იასონ ლორთქიფანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Iason Merabis dze Lortkipanidze.jpg|thumb|230px|right|იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე]]
[[ფაილი:Iason Merabis dze Lortkipanidze.jpg|thumb|230px|right|იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე]]
'''იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე''' (დ. [[6 მარტი]], [[1866]], ჩუნეში, ახლანდ. [[წყალტუბოს რაიონი]], — გ. [[1949]]) — ქართველი იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველოს ეროვნული ბანკი]]ს პირველი მმართველი; მწერალ [[ნიკო ლორთქიფანიძე|ნიკო ლორთქიფანიძის]] ძმა. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი.
'''იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე''' (დ. [[6 მარტი]], [[1866]], ჩუნეში, ახლანდ. [[წყალტუბოს რაიონი]], — გ. [[1949]]) — ქართველი იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველოს ეროვნული ბანკი]]ს პირველი მმართველი; მწერალ [[ნიკო ლორთქიფანიძე|ნიკო ლორთქიფანიძის]] ძმა. საქართველოს [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ისტორიული)|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი წევრი.

==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==
[[ქუთაისი]]ს გიმნაზიის დასრულებისთანავე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც [[1889]] წელს დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სახაზინო მამულების უწყებაში თბილისში, აქტიურად იყო ჩართული პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იასონ ლორთქიფანიძემ ჯერ [[განჯა]]ში, შემდგომ [[ვლადიკავკაზი|კავკავში]] გააგრძელა მუშაობა იურისკონსულტად. განჯაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს საფლავის მოძიებასა და 1893 წელს პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში. კავკავში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართული კოლონიის საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკავის ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე, არჩეული იყო ამავე ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. 1906 წელს თერგის ოლქიდან დასახელებული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად.

1917 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წელს ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ედპ- მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც [[საქართველოს ეროვნული საბჭო]] გაფართოვდა, იასონ ლორთქიფანიძე ედპ- სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. [[1920]] წელს, თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წ. იანვარში, იასონ ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაშიც აირჩიეს.
1917 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წელს ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც [[საქართველოს ეროვნული საბჭო]] გაფართოვდა, იასონ ლორთქიფანიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. [[1920]] წელს, თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წ. იანვარში, იასონ ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაშიც აირჩიეს.

[[1921]] წელს თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. ამის მიუხედავად, აიძულეს ედპ-ს სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია [[1923]] წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ედპ დაშლილად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლებამ იასონ ლორთქიფანიძე 1923 წლამდე დატოვა მმართველის თანამდებობაზე იმავე ბანკში, რომელიც საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა, შემდეგ მოადგილედ დააქვეითეს, ხოლო 1924 წელს მის მიერვე ჩამოყალიბებული სამრეწველო ბანკის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 1925 წელს იყო საგამომცემლო ამხანაგობა „ქართული წიგნის“ გამგეობის წევრი. [[1927]] წლიდან აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. ამ პერიოდში შეუდგა საისტორიო კვლევა-ძიებას და მოამზადა ნაშრომი სახელწოდებით: „ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“, რომელიც ორ წიგნად გამოიცა (თბ., 1935-1938). თითოეული მათგანი ორ-ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი წიგნი წყაროების გამოკვლევასა და გეოგრაფიიულ ცნობებს ეთმობა, ხოლო მეორეში მოსახლეობისა და მფლობელობის სტატისტიკაა შესწავლილი. 1937 წელს იასონ ლორთქიფანიძე [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]] უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს.

ხაზი 12: ხაზი 12:

== ლიტერატურა==
== ლიტერატურა==
*{{წიგნი|ავტორი=[[ოთარ ჯანელიძე|ჯანელიძე ო.]]|სათაური=„ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან“|გამომცემლობა=„მეცნიერებება“ |ორიგინალი=|ადგილი=თბილისი|წელი=2002|isbn=99928-962-0-5|ბმული=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/317039|გვერდები=}}
* ''მაჭავარიანი გ.,'' იასონ ლორთქიფანიძე - საზოგადო მოღვაწე ქველმოქმედი, მეცნიერი, გაზ. „სახალხო განათლება“, 1990 წ., 27 სექტემბერი;
* ''მაჭავარიანი გ.,'' იასონ ლორთქიფანიძე - საზოგადო მოღვაწე ქველმოქმედი, მეცნიერი, გაზ. „სახალხო განათლება“, 1990 წ., 27 სექტემბერი;
* ''ჯანელიძე ო.,'' ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002

{{ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეები}}
{{ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეები}}
ხაზი 22: ხაზი 22:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1949]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1949]]
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეები]]
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეები]]
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]

11:26, 21 თებერვალი 2021-ის ვერსია

იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე

იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე (დ. 6 მარტი, 1866, ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს რაიონი, — გ. 1949) — ქართველი იურისტი, ფინანსისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველი; მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი.

ბიოგრაფია

ქუთაისის გიმნაზიის დასრულებისთანავე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1889 წელს დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მსახურობდა სახაზინო მამულების უწყებაში თბილისში, აქტიურად იყო ჩართული პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იასონ ლორთქიფანიძემ ჯერ განჯაში, შემდგომ კავკავში გააგრძელა მუშაობა იურისკონსულტად. განჯაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და 1893 წელს პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში. კავკავში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ქართული კოლონიის საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თავმჯდომარე, კავკავის ურთიერთდამხმარე საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე, არჩეული იყო ამავე ქალაქის სათათბიროს ხმოსნად. 1906 წელს თერგის ოლქიდან დასახელებული იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად.

1917 წლიდან იასონ ლორთქიფანიძე იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების კომისიის წევრი და განაგებდა მის საფინანსო ნაწილს. 1917 წელს ნოემბერში კოოპტაციის წესით შეიყვანეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე. 1918 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული საბჭო გაფართოვდა, იასონ ლორთქიფანიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით საბჭოს წევრი გახდა. არჩეული იყო საბჭოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, ასევე, სამანდატო კომისიის წევრად. 1920 წელს, თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაფუძნების შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე მის პირველი მმართველად დაინიშნა. ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, 1921 წ. იანვარში, იასონ ლორთქიფანიძე დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობაშიც აირჩიეს.

1921 წელს თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, იასონ ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. ამის მიუხედავად, აიძულეს ედპ-ს სხვა თვალსაჩინო წევრებთან ერთად ხელი მოეწერა დეკლარაციაზე, რომელიც პარტიის ლიკვიდაციისათვის კონფერენციის მოწვევას ითვალისწინებდა. კონფერენცია 1923 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და ედპ დაშლილად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლებამ იასონ ლორთქიფანიძე 1923 წლამდე დატოვა მმართველის თანამდებობაზე იმავე ბანკში, რომელიც საქართველოს სსრ სახალხო ბანკად გადაკეთდა, შემდეგ მოადგილედ დააქვეითეს, ხოლო 1924 წელს მის მიერვე ჩამოყალიბებული სამრეწველო ბანკის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 1925 წელს იყო საგამომცემლო ამხანაგობა „ქართული წიგნის“ გამგეობის წევრი. 1927 წლიდან აკრძალული ჰქონდა საფინანსო და საზოგადოებრივი სამსახური. ამ პერიოდში შეუდგა საისტორიო კვლევა-ძიებას და მოამზადა ნაშრომი სახელწოდებით: „ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში“, რომელიც ორ წიგნად გამოიცა (თბ., 1935-1938). თითოეული მათგანი ორ-ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი წიგნი წყაროების გამოკვლევასა და გეოგრაფიიულ ცნობებს ეთმობა, ხოლო მეორეში მოსახლეობისა და მფლობელობის სტატისტიკაა შესწავლილი. 1937 წელს იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს და ძველი არქივების მოწესრიგება-აღწერის საქმე დაავალეს.

გარდაიცვალა 1949 წლის ივლისში. მის პირად არქივში დაცული მასალები, განსაკუთრებით ეპისტოლური მემკვიდრეობა, მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს საქართველოში საბანკო საქმის შესახებ.

ლიტერატურა