაში და ეს არაა მხოლოდ ერთი წიგნი. თუ თქვენ მეტზე მიგიწვდებათ ხელი, დაამატეთ, არავინ გიშლით. --M. განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
      •  კომენტარი: ვფიქრობ საკმაოდ კონსტრუქციული შენიშვნა მოგეცით სტატიასთან დაკავშირებით, რადგან არსებული ფორმა პლაგიატია. 25 არსებული სქოლიოდან 25-ვე არის არსებული წიგნიდან ამ წიგნის მითითების გარეშე (არანაირი ნახევარი). გამოდის წიგნის ავტორს ტყუილად უწვალია და გადმოგვაქვს მისი ნაშრომი ამ პიროვნების მითითების გარეშე. ასე არ იწერება სტატია. ნამდვილად გადავხედე და ფორმაზეც მოგეცით შენიშვნა, წაკითხვა შინაარსობრივი მხარის გააზრებასაც ნიშნავს და რადგან არ ვარ საკითხის მიმართ კომპეტენტური შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი. თითიდან გამოწოვილი არა, ამ წიგნიდან და სტატიიდან აღებული ინფორმაციის შედეგად გიზიარებთ შენიშვნას. ამ ფორმით სტატიის არსებობა და გარჩეულება არის ვიკიპედიისთვის დამაზიანებელი და ორიგინალი ავტორის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:40, 15 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - მიხარია რომ ეგ ხარვეზი აღმოიფხვრა. ამისთვის მადლობა. მაგრამ ახლა უკეთ ჩანს რომ სტატია ერთი წიგნიდანაა გადმოწერილი (ყოველ შემთხვევაში სქოლიო ამას მოწმობს), ამიტომ ამჯერად გირჩევთ სტატიის დამოწმებაში დამატებითი მასალები შეიტანოთ. სხვაგვარად კენჭისყრა ვერ შედგება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:24, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: სტატიაში გამოყენებულია სამი წიგნი და ორი სტატია. ყველა მითითებულია. სტრუქტურა და გადმოცემის ენა ორიგინალურია, copy paste არ არის. ახლა შინაარსიც ორიგინალური ვერ იქნება --M. განხილვაწვლილი 17:13, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  • სქოლიოთი ჩანს, რომ გამოყენებულია ერთი წიგნი. თუ სხვა წიგნებიცაა გამოყენებული და სქოლიოთი არაა დამოწმებული, მაშინ ესეც გასასწორებელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რიხარდ ვაგნერი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

 კომენტარი: კარგი იქნება სქოლიოები „Millington (2001)“ და მისთ. გადადიოდეს შესაბამის წიგნზე. ასევე, ვფიქრობ, სქოლიო, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და შენიშვნები უნდა იყოს ცალ-ცალკე და ისეთი თანმიმდევრობით, როგორსაც ვიყენებთ ჩვეულებრივ. გიო ოქრო 19:51, 28 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი: სტატიაში ლიტერატურის სექციის შემდეგ პრობლემებია. თარგ:წიგნის ჩასმის შემდეგ ავტორის სახელი და გვარი დაშორებული ასოებით იწერება, რაც არაა ვიზუალურად ლამაზი. --Wiki - ჯაბა 18:15, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ნენსი რეიგანი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

მაიკლ ჯორდანი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) სტატია ჩემი აზრით სრულყოფილია და იმსახურებს რჩეულ სტატიებს შორის ყოფნას, თუმცა თუ რამე იქნება დასამატებელი დავამატებ. Rumi 09:10, 28 მაისი 2020 (UTC)
  • (ნეიტრალური) ძალიან ბევრი სექცია აკლია — დასაწერია თითქმის ნახევარი ცხოვრება - კარიერის შემდგომი. არაფერია ნახსენები აღიარებაზე, ბიზნესსა და პირად ცხოვრებაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ეწეროს შარლოტ ჰორნეტსის ფლობაზე.--Saliner 12:03, 28 მაისი 2020 (UTC)

ოლივიე მესიანი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

მორის რაველი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

შვედეთი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

არნოლდ შონბერგი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

გეორგ შოლტი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

ოტელო (ვერდის ოპერა)

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

პარსიფალი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

პიერ ბულეზი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

დვალეთი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

(ნომინაცია) ჩემი აზრით სრულყოფილი სტატია საქართველოს ისტორიულ-ეთნგრაფიულ მხარეზე. გიო ოქრო 20:12, 13 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: გიორგი, წავიკითხე სტატია. ინფორმაცია, რომელიც დამატებული გაქვს ძველ მასალაზე შემოტანილი გაქვს მხოლოდ ბატონ როლანდ თოფჩიშვილის ავტორობით გამოცემული მონოგრაფიიდან, რომელიც ასევე ონლაინ რესურსია, რაც თავისთავად ვერ გახდის სტატიას სრულყოფილს, როგორც აღნიშნე. აუცილებელია სტატიაში დაამატო ინფორმაცია სხვა ავტორების, ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების მასალებიდან, სხვანაირად სტატია ვერ იქნება სრულყოფილი და მითუმეტეს ვიკიპედიის რჩეული. აგრეთვე მინდა შევნიშნო, რომ სტატიაში არის ფაქტები, რომლებიც საჭიროებენ წყაროს მითითებას. როდესაც წერია ,,ქართულ წყაროებში (,,ქართლის ცხოვრებაში”) წერია...” ქართლის ცხოვრება არ არის ცალკეული წყარო, ქართლის ცხოვრება არის თხზულებათა კრებული და თუ წყაროდ მითითება გვინდა უნდა მივუთითოთ რომელ თხზულებაში წერია ესა თუ ის ფაქტი, ზოგადად წყაროდ მხოლოდ ამ თხზულებების მითითებაც კი არაა მიზანშეწონილი, გააჩნია რა საკითხს ეხება და როგორ. შესაძლებელია ეს თავად ბატონ თოფჩიშვილსაც აქვს გამორჩენილი, საიდანაც გაქვს ამოწერილი, თუმცა მაშინ ეს მისი შეცდომაა და ჩვენც ნუ გავიმეორებთ. შენამდე არსებულ ტექსტში ერთ-ერთ ქვეთავში - ეტიმოლოგიაში არის საკმაოდ ვრცელი ტექსტი ყოველგვარი ლიტერატურის მითითების გარეშე. წერია ,,ბ. გამყრელიძემ 1998 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში...”, ვინ არის ბ. გამყრელიძე, რომელ კრებულსა, თუ მონოგრაფიაში უწერია დვალეთზე? ეს არც მაგ ქვეთავში წერია და არც ლიტერატურის სექციაშია ნახსენები ,,ბ. გამყრელიძე”. ზოგადად ეს არის სპეციფიკური სამეცნიერო თემატიკა, ფართო კამათისა და დისკუსიის საგანი, სხვადასხვა მეცნიერის სხვადასხვაგვარი შეფასებით, ამიტომ მსგავს სტატიებში უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტერატურის ჯეროვანი მითითება, რომ სტატია არ გახდეს დავის, კრიტიკის და შეცდომაში შეყვანის მიზეზი. აგრეთვე, სტატიაში ზოგიერთ ადგილას დამოწმებული გაქვს ,,ჯავახიშვილი 1919”, მაინტერებეს თავად გადაამოწმე და წაიკითხე ჯავახიშვის, 1919 წლის გამოცემაში, მე-8 გვერდზე ნამდვილად უწერია ყოველივე ეგ ინფორმაცია? თუ პირდაპირ გადმოიტანე ტექსტი ისე, როგორც ეს არის https://visualanthropology.iliauni.edu.ge/index.php ამ უავტორო გვერდზე? თუ ლიტერატურად ვენდობით ილიაუნის ამ ინფორმაციას მაშინ რაც ილიაუნს აქვს მითითებული ის ავტორები არ უნდა მივუთითოთ, უნდა მივუთითოთ მხოლოდ ილიაუნის ვებ-გვერდი და ვიკიპედიის მკითხველი არა ჯავახიშვილი 1919-თან გადავამისამართოთ, არამედ ილიაუნის ვებ-გვერზე. ასეა აკადემიური კეთილსინდისიერების შემთხვევაში, რადგან არ ვიცით ნამდვილად სად რა უწერია ჯავახიშვილს. მოკლედ, დავიწყე რედაქტირება, მაგრამ ჩემი კომპეტენცია რომ არ იყო შევჩერდი. სტატიაზე პიადად მე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას ან მხარი დავუჭირო, ან ვუარყო. სტატიის რედაქტირება მე არ შემიძლია, მიუხედავად იმისა რომ ისტორიკოსი ვარ პროფესიით, მეტად რთული საკითხია. შენ და ვიკიპედიის საზოგადოებას გირჩევთ შესაბამისად, საფუძვლიანად დაამუშაოთ აღნიშნული სტატია და შემდეგ წარადგინოთ, როგორც სრულყოფილი ან უბრალოდ საინტერესო. სტატიას კიდევ ბევრი მნიშვნელოვნი ნაკლი აქვს, თუმცა რაც ზემოთ აღვნიშნე ის ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ გაითვალისწინებთ დანარჩენზე შემდეგ დავწერ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 00:13, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    „ქართულ წყაროებში („ქართლის ცხოვრებაში“)“ — ეს არის ავტორის სიტყვები, ჩემი არაა. „ჯავახიშვილი 1919“ — თავად გადავამოწმე და ნამდვილად უწერია ეგ, მისგან მაქვს ამოღებული. ეტიმოლოგიას რაც შეეხება, შეძლებისდაგვარად გავასწორებ. გიო ოქრო 05:43, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    P.S. თოფჩიშვილის ავტორობით გამოსული 3 წიგნიდანაა შემოტანილი, ამ თემაზე ნაშრობემი უმეტესად მას ეკუთვნის. გიო ოქრო 05:45, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
    ეგ რომ ავტორის სიტყვებია და შენი სიტყვები არაა და copy-paste-თი გადმოტანილია ტექსტი, ერთ-ერთი პრობლემაც მაგაში მდგომარეობს. ჩვენ მხოლოდ გადმომწერები არ ვართ. ჯავახიშვილის 1919 წელს გამოშვებული, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნი ნამდვილად გაქვს? თუ pdf არსებობს სტატიაშიც რატომ არ უთითებ ინტერნეტ-რესურსებში? (ეს როცა სტატიას სრულყოფილს ვუწოდებთ, თორემ აქ ასეთი სტატიებია ალბათ 80%). რაც შეეხება თემას ,,თოფჩიშვილის ავტორობით გამოსული 3 წიგნიდანაა შემოტანილი, ამ თემაზე ნაშრობემი უმეტესად მას ეკუთვნის” - სამი წიგნის სახელწოდება შემდეგია: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები (2017), დვალეთი და დვალები (2016), ენციკლოპედია „საქართველო“ (2012). აქედან გამომდინარე ავტორს აქს გამოცემული ორი მონოგრაფია, სადაც ერთი წიგნი იმ მეორე წიგნის ნაწილია, როგორც ერთ-ერთი მხარე სხვა მხარეებს შორის. აქ საკუთრივ დვალეთზე ორი იდენტური ინფორმაციაა და მესამეა ენციკლოპედია, სადაც ამ ავტორის ასევე იგივე ინფორმაციაა შესული, ცხადია, კიდევ უფრო შემცირებული ენციკლოპდიური ვარიანტი. ამიტომ ეგ სამი წიგნი არაფერს ნიშნავს, საჭიროა სხვა ავტორები სტატიის სრულყოფისა და რჩეულობისთვის. როლანდ თოფჩიშვილი არ არის ერთადერთი და ავტორი ამ საკუთხებზე და თუ არის, მითუმეტეს უნდა მოვერიდოთ მხოლოდ მისგან კოპირებას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 09:02, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურაში მითითებული ავტორები ადგილების გამოტოვებით რატომ არის აღნიშნული ? ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. დაიწეროს ჩვეულებრივად. - OTOGI Messages 09:20, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, დავტოვე ისე, როგორც ავტორს უწერია. მადლობა გასწორებისათვის. ჯავახიშვილის წიგნი მე არ მაქვს, სხვის ბიბლიოთეკაში მოვიძიე. თოფჩიშვილის წიგნებს რაც შეეხება, ტექსტები ამოღებული მაქვს სხვადასხვადან, ერთი და იგივე, შესაძლოა, ეწეროს, თუმცა ერთგან რომ ვერ მივაგენი გარკვეულ ფაქტებს, მეორეგან ვნახე და ამიტომაა მითითებული მისი წიგნები. „შემცირებულ ენციკლოპდიურ ვარიანტში“ კი ისეთი ცნობებია (რაც გადმოტანილი მაქვს), რომლებიც ასევე ვერ ვნახე ავტორის სხვა წიგნებში. ერთადერთი ავტორი არ არის, კი ბატონო, თუმცა ძირითადი ნამუშევრები მას ეკუთვნის, მის გარდა სხვა ნამუშევრებიცაა მითითებული. არის კიდევ ერთი წიგნი (სხვა ავტორის), რომელიც ვერ მოვიძიე ვერსად, სამწუხაროდ. იქაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციები. გიო ოქრო 10:45, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამდენი გიწვალია, ბიბლიოგრაფიული იშვიათობა სხვის ბიბლიოთეკაში მოგიძიებია, დაგიმუშავებია და მაინც სიტყვასიტყვით გადმოიტანე ლინკზე არსებული ინფორმაცია? თუ ეს ასეა არასწორია, რადგან ასეთ შემთხვევაში გადმოწერა კი არა ორიგინალი სტატიის დაწერაც კი შეგიძლია. და თუ მაინც კოპირება გადაწყვიტე, პირადად მე ეს არ მიმაჩნია სანდოდ, ამიტომ კარგი იქნება, თუ მაგ მითითებას საერთოდ ამოიღებ და უბრალოდ ლინკს დატოვებ, საიდანაც გაქვს გადმოტანილი. თოფჩიშვილის წიგნებს რაც შეეხება, ჩემი შენიშვნის მიზანი ის კი არაა, რომ მაინცდამაინც ბევრი ავტორის სახელი და გვარი ფიგურირებდეს, არამედ ინფორმაციის სანდოობა მიზანი და რამდენიმე ავტორის მითითება ავსებს და აჯერებს არსებულ ინფორმაციას, მეტ სანდოობას სძენს, რაც ასე აკლია ქართულ ვიკიპედიას. თავის მხრივ თოფჩიშვილს თავის სტატიაში უნდა ჰქონდეს წყაროები და მასალები მითითებული, რის საფუძველზეც ამბობს ფაქტებს, თუ ეს არ აქვს ეს მისი ნაკლია და არაა კეთილსინდისიერება და თუ აქვს, მაშინ ეს შენც შეგიძლია გადმოაყოლო გადმოტანილ ინფორმაციას. ,,მის გარდა სხვა ნამუშევრებიცაა მითითებული” - მითითებული არის ლიტერატურის სექციაში, სტატიაში არსადაა დამოწმებული, ანუ მხოლოდ მითითება კი არა, მაგ ლიტერატურის დამოწმებაა საჭირო. პირადად მე ახლა მოვძებნე ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში (https://catalog.nplg.gov.ge/) და თოფჩიშვილის გარდა სხვა უამრავი ავტორი იძებნება, ვისაც ამ საკითხზე უმუშავია. მოდი ვაღიაროთ, რომ შემოთავაზებული სტატია გაქვს მხოლოდ როლანდ თოფჩიშვილის მონოგრაფიიდან და ილიაუნის ვებ-გვერდიდან გადმოტანილი და შენ გვთავაზობ რომ ესაა სრულყოფილი სტატია და ამაზე რაიმე კენჭისყრაც კი შესაძლებელი გგონია? სტატიები, მითუმეტეს რჩეული, და მითუმეტეს ასეთ რთულ სამეცნიერო საკითხებზე, ასე არ იწერება. გთავაზობ საფუძვლიანად დაამუშაო. ამ სახით არსებული სტატიისთვის ამ სტატუსის მოთხოვნა სრულიად გაუმართლებელია. --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:56, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რომელ „ლინკზე არსებულ ინფორმაციაზეა“ ლაპარაკი? თოფჩიშვილის ნაშრომებში რა ლიტერატურაცაა გამოყენებული, ნაწილობრივ მითითებულიც იყო, ზოგი დავამატე. მითითებული მასალა არის დაწერილი ჯავახიშვილის, თოფჩიშვილის რამდენიმე, ჯონდო გვასალიას, ქართლის ცხოვრების თანამედროვე გამოცემისა და ილიაუნის ნაშრომის (რომელიც სხვა მომხმარებლის დამატებულია) მიხედვით. „ისტორია“ ძირითადად შემოტანილია თოფჩიშვილის რამდენიმე წიგნიდან (სხვაგან ვერ ვნახე, ერთ წიგნს ვეძებ კიდევ). გიო ოქრო 14:58, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ ყველა შენიშვნა და ხარვეზი, რაც სტატიის გაუმართავობას უკავშირდება გასაგებად გადმოვეცი. პირდაპირ ვიტყვი ტექსტი თავიდან ბოლომდე არის copy-paste და ეს ძალიან მარტივი შესამჩნევია. ისევ თვლი რომ ეს სტატია სრულყოფილია და დამუშავებას აღარ აპირებ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:49, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
დაკოპირებული და ერთი წყაროთი დაწერილი იყო აქამდე, ახლა აღარ არის. ოთინაშვილის წიგნი თუ ჩავიგდე ხელთ, კიდევ უფრო გამდიდრდება. გიო ოქრო 16:09, 14 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ნოე ჟორდანია

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 09:55, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - ,,დაჭაბუკებული რეჯები დაბრუნდა ლანჩხუთში, მაგრამ მისმა ნათესავებმა არ მიიღეს... რეჯებმა დაიწყო ბრძოლა საკუთარი მამულისთვის და ნათესავებს საბოლოოდ გამოსთხოვა ლანჩხუთში დასახლების უფლება. მას მიუჩინეს ეკალ-ნარიანი ადგილი, რომელიც რეჯებმა გაკაფა...” - როგორ ფიქრობთ, ასეთ ტექსტს რაიმე ენციკლოპედიური მნიშვნელობა აქვს? მხატვრული ლიტერატურა ასე არ გადმოგვაქვს ვიკიპედიაში. ასევე რაც ერთი შეხედვით ჩანს გასაზრდელია სტატიის შესავალი ტექსტი, მხატვრული პასაჟები ტექსტიდან ამოსაღებია. პიროვნების ცხოვრების ცალკეული ეტაპები ცალკეა გამოსაყოფი და რაც ყველაზე მთავარია - დიდი ტექსტია და სათანადო სქოლიოებით არაა დამოწმებული. ამ სახით რჩეულზე წარდგენაც კი არ შეიძლება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:13, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • ამ ეტაპზე ნაადრევია. სტატია სტილისტურად გასამართია, მისი შესავალი გასავრცობია.--Melberg მიწერა 19:19, 15 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვარშავის ისტორია

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

გურიის აჯანყება

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) --M. განხილვაწვლილი 05:29, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: - სტატია არაა სქოლიოებით გამართული. რჩეულ სტატიას ვერ ექნება ორი სქოლიო. მითითებული ლიტერატურა ჩასვით ტექსტში სქოლიოს სახით. რომელი ფრაზა, თუ მთლიანი ტექსტი რომელი წიგნიდან გაქვთ გამოყენებული. მაგალითად წიგნი ,,გურული ვ., „საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)“, ტ. I, თბილისი: ქართული უნივერსიტეტი, 2017, ISBN 978-9941-953408” ჩემი აკრეფილია. ბატონ ვახტანგ გურულს და მე ამიტომ არ გვიწვალია, რომ ჩვენი შრომის შედეგი (რაც აქედან გაქვთ აღებული სტატიაში) სქოლიოთი არ მიუთითონ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:23, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) — მიუხედავად მითითებისა, სტატია არაა გამართული წყაროებით და ფაქტიურად, ერთ წყაროს ეყრდნობა, არსადაა წყაროს მითითებები ტექსტის შიგნით. ვერ აკმაყოფილებს არათუ რჩეულის, არამედ კარგი სტატიის მოთხოვნებსაც. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 17:45, 30 მაისი 2023 (UTC)[უპასუხე]

სურამისა და ხაშურის ეპარქია

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) - წარვადგენ ვიკისაზოგადოებისთვის შედარებით უჩვეულო სტატიას ეპარქიის შესახებ, რომელსაც არ აქვს დიდი ისტორია, მაგრამ რაც აქვს მისი წერილობითი ისტორია ვიკიპედიაზეც და ვიკიპედიის ტექსტის დამოწმებულ ლიტერატურაშიც ძირითადად ერთი ავტორის დაწერილია. ვიკიპედიაში ეს სტატია შემოიტანა მომხმარებელმა @Jaba1977:-მა, შემდგომში ის მე განვავრცე. ცხადია არ მაქვს სრულყოფილებაზე პრეტენზია, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ ქართული სოფლების, ქართველი საზოგადო მოღვაწეების და თუნდაც საქართველოს ეპარქიების ისტორიის აკადემიურად გამართული მასალების შემოტანა მსგავსი სტატიების გარჩეულებით წავახალისოთ. მივიღებ კონსტრუქციულ შენიშვნებს და გამიხარდება, თუ ხარვეზების აღმოჩენისას თავად აღმოფხვრით ან მეტყვით და ერთად მოვაგვარებთ. აქვე უნდა დავამატო, რომ სტატიაში საეკლესიო ისტორიაში მიღებული ტერმინებია, რაც საენციკლოპედიო მნიშვნელობისაცაა ,,ხელდასხმა”, ტიტულატურები და მისთანანი. კენჭისყრისას გთხოვთ მიუდგეთ ობიექტურად, რელიგიური აღმსარებლობის ან რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, რადგან სტატიას საისტორიო მნიშვნელობა აქვს. მადლობა წინასწარ და ველი წაკითხვას და შემდეგ კენჭისყრას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:11, 8 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) - Gobrona განხილვაწვლილი 19:31, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) - პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:30, 23 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) - სტატია არ არის მომზადებული სანდო წყაროების მიხედვით. ერთადერთი მითითებული ლიტერატურა არის გაზეთი ხაშურის მოამბე, რომელიც, როგორც თავად ამ გაზეთზეა მითითებული, წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო გამოცემას. მასში გამოქვეყნებული ინფორმაცია შესაძლოა გამდგეს მუნიციპალიტეტის შესახებ სტატიის გარკვეული ინფორმაციით შესავსებად, მაგრამ არა ეპარქიის ისტორიის დამოწმებისთვის. სტატიაში მითითებულია, რომ ეპარქია შეიქმნა 2013 წელს და სტატიის ყველაზე დიდი ნაწილია სქცია ისტორია, რომელიც VII საუკუნიდან იწყება. 2013 წელს შექმნილი ერთეულის ისტორიის ასეთ ინტერპრეტაციას სჭირდება სათანადო ისტორიული კვლევა, გამოქვეყნებული რეცენზირებად, აღიარებულ გამოცემებში და არა მუნიციპალურ საინფორმაციო გაზეთში. ასევე, სტატიის ნომინატორი და ერთ-ერთი მთავრი ავტორი თავად არის ავტორი ამავე გაზეთში მითითებული სტატიებისა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სტატია არის ორიგინალური კვლევა --M. განხილვაწვლილი 15:47, 4 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
    •  კომენტარი: - მადლობა უარგუმენტო, ჩასაფრებული შეფასებისთვის. პასუხს ასე გაგცემთ. 1. ,,ერთადერთი მითითებული ლიტერატურა არის გაზეთი ხაშურის მოამბე“ - ეს არ არის სიმართლე, სქოლიოში არის სხვა მასალებიც. ლიტერატურაში კი მითითებულია ის მასალა, რაც ერთადერთია ამ თემატიკაზე. უშუალოდ ეპარქიაზე მეტი ჯერჯერობით არსად დაწერილა. 2. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო გამოცემა რომაა ეს რა არგუმენტია იმისა, რომ სანდო წყარო არაა? გაზეთი ერთი საუკუნეა გამოიცემა და წლების მანძილზე უამრავი ისტორიული საკითხია გამოქვეყნებული. 3. „სტატიაში მითითებულია, რომ ეპარქია შეიქმნა 2013 წელს და სტატიის ყველაზე დიდი ნაწილია სქცია ისტორია, რომელიც VII საუკუნიდან იწყება“. - ან ეს რა არგუმენტია? საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს აღდგა, მაგრამ საქართველოს ისტორია არ იწყება 1991 წლიდან. 4. „2013 წელს შექმნილი ერთეულის ისტორიის ასეთ ინტერპრეტაციას სჭირდება სათანადო ისტორიული კვლევა, გამოქვეყნებული რეცენზირებად, აღიარებულ გამოცემებში და არა მუნიციპალურ საინფორმაციო გაზეთში“. - ისტორიულ კვლევას სად დავწერ და როგორ ეს ჩემი საქმეა, მაგრამ ისტორიული კვლევის გამოქვეყნების ადგილი არ არის ვიკიპედია. ვიკიპედია არის ენციკლოპედია და უნდა შეიცავდეს საჭირო ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე, სანდო გამოცემაზე დაყრდნობით და ეს გაზეთი სანდო გამოცემაა. თუ რეგიონულ გამოცემებთან გაქვთ რამე პრობლემა? მედია მასალებითაა შექმნილი ვიკიპედიის სტატიების უდიდესი ნაწილი. 5. „აღიარებულ გამოცემებში და არა მუნიციპალურ საინფორმაციო გაზეთში“. - აღიარებულ გამოცემებში რას გულისხმობთ? ოქსფორდს გამოვქვეყნებინო სურამისა და ხაშურის ეპარქიაზე და მერე აქ შემოვიტანო? თქვენ აქ ასე შემოგაქვთ მასალები? ისე თუ სანდო ავტორი არ გაქვთ თქვენ გაქვთ აქ შემოტანილი მასალები, რომლის რამდენიმე წიგნზეც ნამუშევარი ვარ, ეს წიგნზეცაა მითითებული და განხილვებშიც მაქვს დაფიქსირებული. თუ სანდო არ ვარ, რატომ შემოიტანეთ მასალა, რომელზეც მე ვიმუშავე? 6. „სტატია არის ორიგინალური კვლევა“. - აქაც კარგად გაეცანით რა არის ორიგინალური კვლევა და არავითარი პრეტენზია არ მაქვს იმისა, რომ ორიგინალური კვლევა შემოვიტანე ,,ორიგინალური კვლევა არის ტერმინი, რომელიც ვიკიპედიაში გამოიყენება გამოუქვეყნებელი ფაქტების, არგუმენტების, კონცეფციების, მტკიცებებისა და თეორიების მიმართ. ეს ტერმინი ასევე ეხება ყველა გამოუქვეყნებელ ანალიზს ან გამოქვეყნებული მასალის სინთეზს, რომელიც ადრე მიღებულ პოზიციას განავრცობს, ან ვიკიპედიის თანადამფუძნებელ ჯიმი უელსის სიტყვებით, განიხილება, როგორც „ახალი განსაზღვრება ან ისტორიული ინტერპრეტაცია“. მსგავსი ჩემთან არაფერია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:40, 7 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე)--Melberg მიწერა 08:56, 8 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჯუმათის მონასტერი

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

მოსკოვის ისტორია

კენჭისყრაში მონაწილეობა სტატიის ხილვა

  • (ნომინაცია) - ვფიქრობ, ნომინაციებს აკმაყოფილებს და სულ ცოტა განხილვას მაინც იმსახურებს. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 17:17, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • ცალსახად ნაადრევია. სტატიაში არსებობს უზარმაზარი სექციები, რომლებშიც წყაროები არ არის მითითებული. ტექნიკურადაც გასამართია.--— Melberg მიწერა 17:38, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • სხვა ზემოთ არსებული შენიშვნის გარდა, ოკუპაციის 100 წლის იუბილეზე მოსკოვის ისტორიის რჩეულობის კანდიდატად წამოყენება უბრალოდ რატომ... არ მესმის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:53, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სტატიამ რომ რჩეულის სტატუსი დააკმაყოფილის აქამდე ბევრი უკლია ძალიან. ამ ეტაპზე გამორიცხულია. საწინააღმდეგო ხმას პრაქტიკულად არც ვიყენებ აქ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ ზუსტად ეს ხმაა სწორი გადაწყვეტილება. --Wiki - ჯაბა 16:52, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სტატია მთლიანად მარტო ლიტერატურასა და ინტერნეტ რესურსებს ეყრდნობა. თუ რომელიმე ენიდან (თუმდაც რუსულიდან) არის ნათარგმნი, იქ მოცემული სქოლიო მაინც გადმოეტანა ფაქტების დამტკიცების მიზნით. --Mehman 97 21:01, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები მეჰმანს, ამ ზომის სტატიას რომ სქოლიო არ ექნება არაა კარგის ნიშანი :), სქოლიოს დამატებისა და გარკვეული ცვლილებების შემდეგ სტატიაში, დაფიქრება შეიძლება :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:43, 3 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ ყველას, ვიკიპედიის მეგობრებო თუ თანამშრომლებო (არ ვიცი რა გიწოდოთ, უბრალოდ), თქვენი კომენტარებისათვის. მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, იმედია, ადგილი სწორად შევარჩიე ამისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ მაინტერესებდა - როგორ დავდო სტატია რჩეულის კანდიდატებში და უბრალოდ, მოვსინჯე და გამომივიდა. მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ და დრო დაგაკარგვინეთ.

  • 1. ბატონო Melberg, თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად ამიხსნათ - რას გულისხმობთ "ტექნიკურ გამართულობაში" - თქვენც სქოლიოს, როგორც ბატონი Mehman 97 და ბატონი ჯეო2007?
  • 2. ბატონ -გიორგი ჩუბინიძეს ვეტყვი, რომ გეთანხმებით ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოღონდ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს იყო მცდელობა - როგორ დამედო სტატია კანდიდატებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე და იმ მომენტისათვის ეს ახალგამომცხვარი სტატია მოვსინჯე. შესაბამისად, არ მიფიქრია ოკუპაციის თემაზე.
  • 3. ბატონ Wiki - ჯაბას რაც შეეხება, მისგან სხვანაირ პასუხს არც ველოდები მომავალშიც. დანარჩენი ღმერთმა იცის.

კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონებო. გისურვებთ წარმატებებს!...--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 10:22, 7 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Fiqriasidamonize: მთავარი პრობლემა არის წყაროები, მათი არ არსებობა და მათი გაფორმება. წყაროების საბაზისო მითითებისთვის იხ. ვპ:წამო, თუმცა რჩეული სტატიისთვის აუცილებელია, რომ წყაროები გაფორმებული იყოს არსებული სტანდარტის შესაბამისად - მაგალითისთვის, იხილეთ კურთხეული გაზაფხული, სადაც წყაროები იდეალურადაა გაფორმებული.

P.S. ნომინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ამ გვერდზე, და არა განხილვაში.--Melberg მიწერა 17:32, 7 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში მოცემულია ბევრი ენციკლოპედიური ინფორმაცია, მაგრამ წყაროს გარეშე, ჩემთვის არადამაჯერებელია რომ ეს მთლიანი ინფორმაცია გადმოცემულია მხოლოდ იმ რესურსებში რომლებიც სტატიის ბოლოშია მითითებული, მიუხედავად ამისა ინფორმაციის კონკრეტულ მონაკვეთებს უბრალოდ უნდა მიეთითოს წყარო ან ჩაესვას შესაბამისი თარგი, ამისა და მცირე ტექნიკური ცვლილებების შემდეგ მე პირადად მზად ვარ შევიცვალო აზრი, წარმატებები----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 17:38, 7 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
მეგობრებო, მადლობა კომენტარებისთვის. ვეცდები წყაროების საკითხი მოვაგვარო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვისწავლო მითითება. სხვა მხრივ, დიდად დაინტერესებული არ ვარ რჩეულობით, მით უმეტეს, რომ ვეთანხმები ბატონ გიორგი ჩუბინიძეს ოკუპაციასთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, ეს საცდელი მომენტი იყო. მადლობა, კიდევ ერთხელ მაპატიეთ, რომ დრო წაგართვით. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 16:36, 8 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]