მოსკოვის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:


==მოსკოვი — განაპირა სამთავროს ცენტრი==
==მოსკოვი — განაპირა სამთავროს ცენტრი==
მთელი XII ს.და XIII ს. პირველი ათწლეულის განმავლობაში მოსკოვი შედიოდა [[ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო|ვლადიმირის დიდი სამთავრო]]ს შემადგენლობაში.

ვლადიმირის დიდი მთავრის [[ვსევოლოდ დიდი ბუდე|ვსევოლოდ დიდბუდის]] ([[იური დოლგორუკი]]ს უმცროსი ვაჟი და [[ანდრია ბოგოლიუბსკი]]ს უმცროსი ძმა) გარდაცვალების შემდეგ მოსკოვი წილად ხვდა მის მეორე ვაჟს იური ვსევოლოდის ძეს; მაგრამ ერთი წლის შემდეგ ქალაქი მცირე ხნით ხელთ იგდო იურის უმცროსმა ძმამ ვლადიმირ ვსევოლოდის ძემ. ვლადიმირი მალე იძულებული გახდა მოსკოვი უკან დაებრუნებინა. [[ვასილი ტატიშჩევი|ბ.ნ. ტატიშჩევი]]ს მტკიცებით, მოგვიანებით ვლადიმირი ისევ დაბრუნდა მოსკოვში და აქ სიკვდილამდე 1228 წლამდე ცხოვრობდა. იური ვსევოლოდის ძემ, როგორც დიდმა მთავარმა მოსკოვი თავის უმცროს ვაჟიშვილს ვლადიმირ იურის ძეს გადასცა, რომელიც რუსეთში მონღოლ-თათართა შემოსევებამდე მთავრობდა. 1238 წლის იანვარში მონღოლებმა მოსკოვი ხუთდღიანი ალყის შემდეგ გაძარცვეს და გადაწვეს. ბრძოლაში დაიღუპა [[ვოევოდა]] ფილიპე ნიანკა, მოსკოვის მთავრი ვლადიმირ იურის ძე კი ტყვედ ჩავარდა და მოგვიანებით ვლადიმირის კედლებთან თავი მოჰკვეთეს. სხვადასვხა ისტორიული ცნობებით, მოსკოვის მიმდებარე "ეკლესიები, მონასტრები, სოფლები", ამ პერიოდის ქალაქის მნიშვნელობასა და სიდიდეზე მიანიშნებს.

დიდი მთავრის იაროსლავ ვსევოლოდის ძის გარდაცვალების შემდეგ (1246), მის ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა [[ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო]]ს ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამ ბრძოლაში მოსკოვი მიხეილ ხორობრიტს ("მამაცს") დარჩა. იგი იაროსლავ ვსევოლოდის ძის მეოთხე ვაჟი გახლდათ. 1248 წელს მიხეილი გახდა ვლადიმირის დიდი მთავარი, ხოლო 1249 წლის დასაწყისში მიხეილი მოკლეს მოსკოვის სამთავროს საზღვარზე, მდინარე პროტვაზე ლიტვებთან ბრძოლაში. ვინ იყვნენ მოსკოვის მმართველები შემდეგ წლებში დანამდვილებით ცნობილი არ არის. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მოსკოვის მიწები უშუალოდ ვლადიმისრ-სუზდალის დიდ სამთავროში შედიოდა, მაგრამ არსებობს მოსაზრებებიც, რომ მოსკოვში მთავრობდა მიხეილ ხორობრიტის ("მამაცის") ვაჟი ბორის მიხაილოვიჩი.

მოსკოვის სამთავროს დინასტიურ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო 1263 წელი, როდესაც [[ალექსანდრე ნეველი]]ს გარდაცვალების შემდეგ მოსკოვი გადავიდა მისი უმცროსი ვაჟის, 2 წლის [[დანიელი (რუსეთი)|დანიელ ალექსანდროვიჩის]] მემკვიდრეობაში. დანიელი თავდაპირველად იმყოფებოდა ბიძის [[ტვერი]]ს დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის მეურვეობაში, ხოლო 1271 წლიდან სიკვდილამდე 1303 წლამდე დამოუკიდებლად მართავდა ქალაქს. დანიელის დროს გაფართოვდა მოსკოვი. მას შეუერთდა მეზობელი კოლომნასა და მოჟაისკის სამთავროები, დაარსდა დღემდე მოქმედი მოსკოვის უძველესი ტაძრები: [[მოსკოვის ნათლისღების მონასტერი|ნათლისღების]] და [[დანილოვის მონასტერი|დანილოვსკის]]. 1293 წელს მოსკოვი კიდევ ერთხელ გაძარცვეს მონღოლ-თათრებმა. გარდაცვალების შემდეგ დანიელს დარჩა ხუთი ვაჟი, რომელთაგან უფროსებმა [[იური (რუსეთი)|იურიმ]] და [[ივანე I (რუსეთი)|ივან კალიტამ]] უდიდესი წვლილი შეიტანეს ქალაქის ისტორიაში.


==მოსკოვის დაწინაურება==
==მოსკოვის დაწინაურება==

16:14, 20 თებერვალი 2021-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Fiqriasidamonize.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: თებერვალი 20, 2021.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1132 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Fiqriasidamonize.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Fiqriasidamonize.|მოსკოვის ისტორია}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


წითელი მოედანი (1801). ნახატი. თედორე იაკობის ძე ალექსეევი

მოსკოვის ისტორია - რუსეთის უდიდესი ქალაქის და დედაქალაქის - რუსეთის ისტორიას აქვს მინიმუმ 874 წლის ისტორია. პირველი წერილობითი წყაროები მოსკოვის შესახებ თარიღდება 1147 წლით. მოსკოვმა მდინარე მოსკოვთან სიახლოვის გამო მნიშვნელოვანი ისტორიული როლი შეასრულა როგორც ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცენტრმა.

არქეოლოგიური მონაცემები

სხოდნენსკის თავის ქალა, რომელიც 1939 წელს იქნა ნაპოვნი ქალაქ ტუშინოს მახლობლად მდინარე სხოდნიას (მოსკოვი (მდინარე)ს შესართავთან, მოსკოვის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების ყველაზე ადრეული მტკიცებულებაა. მისი ასაკი დაახლოებით 16-10 ათასი წლისაა

მოსკოვში, პოკროვსკის ბულვარზე, ნაპოვნია მეზოლითური ხანის საფხეკი,ხოლო სრეტენკაზე ნეოლითის პერიოდის კაშკაშა ჭიქა.

ყოფილ ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე, კიტაიგოროდის გასასვლელში ნაპოვნია ჩამოსხმული კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები ლიალოვოს კულტურის გვიანი ეტაპისთვის დამახასიათებელი ნაპრალის ორნამენტებით.

ცარიცინის პარკში აღმოჩენილია ფატიანოვოს კულტურის შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. ეს არის პირველი აღმოჩენილი ფატიანოვოს დასახლება ვოლგა-ოკას შესართავის ტერიტორიაზე. ფატიანოვოს კულტურის მატარებლები არიან ინდოევროპული მოსახლეობა, რომელმაც პირველას დაიწყო ამ ტერიტორიაზე მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. ფატიანოვოს კულტურის სამარხები, აგრეთვე, ნაპოვნია ყოფილი სოფლების სპას-ტუშინოსა და დავიდკოვოს მახლობლად, ხოლო ცალკეული ქვის იარაღები და იარაღი ნაპოვნია სოფლებში — კრილატსკოე, ზიუზინო, ჩერტანოვო.

მოსკოვის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ.წ. VII საუკუნის დიაკოვის კულტურის რამდენიმე დასახლება აღმოაჩინეს: დიაკოვსკოეს დასახლება, სადაც პირველად იქნა ნაპოვნი ასეთი დასახლება ნესკუჩნი სადის რაიონში, ნიჟნიე კოტლოვის მიდამოებში, ქრისტეს მაცხოვრის ტაძრის ტერიტორიაზე, სამოტიოკის მიდამოში, პოტილიხაში, დიდი კრემლის პარკში. მრავალი დასახლებული პუნქტი მდებარეობდა მდინარეთა შორის მდებარე მაღლობებზე. ახ. წელთაღრ. I ათასწლეულში ქალაქის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ფინო-უგრული ტომები, ძირითადად დიაკოვცები.

საკუთრივ სლავური სოფლები მოსკოვის ტერიტორიაზე გამოჩნდა არა უგვიანეს IX საუკუნისა. ეს იყო ვიატიჩის დასახლების ჩრდილოეთი კიდე, კრივიჩების მიწების საზღვართან.

ეტიმოლოგია

მსოფლიოს მრავალი ქალაქის სახელის მსგავსად, მოსკოვის სახელიც ასოცირდება მდინარე მოსკოვთან, რომელიც ამ სახელს აქ დასახლების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ატარებდა. მაგრამ ვინ დაარქვა მას სახელი ან რას ნიშნავს ეს, ზუსტად არ არის ცნობილი. დღეისათვის არსებობს სამი ძირითადი ვერსია: ბალტიური, სლავური და ფინო-უგრული.

ბალტიისპირული და სლავური ვერსიების თანახმად, ფესვი „მოსკი“ - შესაძლოა ნიშნავდეს "ბლანტს, ტალახიანს" ან "ჭაობს, ნესტს, ტენიანს, სითხეს". მდინარის ბალტიური სახელწოდება შეიძლება დაეტოვებინა ბალტიურენოვან გოლიადის ტომს, ხოლო სლავური სახელწოდება — აქ მცხოვრებ სლავურენოვან ტომებს, ვიატიჩებს.

ფინო-უგრული ვერსიით, სიტყვა მოსკოვი მოდის რომელიმე ვოლგა-ფინური ენადან და ნიშნავს "მდინარე-დათვს", ან "ძროხის მდინარეს".

ქალაქის სახელის წარმოშობის სხვა ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ისინი ნაკლებად თანმიმდევრული და დამაჯერებელია. კერძოდ, მოსკოვის სახელის პოპულარული შედარება მდინარე კამას ჰიდრონიმებთან (ბოლოსართი „–ვა“ — კოლვა, იაივა, სილვა და ა.შ.) დაუმტკიცებელია, რადგან სიტყვა ვა მნიშვნელობით "წყალი" მხოლოდ კომის ხალხთა ენაშია, რომელიც მოსკოვთან ახლოს არც არასდროს ცხოვრობდა. თუმცა, ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ კომი ენა მიეკუთვნება ფინურ-უგრულ ენათა ჯგუფს, რომელშიც "მოსკი" ნიშნავს "ძროხას", ხოლო "ვა" ნიშნავს წყალს, მდინარეს.

მოსკოვის წარმოქმნა და განვითარება

მოსკოვის ზონების რუკა. კრემლი, კიტაი-გოროდი (ჩინური ქალაქი), ბელი გოროდი (თეთრი ქალაქი), ზემლიანი გოროდი (მიწის ქალაქი)

მოსკოვი — განაპირა სამთავროს ცენტრი

მთელი XII ს.და XIII ს. პირველი ათწლეულის განმავლობაში მოსკოვი შედიოდა ვლადიმირის დიდი სამთავროს შემადგენლობაში.

ვლადიმირის დიდი მთავრის ვსევოლოდ დიდბუდის (იური დოლგორუკის უმცროსი ვაჟი და ანდრია ბოგოლიუბსკის უმცროსი ძმა) გარდაცვალების შემდეგ მოსკოვი წილად ხვდა მის მეორე ვაჟს იური ვსევოლოდის ძეს; მაგრამ ერთი წლის შემდეგ ქალაქი მცირე ხნით ხელთ იგდო იურის უმცროსმა ძმამ ვლადიმირ ვსევოლოდის ძემ. ვლადიმირი მალე იძულებული გახდა მოსკოვი უკან დაებრუნებინა. ბ.ნ. ტატიშჩევის მტკიცებით, მოგვიანებით ვლადიმირი ისევ დაბრუნდა მოსკოვში და აქ სიკვდილამდე 1228 წლამდე ცხოვრობდა. იური ვსევოლოდის ძემ, როგორც დიდმა მთავარმა მოსკოვი თავის უმცროს ვაჟიშვილს ვლადიმირ იურის ძეს გადასცა, რომელიც რუსეთში მონღოლ-თათართა შემოსევებამდე მთავრობდა. 1238 წლის იანვარში მონღოლებმა მოსკოვი ხუთდღიანი ალყის შემდეგ გაძარცვეს და გადაწვეს. ბრძოლაში დაიღუპა ვოევოდა ფილიპე ნიანკა, მოსკოვის მთავრი ვლადიმირ იურის ძე კი ტყვედ ჩავარდა და მოგვიანებით ვლადიმირის კედლებთან თავი მოჰკვეთეს. სხვადასვხა ისტორიული ცნობებით, მოსკოვის მიმდებარე "ეკლესიები, მონასტრები, სოფლები", ამ პერიოდის ქალაქის მნიშვნელობასა და სიდიდეზე მიანიშნებს.

დიდი მთავრის იაროსლავ ვსევოლოდის ძის გარდაცვალების შემდეგ (1246), მის ვაჟებს შორის ატყდა ბრძოლა ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს ტახტის ხელში ჩასაგდებად. ამ ბრძოლაში მოსკოვი მიხეილ ხორობრიტს ("მამაცს") დარჩა. იგი იაროსლავ ვსევოლოდის ძის მეოთხე ვაჟი გახლდათ. 1248 წელს მიხეილი გახდა ვლადიმირის დიდი მთავარი, ხოლო 1249 წლის დასაწყისში მიხეილი მოკლეს მოსკოვის სამთავროს საზღვარზე, მდინარე პროტვაზე ლიტვებთან ბრძოლაში. ვინ იყვნენ მოსკოვის მმართველები შემდეგ წლებში დანამდვილებით ცნობილი არ არის. მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მოსკოვის მიწები უშუალოდ ვლადიმისრ-სუზდალის დიდ სამთავროში შედიოდა, მაგრამ არსებობს მოსაზრებებიც, რომ მოსკოვში მთავრობდა მიხეილ ხორობრიტის ("მამაცის") ვაჟი ბორის მიხაილოვიჩი.

მოსკოვის სამთავროს დინასტიურ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო 1263 წელი, როდესაც ალექსანდრე ნეველის გარდაცვალების შემდეგ მოსკოვი გადავიდა მისი უმცროსი ვაჟის, 2 წლის დანიელ ალექსანდროვიჩის მემკვიდრეობაში. დანიელი თავდაპირველად იმყოფებოდა ბიძის ტვერის დიდი მთავრის იაროსლავ იაროსლავის ძის მეურვეობაში, ხოლო 1271 წლიდან სიკვდილამდე 1303 წლამდე დამოუკიდებლად მართავდა ქალაქს. დანიელის დროს გაფართოვდა მოსკოვი. მას შეუერთდა მეზობელი კოლომნასა და მოჟაისკის სამთავროები, დაარსდა დღემდე მოქმედი მოსკოვის უძველესი ტაძრები: ნათლისღების და დანილოვსკის. 1293 წელს მოსკოვი კიდევ ერთხელ გაძარცვეს მონღოლ-თათრებმა. გარდაცვალების შემდეგ დანიელს დარჩა ხუთი ვაჟი, რომელთაგან უფროსებმა იურიმ და ივან კალიტამ უდიდესი წვლილი შეიტანეს ქალაქის ისტორიაში.

მოსკოვის დაწინაურება

თოხთამიშ-ხანის თავდასხმა მოსკოვზე. 1382 წ. ა.მ. ვასნეცოვის ნახატი
კრემლის აყვავება. ყველაწმიდას ხიდი და კრემლი XVII სს. ბოლოს. ა.მ. ვასნეცოვის ნახატი
მოსკოვის გეგმა. 1661წ.
საფოსტო მარკის მცირე ფურცელი, გამოცემულია „რუსეთის ფოსტის“ მიერ მოსკოვის 850 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. 1997წ.

მოსკოვის აღზევება XIV საუკუნის პირველ ნახევარში პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთში მონღოლ-თათრების მმართველობასთან. ოქროს ურდომ დახარკა რუსული სამთავროები. დროდადრო მათ თავს ესხმოდნენ და არბევდნენ ურდოს ჯარები. მთავრები ოქროს ურდოს ყაენის თანხმობით ინიშნებოდნენ. დიდი მთავრის ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ტვერის მთავრები მანამდე, სანამ ინტრიგების შედეგად მოსკოვის მთავარმა იური დანილოვიჩმა (1303-1325) არ მიიღო ტიტული ურდო ხანის ხელიდან. იური დანილოვიჩი გახდა მოსკოვის პირველი მთავარი, რომელმაც მიიღო უფლება ემართა ვლადიმირის დიდი სამთავრო. ამასთან, იური დანილოვიჩს გამარჯვება დიდხანს არ უზეიმია, რადგან იგი მალევე მოკლეს ურდოში. მიუხედავად ამისა, მოსკოვის მთავრის მემკვიდრეებმა შეინარჩუნეს დიდი მთავრის ტიტული, ხოლო ივანე კალიტამ რუსულ სამთავროებში ოქროს ურდოსათვის გადასაცემად ხარკის აკრეფის უფლების მოპოვებით განიმტკიცა ძალაუფლება ტახტზე. ეს გარემოება გახდა ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი მოსკოვის სამთავროს დაწინაურებისა და აღმავლობისათვის. კიდევ ერთი ფაქტორი იყო მოსკოვის მიწების განცალკევება და დაცულობა სხვა სამთავროებთან შედარებით. უღრან ტყეებში ჩაკარგულ მოსკოვში უამრავი ხალხი მოედინებოდა თავშესაფრის საძიებლად, მონღოლური ჯარებისგან თავდასაცავად. 1325 წელს კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა პეტრემ თავისი რეზიდენცია გადაიტანა ვლადიმირი-კლიაზმიდან მოსკოვში, რის შედეგადაც მოსკოვი ასევე, დაწინაურდა სასულიერო თვალსაზრისით და იგი მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი გახდა.

ოქროს ურდოსათვის ხარკის შეგროვებით, ივანე კალიტამ (1325-1340) მოახერხა მნიშვნელოვანი სიმდიდრის დაგროვება, რომელიც მოსკოვის სამთავროს გავლენის გაფართოების მიზნით გამოიყენა. ივანე კალიტამ შეიძინა მთელი რიგი მიწები: უგლიჩი, გალიჩ-მერსკი, ბელოოზერო; აკონტროლებდა სხვა მრავალ ტერიტორიას. იმ დროისათვის მოსკოვის მთავარი მეტოქე ტვერის სამთავრო იყო. ივანე კალიტამ გამოიყენა ოოქროს ურდოს სამხედრო ძალა ტვერის მთავრებზე საკუთარი ბატონობისა დასამყარებლად, თუმცა ეს დაპირისპირება მრავალი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა. კალიტას დროსდაიწყო მოსკოვში მასშტაბური მშენებლობა ― გაჩნდა პირველი ქვის შენობები (მანამდე ქალაქი მთლიანად ხისგან იყო ნაგები). 1329 წელს დაიდგა აიგო იოანე კლემაქის ეკლესიის სამრეკლო, 1330 წელს დასრულდა მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მშენებლობა ბორზე - უძველესი მოსკოვის ეკლესია, რომელიც გადარჩა მე -20 საუკუნემდე და განადგურდა 1933 წელს; 1326 და 1333 წლებში ხის ეკლესიების ნაცვლად აღმართეს თეთრი ქვის მიძინებისა და მთავარანგელოზის ტაძრები, რომელთაგან უკანასკნელი მოსკოვის მთავართა დასაკრძალავი ადგილი გახდა. 1339 წელს მოსკოვის კრემლის გალავანი განახლდა მუხის ახალი კედლებით და კოშკებით. მოსკოვის პოზიცია უმჯობესდებოდა ივანე კალიტას მემკვიდრეების - სიმეონ ამაყის (1340-1353), ივან წითურის (1353-1359) და, განსაკუთრებით, დიმიტრი დონელის (1359-1389) დროს. მათ დროს საბოლოოდ განმტკიცდა მოსკოვის დიდი მთავრის ტიტული და ასევე, მოსკოვის დიდ მთავარს ხელთ ეპყრა ვლადიმირის დიდი მთავრის ტიტულიც.

1353 წელს მოსკოვმა საშინელი კატასტროფა განიცადა - ჭირის ეპიდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის დიდი მთავარი სიმეონი და მისი ვაჟები. 1365 წელს მოსკოვი დაიწვა ყველა წმინდანის საშინელი ხანძრის დროს (ხანძარმა ეს სახელი მიიღო ყველა წმინდანის სახელობის ეკლესიის მიხედვით, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა). მოსკოვში ხანძრები სხვა დროსაც ყოფილა, რადგან ხისგან შენდებოდა და ცეცხლი ადვილას ედებოდა. იგი რამდენჯერმე დაიწვა, მაგალითად, - 1331, 1337, 1343 და 1354 წლებში. 1365 წლის ხანძრის შემდეგ უფლისწულმა დიმიტრიმ ბოიარებთან ერთად გადაწყვიტა ქვის ციხესიმაგრის მშენებლობა. ციხესიმაგრე მთელი სისწრაფით აღმართეს 1367-1368 წლებში. ამასთან, კედლებით შემოღობილი ტერიტორიის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბჭოთა მეცნიერის, ისტრორიკოსისა და არქეოლოგის ნ.ნ. ვორონინის გამოთვლებით კედლების პერიმეტრი გაიზარდა 1979 მეტრამდე. ამავე დროს, აშენდა მდინარე ნეგლინნაიას გადაღმა ქვის ხიდი. ამ დროიდან მოსკოვს თეთრქვიანი ანუ „ბელოკამენნოი“ დაერქვა. კრემლი გახდა მაშინდელ ჩრდილო – აღმოსავლეთ რუსეთში ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრე და საფორტიფიკაციო ნაგებობა. ეს იყო მოსკოვის თავდაცვითი სისტემა დიმიტრი დონელისა და მისი მემკვიდრე ვასილი დიმიტრის ძის დროს (1389-1425). ამავე დროს, მას დაემატა მონასტრების ციკლი ქალაქის განაპირას: ანდრონიკოვის (დაარსდა დაახლოებით 1357 წ.), ზაჩატიევსკის (დაახლოებით 1360 წ.), სიმონოვის (დაახლოებით 1370 წ.), პეტროვსკის (დაახლოებით 1377 წ.), შობის (დაახლოებით 1386 წ.) და სრეტენსკის (1397 წ.) მონასტრები. დიმიტრი დონელის დროს მოსკოვმა თავის მეტოქეებთან მრავალ შეტაკებას გაუძლო. მას თავს ესხმოდნენ ტვერის მთავრები, ლიტვის დიდი სამთავრო, მონღოლ-თათრები. მოსკოვის სამთავრო გახდა მონღოლ-თათრების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მიწების გამაერთიანებელი. 1368 და 1370 წლებში მოსკოვს ალყა შემოარტყა ლიტვის ჰერცოგმა ალგირდასმა. ამის გარდა, დიმიტრიმ ორჯერ მოახერხა ოქროს ურდოს სერიოზული დამარცხება: ერთხელ მდინარე ვოჟასთან (1378წ.) და ერთხელ კულიკოვოს ველზე (1380 წ.). თუმცა, ვერ გადაარჩინა მოსკოვი 1382 წელს თოხთამიშ ხანის შემოსევისაგან. თოხთამიშმა მოატყუებით აიღო ქალაქი, გაძარცვა და გადაწვა მთლიანად, რის შემდეგაც დიმიტრი დონელმა ურდოსათვის ხარკის გადახდა განაახლა, თოხთამიშმა კი უზრუნველყო დიმიტრისა და მისი შთამომავლების დიდი მთავრობა მოსკოვის ტახტზე (1383). შემდეგ წლებში თავდასხმები შეწყდა, ხოლო ქალაქი თანდატან განახლდა და გამაგრდა.

ვასილი დიმიტრის ძის 36-წლიანი მმართველობა მოსკოვისათვის მშვიდი პერიოდი იყო. ერთაედრთხელ დაემუქრა მას ნამდვილი საფრთხე 1408 წელს, როცა ოქროს ურდოს თემნიკი (მხედართმთავარი) ედიღეი თავს დაესხა ქალაქს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. შედეგად მოსკოვის სამთავროს ტერიტორია გაიზარდა. ვასილი დიმიტრის ძემ გაიჩინა ახალი ქვეშევრდომები. მან შემოიერთა ნიჟეგოროდის, მურომის და სხვა სამთავროების მიწები.

XIV — XV სს. მიჯნაზე მოსკოვში მოღვაწეობდა წარმოშობით ბერძენი თეოფანე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მოსკოვში ხატწერას, მინიატურას და მონუმენტურ ფრეკულ მხატვრობას. თეოფანემ დააარსა სახელოსნო, სადაც საეკლესიო და თავადთა შეკვეთებს - ხატავდა თავადთა სასახლეებსა და კრემლის ტაძრებს.

XV ს მეორე ნახევარი მოსკოვში ატყდა შინაფეოდალური ომები, საიდანაც გამარჯვებული გამოვიდა ვასილი II (1425—1462). თავისი ხელისუფლების განმტკიცების პერიოდში ვასილიმ მოსკოვის შიგნით აღმოცენებული პატარ-პატარა სამთავროები. 1451 წელს მოსკოვის კედლებთან კვლავ გამოჩნდნენ თათრები.

1448 წელს კიევისა და სრულიად რუსთა მიტროპოლიტი (რეზიდენციით მოსკოვში) იონა მოსკოველი კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ იქნა დანიშნული მოსკოვის რუსული ტაძრების არქიეპისკოპოსად. ამ მოვლენამ სატავე დაუდო რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობას. კონსტანტინეპლის დაცემის შემდეგ (1453წ.) გაიზარდა მოსკოვის, როგორც რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა.

1488 წელს მოსკოვში კვლავ გაჩნდა ხანძარი. 1480-ან წლების ბოლოს დაიწყო ახალი ქვის კრემლის კოშკებისა და კედლების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგნენ იტალიელი ოსტატები და რომელმაც ძირითადად მოაღწია ჩვენს დრომდე.

ერთიანი რუსული სახელმწიფოს დედაქალაქი

გრავირებული გეგმა სიგიზმუნდ ჰერბერშტეინის წიგნიდან „Записки о московитских делах“. ჰერბერშტეინს მოსკოვში უმოგზაურია 1517წ. და 1526წ., გეგმა შედგენილია 1556 წელს

XIV საუკუნეში ქალაქი მოიცავდა კრემლს, „კიტაი-გოროდსა“ (ჩინური ქალაქი) და „ბელი გოროდს“ (თეთრი ქალაქი). იმ პერიოდში მოსკოვში ხშირად ჩნდებოდა ხანძრები. 1521 წელს მოსკოვის გარეუბანი გადაწვეს ყირიმელმა თათრებმა მეჰმედ I გირეი მეთაურობით, რომლებიც მოქმედებდნენ ევსტაფი დაშკევიჩის კაზაკებთან ერთად. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის მოსკოვის ნაწილი გახდა „ზემლიანოი გოროდი“ (მიწის ქალაქი). გამოჩნდა იამშჩიკთა, მეშჩანთა, გერმანელთა დასახლებები ე.წ. სლობოდები.

1547 წელს მოსკოვში გაჩნდა დიდი ხანძარი. 1565 წელს, მეფე ივანე მრისხანის მიერ რუსეთის სახელმწიფოს ოპრიჩნინად და ზემშჩინად დაყოფის შემდეგ, ქალაქი ამ უკანასკნელის ანუ ზემშჩინის ნაწილი (ცენტრი) გახდა. 1571 წელს მოსკოვი გადაწვა ყირიმის ხანმა დევლეთ-გირეიმ, მაგრამ თათრებმა ვერ შეძლეს კრემლის აღება. 1591 წელს მოსკოვის კედლებთან მოიგერიეს ყაზი-გირეის ყირიმელი თათრები.

1606 წელს მოსკოვის კედლებთან განადგურდა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებულ გლეხ ივანე ბოლოტნიკოვის ჯარები. 1608-1610 წლებში მოსკოვის აღებას ცდილობდა ცრუ დიმიტრი II, რომელსაც იქვე ახლოს ჰქონდა მოწყობილი ტუშინოს ბანაკი. 1610 წელს, პოლონელი უფლისწულის ვლადისლავის რუსეთის მეფედ არჩევის შემდეგ, მოსკოვი დაიპყრეს პოლონელებმა მთავარსარდალ სტანისლავ ჟოლკევსკის მეთაურობით. 1611 წელს პროკოფი ლიაპუნოვის მეთაურობით შექმნილი პირველი სახალხო რაზმი ცდილობდა პოლონელთა განდევნას. 1612 წელს მოსკოვიდან საბოლოოდ განდევნეს პოლონელები კუზმა მინინისა და დიმიტრი პოჟარსკის სახალხო რაზმებმა. ქალაქის მისადგომებთან დამარცხდა პოლონელი ჰეტმანის ადამ ჟოლკევსკის ჯარი. 1618 წელს განდევნეს მოსკოვიდან პოლონეთის მთავრის ვლადისლავის ჯარები.

1648 წელს მოსკოვში მოხდა მარილის ჯანყი, ხოლო 1662 წელს - სპილენძის ჯანყი.

1687 წელს მოსკოვში გაიხსნა პირველი უმაღლესი სასწავლებელი - სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია.

რუსეთის იმპერია

მოსკოვის გერბი., 1883 წ
მოსკოვის გერბი., 1883 წ

1712 წელს რუსეთის დედაქალაქი გადაიტანეს პეტერბურგში. 1728 წელს, პეტრე ||-ის შემდეგ, საიმპერატორო კარი ისევ მოსკოვში დაბრუნდა, რომელიც 1732 წლამდე დარჩა აქ. მოგვიანებით, ანა ივანეს ასულმა სამეფო კარი ისევ პეტერბურგში დააბრუნა, ხოლო მოსკოვმა შეინარჩუნა "პირველი დედაქალაქის" სტატუსი და იგი გახდა იმპერატორთა კორონაციის ადგილი. მოცემული სტატუსი გამოიყენებოდა მოსკოვის ისტორიული უპირატესობის ხაზგასასმელად, სადაც პირველად დაიდგა რუსეთის სამეფო ტახტი. ფ. ბროკჰაუსის და ი. ეფრონის ლექსიკონში მოსკოვს "რუსეთის პირველ დედაქალაქს" უწოდებენ.

1730 წელს მოსკოვში პირველად გამოჩნდა ქუჩის განათება. 1737 წელს მოსკოვში გაჩნდა დიდი ხანძარი. 1755 წელს იმპერატორ ელისაბედის ბრძანებით, მიხეილ ლომონოსოვმა და ივანე შუვალოვმა დააარსეს მოსკოვის უნივერსიტეტი. 1771 წელს მოსკოვში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, რომელმაც 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა (ქალაქის მაშინდელი მოსახლეობის მეოთხედი). ეპიდემიის მწვერვალზე დღეში ათასზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, გვამების გატანას ვერ ასწრებდნენ ქუჩაში. შიშმა ისე გაამძაფრა ქალაქში ვნებები, რომ მოსახლეობა ჭირის ბუნტამდე მიიყვანა. ეპიდემიის შესაჩერებლად მიღებულ ღონისძიებათა შორის ერთ-ერთი იყო ქალაქის მმართველი სენატის მიერ გამოცემული განკარგულება "ეპიდემიის შეწყვეტისა და სასაფლაოების მოწყობის ღონისძიებების შესახებ". განკარგულება გამოვიდა 1771 წლის 17 ნოემბრს. მან აკრძალა გარდაცვლილთა დაკრძალვა ეკლესიების სიახლოვეს და მოითხოვა ახალი სასაფლაოსთვის მიწების გამოყოფა ქალაქის საზღვრებს გარეთ (ერთ-ერთი ასეთი პირველი სასაფლაო იყო მიუსკოეს სასაფლაო მოსკოვში). ეპიდემიამ მწვავედ დააყენა ქალაქის წყალმომარაგების საკითხიც. ეკატერინე II- მ, მოსკოველთა მოთხოვნის თანახმად, 1779 წლის 28 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას მოსკოვის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ.

კრემლის ხედი ზამოსკვორეჩიეს უკანა მხრიდან მე -18 საუკუნის შუა ხანებში.
კრემლის ხედი ზამოსკვორეჩიეს უკანა მხრიდან მე -18 საუკუნის შუა ხანებში.
ალექსეევი ფ. ია. წითელი მოედანი 1801 წელს
მოსკოვის ხანძარი (1812). ა. ს. სმირნოვის ტილოზე (1813)

1812 წლის სამამულო ომის დროს მოსკოვი დაიპყრეს და გადაწვეს ნაპოლეონის ჯარებმა. ხანძარმა ძლიერ დააზიანა ქალაქი. სხვადასხვა მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაიწვა მოსკოვის შენობათა 80%.

1812 წლის ხანძრის შემდეგ მოსკოვის აღდგენაზე მუშაობის დაწყების მიზნით შეიქმნა მოსკოვის მშენებლობის კომისია, რომელშიც შევიდნენ ის დროისათვის ყველაზე ცნობილი არქიტექტორები. 1840 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა წითელ მოედანს, მილში ჩასმული მდინარე ნეგლინაიას ადგილას მოეწყო ალექსანდრეს ბაღი, შეიქმნა ვოსკრესენსკაიას და თეატრალნაიას მოედნები, დიდი და პატარა (მალი) თეატრის შენობები, მანეჟი, გრადსკის პირველი საავადმყოფოს შენობა, პროვიანტის საწყობები.


  • 1840-იან წლებში გამოჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
  • 1851 წელს გაიხსნა სარკინიგზო კავშირი მოსკოვსა და პეტერბურგს შორის.
  • 1852 წელს დაიწყო სატელეგრაფო ხაზის ფუნქციონირება, რომელიც მოსკოვს პეტერბურგთან აკავშირებდა.

1861 წელს რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მოსკოვის მოსახლეობა. 1864 წელს მოსკოვში 364 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1882 წელს - უკვე 752 ათასი ადამიანი. 1897 წელს რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 1,038,591 ადამიანი.

გაჩნდა ახალი ინდუსტრიული საწარმოები, გაბატონდა მსუბუქი მრეწველობა, განსაკუთრებით ტექსტილის მრეწველობა. მე-19 საუკუნის ბოლოს მოსკოვი გახდა რუსეთის მეორე ინდუსტრიული ცენტრი პეტერბურგის შემდეგ. მოსკოვის უდიდესი საწარმოები იყვნენ პროხოროვსკაია მანუფაქტურა, ბამბის სახვევი ქარხანა, ძმები ბრომლების მექანიკური ქარხანა, მოსკოვის მეტალურგიული ქარხანა, ხელსაწყოთმშენებელი ქარხანა, დანგაუერისა და კაიზერის ქარხანა.

მოსკოვი გახდა მთავარი სარკინიგზო კვანძი რუსეთში. ნიკოლაევის შემდეგ აშენდა სარკინიგზო ხაზები ნიჟნი ნოვგოროდი (1862), სევერნაია (1862), რიაზანი (1864), კურსკი (1868), ბელორუსკაია (1870), რიაზან-ურალი (1862-1899), კიევი (1899), სავიოლოვსკაია (1900) და ბალტიის (1901) რკინიგზა.

მოსკოვის პანორამა 1867 წელს.
მოსკოვის პანორამა 1867 წელს.

1867 წელს მოსკოვის მრავალ ქუჩაზე ხელოვნური განათება გამოჩნდა. 1872 წელს მოსკოვში გამოჩნდა ცხენის რკინიგზა (ე.წ.კონკა). 1882 წელს გაჩნდა პირველი ტელეფონი მოსკოვში. 1883 წელს დამონტაჟდა პირველი ელექტრო-განათება პრეჩისტენის კარიბჭის მიდამოში.

1896 წელს, იმპერატორ ნიკოლოზ II– ის გამეფების პერიოდს დაემთხვა დიდი ჭყლეტვა ხოდინსკის ველზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მსხვერპლით რომელსაც "ხოდინსკის ტრაგედია" უწოდეს.

1895 წლის მოსკოვის რუკა

1898 წლის 30 ივლისს მუშაობა დაიწყო მოსკოვის პირველმა საკანალიზაციო სისტემამ. 1898 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა საქალაქთაშორისო სატელეფონო ხაზი მოსკოვი - პეტერბურგი. 1899 წელს მოსკოვში გამოჩნდა ტრამვაი. 1905 წლის მოსკოვში მოხდა დეკემბრის შეიარაღებული აჯანყება, რომელიც მეფის ჯარების მიერ იქნა ჩახშობილი. 1903-1908 წლებში აშენდა წრიული რკინიგზა ე.წ. "ოკრუჟნაია დაროგა". იგი აკავშირებდა მოსკოვის სარკინიგზო კვანძის ყველა რკინიგზას.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში ფრონტიდან იწყეს დენა დაჭრილებმა, რომლებიც განათავსეს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო. ამ პროცესმა გამოიწვია ანტიგერმანული განწყობა, რომელიც მიმართული იყო ქალაქის გერმანული წარმოშობის მკვიდრთა წინააღმდეგ.

მოსკოვის პანორამა 1912 წელს

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოსკოვში, პოლიციის ყოფილი უბნების ნაცვლად, შეიქმნა კომისარიატების განყოფილებები, რომლის სათავეში მოექცა რაიონული დუმები იმყოფებოდა. აირჩიეს მშრომელთა დეპუტატების საბჭო, შემდეგ შეიქმნა ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭო. 1917 წლის მარტში ასევე შეიქმნა მშრომელთა დეპუტატების 8 რაიონული საბჭო. 1917 წლის 27 ოქტომბრიდან (9 ნოემბრამდე) 2 (15) ნოემბრამდე მოსკოვში მიმდინარეობდა სასტიკი ქუჩური ბრძოლები ბოლშევიკების მომხრეებსა და დროებითი მთავრობის ძალაუფლების დამცველებს შორის, რის შედეგადაც გაიმარჯვრს ბოლშევიკების მომხრეებმა. მოსკოვში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ასე დაიწყო ახალი, საბჭოთა ეპოქა ქალაქის განვითარებაში.

საჭოთა მოსკოვი

ტერიტორიული ცვლილებები მოსკოვში 1922 წლიდან 1995 წლამდე
მოსკოვის მეტროს პირველი ხაზის მშენებლობა

1918 წელს მოსკოვი გახდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი, 1922 წელს - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დედაქალაქი.

ქალაქში დაიწყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება.

1935 წელს მიიღეს ქალაქის რეკონსტრუქციის გენერალური გეგმა. ამავე დროს, შერჩევით განადგურდა ქალაქის ცენტრის ისტორიული შენობები; განადგურდა მრავალი ეკლესია და მონასტერი, მათ შორის მე -17 საუკუნის არქიტექტურული შედევრები, პოკროვსკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და წმინდა ნიკოლოზის დიდი ჯვრის ეკლესია, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარი და ვნების მონასტერი. 1932 წლიდან მოსკოვში განადგურებულია მსოფლიო მნიშვნელობის მინიმუმ 426 ძეგლი.

მოსკოვის მეტროს პირველი ხაზის მშენებლობა ინდუსტრიალიზაციის წლებში ქვეყანასა და ქალაქს ჭირდებოდა მაღალკვალიფიციური პერსონალი, ამიტომ მოსკოვში სწრაფად ვითარდება უმაღლესი და საშუალო ტექნიკური საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი. დედაქალაქში დაარსდა

  • მოსკოვის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი
  • მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი
  • მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტები
  • სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ინსტიტუტი
  • სამთომოპოვებითი, ნავთობის, გეოლოგიურ-საძიებო, ჩარხსამშენებლო და პოლიგრაფიული ინსტიტუტები
  • ფოლადისა და შენადნობთა ინსტიტუტი
  • ფერადი ლითონებისა და ოქროს და სხვა ინსტიტუტები

ინდუსტრიალიზაციის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო წარმოებაში მეცნიერების მიღწევების დანერგვა. ქალაქმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ინდუსტრიაშიც. ოცდაათიან წლებში მოსკოვში შეიქმნა ტექნიკური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების მთელი ქსელი, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო: თვითმფრინავების კვლევის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი, მეტალის საჭრელი ხელსაწყოების ექსპერიმენტული სამეცნიერო ინსტიტუტი, საავტომობილო და ტრაქტორების სამეცნიერო ინსტიტუტი, საავიაციო მოტორსის ცენტრალური ინსტიტუტი, ენერგეტიკული ინსტიტუტი, მსუბუქი შენადნობების საკავშირო ინსტიტუტი, ელექტრომექანიკისა და ელექტრო მანქანათმშენებლობის საკავშირო ინსტიტუტი და მრავალი სხვა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნაწილი იყო. ამ დროს ვითარდება ქალაქში მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, გამოიცა მრავალი გაზეთი. 1939 წლიდან რეგულარულად ამოქმედდა პირველი ტელევიზია.

მოსკოვი სამამულო ომის წლებში

საზენიტო ეკიპაჟის ხელმძღვანელობის ჯგუფი მოსკოვის თავდაცვის დროს, 1941 წლის 1 ნოემბერი
სსრკ საფოსტო მარკა "გმირი ქალაქი მოსკოვი" (1965)
გამარჯვების აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე, 1945 წ. 24 ივნისი

დიდი სამამულო ომის დროს ქალაქში განთავსებული იყო თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი და მშრომელთა და გლეხთა წითელი არმიის გენერალური შტაბი და შეიქმნა სახალხო მილიცია (160 ათასზე მეტი ადამიანი).

1941-1942 წლების ზამთარში მოხდა ცნობილი მოსკოვის ბრძოლა, რომელშიც საბჭოთა ჯარებმა მოიპოვეს მსოფლიოში პირველი გამარჯვება ვერმახტის ჯარებზე მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.

1941 წლის ოქტომბერში გერმანიის ჯარები მიუახლოვდნენ მოსკოვს; ევაკუირებული იქნა მრავალი სამრეწველო საწარმო, დაიწყო სამთავრობო დაწესებულებების ევაკუაცია კუიბიშევში. 1941 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვში შემოიღეს საალყო მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, 7 ნოემბერს წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართა, საიდანაც საბჭოთა ჯარები პირდაპირ საბრძოლო ფრონტზე მიდიოდნენ. 1941 წლის დეკემბერში წარმატებით იქნა მოგერიებული გერმანიის არმიის „ცენტრის“ ჯგუფის შეტევა მოსკოვზე, დედაქალაქიდან 25 კმ-ში; ხოლო საბჭოთა ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად ფაშისტებმა უკან დაიხიეს.

ამგვარი ბრწყინვალე და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამარჯვების ნიშნად,

  • 1944 წლის 1 მაისს დაწესდა საბრძოლო მედალი "მოსკოვის დაცვისათვის".
  • 1965 წელს მოსკოვს მიენიჭა საპატიო წოდება "გმირი ქალაქი".
  • 1945 წლის 24 ივნისს წითელ მოედანზე გაიმართა გამარჯვების აღლუმი.

1945 წლის აღლუმს მეთაურობდა სარდალი კონსტანტინე როკოსოვსკი. აღლუმი ჩაიბარა სარდალმა გიორგი ჟუკოვმა. ამის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში, გამარჯვების აღლუმი არ ჩატარებულა. მოგვიანებით, გამარჯვების დღის აღნიშვნა აღდგა მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის თანხლებით და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

მოსკოვი ომის შემდგომ პერიოდში

ნოვოარბატის ხიდის მშენებლობა, 1957 წელი

1947 წელს, სექტემბერში დიდი მასშტაბით აღინიშნა მოსკოვის 800 წლისთავის იუბილე.

1952-1957 წლებში დაიწყო მოსკოვის მაღლივი კორპუსების მშენებლობა. მოგვიანებით მათ "სტალინის სიმაღლეები" უწოდეს. იგი საბჭოთა კავშირის ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა.

1959-1960 წლის ზამთარში მოსკოვში იფეთქა ჩუტყვავილას ინფექციამ. ინფექცია ინდოეთიდან ჩამოიტანა ცნობილმა მხატვარმა, სტალინის პრემიის ორგზის ლაურეატმა ალექსეი კოკორეკინმა, რომელიც ინდოეთში ყოფნისას შეესწრო გარდაცვლილი ბრაჰმანის კრემაციას.

მოსკოვი სწრაფი ტემპით შენდებოდა, ყოფილი გარეუბნები ქალაქს შეუერთდნენ. 1960 წელს მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად ჩამოყალიბდა მოსკოვის თანამედროვე საზღვრები. 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ქალაქის ცენტრში მოხდა მნიშვნელოვანი სამშენებლო გარდაქმნები. არსებული ქუჩების გაფართოების, ახალი მაგისტრალების მშენებლობისა და ტიპიური მრავალსართულიანი პანელური შენობების ასაგებად დანგრეულ იქნა არქიტექტურული ძეგლები.

1957 და 1985 წლებში, შესაბამისად, მოსკოვში ჩატარდა ახალგაზრდობის და სტუდენტთა VI და XII მსოფლიო ფესტივალები. 1980 წელს მოსკოვში ჩატარდა XXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.

1975 წლის 10 მარტს, სოკოლნიკების სპორტის სასახლეში, სსრკ ახალგაზრდულ გუნდსა და კანადის ახალგაზრდულ გუნდს "ბარი ქაპ-ს" შორის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა კონფლიქტი საღეჭი რეზინის ― „Wrigley-ს“ გამო, რომელშიც 21 ადამიანი გარდაიცვალა.

1977 წლის 8 იანვარს მოსკოვში ტერაქტების სერია განხორციელდა.

სახელის გადარქმევის მცდელობები

საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, 1920–50-იან წლებში, პერიოდულად დღის წესრიგში დგებოდა მოსკოვისათვის სახელის შეცვლის საკითხი, რათა სსრკ-ს დედაქალაქს უფრო "რევოლუციური" სახელი ჰქონოდა.

1927 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ადმინისტრაციულ მუშაკთა ჯგუფმა, 216 კაცის შემადგენლობით, პეტიცია გაუგზავნა სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ კალინინს, რომელშიც ისინი ითხოვდნენ სახელწოდება „მოსკოვის“ შეცვლას სახელწოდებით „ილიჩი“. მოსაზრებას ისინი ასაბუთებდნენ იმით, რომ ვ.ი.ლენინი იყო „თავისუფალი რუსეთის დამაარსებელი“. თუმცა, პეტიციას ოფიციალური მსვლელობა არ მისცემია.

1938 წელს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახალხო კომისარმა ნ. ი. ეჟოვმა "მშრომელთა მოსაზრებაზე დაყრდნობით" წამოაყენა წინადადება დედაქალაქის სახელის შეცვლის და ახალი სახელწოდების „სტალინოდარის“ დარქმევის შესახებ. მაგრამ ეს იდეა უარყო თავად სტალინმა. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ დაისვა მოსკოვის სახელის შეცვლის საკითხი, თუმცა ამჯერად, შეცვლილმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ არ მისცა საკითხს შემდგომი რეალიზების უფლება.

მოსკოვი პოსტსაბჭოთა პერიოდში

მოსკოვის თანამედროვე გერბი
მოსკოვის კრემლის ხედი

მე-20 საუკუნის ისტორიაში მოსკოვმა ყველაზე ტრაგიკული მოვლენები განიცადა 90-იანი წლების დასაწყისში. 1991 წლის 19-22 აგვისტოს ქალაქში მოხდა აგვისტოს პუტჩი საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის (ე.წ. „გკჩპ“-ს) ორგანიზებით. 1993 წლისთვის პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების შედეგად წარმოშობილმა კონსტიტუციურმა და სახელმწიფო კრიზისმა კულმინაციას მიაღწია. 1993 წლის 3-4 ოქტომბერს მოხდა „ოსტანკინოს“ სატელევიზიო ცენტრის დაუფლების მცდელობა და უმაღლესი საბჭოს ― მოსკოვის თეთრი სახლის შენობის დახვრეტა.

შემდეგში ქალაქში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 1995 წელს დამტკიცდა დედაქალაქის ახალი ოფიციალური სიმბოლოები - გერბი, დროშა და ჰიმნი. დაიწყო ეკლესიათა რესტავრაცია, დაიწყო ბოლშევიკების მიერ ააფეთქებული მაცხოვრის ტაძრის ასლის სრულმასშტაბიანი მშენებლობა. 1997 წელს ფართო მასშტაბით აღინიშნა ქალაქის 850 წლის იუბილე; ხოლო 2005 წელს, ასევე, ფართოდ აღინიშნა დიდი სამამულო ომის გამარჯვების 60 წლისთავი. ამ დროს გაიხსნა პოკლონნაიას გორაზე გამარჯვების მემორიალური კომპლექსი და ამავე სახელწოდების მეტროს სადგური, რომელიც მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურთა შორის ყველაზე ღრმა სადგურია.

90-იან წლებში მოსკოვში დაჩქარებული ტემპით შენდებოდა ბაზრები. ტანსაცმლის ბაზრებს გადაეცათ ყველაზე დიდი სტადიონები: „ლუჟნიკი“, „ოლიმპიკი“, „დინამო“. ყველაზე მსხვილი საბითუმო ბაზარი გახდა მოსკოვში ჩერქიზოვსკი. ქვეყნის კაპიტალისტურ განვითარების გზაზე გადასვლას 90-იან წლებში თან ახლდა მოსკოვის საზოგადოებრივი საკუთრების დაყოფა. კერძო პირთა ხელში გადავიდა მოსკოვის უმსხვილესი საწარმოები, ბანკები, მაღაზიები, საცხოვრებელი სახლები. ქალაქის ქუჩები დაფარული იყო ბილბორდებით, გზები ― სარეკლამო ბანერებით.

XX ― XXI საუკუნის მიჯნაზე ქალაქს პირველად დაემუქრა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე. მოსკოვში მოხდა რამდენიმე ტერაქტი:

  • 1999 წელი - აფეთქდა საცხოვრებელი შენობები გურიანოვის ქუჩაზე (8 სექტემბერი) და კაშირსკიეს გზატკეცილზე (13 სექტემბერი).
  • 2000 წელი - მოხდა ტერაქტი პუშკინის მოედანზე (8 აგვისტო).
  • 2002 წ. - მოხდა ტერაქტი დუბროვკის თეატრის ცენტრში (23-26 ოქტომბერი).
  • 2003 წელი - მოხდა ტერაქტი „Wings rock festival“- ის დროს.
  • 2003 წელი - მოხდა აფეთქება ეროვნულ სასტუმროში.
  • 2004 - აფეთქდა TU-134 და TU-154 თვითმფრინავები, რომელიც აფრინდა დომოდედოვოს აეროპორტიდან (24 აგვისტო).
  • 2004 წ. - მოხდა ტერორისტული აქტი მეტროსადგურებს — ავტოზავოდსკაიასა და პაველეცკაიას შორის (6 თებერვალი); ტერაქტი მეტროსადგურ "რიჟსკაიასთან" ახლოს (31 აგვისტო).

2009 წელი - მოხდა ლენინგრადსკის რკინიგზის სადგურიდან გამოსული მატარებლის — „ნევის ექსპრესის“ აფეთქება. 2010 წელი - მოხდა აფეთქებები მეტროში. 2011 წელი - მმოხდა აფეთქება დომოდედოვოს აეროპორტში.

უკანასკნელ წლებში მოსკოვში მრავალი საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა. კერძოდ,

  • 1998 წელს ქალაქში გაიმართა პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული თამაშები.
  • 1999 წელს ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა უეფას თასის ფინალური მატჩი.
  • 2005 წლის 14-20 მარტს მოსკოვში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული სრიალში.
  • 2007 წელს მოსკოვში ჩატარდა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი.
  • 2008 წლის 21 მაისს ლუჟნიკის სტადიონზე ჩატარდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი („მანჩესტერ იუნაიტედი“ - „ჩელსი“) და ქალაქში შეიკრიბა ინგლისის საფეხბურთო კლუბების რამდენიმე ათასი გულშემატკივარი.
  • 2009 წლის მაისში მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი.


ხედი მდინარე მოსკოვიდან: მარცხნივ — ბოგდან ხმელნიცკის ხიდი; ცენტრში — ევროპის მოედანი და კიევის სადგური, უკანა პლანზე — მშენებარე მოსკოვის საერთაშორისო საქმიანი ცენტრი „მოსკვა-სიტი“; მარჯვნივ — ბოროდინის ხიდი და სმოლენსკს მეტროხიდი, ხოლო უკანა პლანზე — რუსეთის ფედერაციის სამთავრობო სახლი — ე.წ. „თეთრი სახლი“
ხედი მდინარე მოსკოვიდან: მარცხნივ — ბოგდან ხმელნიცკის ხიდი; ცენტრში — ევროპის მოედანი და კიევის სადგური, უკანა პლანზე — მშენებარე მოსკოვის საერთაშორისო საქმიანი ცენტრი „მოსკვა-სიტი“; მარჯვნივ — ბოროდინის ხიდი და სმოლენსკს მეტროხიდი, ხოლო უკანა პლანზე — რუსეთის ფედერაციის სამთავრობო სახლი — ე.წ. „თეთრი სახლი“

სამშენებლო ბუმი

„მოსკოვი-სიტი“, 2010 წელი

დღეისათვის ქალაქი განიცდის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ტრანსფორმაციას. მიმდინარეობს მისი კაპიტალური რემონტი - შენდება მრავალსართულიანი საოფისე შენობები, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ელიტური საცხოვრებელი სახლები. გამოჩნდა მოსახლეობის ფართო სპექტრისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამები.

90-იანი წლების ბოლოს - XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქში მიმდინარე პროცესების აღსაწერად მედია ხშირად იყენებს ფრაზას ”სამშენებლო ბუმი”. ამავე დროს, ისინი ამჩნევენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიწის ძალიან მაღალი ღირებულების გამო, „სამშენებლო ბუმი“ უარყოფითად მოქმედებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე. ფულის დაზოგვის მიზნით, ინვესტორები ხშირად მიმართავენ ძველი შენობების დანგრევას და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე მაღლივი კორპუსებით.

90-იან წლებშივე ჩამოყალიბდა ფენომენი, სახელწოდებით "წერტილოვანი განვითარება", როდესაც ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ამოიზარდა არსებული უბნების შუაგულში, მაგალითად, სათამაშო მოედნის ადგილზე. ამ პრაქტიკამ მოსკოველების პროტესტი გამოიწვია. 2008 წლიდან "წერტილოვანი განვითარება" აიკრძალა, თუმცა დეველოპერები მაინც წარმატებით პოულობენ გზებს აკრძალვების გადასალახად.

მშენებლობის ბუმის სხვა უარყოფითი ნხარეა დიდი რაოდენობით მამაკაცი მუსახელის შემოდინებას დედაქალაქში რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და დსთ-ის სამხრეთ ქვეყნებიდან.ანალიტიკოსების პროგნოზით, უმუშევრებმა, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო სამშენებლო ობიექტებზე ეკონომიკური კრიზისის გამო, გააუარესეს ქუჩის დანაშაულის სტატისტიკა, რაც იწვევს სოციალური დაძაბულობის ზრდას.

სატრანსპორტო პრობლემები

მოსკოვის წრიული საავტომობილო გზა ბიტცის რაიონში

ზრდასთან ერთად ქალაქი განიცდის სერიოზულ სატრანსპორტო პრობლემებს, რაც, პირველ რიგში, დაკავშირებულია მანქანების რაოდენობის ზრდის აფეთქებასთან (2009 წლისთვის ქალაქში მანქანების რაოდენობამ 3,5 მილიონი ერთეული მიაღწია) და მნიშვნელოვნად ჩამორჩა გზების მშენებლობის ტემპს. მოსკოვის გენერალური გეგმის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სერგეი ტკაჩენკო აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მიზეზია ქალაქის ქუჩების ტრადიციული წრიული და რადიალური სტრუქტურა და მრავალსართულიანი მაგისტრალების. მის პოზიციას იზიარებს ტრანსპორტისა და გზების კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი მიხეილ ბლინკინი. იგი პრობლემის კიდევ ერთ მიზეზად მიუთითებს მსხვილი სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც ისედაც გადატვირთულია ქუჩები. მაგალითად, მეტრო „იუგო-ზაპადნაიასა“ და „რეჩნოი ვოკზალის“ მახლობლად.

ამავე დროს, XXI საუკუნის დასაწყისში ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რიგი მარშრუტების ტრამვაის ხაზების დემონტაჟის შესახებ. ლენინგრადის პროსპექტზე ტრამვაის მოძრაობის ლიკვიდაციამ აგისტრალის მასშტაბური რეკონსტრუქციის მიზნით, 2006 წელს მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტიც კი გამოიწვია.

მეტროს ახალი ხაზების მშენებლობა არ ჩატარებულა 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ამ მხრივ გარკვეული აღორძინება მოხდა XXI საუკუნის დასაწყისში, თუმცა 2009 წლისთვის ახალი სადგურების მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გადაიდო დაფინანსების პრობლემების გამო.

იხილეთ აგრეთვე

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 545
ინგლ.რუს.ფრ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში