მიხეილ თუმანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
ხაზი 54: ხაზი 54:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 11 მაისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 11 მაისი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1996]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1996]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:ქართველი თეატრის რეჟისორები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები]]

19:05, 20 თებერვალი 2021-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.
მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების სახელი მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1921
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 11 მაისი, 1996
თბილისი
საქმიანობა რეჟისორი
პედაგოგი

მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. 11 მაისი, 1996, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1981). 1986 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ბიოგრაფია

მიხეილ თუმანიშვილმა ბავშვობა თბილისში, ვერაზე გაატარა. იგი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ხატვით, თეატრით პირველად 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული "ანზორის" წარმოდგენას დაესწრო. ამის შემდეგ მიხეილი თეატრის ხშირი სტუმარი გახდა[1], თუმცა, პროფესიული არჩევანი თავდაპირველად არქიტექტურაზე შეაჩერა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა-ხატვის მისაღებ გამოცდაში ჩაჭრის გამო. 1939 წელს მიხეილ თუმანიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1941 წლიდან იბრძოდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. კავშირგაბმულობის უმცროს მეთაურთა სკოლის დასრულების შემდეგ, მსახურობდა კავშირგაბმულობის ძალებში. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. ომში განცდილმა მომავალ რეჟისორზე ღრმა და მძიმე კვალი დატოვა [2].

მალევე, მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე,გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში, რომელიც მან 1949 წელს დაასრულა. პირველი სპექტაკლი "მე თქვენ მიყვარხართ" დადგა 1948 წელს.

1949–1971 წლებში მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965–1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971–1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის "სანამ რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება

თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.

ჯილდოები

ლიტერატურა

  • ჯანელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 10.
  • კიკნაძე ვ., ქართველი რეჟისორები, წგნ. 2, თბ., 1970;
  • მუმლაძე დ., თანამედროვე ქართული რეჟისურა, თბ., 1973;
  • ურუშაძე ნ., ძიებისა და გამარჯვების გზით, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, № 10;
  • გურაბანიძე ნ., მიხეილ თუმანიშვილის თეატრი თბ., 2010.

რესურსები ინტერნეტში

  1. https://www.ambebi.ge/article/33462-ubralod-misha-tumanishvili/
  2. http://www.tumanishvilitheatre.ge/index.php?lang=geo&page=history