მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:


სია ჩვეულებრივ უკავშირდება [[საქართველოს სამეფო]] ტახტზე [[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] ფუძემდებელს, მეფე ბაგრატ III (II)-ეს, რომელიც ხელისუფლებაში აფხაზთა მეფის ხარისხში მოვიდა 978 წელს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბაგრატ III-ეს შეეძლო შეედგინა სია, აფხაზეთის ტახტზე მისი უფლებების მხარდასაჭერად.
სია ჩვეულებრივ უკავშირდება [[საქართველოს სამეფო]] ტახტზე [[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] ფუძემდებელს, მეფე ბაგრატ III (II)-ეს, რომელიც ხელისუფლებაში აფხაზთა მეფის ხარისხში მოვიდა 978 წელს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბაგრატ III-ეს შეეძლო შეედგინა სია, აფხაზეთის ტახტზე მისი უფლებების მხარდასაჭერად.
{{ციტირება|აფხაზეთი ერისთავები, იყვნენ ბერძენთაგან დადგენილნი, მაგრამ ვინ იყვნენ იგინი არ ვიცით. ამ ერისთავებზე, რომელთაც დროს განმავლობაში მეფის ხარისხი მიითვისეს, ჩვენა გვაქვს ორ-გვარი ცნობები: ქ-ცხბისა და იერუსალიმის პატრიარხის [[:en:Dositheos II of Jerusalem|დოსითეოსისა]], რომელიც ორჯელ იყო [[საქართველო XVII საუკუნეში|მე-XVII საუკ. საქართველოში]] და თავის თქმულებას აფხაზეთის მეფებზე აფუძნებს, როგორც თვითონ გვიამბობს, [[ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ მეფისაგან]] 992 წ. შედგენილს „[[აფხაზეთის ისტორია]]ზე“. ამ „აფხაზეთის ისტორიაში“ მოხსენებულნი არიან აფხაზეთის ერისთავთ წინაპარნი, რომელთაც ქ-ცხბა არ მოიხსენებს და რომელთაც ბერძნული სახელები აქვთ, ესე იგი: [[ანოსი|ანოს]], გოზარ, იუსტინიან, ჶილიკტოს და კაპარუკ: შემდეგნი კი ქ-ცხბისგან ხსენებულს სახელებს ეთანხმებიან (''Addit. à l’ H. de la G.'', 1851 p. 173–175.—М. С., ''Руководство къ познанїю Кавказа'', 1847, кн. I, стр. 1–30).<ref>[https://elfiles.emis.ge/uploads/33756/conversions/Vaxushti_Saqartvelos_Istoria_Nawili_Pirveli-compressed.pdf ვახუშტი „საქართველოს ისტორია“], გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. 133. აფხაზეთი, აფხაზეთის მეფენი.</ref>}}

სიაში თანმიმდევრულად ჩამოთვლილია 22 მმართველი ანოსიდან ბაგრატ III-მდე. მათ მინიჭებული აქვთ „მეფის“ წოდება (აფხაზთა მეფე), თუმცა, 780 წლამდე მათი მმართველები [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მმართველების მიერ ინიშნებოდნენ. ორი მეფე შავლიანების კლანიდან (878–887) ამოღებულ იქნენ სიიდან, რადგან ისინი, როგორც ჩანს, უზურპატორები იყვნენ.
სიაში თანმიმდევრულად ჩამოთვლილია 22 მმართველი ანოსიდან ბაგრატ III-მდე. მათ მინიჭებული აქვთ „მეფის“ წოდება (აფხაზთა მეფე), თუმცა, 780 წლამდე მათი მმართველები [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მმართველების მიერ ინიშნებოდნენ. ორი მეფე შავლიანების კლანიდან (878–887) ამოღებულ იქნენ სიიდან, რადგან ისინი, როგორც ჩანს, უზურპატორები იყვნენ.



18:12, 21 თებერვალი 2021-ის ვერსია

აფხაზეთის მმართველთა სია — უნდა ვაუწყოთ ჩვენს მკითხველს, თუ რა ადგილი იგულისხმება აფხაზეთით ჩვენს ისტორიაში. საზოგადოდ ისტორიულ გეოგრაჶიაში ხშირია იმ გვართა მოვლენა, რომ სახელ-წოდება ერთის მხარისა ეძლევა და ეთვისება მეორე მხარეს შემთხვევით. აფხაზეთის ერისთავნი თუმცა ისხდნენ აფხაზეთში, მაგრამ როდესაც იმათ მიითვისეს მეფის ხარისხი, მაშინ იმათ თავიანთი რეზიდენცია გადაიტანეს ქუთაისს; თვით სახელ-წოდება აფხაზეთისა მისთვისეს მთელს იმერეთს; ამისთვისაც როდესაც ძველ მწერლობაში ვკითხულობთ: „აფხაზეთის სამეფო სახლი, აფხაზეთის კათალიკოსი, აფხაზეთის ერი, აფხაზეთის სამეფო“, ამ სიტყვებით იგულისხმება „იმერეთის სამეფო სახლი, იმერეთის კათალიკოსი, იმერეთის ერი, იმერეთის სამეფო“. სახელ-წოდება „იმერეთი“ ხმარებაში შემოდის პირველად დავით აღმაშენებლის დროს (1089–1125 წ.). ამ სახელ-წოდების ჶორმაა ჯერ „იმერ-ითი“, მასუკან იმერ-ეთი. იგი წარმოსდგა თანდებულიდამ იმიერ, საიდამაც იშვა „იმ-ერი“, ლიხთ-იმერი, ესე იგი ლიხის მთას იქით მოსახლე ანუ მცხოვრები, წინააღმდეგ ამიერისა, ამ-ერისა, ლიხთ-ამერისა, რომლითაც იგულისხმებიან ლიხის მთას აქეთ მოსახლენი ანუ მცხოვრებნი (ნახე ჩემი სტატია Объ отношенїях Грузїи и Арменїи къ Византїи; 1-й выпускъ Известїй • Кавк. Общ. исторїи и археол., 1882 г., стр. 62).

როგორც ქ-ცხბა გვიჩვენებს, ნამდვილი აფხაზეთი ძველადგანვე კაი-ხანი იყო ბერძნების სამფლობელო, რომლის კვალი აქამომდეა დარჩენილი და რომელიც კიდეც მოვიხსენეთ. აფხაზეთი შეადგენდა ბერძნების ხელში ლაზიკის ნაწილს და პროკოპის სიტყვით, აფხაზეთში ქრისტეს სახარება შეუტანია იმპერატორს იუსტინიანეს მე-VI საუკუნეში (ნახე ზემოდ გვ. 33, შენ. 2, 103, 119, n. შენ. 2). აქ დედა-ქალაქად ირიცხებოდა ბერძნების დიოსკურია ანუ სებასტოპოლი (Гана, Известїя древнихъ писателей, 63-64), ქართველების ცხომი, ანუ ახლანდელი სუხუმი: „და მივიდეს, ამბობს ქ-ცხბა, სევასტე ქალაქსა, რომელსა აწ ეწოდების ცხომი“ (ქ-ცხბა, I, 46). გამოჩენილი ადგილები იყვნენ აგრეთვე აფხაზეთში: ანაკოფია და ბიჭვინთა. აფხაზნი, ჩერქეზების მონათესავე ტომი, აქ ცხოვრობენ ძველადვე და ჩამოსულნი არიან მთებიდამ, თუმცა არ ვიცით რა დროდამ. ჶრანცუზის მოგზაური მე-XVIII საუკ. შარდენი გვარწმუნებს, ვითომც იმის დროს იმათ საზღვრად ყოფილიყოს მდინარე კოდორი (Voyage en Perse, I, 150). აფხაზეთი ერისთავები, იყვნენ ბერძენთაგან დადგენილნი, მაგრამ ვინ იყვნენ იგინი არ ვიცით. ამ ერისთავებზე, რომელთაც დროს განმავლობაში მეფის ხარისხი მიითვისეს, ჩვენა გვაქვს ორ-გვარი ცნობები: ქ-ცხბისა და იერუსალიმის პატრიარხის დოსითეოსისა, რომელიც ორჯელ იყო მე-XVII საუკ. საქართველოში და თავის თქმულებას აფხაზეთის მეფებზე აფუძნებს, როგორც თვითონ გვიამბობს, ბაგრატ მეფისაგან 992 წ. შედგენილს „აფხაზეთის ისტორიაზე“. ამ „აფხაზეთის ისტორიაში“ მოხსენებულნი არიან აფხაზეთის ერისთავთ წინაპარნი, რომელთაც ქ-ცხბა არ მოიხსენებს და რომელთაც ბერძნული სახელები აქვთ, ესე იგი: ანოს, გოზარ, იუსტინიან, ჶილიკტოს და კაპარუკ: შემდეგნი კი ქ-ცხბისგან ხსენებულს სახელებს ეთანხმებიან (Addit. à l’ H. de la G., 1851 p. 173–175.—М. С., Руководство къ познанїю Кавказа, 1847, кн. I, стр. 1–30). ქ-ცხბით, აფხაზეთის ერისთავებში პირველად ცნობილია ლეონ I, რომელსაც კლისურიდამ დიდის ხაზარეთის მდინარემდე დამკვიდრებული ჰქონდა საერისთავო კეისრისაგან. ამ ლეონს არჩილ მეფე რთავს თავის ძმის-წულს. ლეონის ძმა №... ირთავს ხაზართ მეფის ქალს. იმისი შვილი ლეონ II უკუ-უდგება მოუძლურებულთ ბერძენთა, ხაზართ შემწეობით იჭერს ეგრისს ლიხის მთამდე და სახელ-იწოდება 786 წელს მეფედ აფხაზთა; სატახტო ქალაქად აარსებს ქუთაისს; აფხაზეთის კათალიკოსს მოუპოვებს დამოუკიდებლობას (H. de la G., I, 246); ლეონ კვდება 806 წელს. შემდეგნი მეფენი თვით ვახუშტის ისტორიაში არიან გარკვევით მოხსენებულნი. აქ ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მეფეებში გიორგი II, მიცვლილი 955 წ., ქ-ცხბით აშენებს ჭყონ-დიდის ეკლესიას, რომელსაც საეპისკოპოსოდ აწესებს, თუმცა ბროსსე წარწერის ძალით ჭყონდიდის აშენებას მიაწერს კონსტანტინეს (H. de la G., I, 278, n. 8). ლეონ III, მომკვდარი 957, აშენებს მოქვის ტაძარს. ამ ლეონის დროსვეა აშენებული, 964 წელს, როგორც წარწერა გვიმტკიცებს, იოანე ეპისკოპოსისაგან, მშვენიერი ჯავახეთის ეკლესია ქუმურდო (Brosset, V. archéol., II Rap., 167–171).[1]

აფხაზეთის მმართველთა სია – დოკუმენტი დაწერილია შუა საუკუნეების ქართულ ენაზე X საუკუნეში. დოკუმენტმა ევროპაში XV საუკუნეში მოხვდა. ტექსტის პირველი მკვლევარი და გამომცემელი იყო ქართველი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. დოკუმენტი ასევე ითარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სია ჩვეულებრივ უკავშირდება საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელს, მეფე ბაგრატ III (II)-ეს, რომელიც ხელისუფლებაში აფხაზთა მეფის ხარისხში მოვიდა 978 წელს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბაგრატ III-ეს შეეძლო შეედგინა სია, აფხაზეთის ტახტზე მისი უფლებების მხარდასაჭერად.

აფხაზეთი ერისთავები, იყვნენ ბერძენთაგან დადგენილნი, მაგრამ ვინ იყვნენ იგინი არ ვიცით. ამ ერისთავებზე, რომელთაც დროს განმავლობაში მეფის ხარისხი მიითვისეს, ჩვენა გვაქვს ორ-გვარი ცნობები: ქ-ცხბისა და იერუსალიმის პატრიარხის დოსითეოსისა, რომელიც ორჯელ იყო მე-XVII საუკ. საქართველოში და თავის თქმულებას აფხაზეთის მეფებზე აფუძნებს, როგორც თვითონ გვიამბობს, ბაგრატ მეფისაგან 992 წ. შედგენილს „აფხაზეთის ისტორიაზე“. ამ „აფხაზეთის ისტორიაში“ მოხსენებულნი არიან აფხაზეთის ერისთავთ წინაპარნი, რომელთაც ქ-ცხბა არ მოიხსენებს და რომელთაც ბერძნული სახელები აქვთ, ესე იგი: ანოს, გოზარ, იუსტინიან, ჶილიკტოს და კაპარუკ: შემდეგნი კი ქ-ცხბისგან ხსენებულს სახელებს ეთანხმებიან (Addit. à l’ H. de la G., 1851 p. 173–175.—М. С., Руководство къ познанїю Кавказа, 1847, кн. I, стр. 1–30).[2]

სიაში თანმიმდევრულად ჩამოთვლილია 22 მმართველი ანოსიდან ბაგრატ III-მდე. მათ მინიჭებული აქვთ „მეფის“ წოდება (აფხაზთა მეფე), თუმცა, 780 წლამდე მათი მმართველები ბიზანტიის მმართველების მიერ ინიშნებოდნენ. ორი მეფე შავლიანების კლანიდან (878–887) ამოღებულ იქნენ სიიდან, რადგან ისინი, როგორც ჩანს, უზურპატორები იყვნენ.

სახელები ჩამოთვლილია ორიგინალური ტრანსლიტერაციის შესაბამისად. აფხაზეთის პირველი მმართველების მმართველობის თარიღები ჰიპოთეტური რჩება. ეს ემყარება თავად კირილ თუმანოვისა და სხვა თანამედროვეთა ვარაუდებს.

აფხაზეთის მმართველთა სია

აფხაზთა მეფეების გენეალოგია (მარი ბროსე, 1851).
აფხაზთა მეფეების გენეალოგია ქართული წყაროების მიხედვით (მარი ბროსე, 1851).
ტიტული სახელი მმართველობის
წლები
დინასტია
ა. ლაზეთის მთავარნი
(პატრიკიოსნი)[3]
1. ანოსი I ანოსიდები
2. ღოზარი I
3. იუსტინე I
4. ფინიკტიოსი I
5. გრიგოლ I (668 წლამდე)
6. ბარნუკი ანუ ლებარნუკი I (668 წ.)
7. დემეტრე I
8. გიორგი I (697 წ.)
ბ. აფხაზეთის
მხარეთა
ერისთავნი[3]
9. თეოდოსი I
10. კოსტანტი I
11. ლეონ I (720/730–740 წ.)
12. თეოდორე I
13. კოსტანტი II
14. ლეონ II (753–786 წ.) ლეონიდები
(ქართ. ანჩაბაძე, აფხ. А́чба)
გ. დასავლეთ საქართველოს
(„აფხაზეთის“) მეფენი[3]
14. ლეონ II (786–798 წ.)
15. თეოდოსი II (798–825 წ.)
16. დემეტრე II (825–861 წ.)
17. გიორგი II აღწეფელი (861–868 წ.)[ა]
20. ბაგრატ I (881/?–893 წ.)
21. კოსტანტი III (893–922 წ.)
22. გიორგი II
22ა. ბაგრატ II
(922–957 წ.)
(თანა-მეფე)
23. ლეონ III (957–967 წ.)
24. დემეტრე II (967–975 წ.)
25. თეოდოსი III (975–978 წ.)
მეფე სრულიად საქართველოსი,
საქართველოს გამაერთიანებელი.
ბაგრატ III (978–1014 წ.) ბაგრატიონები
1008 წლიდან აფხაზეთი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაშია, ბაგრატიონთა პროტექტორატის ქვეშ.
ერისთავები (მმართველები)
და აფხაზეთის მფლობელი მთავრები
შერვაშიძეების დინასტიიდან (შარვაშიძე)[4]
Таблица А[ბ]
1. არღუნაი, ერისთავი (მმართველი) ~ (1412–1444) შერვაშიძეები
(აფხ. Чачба, მეგრ. შარაშია)
2. რაბია, მფლობელი ~ (1459–1461)
3. სოლომონ (I), მფლობელი ~ (1491–1495)
4. არზაკან, მფლობელი ~ (1491–1520)
5. ბოსლაკო, მფლობელი ~ (1550–1580)
6. ყარაბეი, მფლობელი ~ (1580–1630)
7. პუტო (პუტუ), მფლობელი ~ (1600–1630)
8. ბესლაკო, მფლობელი ~ (1627–1650)
9. სოლომონ (II), მფლობელი ~ (1627–1650)
10. სეტემან, მფლობელი ~ (1627–1650)
11. სუსტან (სუსტარ, გიორგი I), მფლობელი ~ (1650–1670)
12. ზეგნაყ, მფლობელი ~ (1665–1700)
13. სარეხ (სორეხ), მფლობელი ~ (1660–1680)
14. როსტომ (როსტო), მფლობელი ~ 1676
15. ჯიგეშია (დგეშა), მფლობელი ~ (1700–1710)
16. ყვაპ (ყვაპუ), სამურზაყანოს მმართველი ~ (1680–1704)
17. ჰამიდ (ლევან), მფლობელი ~ 1730
18. მურზაყან, სამურზაყანოს მმართველი ~ (1700–1704)
19. მანუჩარ (სულეიმან-ფაშა), მფლობელი (1731–1770)
20. ზურაბ, მფლობელი ~ (1770–1780)
21. ხუტუნია, სამურზაყანოს მმართველი ?–1757
22. ქელეშ-ბეი (ქელეშ-აჰმატ-ბეი), მფლობელი (1780–1808)
23. ლევან, სამურზაყანოს მმართველი ?–1814
24. ასლან-ბეი (I), მფლობელი (1808–1810)
25. გიორგი (II) (სეფერ-ბეი), მფლობელი (1810–1821)
26. დიმიტრი (ომარ-ბეი), მფლობელი (1821–1822)
27. მიხეილ (ჰამუტ-ბეი), მფლობელი (1822–1864)
28. გიორგი (III), მფლობელი (1866)
1864 წლის 24 ივნისს გაუქმდა და შეუერთდა რუსეთის იმპერიას.
აფხაზეთის მთავრობის პრეტენდენტები გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძე ივლისი, 1866–1918 შერვაშიძეები
ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე 1918–1968
გიორგი (ჟორჟ) ვლადიმერის ძე შერვაშიძე 1968–1978
ნიკიტა გიორგის ძე შერვაშიძე 1978–2008
ანდრია ნიკიტას ძე შერვაშიძე 2008–

იხილეთ აგრეთვე

შენიშვნები

  1. 868–881 წლების მანძილზე დასავლეთ საქართველოს („აფხაზეთის“) მეფეთა ტახტი უპყრია მეორე დინასტიის (შავლიანთა სახლის) მეფეებს: 18. იოანე I-სა და 19. ადარნერსე I-ს.
  2. Таблица А - владетелей Абхазии составлена И.Л.Бичикашвили
  3. Son of Marinus; captured and executed by the Persians, recognized as a saint by the Orthodox Church.
  4. The periods of the reign of the kings of the Leonid dynasty are calculated diferently by historians. I took as a basis the chronology proposed by C. Toumanof (“Chronology of the Kings of Abasgia and Other Problems”. In: Le Muséon. Revue d’études orientales. Louvain, No. LXIX, 1956, p. 73-82).
  5. The nephew of Leon I, the son of Constantine II and the daughter of the Khazar king (Hakan), Bihar (reigned in the 730-s.), cousin of the Byzantine Emperor Leo IV The Khazar (reigned 775-780).
  6. The founder of «the Abkhazian» branch of the Georgian-Armenian royal dynasty Bagratids (among his descendants - the kings of Georgia David IV the Restorer and Queen Thamar), the uniier of Georgia, whose reign marked the beginning of the «golden age» of the Georgian history.
  7. The scheme is made by the author, drawing on the work of: Yu. Chikovani. The Clan of the Abkhazian Princes Shervashidze. (An Historical-Genealogical Study). Tbilisi: Universal, 2007, p. 25.
  8. Co-rulers.
  9. Born 16.10.1822, died in exile in Voronezh 16.4.1866.

ლიტერატურა

ქართულენოვანი
  • ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ., 1963.
  • ლორთქიფანიძე მ., „ეგრის-აფხაზეთის სამეფო“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973.
  • Анчабадзе З., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959
  • ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე, თბ. 1954.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1965.
  • თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ., 1912
  • მიბჩუანი თ., აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ., 1997
უცხოენოვანი
  • Nodar Assatiani et Alexandre Bendianachvili, Histoire de la Géorgie, Paris, l'Harmattan, 1997, 335 p. [détail des éditions] (ISBN 2-7384-6186-7)
  • Marie-Félicité Brosset Histoire de la Géorgie : Additions et Eclaircissements, Additions IX : « Rois des Aphkazes  », p. 174 & « Tableau généalogique des rois d’Aphkazie, d’après les sources géorgiennes », p. 175.
  • Christian Settipani, Continuité des élites à Byzance durant les siècles obscurs. Les princes caucasiens et l'Empire du vie au ixe siècle, Paris, de Boccard, 2006, 634 p. (ISBN 978-2-7018-0226-8), p. 454-465, « Les princes d'Abasgie ».
  • Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au xixe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990, p. 529-530 et 534-535.

რესურსები ინტერნეტში

  • ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. 321–323. I. აფხაზეთი.

სქოლიო

  1. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. 132, 133. აფხაზეთი, აფხაზეთის მეფენი.
  2. ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. 133. აფხაზეთი, აფხაზეთის მეფენი.
  3. 3.0 3.1 3.2 IV) დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო («აფხაზთა სამეფო») და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულის ძეგლში: 2) დასავლეთ საქართველოს „აფხაზეთის სამეფოს“ დაარსების ისტორიისათვის. გვ. 189–218.
  4. Юрий Чиковани „Род Абхазских Князей Шервашидзе“ (Историко-генеалогическое исследование): Эриставы (Правители) и Владетельные князья Абхазии из династии Шервашидзе (Шарвашидзе). “Универсал” Тбилиси, 2007.
  5. 5.0 5.1 VIACHESLAV A. CHIRIKBA „THE INTERNATIONAL LEGAL STATUS OF THE REPUBLIC OF ABKHAZIA“: ANNEX IV. ABKHAZ ROYAL AND PRINCELY DYNASTIES. pp. 52–56. Sukhum – 2014 – Аҟәа.

ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება

ლეგენდა იმის შესახებ, რომ ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტია ებრაული წარმომავლობის იყო და წარმოიშვა დავითიდან, მომდინარეობს ქართულ მიწა-წყალზე ამ ოჯახის გამოჩენით, VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ბაგრატიონთა ძალაუფლების ზრდასთან ერთად ეს მტკიცებულება ოფიციალურად რეკომენდებულ პარადიგმად გადაიქცა, ფიქსირებული შუასაუკუნეების ისტორიულ ლიტერატურაში, ისეთი როგორიც XI საუკუნის სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, ჩამოყალიბებული დინასტიის პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძვლებზე მთელი ათასწლეულის განმავლობაში, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საქართველოში. დავითის ხაზიდან შეთავაზებულმა წარმოშობამ ბაგრატიონებს საშუალება მისცა პრეტენზია განეცხადებინათ იესო ქრისტესთან და ქალწულ მარიამთან ნათესაური კავშირის შესახებ და თავისი ლეგიტიმურობა განემტკიცებინათ დიდგვაროვანი ღვთის-ცხებულის ბიბლიური არქეტიპით[1].[2][3]

ებრაულიდან ან დავითის ხაზიდან ბაგრატიონთა წარმოშობის ლეგენდა თანამედროვე მეცნიერების მიერ ნდობით არ სარგებლობს. ოჯახის წარმოშობა სადავოა, მაგრამ გაბატონებულია მოსაზრება ისეთი ისტორიკოსების მიერ ჩამოყალიბებული, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი და კირილ თუმანოვი, იმის შესახებ, რომ ქართული დინასტია წარმოიშვა ბაგრატუნების სომხური სახლის დევნილი უფლისწულიდან.[4][5]

ლეგენდის წარმოშობა

მეფე დავითი უკრავს არფაზე. მინიატურა XV საუკუნის ქართული ფსალმუნების მანუსკრიპტიდან.

ლეგენდა წარმოიშვა სომხურ-ქართულ გარემოში VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ებრაული წარმოშობა პირველად მიეწერა სომეხ ბაგრატიდებს (ბაგრატუნები) ადრეული შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსის, მოვსეს ხორენაცის მიერ, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ გვთავაზობს ამ ოჯახის მეფე დავითიდან წარმომავლობის მტკიცებულებას. დაახლოებით 800 წელს ადრეული ქართველი ბაგრატიონები შემოქმედებითად მანიპულირებდნენ ამ მტკიცებულებით, რომ თვითონ წარმოდგენილიყვნენ როგორც ბიბლიური მეფის უშუალო ბიოლოგიური შთამომავლები.[6][7] მათ აშკარად არ მიიღეს მათი სომეხი ბიძაშვილების დავითური წარმომავლობა, თუმცა, სამაგიეროდ სომხებმა შემდგომში მიიღეს ქართველების სიახლე, როგორც საკუთარი.[8] პირველი სომხური წყარო, გაცნობილი ბაგრატიონთა დავითურ წარმომავლობას, არის „სომხეთის ისტორია“, შედგენილი X საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ისტორიკოსის იოანეს დრასხანაკერტცის მიერ, შემდგომში ნებაყოფლობით მცხოვრები ქართველი ბაგრატიონი მმართველის ადარნასე II-ის (გარდაიცვალა 923 წ.) კარზე.[9] ზოგადად, სომეხმა ბაგრატიდებმა მცირე ინტერესი გამოავლინეს ებრაული თეორიის და მისი დავითური განვითარების მიმართ, მათ ქართველ კოლეგებთან შედარებით.[10]

ყველაზე ადრეული შემორჩენილი ადგილობრივი წყარო ქართველ ბაგრატიონთა შესახებ, და მათი დავითური დასაბუთება ჩართულია ფსევდო-ჯუანშერის მოკლე ისტორიულ ნაშრომში, დაწერილში 800 და 813 წლებს შორის,[11] სადაც ნაამბობია ქართლში მოსვლის შესახებ, ძირითად ქართულ რეგიონში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 772 წელს ადარნასეა, «რომელიც იყო დავით წინასწარმეტყველის სახლიდან». წმინდა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, დაწერილი ქართველი ჰაგიოგრაფის, გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, დამატებით მოყვანილია დავითური წარმოშობის ტრადიცია, დაცული პირველი ქართველი ბაგრატიონი მონარქის ადარნასეს ძის, აშოტ I-ის დროს, რომელსაც ბერი გრიგოლი მიმართავს როგორც „ხელმწიფეს, უწოდებს წინასწარმეტყველისა და უფლის მიერ ცხებულის, დავითის ძეს“.[12][13][14]

დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათჳსცა ამას მოგაჴსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე.[15]

კონსტანტინე VII პორფიროგენეტი

ლეგენდა საკმარისად ცნობილი გახდა, რომ აღწერილიყო ტრაქტატის 45-ე თავში იმპერიის მმართველობის შესახებ, დაწერილი დაახლოებით 950 წ. ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე VII პორფიროგენეტის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, გავრცელდა კავკასიელების გავლით, რომლებიც მსახურობდნენ იმპერატორის კარზე კონსტანტინეპოლში. კონსტანტინეს მიხედვით, ქართველები ურია ხეთელის მეუღლის, ბერსაბეს მემკვიდრეებად თვლიდნენ თავს, რომელთან მეფე დავითი დაწვა და მისგან შეეძინა შვილები. შესაბამისად, ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაკავშირებულნი იყვნენ ქალწულ მარიამთან, რამდენადაც ის ასევე დავითის შთამომავალი იყო.[16][17][18]

კონსტანტინე პორფიროგენეტის მონათხრობი ადასტურებს ქართულ გავლენას, მაგრამ მისი ზოგიერთი დეტალი სხვა წყაროებში არ დასტურდება. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ისტორიკოსის, სუმბატის უფრო დახვეწილ ვერსიას, ღვთისმშობლისკენ მიმავალი გენეალოგიური ხაზის მითითებით, ვიდრე იოსებისკენ, მარიამის ქმრისკენ.[18] დაბოლოს, კონსტანტინეს გენეალოგია აღწევს ორ ძმამდე, დავითამდე და სპანტიატისამდე, რომლებმაც ორაკულის რჩევით დატოვეს იერუსალიმი და დასახლდნენ სპარსეთის საზღვრებთან, სადაც მათ დააარსეს თავიანთი სამეფო იბერიაში (ე. ი. ქართლის სამეფო) და გაზარდეს საკუთარი ძალაუფლება იმპერატორის, ჰერაკლეს დახმარებით. სპანდიატისი იყო უშვილო, მაგრამ დავითს ჰყავდა ძე, პანკრატიოსი, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავდა ძე ასოტიოსი, რომლის ძე ადარნასე შეიქნა კუროპალატი იმპერატორის, ლეონის, კონსტანტინეს მამის, მიერ.[19]

სუმბატის ქრონიკა

ქართველი ბაგრატიონების მხრიდან დავითური განაცხადის შესახებ ყველაზე სრული გამოხატულება ჰპოვა XI საუკუნის ქართულ ლიტერატურაში შენარჩუნებულმა სუმბატ დავითის ძის ნაწარმოებმა, „ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა“, რომელიც, შესაძლოა, თავად მიეკუთნებოდა ქართულ ბაგრატიონთა ოჯახს.[20][21] ეს ნაშრომი, მოღწეული ჩვენამდე როგორც ნაწილი შედარებით დიდი კრებულისა, ცნობილი როგორც ქართული ქრონიკები, შეიცავს ბაგრატიონთა საგვარეულო ლეგენდის ყველაზე დახვეწილ ვერსიას.[22] სუმბატის ისტორია სათავეს იღებს ღრმა ფესვებიდან, და ქართველ ბაგრატიონთა საბოლოო წარმოშობას ადგენს ადამიდან, დავითის და იოსების, ქალწულ მარიამის მეუღლის, გავლით; შემდეგ კი იოსების ძმა, კლეოპადან ვინმე სოლომონით, რომლის შვიდმა ძემ დატოვა წმინდა მიწა და გაემგზავრა სომხეთში, სადან ისინი მონათლა ვინმე რაქაელ დედოფალმა. მათგან სამნი დარჩნენ სომხეთში და მათი შთამომავლობა მოგვიანებით განაგებდა ამ ქვეყანას, ოთხი ძმა კი ქართლში ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, გუარამი, იქ მმართველად დაინიშნა და გახდა, როგორც სუმბატი ირწმუნება, ბაგრატიონთა მამამთავარი. გუარამის ძმა საჰაკი დაფუძნდა კახეთში, ორმა სხვა ძმამ, ასამმა და ვარაზვარდმა, დაიპყრეს კამბეჩანი, კახეთის აღმოსავლეთით, სპარსეთის გუბერნატორისგან.[23][2][24]

სუმბატის გენეალოგია ადამიდან მეფე დავითამდე ემყარება ლუკას სახარებას (3:32–38.)[25], დავით მეფიდან იოსებამდე, მათეს სახარებიდან არის ნასესხები (1:1-16).[26][27] კლეოპასა და მისი შთამომავლების გენეალოგიის წყარო, როგორც ჩანს, რომაელი სწავლული, ევსები კესარიელია, რომელიც თავის საეკლესიო ისტორიაში ციტირებს ჰეგესიპუსს, რომლის მიხედვით, რომაელები ეძებდნენ მეფე დავითის შტოს, რათა ებრაული ტერიტორიიდან წაეშალათ ტახტის პოტენციური პრეტენდენტები, რომლებსაც ექნებოდათ ბიბლიური ლეგიტიმაცია.[27][28] კლეოპას ბაგრატიონთა გენეალოგიაში დამატებით, სუმბატმა მიზანმიმართულად წარმართა დინასტიის მემკვიდრეობა ღვთის-ცხებულ ისრაელის მეფემდე. ამ სახით, სუმბატის ნაშრომში მოცემულია ოჯახის ლეგენდის ვერსია, რომელიც გახდა დინასტიური და პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველი და, ისტორიის განმავლობაში, გავლენა მოახდინა ბაგრატიონთა დინასტიის მსოფლმხედველობაზე.[2][29][28]

ცხორება და უწყება[30]) ბაგრატონიანთა, ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ[31]) მოიწივნეს[32]) ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ, ძემან დავითისამან.
და ესე შვიდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისანი[36]), მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქაელ დედოფლისა, და მისგან ნათელ იღეს, და დაშთეს იგინი ქვეყანათა სომხითისათა, და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს[37]). და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს. ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ[38]), განაჩინეს ერისთავად. და [39]) ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის[40]) გუარამისანი[41]. ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს, და სხვანი ორნი იგი ძმა[42]) ამათნი, სახელით ასამ და ვარზვარად[43]), წარვიდეს კამბეჩანს[44]) და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი, და დაიპყრეს კამბეჩანი[45]), და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს, და ამ ჟამამდე[46]) შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა. ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათამდე, არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა[47]) ბოროტთა საქმეთა მათგან.

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სვიმონ-პეტრე, და მცხეთა აღთხელდებოდა, და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ[48]) განდიდდებოდა, სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სავანეთს[49]), ასპორანგს[50]). მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გურამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ოსამს[51]) და ვარზავარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესე[52]) წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა (მონათანი?) რაქაელ დედოფალმან ძმანი[53]) ჰურიანი, ტყვეობით მოსრულნი, ქვეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა, რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი, რამეთუ ერთსა სახელ სდვა[54]) მოშალე[55]), და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა[56]), ერთსა აბგავარ, ერთი შემოიყუანა სიძედ, და ორნი მათგანნი ამზახა სომხითის მეფეთა[57]).

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად, და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობა, და ამან დადვა საფუძველი ჯვარისა ეკკლესიასა, რომელ არს მცხეთას[58]).

ხოლო სამი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს, და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა[59]), და[60]) ოსამ (უსამ) [და] ვარზავარად[61]) წარვიდეს კაბეჩოანს[62]). და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი სამოელ, და ამის-ზე ტფილისისა მკვიდრთა ეკკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი[63]), და კათალიკოზი იყო მცხეთას ბართლომე[64]).

სხვა წყაროები

IX ან X საუკუნის რელიეფი ოპიზადან, სავარაუდოდ დავით მეფე-წინასწარმეტყველის ამსახველი.

გარდა ტექსტური წყაროებისა, ბაგრატიონთა დავითური წარმოშობის ლეგენდა, შეძლებისამებრ, მოთავსებულია ქვის გამოსახულებაში, დაბალ რელიეფში, შუასაუკუნეების ოპიზის ქართულ მონასტერში, შავშეთში, ახლა კი გამოფენილია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. რელიეფი წარმოადგენს დიდგვაროვანს, ტახტზე მჯდომარე იესო ქრისტესთვის საეკლესიო მოდელის შემწირველის მოქმედებაში. უფალი წარმოდგენილია, როგორც შეწირულის მაკურთხებელი, და ხელების ჟესტით შეწყალების მავედრებლის შემწყალებელი. თანდართული ფრაგმენტული ქართული წარწერებიდან გამომდინარე, რელიეფი ტრადიციულად განიმარტა ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და კირილ თუმანოვის მიერ, როგორც აშოტ I კუროპალატის (გარდაიცვალა 830) თანამედროვე გამოსახულება, ქრისტესთან და ბიბლიურ მეფე დავითთან ერთად. თუმანოვი, მაგალითად დარწმუნებული იყო, რომ აქ „მინიშნება ჩვენი უფლის წინაპრისგან სისხლისმიერი წარმოშობის შესახებ და მათ შორის უფლის გენეალოგიური შუამდგომლობა უეჭველია“.[5] თუმცა, ნოდარ შოშიაშვილის და ვახტანგ ჯობაძის მიერ უახლესი ინტერპრეტაცით, გამოითქვა ვარაუდი, რომ განხილული პირები იდენტიფიცირდნენ უფრო გვიანდელ აშოტ კურაპალატთან (გ. 954) და მის უფროს ძმასთან, დავითთან (გ. 937).[65][66]

გარდა ამისა, დევიდ უინფილდი ამტკიცებდა, რომ ექვსქიმიანი ვარსკვლავის არსებობა შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როგორც მაგალითად, X საუკუნის დოლისყანის ეკლესიზე კლარჯეთში, მიანიშნებს ბაგრატიონთა სავარაუდო წარმოშობას მეფე დავითიდან, მაგრამ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, აღნიშნული სომბოლოს ამ პერიოდის საქართველოში ჰქონოდა რაიმე დავითური ასოციაცია.[67]

მოგვიანებითი წყაროები

XIX საუკუნის ქართველთა მთავართა ბაგრატიონ-გრუზინსკების რუსული გერბი, რომელზეც ტრადიციულად ლურჯ ფონზე გამოსახულია დავითის არფა და შურდული.

მომდევნო ისტორიული ნაშრომები უმრავლეს შემთხვევაში ციტირებენ დინასტიის ბიბლიურ წარმომავლობას.[6] მაშინვე, როგორც სუმბატმა შეადგინა თავისი ისტორია, ე. წ. ქართლის ქრონიკების XI საუკუნის ანონიმური ავტორი მოიხსენიებს ქართველი ბაგრატიონების ძალაუფლებაში მოსვლის მოვლენათა მიჯნას, დავითურ ტრადიციას, როგორც არსებულს აშოტ I-ის მამის, ადარნასეს დროს. თუმცა, უკანასკნელი წყაროს თანახმად, ადარნასეს დროს, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ქართლის პრინცესა, რომლის ძე დაქორწინდა ადარნასეს ქალიშვილზე, როგორც ქრონიკა გვიჩვენებს, არ იცოდა თავისი სიძის მეფე დავითიდან წარმომავლობის შესახებ.[68]

კიდევ ერთი ქართული ქრონიკა „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“, დაწერილი ანონიმური ავტორის მიერ ~1123–1126 წლებში, მეფე დავით IV აღმაშენებელს (1189–1125) აცხადებს თავისი ბიბლიური ეპონიმის 78-ე შთამომავლად. მოგვიანებით, ქრონიკაში შედარება ხდება დავით IV-ის მიერ, მის სიცოცხლეშივე, დემეტრე I-ის კორონაციასა და დავითის მიერ სოლომონის ბიბლიურ ინტრონიზაციას შორის და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს „მსგავსებას მის მემკვიდრულ წარმოშობასთან“.

ერთდროულად ვერსიფიცირებული წარწერა მიძღვნილი ტრიპტიქონს, ცნობილი როგორც ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელშიც დავით IV და დემეტრე I მოიხსენიება, შეიცავს შედარებას ქალწული მარიამის დავითურ წარმოშობას – ქართველი ბაგრატიონი მონარქების გენეალოგიასთან.[69] ლეგენდარული ბიბლიური ხაზი ასევე ასახულ იქნა უფრო გვიანდელ დინასტიურ გვარში სახელწოდებით იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონი[70][71], რაც იშვიათად არ გვხვდება ბაგრატიონთა დოკუმენტებში.[72] დავითთან ასოცირებული სიმბოლოები, არფა და შურდული, გვხვდება ბაგრატიონთა ჰერალდიკაში, ცნობილი ნიმუშებიდან ყველაზე ადრეული, დათარიღებული XVI საუკუნის დასასრულით.[73]

საბოლოოდ, XVIII საუკუნის ბაგრატიონი ისტორიკოსი, ვახუშტი ბატონიშვილი შეეცადა დავითური თეორიის თავის ქრონოლოგიაში ჩართვას მაშინ, როდესაც მისმა მამამ, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ემ შეადგინა საგვარეულო ხე, ბაგრატიონთა ბიბლიური ხაზის ქართველი ერის ხაზთან გამაერთიანებელი, რომელთა წარმომავლობა დაფიქსირებულ იქნა შუასაუკუნეების ხელნაწერებიდან თარგამოსამდე (ნოეს შთამომავალი). XIX საუკუნის მწერალმა, დავით ბატონიშვილმა, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძემ, მალევე, ბაგრატიონების დამხობის შემდეგ ფართო რუსეთის იმპერიის მიერ, შეაჯამა მისი საგვარეულოს დავითური წარმოშობა, პირველმა, მაშინვე ჩართო რუსულ ენაზე შედგენილ თავის ისტორიაში, ორიგინალური სომხური ისტორია ბაგრატიონთა დინასტიის ებრაული წარმოშობის შესახებ, შექმნილი მოვსესის მიერ. როგორც თანამედროვე ისტორიკოსი, სტივენ ჰ. რაპი ამბობს, „მისი ისტორია იყო საქართველოს ისტორიის შეჯამების მცდელობა და ბაგრატიონების ღვთიურობად დამტკიცების საბოლოოდ გამოცხადება“.[74]

ამრიგად, ბაგრატიონთა მტკიცებულება ბიბლიური დავითიდან წარმოშობის შესახებ, შენარჩუნდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, რუსეთის მიერ მათი სატახტოების დაპყრობამდე და დღესაც კი, ზოგიერთი გადარჩენილი ბაგრატიონის მიერ გათვალისწინებულია.[6]

პარალელები

სამეფო ქარტია გამოცემული ერეკლე II-ის მიერ, სტილიზებული როგორც „წყალობითა მღუთისათა ჩვენ იესიან დავითიან სოლომანიან ბაგრატოვანმან ძემან ცხებულის მეფის თეიმურაზისამან მეორე ირაკლი მეფემან საქართველოისამან ქართლისა კახეთისა...“

ვინაიდან მეფე-წინასწარმეტყველი დავითი ითვლებოდა როგორც სანიმუშო მმართველი და ღვთის მიერ ხელდასხმული მონარქის სიმბოლო მთელს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში, ქართველი ბაგრატიონები არ იყვნენ ერთადერთი მმართველი ოჯახი, პრეტენზიის განმცხადებლები დავითთან კავშირზე. კაროლინგები ხშირად უკავშირებდნენ თავიანთ დინასტიას დავითთან, მაგრამ არ აცხადებდნენ, რომ პიდაპირ მათზე გადავიდა მემკვიდრეობა.[75] როგორც ბულგარელი ისტორიკოსი, ივან ბილიარსკიმ[76] ივარაუდა, დავითური სამეფოს კავკასიურმა პარადიგმამ[77] შესაძლებელია, გავლენა იქონია ადრეული შუა საუკუნეების ბულგარეთის სამეფოში ძველი აღთქმის მოდელირებულმა ხედვამ, ქვეყანაში, რომელიც იმყოფებოდა ეთნიკურად წარმართლი სახელმწიფოდან ქრისტიანული იმპერიისკენ გარდამავალ პერიოდში, როგორც ჩანს ცარ იზოტის შემთხვევაში, მითითებული ესაიას ნარატივში[78], როგორც ე. წ. XI საუკუნის ბულგარულ აპოკრიფულ ქრონიკაში.[79]

ქართველ ბაგრატიონებზე შთაბეჭდილების უახლოესი პარალელია აბისინია. შუა საუკუნეების ეთიოპიის ისტორიული ნაშრომი კებრა ნეგასტი ირწმუნება, რომ ეთიოპიის მმართველები იყვნენ ბიბლიური სოლომონის პირმშოს, მენელიკის უშუალო შთამომავლები.[75] შესაძლოა ქართულ და ეთიოპიურ დინასტიებს ერთმანეთის პრეტენზიების შესახებ სცოდნოდათ; ქართველი ბაგრატიონი თავადი, იოანე თავის დიდაქტიკურ ენციკლოპედიურ რომანში კალმასობა, დაწერილი 1817–1828 წლებში, ციტირებს ეთიოპიის იმპერატორის მიერ მისი ბაბუის, მეფე ერეკლე II-ისადმი 1787 წელს გაგზავნილ წერილს — „ასევე წარმოშობილი დავით წინასწარმეტყველიდან“ — რომელშიც ქართველი მონარქი, შეტყობინების მიხედვით, იყო კოლეგა როგორც „საყვარელი ძმა და ნათესავი საერთო წარმომავლობით“.[80]

თანამედროვე ინტერპრეტაციები

ბაგრატიონების ებრაული ან დავითური წარმომავლობა თანამედროვე მეცნიერების მიერ განიხილება როგორც წმინდა ლეგენდარული, შექმნილი ქართული დინასტიისგან მათი ისტორიის დასაწყისში, მათივე ლეგიტიმურობის დასადასტურებლად. ოჯახის სავარაუდო ებრაული წარმოშობა გამოყენებულ და შემუშვებულ იქნა ქართველი ბაგრატიონების მიერ იმისათვის, რათა გაცხადებიულიყო ღვთიურად დანიშნული ბიბლიური მეფე დავითიდან წარმომავლობის შესახებ, რომელიც თვითონ წარმოგვიდგება ადამის უწყვეტ შთამომავლად და იესო ქრისტეს წინაპრად, ამავე დროს იმალება დინასტიის ნამდვილი წარმოშობა და სომეხ ბიძაშვილებთან სისხლისმიერი კავშირი. ეს პრეტენზიები ფორმულირებულ იქნა შუასაუკუნეების ქართულ ტექსტებში, განსაკუთრებით სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში, რომელიც, თავად ბაგრატიონი იყო. გარდა ამისა, სუმბატმა შეცდომით ან მიზანმიმართულად უფრო ადრეული, ბაგრატიონამდელი ქართლის გუარამიდები წარმოგვიდგინა როგორც პირველი ბაგრატიონები მოსულები ქართულ მიწაზე, დაასახელა რა უფლისწული გუარამი ბიბლიური მეფე დავითის შთამომავლად. თუმცა, სიმართლეა, რომ ადრეული ქართველი ბაგრატიონები ოჯახებით დაკავშირებულნი იყვნენ გუარამიდებთან და გუარამიდების მზითევმა ბაგრატიონთა სამეფოს მნიშვნელოვანი სეგმენტი ჩამოაყალიბა.[81][20]

XX საუკუნეში, ბრიტანელმა ისტორიკოსმა სტივენ რანსიმენმა ბაგრატიონთა ებრაული წარმოშობის თეორიის რეაბილიტაცია სცადა. რანსიმენი ვარაუდობდა, რომ არ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი მათი ებრაული წარმოშობის შესახებ თუ გავითვალისწინებთ ასურეთის ტყვეობიდან გაქცეული ებრაელების არსებობას კავკასიაში, „სადაც, როგორც ბაბილონში, იყვნენ მემკვიდრეობითი ბელადები, ცნობილნი, როგორც "დიასპორის მთავრები"[82], რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წარმოიშვნენ დავითიდან, მაღალ შუა საუკუნეებამდე“. ეს ჰიპოთეზა არ იქნა მიღებული სხვა სწავლულების მიერ, და თუმანოვმა მთლიანად უარყო ეს შესაძლებლობა.[83]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Bichikashvili, Ioseb (2004). ჩხეიძეთა საგვარეულო. დანართი 1: ქართული საგვარეულო ჰერალდიკა (Georgian). Tbilisi: National Parliamentary Library of Georgia, გვ. 3. ISBN 99928-0-213-8. 
  • Biliarsky, Ivan (2013). The Tale of the Prophet Isaiah: The Destiny and Meanings of an Apocryphal Text. Leiden: Brill. ISBN 90-04-25438-2. 
  • Constantine Porphyrogenitus (1949). De Administrando Imperio, Greek text edited by Gyula Moravcsik, English translation by R. J. H. Jenkins.. Budapest: Pazmany Peter Tudomanyegyetemi Gorog Filologiai Intezet. 
  • Djobadze, Wachtang (1992). Early Medieval Georgian Monasteries in Historic Tao, Klarjet'i, and Šavšet'i. Stuttgart: Franz Steiner Verlag. ISBN 3-515-05624-6. 
  • Eastmond, Antony (1998). Royal imagery in medieval Georgia. University Park, Pa.: Pennsylvania State University Press. ISBN 0-271-01628-0. 
  • Karbelashvili, Mariam (1999). „იოანე ბატონიშვილის ცნობა საქართველოსა და ეთიოპიის სამეფო დინასტიათა ნათესაობის შესახებ“ [Ioane Batonishvili's Information on the Relationship of Georgian and Ethiopian Royal Dynasties]. ლიტერატურული ძიებანი (Georgian და English). 26 (1): 244–254.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Papamastorakis, Titos (2002). "the Khakhouli Triptych". Deltion of the Christian Archaeological Society 23 (4): 225–254.
  • Rapp, Stephen H., Jr. (1997). Imagining history at the crossroads: Persia, Byzantium, and the architects of the written Georgian past. Ph.D. dissertation, University of Michigan. 
  • Rapp, Stephen H., Jr. (2000). „Sumbat Davitʿis-dze and the Vocabulary of Political Authority in the Era of Georgian Unification“. Journal of the American Oriental Society. 120 (4): 570–576. JSTOR 606617.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Rapp, Stephen H. (2003). Studies in Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium. Leuven: Peeters Publishers. ISBN 90-429-1318-5. 
  • Taqaishvili, Ekvtime (1935). „Georgian chronology and the beginning of the Bagratid rule in Georgia“. Georgica. 1: 9–27.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Toumanoff, Cyril (1949–1951). „The Fifteenth-Century Bagratids and the Institution of Collegial Sovereignty in Georgia“. Traditio. 7: 169–221. JSTOR 27830207.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian history. Washington, DC: Georgetown University Press. 

რესურსები ინტერნეტში

  • ბაგრატიონთა გვარეულობის ისტორიისათვის. პავლე ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტომი 4, გვ. 563-566, თბილისი, 1974. თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია.
  • საქართველოს სამეფო. საქართველოს სამეფოსათვის: ბაგრატოვანთა წარმომავლობა.
  • საქართველოს სამეფო სახლი. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №1. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №1: ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ღვთიური წარმომავლობის შესახებ.

სქოლიო

  1. არქეტიპი. CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. 2.0 2.1 2.2 Toumanoff 1963, p. 423.
  3. Rapp 2000, pp. 571–572.
  4. Taqaishvili 1935, pp. 23–25.
  5. 5.0 5.1 Toumanoff 1963, p. 328.
  6. 6.0 6.1 6.2 Rapp 1997, p. 533.
  7. Rapp 2003, p. 234.
  8. Rapp 1997, pp. 529–530.
  9. Rapp 1997, pp. 527–528, 530–531.
  10. Toumanoff 1963, p. 329, fn. 108.
  11. Rapp 1997, p. 526.
  12. Rapp 2003, pp. 233–234.
  13. Toumanoff 1963, p. 329.
  14. Biliarsky 2013, p. 152.
  15. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თავი XI.
  16. Taqaishvili 1935, p. 19.
  17. Toumanoff 1963, p. 323.
  18. 18.0 18.1 Biliarsky 2013, p. 153.
  19. Constantine Porphyrogenitus 1949, p. 171.
  20. 20.0 20.1 Rapp 2000, p. 571.
  21. Rapp 2003, p. 339.
  22. Rapp 1997, p. 532.
  23. Taqaishvili 1935, pp. 17–19.
  24. Rapp 2003, p. 351.
  25. ლუკას სახარება. თავი 3: იესოს წარმოშობა, მუხლი 32–38.
  26. Biliarsky 2013, p. 154.
  27. 27.0 27.1 Rapp 2003, p. 369.
  28. 28.0 28.1 Biliarsky 2013, pp. 154–155.
  29. Rapp 2000, p. 573.
  30. თეიმურ. ვარიანტით: ცხოვრებაჲ და უწყებაჲ.
  31. თეიმ. ვარ.: სადით.
  32. თ. ვარ.: მიეწივნეს.
  33. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 41, 42, 43.
  34. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდები: 57, 58.
  35. სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 43, 44, 45, 46.
  36. ქ. ცხ.: სოლომონისნი
  37. . ვარ.: სომხეთს
  38. თ. ვარ.: გურამ
  39. თ. ვარ. აქ უმატებს: ესე არს ერისთავი ქართლისა და მამაჲ ბაგრატიონთა.
  40. თ. ვ-ში: ეს სიტყვა არ არის
  41. თ. ვარ.: გუარამისნი.
  42. თ. ვარ. ძმანი
  43. თ. ვარ.: ვარზავარდ.
  44. თ. ვარ.: კამბეჩიანს.
  45. თ. ვარ.: კამბეჩიანი.
  46. თ. ვარ.: ამა ჟამამდე.
  47. თ. ვარ.-ს აკლია „ვიდრე“-დგან დაწყებული აქამომდე.
  48. თ. ვარ. კალა.
  49. თ. ვარ.: სივნეთს
  50. თ. ვარ.: ასპურაგანს. ამას შემდეგ თ. ვარ. უმატებს: „მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ“.
  51. თ. ვარ.: ასამს.
  52. თ. ვარ.: ესენი.
  53. თ. ვარ.: უმატებს აქ: შჳლნი.
  54. თ. ვარ.: სახელი ედვა.
  55. თ. ვარ.: მუშელ.
  56. თ. ვარ.: ბაგრატიონთა
  57. თ. ვარ.: ამზახნა სომეხთ მეფეთა.
  58. ეს ფრაზა „და ამან“-დგან დაწყებული არ არის . ვარ-ში.
  59. თ. ვარ.: ნერსესისა.
  60. თ. ვარ.: ხოლო.
  61. თ. ვარ.: ასამ და ვარაზვარდ.
  62. თ. ვარ.: კამბეჩიანს.
  63. თ. ვარ.: აქ უმატებს: „და ამანვე კურატპალატამანცა განაახლა საფუძველი ტფილისის სიონისა, რამეთუ ნათესავნი მირიან მეფისა მორწმუნისანი ყოველნივე ეკკლესიათა მაშენებელნი იყვნეს“. აქ საჭიროდ ვრაცხთ დავსძინოთ, რომ მთელი ეს მოთხრობა „და დაშთეს იგინი“-დგან დაწყებული (ნ. გვ. 43) ვიდრე აქამომდე სრულათ არის შეტანილი თ. ვარ-ში (ნ. ქ. ცხოვრ. გვ. 162, შენ. 1). განსხვავებანი ჩვენ უკვე უჩვენეთ სხოლიებში.
  64. ეს კათალიკოზი ქ. ცხ.-ში ნაჩვენებია გუარამის ძის სტეფანოზის ერისთაობის დროს: „მოკუდა კათალიკოზი სამოელ, და ამან სტეფანოზ დასვა კათალიკოზად ბართლომე“ (ქ. ცხ.: გვ. 165).
  65. Djobadze 1992, pp. 14–15.
  66. Eastmond 1998, pp. 223–224.
  67. Eastmond 1998, p. 225, fn. 22.
  68. Toumanoff 1963, p. 329, fn. 107.
  69. Papamastorakis 2002, pp. 226–228.
  70. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება. 2010 წლის ბრწყინვალე აღდგომის დღე. სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე.
  71. უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში. გაიოზ მამალაძე. გაზეთი „მცხეთა“, №2, 2011 წ.
  72. Toumanoff 1949–1951, p. 209, fn. 29.
  73. Bichikashvili 2004, p. 4.
  74. Rapp 1997, pp. 533–534.
  75. 75.0 75.1 Rapp 1997, p. 528, fn. 139.
  76. Ivan Biliarsky. Bulgarian Academy of Sciences, Institute of History, Faculty Member.
  77. პარადიგმა. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  78. ნარატივი. CIVIL ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  79. Biliarsky 2013, p. 157.
  80. Karbelashvili 1999, pp. 250–251.
  81. Toumanoff 1963, p. 425.
  82. დიასპორა. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  83. Toumanoff 1963, p. 329, fn. 110.


ქართლის ერისმთავრები

სახელი ერისმთავრობის
წლები
შენიშვნები
1. გურგენი (გუარამი) 575-600
545-586
571-590
2. ჯუანშერ I 590-591
3. სტეფანოზ I 590/591–602/605
591–602/603
586/90–604/605
593–602
4. ადარნასე I 619–639
604-605–634-635
5. სტეფანოზ II 639–663
634-635–681-682
6. ნერსე I ~682–687
7. არშუშა
ვარაზ-ბაკური
687–700-711
8. სტეფანოზ III 711–730
730–739
ქართლის ერისმთავარი
ემორჩილებოდა არჩილს
9. მირი 718-719 დასავლეთ საქართველოს მეფე
10. არჩილი 668–718
719-745
705-745
დასავლეთ საქართველოს მეფე
კახეთ-ჰერეთის მმართველი
11. ჯუანშერი
12. ადარნასე
13. ნერსე II
14. სტეფანოზ IV
15. აშოტ I დიდი

ინფოყუთი 1

King of All Iberia and Colchis[1]

Lasha-george/სავარჯიშო
დაიბადა: ძვ. წ. 329 გარდაიცვალა: ძვ. წ. 237
წინამორბედი:
აზონი
იბერიის მეფე
ძვ. წ. 302–237
შემდეგი:
საურმაგი
წინამორბედი:
ქუჯი
სრულიად ქართლისა და ეგურის მეფე[2][ა]
ძვ. წ. 280–237

შენიშვნები

  1. Kartli and Eguri were known in the classical antiquity as Iberia and Colchis respectively.[3]

ინფოყუთი 2

Lasha-george/სავარჯიშო
დაიბადა: ძვ. წ. 329 გარდაიცვალა: ძვ. წ. 237
წინამორბედი:
აზონი
ყოველი ქართლისა და ეგურის მეფე[4][ა]
King of All Iberia and Colchis[6]

ძვ. წ. 302–237
შემდეგი:
საურმაგი
წინამორბედი:
ქუჯი

?

წინამორბედი:
ფარსმან II ქველი
იბერიის მეფე
161–164
შემდეგი:
ღადანა
იბერიის დედოფალი
164–180
შემდეგი:
ფარსმან III

!

წინამორბედი:
ფარსმან II ქველი
იბერიის მეფე
161–164
შემდეგი:
ღადანა
შემდეგი:
ფარსმან III
  • ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885.

იბერიის სამეფოს გენეალოგიური ხე

შენიშვნები

  1. Kartli and Eguri were known in the classical antiquity as Iberia and Colchis respectively.[5]
  2. King Rev I was the direct descendant of King Mithridates V of Parthia (4 generations)
  3. Her father died in 284 AD, who remained the last in the Pharnavazid line. Georgian royal house arranged the wedding of Abeshura to Mirian,[8] who according to the Georgian annals is identified as the firstborn but illegitimate son of an unspecified Sasanian Shahanshah.[9] Mirian was a Parthian Mihranid who would establish a Chosroid dynasty. Because of Mirian’s union with Abeshura, the couple's offspring could rightfully claim to have Pharnavazid blood, but Abeshura died at the age of 15. Because the young couple had no children the primary Pharnavazid line came to a complete end.[10][11]
  4. Kings Aspacures II and Rev II through their mother Queen Nana[12] were the direct descendants of King Mithridates VI of Pontus (15 generations through Queen Dynamis); King Seleucus I Nicator (22 generations through the mother of Mithridates VI of Pontus, Queen Laodice VI); Triumvir Mark Antony (16 generations through Gepaepyris, Antonia Tryphaena, Pythodorida of Pontus and Antonia Prima); Julio-Claudian dynasty (17 generations through the mother of Mark Antony, Julia); King Achaemenes (35~40 generations through Mithridates VI of Pontus)
  5. King Dachi through his mother Queen Balendukht[13] was the direct descendant of Shah Ardashir I (10 generations)

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 338.
  • ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმ. ყაუხჩიშვილის მიერ. „ქართლის ცხოვრება“. ტ. IV. თბ., 1973.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის ) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I. 1958.
  • ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ. 1990.
  • ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს., სინ, ტ. II. თბ. 1973.
  • ა. ბოგვერაძე, სტ. ბაკური, ქსე, ტ. 2.
  • მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 33, 34. ISBN 99928-58-36-2. 

ბიბლიოგრაფია

  • Rapp, S. H. Jr. (2016) The Sasanian World Through Georgian Eyes, Caucasia and the Iranian Commonwealth in Late Antique Georgian Literature, Sam Houston State University, USA, Routledge, ISBN 9781472425522
  • Rayfield, D. (2013) Edge of Empires: A History of Georgia, Reaktion Books, ISBN 9781780230702

დამატებითი საკითხავი მასალები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Georgian royal annals, page of edition 24, line of edition 6–7
  2. Rapp (2016) location: 6323
  3. Rapp (2016) location: 702
  4. Rapp (2016) location: 6323
  5. Rapp (2016) location: 702
  6. Georgian royal annals, page of edition 24, line of edition 6–7
  7. Rayfield, pp. 430—431
  8. Rapp (2016) location: 7031
  9. Rapp (2016) location: 6784
  10. Rapp (2016) location: 6794
  11. Rayfield, p. 36
  12. Rapp (2016) location: 7149
  13. Rayfield, pp. 44—50