სალი პოტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 49: ხაზი 49:
{{DEFAULTSORT:პოტერი, სალი}}
{{DEFAULTSORT:პოტერი, სალი}}


[[კატეგორია:ბრიტანელი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი ქალი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი მოცეკვავეები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი მოცეკვავეები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი სცენარისტები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი სცენარისტები]]

უკანასკნელი რედაქცია 09:17, 4 თებერვალი 2021-ის მდგომარეობით

სალი პოტერი
დაბადების სახელი შარლოტ სალი პოტერი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1949
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1979-დღემდე
ცნობილი ნაშრომები „ორლანდო“

შარლოტ სალი პოტერი (ინგლ. Charlotte Sally Potter; დ. 19 სექტემბერი, 1949, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი კინოსა და თეატრის რეჟისორი, ქორეოგრაფი, მოცეკვავე და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმია „ორლანდო“ (1992), რომელიც ვირჯინია ვულფის იმავე სახელწოდების მქონე რომანზე არის დაფუძნებული. „ორლანდომ“ ვენეციის კინოფესტივალზე აუდიტორიის პრიზი მიიღო საუკეთესო კინოფილმისთვის.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტ სალი პოტერი 1949 წლის 19 სექტემბერს ლონდონში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამამისი დიზაინერი და პოეტი, ხოლო დედამისი - მუსიკოსი იყო. 16 წლის ასაკში სკოლაში სწავლა შეწყვიტა და წმ. მარტინის ხელოვნების სკოლაში ხაზვა და კომპოზიცია შეისწავლა, ხოლო 1971 წლიდან 1974 წლამდე ცეკვასა და ქორეოგრაფიას სწავლობდა ლონდონის თანამედროვე ცეკვების სკოლაში. [1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრისია კლარკსონი და სალი პოტერი 2017 წელს ბერლინალეზე

პოტერის შეხება კინოხელოვნებასთან 1960-იან წლებში დაიწყო, როცა ლონდონის კინორეჟისორების კოოპერატივს შეუერთდა. 1969 წლიდან 1971 წლამდე მან რამდენიმე ექსპერიმენტული ფილმი გადაიღო, რომლებიც დროისა და სივრცის თემებს ეხებოდა: „შავი და თეთრი“ (1969), „თამაში“ (1971), „ყოველდღიური“ (1971). [2]

1970-იან წლებში მუშაობდა როგორც მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკოსი და თეატრის რეჟისორი. იმავე წლებში ჯეკი ლინსთან ერთად Limited Dance Company დააარსა. იყო რამდენიმე მუსიკალური ჯგუფის წევრი, მათ შორის Feminist Improvising Group, იყო ვოკალისტი და წერდა სიმღერის ტექსტებს.

კილიან მერფი, სალი პოტერი და ბრუნო განზი 2017 წელს

1979 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თრილერი“, რომლის რეჟისორი, პროდუსერი, სცენარისტი და მონტაჟისტი თავად იყო. „თრილერი“ წარმატებული გამოდგა და პოტერს საშუალება მიეცა, თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაეღო. 1983 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „ოქროს მაძიებლები“.

გადაუღია სატელევიზიო სერიალებიც: „ცრემლები, სიცილი, შიში და გაცოფება“ (1986) და „მე ვარ ხარი, მე ვარ ცხენი, მე ვარ კაცი, მე ვარ ქალი“ (1990) საბჭოთა კინოს შესახებ.

1992 წელს გამოვიდა მისი შემდეგი ფილმი, სახელწოდებით „ორლანდო“. იგი ვირჯინია ვულფის რომანზეა დაფუძნებული. მის გადაღებას რვა წელი დასჭირდა და კომერციულად წარმატებული გამოდგა, ფილმი პოტერის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. [3] ფილმით რეჟისორმა მეინსტრიმულ კინოში მალევე გაითქვა სახელი. მასში მთავარ როლს ტილდა სუინტონი ასრულებს.

მის შემდეგ ფილმში, სახელწოდებით „ტანგოს გაკვეთილი“ (1997), პოტერი ისევ ქორეოგრაფიასა და ცეკვას უბრუნდება. ფილმი მოგვითხრობს კინორეჟისორის შესახებ (მას თავად პოტერი ასრულებს), რომელსაც ჰოლივუდისთვის სცენარის წერაში ხელს თავისი ინტერესი უშლის არგენტინული ტანგოს მიმართ. რეჟისორი მალევე გადაწყვეტს, რომ ტანგო უნდა შეისწავლოს.

2000 წელს გამოვიდა სალი პოტერის ისტორიული ჟანრის ფილმი „ადამიანი, რომელიც ტიროდა“ (2000), სადაც მთავარ როლებს კეიტ ბლანშეტი, ჯონი დეპი და ქრისტინა რიჩი ასრულებენ. მისი პრემიერა 2000 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა.

2017 წელს გამოვიდა „წვეულება“, რომელშიც მთავარ როლებს ტიმოთი სპელი (ბილი), კრისტინ სკოტ ტომასი (ჯანეტი), პატრისია კლარკსონი (ეიპრილი), ბრუნო განზი (გოტფრიდი), ჩერი ჯონსი (მარტა), ემილი მორტიმერი (ჯინი) და კილიან მერფი (ტომი) ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს ჯანეტის შესახებ, რომელიც სამსახურში დაწინაურების აღსანიშნავად წვეულებას მოაწყობს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1983 „ოქროს მაძიებლები“ The Gold Diggers რეჟისორი, სცენარისტი
1992 „ორლანდო“ Orlando რეჟისორი, სცენარისტი
1997 „ტანგოს გაკვეთილი“ The Tango Lesson რეჟისორი, სცენარისტი
2000 „ადამიანი, რომელიც ტიროდა“ The Man Who Cried რეჟისორი, სცენარისტი
2004 „დიახ“ Yes რეჟისორი, სცენარისტი
2009 „მრისხანება“ Rage რეჟისორი, სცენარისტი
2012 „ჯინჯერი და როზა“ Ginger & Rosa რეჟისორი, სცენარისტი
2017 „წვეულება“ The Party რეჟისორი, სცენარისტი
2020 „გზები, რომელთაც არ ვირჩევთ“ The Roads Not Taken რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]