ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 148: ხაზი 148:


:A2 კურსივიანი ქვედა წარწერა კარგი გამოვიდა ნამდვილად --[[მომხმარებელი:OpusDEI|<span style="color:#723ea8;font-family:DejaVu Serif;"> OpusDEI</span>]] 17:12, 25 იანვარი 2021 (UTC)
:A2 კურსივიანი ქვედა წარწერა კარგი გამოვიდა ნამდვილად --[[მომხმარებელი:OpusDEI|<span style="color:#723ea8;font-family:DejaVu Serif;"> OpusDEI</span>]] 17:12, 25 იანვარი 2021 (UTC)

:სულ ოდნავ რომ გასქელდეს შუაში მოქცეული ასოები შესაძლებელია? პირველი და ბოლო სიმბოლო გადიდების გამო სისქეშიც იმატებს და ძალიან გამოირჩევა დანარჩენებისგან. უცხოენოვანებში მგონი მასეთი სხვაობა არაა. [[მომხმარებელი:Alan.H|<font color="##056700 ">Alan</font>]][[მომხმარებელი განხილვა:Alan.H|<span style="color:#FF8000">📭</span>]]🕙 14:22, 30 იანვარი 2021 (UTC)


== {{თ|გამარჯობა}} - მეორე ეტაპი ==
== {{თ|გამარჯობა}} - მეორე ეტაპი ==

14:22, 30 იანვარი 2021-ის ვერსია

ტექნიკური საკითხები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ტექნიკური
კონტროლი
ეს გვერდი განკუთვნილია სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემის განსახილველად.
ფორუმის ტექნიკური განყოფილება გამოიყენება ტექნიკური საკითხების ან ტექნიკური პრობლემების განსახილველად. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ მოითხოვოთ პროგრამული ხარვეზების გასწორება და ახალი შესაძლებლობების მოთხოვნა, რომლებიც ამ გვერდიდან „Bugzilla“-ზე გადავა. გთხოვთ, ხელი მოაწეროთ და დაათარიღოთ თქვენი ჩანაწერი (კოდით ~~~~ ან რედაქტირების ხელსაწყოებში მაღლა ხელმოწერის ხატულაზე დაწკაპუნებით). გთხოვთ, დაამატოთ ახალი თემები გვერდის თავში. გთხოვთ, არ შეგვატყობინოთ იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში და სხვა საიტებზე, რომლებიც არ არიან კავშირში ვიკიპედიასთან (თქვენი ოპერაციული სისტემის შეცდომები, ისეთი საიტების როგორიცაა „Facebook“ ან სხვა სოციალური ქსელები). ამგვარი შეცდომები პასუხგაუცემელი დარჩება.



არქივები:
№ 1, № 2, № 3, № 4, № 5, № 6, № 7, № 8, № 9, № 10, № 11, № 12.

ტექნიკური პრობლემა სტატიის თარგმნისას

ვთარგმნი სტატიას, ერთ-ერთ მონაკვეთზე +თარგმანის დამატება არ მუშაობს, დაჭერის შემდეგ წერს შემდეგს: automatic translation failed. ვერ ვავსებ ველს, შესაბამისად წინ ვერ მივდივარ.

@Kid blackey: შეიძლება დიდი რაოდენობით ტექსტი თარგმნეთ თარჯიმნით, ან შეიძლება ისეთ ინფოდაფას თარგმნით რომელიც ქართულ ვიკიში არ არის----ჯეო2007განხილვაწვლილი 13:02, 12 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სალამი. უახლოეს მომავალში ვაპირებ {{გამარჯობა}}ს განახლებას. ჩვენი ამჟამინდელი მისალმება სრულიად მოძველებულია და ახალ მომხმარებელს უფრო მეტად აბნევს, ვიდრე ეხმარება. სანამ დიზაინის ნაწილზე გადავალ, გთავაზობთ შინაარსობრივი ნაწილის განხილვას:

ჩასწორებულია ვორდინგი, გადაადგილებულია ჯგუფები, მოშორებულია ზედმეტი/პირველ ეტაპზე დამაბნეველი ბმულები. ღია ვარ შენიშვნებისა და იდეებისთვის: ოღონდ ამ ეტაპზე გთხოვთ, შინაარსობრივ ნაწილს ეხებოდეს.--Melberg მიწერა 10:09, 17 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგი რაც მარტივი იქნება მომხმარებლისთვის მით უკეთესი. განახლების იდეა მომწონს. --Wiki - ჯაბა 11:42, 17 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
განახლება კარგია. უბრალოდ საინტერესოა, ვინმეს თუ დახმარებია ეგ? :) გიო ოქრო 12:07, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერი იდეაა. რაც უფრო პატარა და ლაკონიური იქნება მით უკეთესი. იმის მომხრეც ვიქნები, თუ ბევრად დაპატარავდება. დიდი ალბათობით ერთი-ორი კითხულობს. პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ახლა დარეგისტრირებულს არც წამიკითხავს. ეგრეა ყველა, ელემენტარული ხელსაც ვერ აწერენ. ამიტომაც ინფორმაციის მცირე რაოდენობაც სრულიად საკმარისი იქნება ახალი მომხმარებლისთვის. Vano 3333 12:41, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ხო, არც მე წამიკითხავს. გიო ოქრო 12:44, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საქმეც ამაშია, რომ საკმაოდ რთული და გადატვირთული იყო წინა ვერსია. ამას ისიც ემატებოდა, რომ გვერდების ნაწილი ცირკულარული იყო, ან არ არსებობდა. ელემენტარულად, კავშირისთვის 4 განსხვავებული გვერდი გვქონდა, რომელთა მოდერაცია რთული იყო. ახლა ყველა ეს გვერდი მიმართულია ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება-ზე.--Melberg მიწერა 12:53, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სტანდარტული წინადადებები ერთი-ორი სიტყვითაც რომ შემცირდეს მთლიან მოცულობაზე მშვენივრად აისახება. თანაც ამომწურავი ვერანაირად იქნება ეგ ინფორმაცია, ამიტომაც მარტივად გასაგები და იმ დონეზე წაკითხვადი გავხადოთ, რომ არ შეეზაროს მომხმარებლებს თვალის გადავლება მაინც. Vano 3333 13:35, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით ეს ვერსია წინას ჯობია, წინაში ბმულების სიმრავლე იყო და შეიძლება ოდნავი დაბნეულობა გამოეწვია----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:37, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვხვდები, შინაარსობრივი მხარე ყველასთვის მისაღებია. ამ შემთხვევაში, დიზაინის ნაწილზე გადავალ.--Melberg მიწერა 16:15, 19 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში ადრე ეს ბმული ადვილად იძებნებოდა. არ შეიძლება დახმარების გვერდზე ჩაისვას?--ცანგალა/ 16:38, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეს კომენტარი არარელევანტურია თემასთან.--Melberg მიწერა 08:25, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

შედეგი

ვიკიციტატის „ბაგი“

იქნებ აქ შემოიხედოთ მეგობრებო, აშკარად ვერაა რაღაც ისე როგორც უნდა იყოს https://ka.wikiquote.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98#%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:56, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რაშია პრობლემა? გიო ოქრო 11:59, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სტატიებს რომ ვწერ რაოდენობა არ იცვლება, მინიმუმ 173 სტატიაა და მაინც 166-ს აჩვენებს @გიო ოქრო:----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:36, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სწრაფად არ ახლდება, შესაძლოა ცოტა ხანში აისახოს. გიო ოქრო 14:54, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: იმედია გასწორდება, უკვე ერთი კვირაა ასეა----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:09, 19 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
დობილ პროექტებში ეგ ხარვეზი დიდი ხანია არსებობს. სტატისტიკა მგონი მანდ საერთოდ არ იცვლება.--დათო1010 15:55, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ლოგო

@Melberg: განხილვის გარეშე რატომ შეიცვალა ლოგო, რომელიც წლებია გამოიყენება და თავის დროზე ალბათ შეთანხმებულებიც იყავით მასზე? ახლანდელი წინას ნამდვილად არ ჯობს. გიო ოქრო 12:06, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი: ფონდის გაიდლაინის მიხედვით ლოგოს ფონტი უნდა იყოს montserrat, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში - noto. თუ უფრო მეტი გაინტერესებს ბრენდინგთან დაკავშირებით, შეგიძლია @Mehman97:-ს კითხო.--Melberg მიწერა 15:45, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
„ფონდ ვიკიმედიის“ პოლიტიკის თანახმად, ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დატანილი ფონტები, როგორც ვიკიმედიის პროექტების კონტენტი უნდა იყოს თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული (დეტალურად იხილეთ აქ). ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დეფაულტად გამოიყენება „მონსერატი“, თუმცა, მას ქართულის მხარდაჭერა არ გააჩნია, ამიტომ ამ მიზნით დაიშვება ფონდის მიერ „ნოტო“-ს გამოყენება (დეტალები აქაა). გაითვალისწინეთ, რომ „ფონდ ვიკიმედიის“ სავაჭრო ნიშნებზე თვითნებურად სხვა სტილების გამოყენება და ამით პროდუქციის დაზიანება იწვევს სამართლებრივ დავას. Mehman 97 16:53, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი. ასე რომ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი იცვლება, სასურველია დაიწეროს ფორუმზე, რომ ინფორმაცია გვქონდეს სხვებს. გიო ოქრო 18:01, 21 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ნოტო ასეთი ფონტი არ არსებობს. არსებობს ნოტო სანსი და ნოტო სერიფი. ამის გარდა კიდევ ზომა-წონის მიხედვით იშლება კიდევ, მაგრამ ასეთ მაღალფარდოვნებებს შევეშვათ ჯერ. ნოტო არის ფონტების ოჯახი. ამდენად ნოტო სერიფის არჩევა ნოტო სანსის მაგივრად, როცა ვიკიპედიის ოფიციალური ლოგო არის სერიფი სულ ცოტა არაკომეპეტენტურობის ან აგდებული დამოკიდებულების შეგრძნებას ტოვებს ახალი ლოგოს ერთპიროვნულად (ვიკი-საზოგადოებასთან უკითხავად!) მიმღების და დამმტკიცებლის მხრიდან. გარდა ამისა, GNU-პროექტის ფარგლებში არის შრიფტი რომელიც აქამდეც იყო ლოგოზე ესაა DejaVu Serif რომლის ქართული დიაპაზონი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის მიერ არის შექმნილი და ასევე ვრცელდება თავისუფალი ლიცენზიით ვიღიმი -- OpusDEI 14:50, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მითითებული გვერდები არის ინგლისურ ენაზე. აქედან გამომდინარე ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა მხოლოდ ბმულები კი არ უნდა მიგვითითოს (User:Mehman (WMGE) — თავმჯდომარე, ვმ საქართველო), არამედ უნდა თარგმნოს ქართულ ენაზე, როგორც ამას სხვა ვიკიმედიები აკეთებენ. ვიღიმი --ცანგალა/ 16:26, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Zangala მერე თარგმნე, რა პრობლემაა? მე პირადად ვალდებული არ ვარ. Mehman 97 17:11, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@OpusDEI კარგია, რომ გამოჩნდით და ვიმედოვნებ მეტაზე ჩემ წერილს უპასუხებთ. გირჩევთ სერიოზულ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ. Mehman 97 17:12, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: სულ მიკვირს, როგორ შეიძლება ამდენი წელი ვიკიპედიაში იყოს ადამიანი და მისი ელემენტარული, უმთავრესი პრინციპი არ ესმოდეს. — Mikheil მიწერა 17:13, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL რატომღაც მე სულ არ მიკვირს :) Mehman 97 17:21, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ვარ ვიკიპედიის მომხმარებელი და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრი არ ვარ.--ცანგალა/ 17:41, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: და თუ არ ვცდები ვიკიმედიის საქართველოს ჯგუფი ფინანსდება და თარგმნეთ. ვიღიმი -ცანგალა/ 17:45, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97:, თქვენ ვინ ხართ ან რა სტატუსით ხართ წარმოდგენილი ცნობები არ მაქვს. თუ სერიოზული კითხვა/პასუხი გაქვთ დაწერეთ შესაბამის განხილვაში ბმულზე -- OpusDEI 17:56, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ჩემი სტატუსის გარკვევის ნაცვლად თქვენი განხილვის გვერდი წაიკითხეთ მეტაზე. Mehman 97 20:43, 22 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: არ იდარდოთ, წაკილხული მაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან თქვენი სტატუსი ქართული ვიკიპედიის ადმინისტრირების და ამ ადმინისტრატორთა შორის (რომელთა საქმიანობის გადახედვას ვითხოვთ ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები და რომლებსაც ეხებათ შესაბამისი საჩივარი მეტავიკიზე; შემდგომში „საკითხი“) ჩემთვის უცნობია, ვინაიდან თქვენი მინაწერი ჩემს განხილვაში არის რბილად რომ ვთქვათ წაკუთხულიდან აზრის ვერ გამოტანის ან/და პროფანობის გამოვლინება, ვინაიდან თქვენი მინაწერი შეიცავს დაშინების ნიშნებს, რასაც შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა მას შემდეგ რაც გამოირკვევა თქვენი შემხებლობა და პასუხისმგებლობა ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების მიერ მეტავიკიზე სტიუარდების მიმართ გახსნილი საჩივრის საკითხთან:
  1. თქვენს გამოხტომაზე რამეგვარ რეაგირებას ან პასუხს მივიჩნევ არარელევანტურად;
  2. ფონდი ვიკიმედიას მიერ საკითხით დაინტერესებისთანავე მიეწოდება საეჭვო გარემოებების შესახებ სათანადო ინფორმაცია;
  3. საკითხში თქვენი პასუხისმგებლობის გამორკვევის შემდგომ, მეტავიკის ჩემ გვერდზე თქვენს მინაწერს, ასევე საკითხის დასმის შემდგომ ყველა მსგავს ქმედებას მიეცემა სათანადო კვალიფიკაცია და საკითხის მომკვლევი ორგანოსთვის წარდგენილ მასალებში თან დაერთვება, ამდენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ სამხილად ყველა შესაძლო ინსტანციაზე.
  4. თუ გსურთ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულების, პოზიციის, არგუმენტების, პასუხის გამოხატვა, გთხოვთ მიყევით ზემოთ მოცემულ ბმულს და მიიღეთ მონაწილეობა მეტავიკიზე გახსნილ შესაბამის განხილვაში.
ვიკიპედიის ტექნიკური ფორუმის განხილვაში, რომელიც ეხება ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების გვერდის ავლით (აზრის დაუკითხავადა ნ სულ მცირე შეუტყობინებლად) გლობალურ ცვლილებას, მოვუწოდებ ამ განხილვის ყველა მონაწილეს შევწყვიტოთ არათემატური განხილვა (ოფტოპიკი და ფლუდი) და ვისაუბროთ კონკრეტული საკითხის ირგვლივ. -- OpusDEI 03:16, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი თუ გაქვთ წაკითხული :) Mehman 97 05:59, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
იხილეთ სხვადასხვა თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფონტის ვიზუალური შედარება და ის ბარბაროსული შეუთავსებლობა, რომელიც ახალ „ლოგოშია“. -- OpusDEI 11:55, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
არჩევანი რომ მქონდეს „Noto Serif Regular“ ავირჩევდი.--ცანგალა/ 16:41, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97 ესე იგი, შესაძლებელია, რომ ვიკიპედიის ლოგოზე ფონდის პოლიტიკის შესაბამისად განთავსდეს ნებისმიერი თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფონტი? — „ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე დატანილი ფონტები [...] უნდა იყოს თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული“. თუ ასეა საინტერესოა რატომ აირჩა მაინც და მაინც ნოტო, თუ არასწორად მივხვდი, შემისწორე. გიო ოქრო 16:54, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი საგულისხმო გარემოება, რომელიც ნათელს ხდის ამ ცვლილების სრულ აბსურდულობას. პატივცემული მომხმარებელი, ამტკიცებს რომ ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე გამოიყენება ფონტი „მონსერატი“ (Montserrat). ეს მტკიცება სიცრუეა. ვიკიპედიის თავდაპირველი ლოგოს წარწერა შედგენილი იყო en:Hoefler Text ფონტით, ხოლო თანამედროვე ლოგოს წარწერა სრულად შესრულებულია en:Linux Libertine ფონტით. დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას აქ, აქ, აქ და რაც მთავარია ფონდი ვიკიმედიას ვიზუალური იდენტიფიკაციის გაიდლაინში. თავისმხრივ მონსერატი, მართლაც გამოიყენება ვიკიმედიის ლოგოზე, და არა ვიკიმედიის სავაჭრო ნიშნებზე. სავარაუდოდ ამ არგუმენტის ავტორს ვიკიმედია და ვიკიპედია ერთი და იგივედ მიაჩნია. გამომდინარე აქედან, ასეთი ცვლილება თავისუფლად შესაძლებელია შეფასებულ იქნას უხეში ვანდალიზმის ფაქტად -- OpusDEI 17:41, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ელემენტარული რაღაცას რომ ცვლით ორი სიტყვა მაინც გვესროლეთ. გეკითხებიან რატომ შეცვალეთ დაუკითხავადო და კიდევ ამ მართალ ხალხს აწვებით. ანდაც რათ უნდა აქ იმის განხილვა, მეტაზე ვის პირად გვერდზე რა მიწერ-მოწერაა და ათასი უადგილო საუბარი, ყველა თემა უპასუხოდ და არაფრისმომტანი საუბრით იხურება. რომ დაისმება კითხვა დაიდოს შესაბამისი პასუხი ან აღიარეთ მაინც, რომ უნდა გეკითხათ და შეცდით. ღმერთო ჩემო რა დონის სიამაყეა. Vano 3333 19:54, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუკი საქმე ისეა, როგორც მელბერგი ამბობს, მაშინ მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი იქნებოდა. თუმცა, როგორც ვხვდები, არც მასეა საქმე, როგორც ის იძახის. ველოდები მეჰმანის პასუხს. გიო ოქრო 19:56, 23 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა, ჩემთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რომელი ფონტი იქნება ლოგოზე: იყო მითითება, რომ უნდა ყოფილიყო ნოტო, არის ნოტო (მითუმეტეს, რომ ძალიან მალე ყველა ვიკიპედია ფრანგულ დიზაინზე გადავა და ეს პრობლემა ავტომატურად გაქრება). ერთადერთი, @OpusDEI: კარგი იქნება, თუ გაეცნობა კეთილი განზრახვის პრინციპს - რომელიც ვიკიპედიის ფუნდამენტური პრინციპია და რომლის გააზრების გარეშე აქ მომხმარებელს ოპერირება გაუჭრდება: ეს ლოგოზე ფონტის საკითხზე გაცილებით მნიშვნელოვანია.--Melberg მიწერა 09:35, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg იგივეს შეგეკითხები, რაც მეჰმანს დავუსვი: შესაძლებელია, რომ ვიკიპედიის ლოგოზე ფონდის პოლიტიკის შესაბამისად განთავსდეს ნებისმიერი თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფონტი? თუ მხოლოდ მონსერატი ან ნოტო? თუ ასეა, სად წერია ეს? მითითებულ ბმულებზე ვერაფერი ვნახე. გიო ოქრო 09:39, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა, არ ვიცი:
ბრენდინგის რეგულაციები მეჰმანმა იცის ჩემზე კარგად, ჩემი ცოდნა ამ მხირვ [საკმაოდ] მოძველებულია. ამიტომ ჯობია, მან გაგცეს პასუხი. ჩემი ვარაუდი თუ გაინტერესებს, ნებისმიერი თავისუფალი ფონტი არ უნდა იყოს: უფრო noto-ს ოჯახი [გამონაკლის შემთხვევაში, თუ დამწერლობისთვის ნოტო არ არსებობს, სავარაუდოდ დასაშვები იქნება სხვა ფონტი - თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება]. Melberg მიწერა 09:46, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია. ამიტომ დაველოდები @Mehman97-ის პასუხს. თუკი ნებისმიერი თავისუფალი ფონტი შეიძლება, მაშინ გავაკეთოთ რამდენიმე მაგალითი და ავარჩიოთ, ან საერთოდ ძველი აღვადგინოთ. გიო ოქრო 09:48, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ყველა ვიკიპედია, სადაც ეს შესაძლებელია (არსებობს გამონაკლისები:არაბული ენა, ებრაული ენა და ა. შ.) ლოგოს შრიფტს იყენებს Serif-ს Small caps ერთად. ხოლო ეს ყველაფერი ეკუთვნის Corporate identity. არანაირი საფუძველი არ არსებობს ქართულშიც რომ არ გაკეთდეს. იხ. რაც მომხმარებელი:OpusDEI მოგვაწოდა ვიზუალური შედარება.--ცანგალა/ 13:27, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ფრანგულ დიზანზე გადასვლა როგორ მოხსნის ვიკიპედიის ლოგოს და სავაჭრო ნიშნის ოფიციალური გაიდლაინის დარღევის პრობლემას, როდესაც ნებისმიერ დიზაინში ლოგოზე ტექსტი „ვიკიპედია“ არის უცვლელი სტილითა და მოცემულია ნებიმიერ დიზაინზე, გაურკვეველია. ისევე როგორც გაურკვეველია იმ გაიდლაინების წარმომავლობა, რომელზეც მიუთითებენ მაგრამ არავის თვალით არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში როგორც ვხედავთ ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებისთვის თოვლივით დაეცა თავზე. კარგი იქნება თუ ჩვენც გაგვაცნობენ. ამასთან, ვთვლი, და დარწმუნებული ვარ ყველა დამეთანხმება, რომ თუნდაც ინფორმირების გარეშე, აღარ ვსაუბრობ საჯარო მსჯელობაზე რომელიც ვიკიპედიის პროექტის ქვაკუთხედია, ამგვარი სახის ცვლილება ერთპიროვნულად ან ვიწრო წრეში შეთანხმებით, არის სულ მცირე აგდებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა ქართული ვიკიპედიის დანარჩენი მომხმარებლების მიმართ, რომლებსაც არავისზე ნაკლები წვლილი არ შეუტანია ამ პროექტის გამდიდრებასა და განვითარებაში. რაც შეეხება, „ნოტოს“, როგორც ზემოთ მაქვს ხაზგასმული, „ნოტო“ არის შრიფტების ოჯახი, რომელშიც შედის Noto Sans, Noto Serif ქვეოჯახები, რომლებშიც თავის მხრივ არის სხვადასხვა წონის მქონე შრიფტების ფონტები. ციტატა ინგლისური ვიკიპედიიდან: „Noto is a font family comprising over 100 individual fonts“. ამდენად, არგუმენტი „უნდა ყოფილიყო ნოტო არის ნოტო“ კვლავინდებურად მცდარია, ისევე როგორც წინა მტკიცება რომ თურმე „ვიკიპედიის“ ლოგოზე წარწერა შესრულებულია „მონსერატით“. Noto არის სულ მცირე 3 სხვადასხვა ტიპის შრიფტი - ერთია გროტესკი, მეორეა ნაჭდევიანი შრიფტი, ხოლო მესამე მონოგანივი გროტესკი (monospaced). რატომ შეჩერდა Noto Sans-ზე არჩევანი, ან როგორ იქნა შერჩეული მისი წონა, რომ ამგვარად ამოვარდა ვიკიპედიის ლოგოს კორპორტიული ცნობადობის კომპოზიციიდან გაურკვეველია. ასეთი გაურკვევლობები, მიანიშნებს იმაზე, რომ პირს, რომელიც ამგვარ ცვლილებებს ახორციელებს ერთპიროვნულად, არ აქვს საკმარისი კომპეტენცია ამ კონკრეტულ საკითხში, რაკი ვერ ასხვავებს გროტესკს - ანტიკვასგან და როდესაც ადამიანი არ არის კომპეტენტური რაღაც საკითხში (და არც არის ვალდებული რომ იყოს), სულ მცირე მსგავსი გაუგებრობების ასარიდებლად საჭიროა ღია დისკუსია დანარჩენ წევრებთან ან მათი საქმის კურსში ჩაყენება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, როგორც ამის ტრადიცია არსებობდა ქართულ ვიკიში მისი დაარსების დღიდან, და რასაც ადგილი სამწუხაროდ არ ჰქონია ამ და სხვა მრავალ შემთხვევაში. ხოლო თუ ასეთი შეცდომა მაინც გაიპარა, საჭიროა პრობლემის აღიარება და თანამშრომლობით სწორ შედეგამდე მისვლა და არა განსხვევებული პოზიციის ხიშტებით დახვედრა (რაც ასე პოპულარული გახდა ქართულ ვიკიშიც და საქართველოშიც სამწუხაროდ) და თავდაცვით რეჟიმში ამ არასწორი ნაბიჯის მართლება. ამგვარი პოლარიზებული დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი და კარგამდე არავის და არაფერს არ მიიყვანს -- OpusDEI 13:36, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg აქედან გამომდინარე, უმჯობესია დააბრუნო ძველი ვარიანტი. გიო ოქრო 14:58, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ვერ დავაბრუნებ ძველ ვერსიას მანამ, სანამ ამ საკითხში რეალური კომპეტენციის მქონე ადამიანი არ დააფიქსირებს საკუთარ აზრს.@OpusDEI:-ის მსჯელობა შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს, მაგალითად noto-ს ოჯახი 100 ინდივიდუალური ფონტი კი არ შედის, არამედ 100-ზე მეტი ფონტია (სხვადასხვა ენაზე არსებული ფონტის ნაირსახეობა სხვადასხვა ფონტად არის მიჩნეული, მაგ. Noto Sans Georgian და Noto Sans Armenian მიჩნეულია სხვადასხვა ფონტად, რაც არასწორია), ასევე მსჯელობა შეიცავს სხვა მთელ რიგ უზუსტობებს, მათ შორის BPG ფონტების თავისუფალი ლიცენზიის შესახებ ინფორმაციაც არის მცდარი - ბესარიონ გუგუშვილის პირად გვერდზე არის შემდეგი ჩანაწერი: „...Linux distributors exclusive right...“, გარდა ამისა [ვიკიპედია GNU/GPL ლიცენზიას არ იყენებს უკვე დიდი ხანია და არ ვიცი, რამდენად თავსებადია GNU/GPL CC-BY-SA 4.0-თან. ძველი ლოგო იყენებდა BPG ფონტის სახეობას ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ ფონდისგან სათანადო კომპეტენციის მქონდე მომხმარებელი არ დააფიქსირებს აზრს, მისი ჩანაცვლება არ მგონია სწორი.--Melberg მიწერა 15:11, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ასეთი სიტუაცია რომ არ გვქონოდა, ამისათვის შეცვლამდე რომ გვემსჯელა უკეთესი იქნებოდა. გიო ოქრო 15:18, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში არაფერ პრობლემურს, ერთ-ერთ მოხმარებელს ზედმეტი დრამატიზება რომ არ მოეხდინა („ბარბაროსული შეუთავსებლობა“ და მისთ. ძახილით). Melberg მიწერა 15:39, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
„სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში არაფერ პრობლემურს, ერთ-ერთ მოხმარებელს ზედმეტი დრამატიზება რომ არ მოეხდინა („ბარბაროსული შეუთავსებლობა“ და მისთ. ძახილით)“ — ეს წინადადება პრობლემაა. „საჭიროა პრობლემის აღიარება და თანამშრომლობით სწორ შედეგამდე მისვლა და არა განსხვევებული პოზიციის ხიშტებით დახვედრა (რაც ასე პოპულარული გახდა ქართულ ვიკიშიც და საქართველოშიც სამწუხაროდ) და თავდაცვით რეჟიმში ამ არასწორი ნაბიჯის მართლება.“ — ეს კი მომხმარებელი:OpusDEI წინადადება. ერთ-ერთი მოხმარებლის აზრით არაფერი არ უნდა წყდებოდეს. თანამშრომლობა, თანამშრომლობა და კვლავ თანამშრომლობა გვჭირდება. ამიტომ ყველა წესის დაცვით ერთად გადავწყვიტოთ წამოჭრილი საკითხი. საკუთარი აზრის დაფიქსირება — ამაში პრობლემურს ვერაფერს ვხედავ.--ცანგალა/ 17:32, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, კარგია, რომ სხვების კომენტარების კითხვა და დაკოპირება შეგიძლია, თუმცა აჯობებს, თუ ესკალაციაში მონაწილეობას არ მიიღებ (aka ნავთს არ დაასხამ). Melberg მიწერა 17:50, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
საკვირველია პირდაპირ. არასწორი ინფორმაციის მტკიცებას, ხომ არ ჯობია გადაამოწმოთ ინფორმაცია? ეს გახლავთ Noto-ს ყველა ხელმისაწვდომი დამწერლობის ფონტები: აქ შეგიძლიათ ნახოთ Noto-ს პაკეტები თითოეული დამწერლობისათვის როგორც Serif ასევე Sans ვარიანტში. აქ შეგიძლიათ იხილოთ ქართული Noto Sans Georgian ქვეოჯახი, რომელშიც ათეულობით ფონტია. აქ კი შეგიძლიათ ნახოთ Noto Serif Georgian ქვეოჯახი, იმდენივე 36 წონის/სისქის ფონტით. ამდენად, გარდა იმისა რომ არ არის გათვალისწინებული ორიგინალური ლოგოს კონცეფცია, და აღებულია ის ფონტი, რომლის შრიფტი არ შეესაბამება დედნის სტილს, ასევე არ არის გათვალისწინებული ამ შრიფტის წონაც, უბრალოდ რაც პირველი იყო იმით იქნა გაკეთებული წარწერა. ეს ნათლად ჩანს ამ სურათში, რომელშიც ვხედავთ განსხვავებას სისქეებში „ახალ“ ლოგოსა და ორიგინალურ ლოგოს შორის, ხოლო ამ სურათში ვხედავთ როგორი შეიძლება ყოფილიყო სისქის მაინც სწორი შერჩევის შემთხვევაში. მე მგონი ამით ყველაფერი ნათელია. თქვენ ამბობთ რომ Noto Sans Georgian და Noto Sans Armenian არ არის სხვადასხვა ფონტი, რაც ასევე არასწორი მსჯელობაა. ფონტი არის არა მოხაზულობა ან გარნიტურა, არამედ კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს გარკვეულ გაციფრულებულ შრიფტს. საავტორო უფლებების დაცვის პრაქტიკას რომ გადახედოთ, იხილავთ, რომ საავტორო უფლებების დაცვის ქვეშ ხვდება სწორედ ფონტი, და არა შრიფტი. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი Helvetica გამოუშვათ ყოველგვარი საავტორო პრობლემების გარეშე და გამოიყენოთ ის თქვენი გემოვნებისადმი კომერციული და სხვა დანიშნულებით, თუმცა ამას ვერ იზამთ Linotype-ის Helvetica-ს გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი და Linotype-ის Helvetica-ს ფონტების გლიფებს შორის მსგავსება შესაძლოა მილიმეტრის სიზუსტით იყოს. ის რომ ამაში არაფერ პრობლემას ვერ ხედავთ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ასეთი ელემენტარული პრობლემების დანახვა არის სწორედ მაღალი ცივილიზაციის გამორჩეული თვისება. თორემ, ასევე რომ ვერ ხედავდნენ პრობლემას, მაგიტომაც გვაქვს ბაგრატზე მინის ლიფტი, გელათზე ჟეშტის შიფერი და ძველ თბილისში ათასი უმსგავსო და უადგილო ნაგებობა. ეს არის შედეგი იმისა, რომ არ გვაქვს წესების, თანმიმდევრულობისა და კანონზომიერების შესწავლის და ესთეტიკის პატივისცემის თვისება -- OpusDEI 17:56, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შრიფტსა და ფონტს შორის განსხვავების განმარტებისთვის მადლობა - რომელიც არარელევანტურია საკითხთან. ერთი და იმავე ფონტის bold, condenced, italic და სხვა ვარიაცები რომ თურმე ცალკე ფონტებია, აქ უკვე მორჩება საუბარი. Linotype-ის Helvetica და მისთ. სრულიად არარელევანტურია საკითხთან. ფონდის მხრიდან იყო მითითება, შეგვეცვალა გაურკვეველი სალიცენზიო სტატუსის მქონე ფონტი - რომელიც შეიცვალა. დანარჩენზე, მეჰმანი დაწერს საკუთარ აზრს. Melberg მიწერა 18:01, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
თუკი შეცვლა იყო საჭირო, უნდა შეცვლილიყო კონსენსუსის შედეგად და არა პირადი გადაწყვეტილებით, თანაც შეუტყობინებლად. საქმე და მთავარი აქ ესაა. ახლა უმჯობესია ახალი ვარიანტები მოვისმინოთ და ავარჩიოთ. ახლანდელი სრულად შეუსაბამოა. გიო ოქრო 18:07, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
რომ შეიცვალა მაგას კარგად ვხედავთ მადლობა შეხსენებისათვის. რატომ შეიცვალა შრიფტის სტილი რომელმაც დაარღვია ვიკიპედიის ლოგოს კომპოზიცია? როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული შრიფტი? როგორ შეირჩა ამ შრიფტის სისქე? რატომ Noto Sans და არა Noto Serif როცა Linux Libertine-ც Serif არის? რატომ არ მოხდა საჯარო დისკუსია ან არ ეცნობა მაინც ეს ვიკიპედიელებს? ამ კითხვებზე, რომლებიც ძირითადია ამ კამათში, არც ერთი პასუხი არ მოგვისმენია. მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ ვიკიპედია არ არის კერძო შპს ან დუქანი, არა? თამამად შეგვიძლია „ვიამაყოთ“ რომ ქართული ვიკიპედია ერთადერთი ვიკიპედიაა 300+ ვიკის შორის რომელსაც ლოგოში გრტესკული შრიფტი აქვს გამოყენებული, სხვადასხვა ბურმელებს და ტაილანდურებს თუ არ ჩავთვლით რომელთა დამწერლობაც აპრიორი არ ითვალისწინებს ვერაფერს გროტესკის გარდა :) -- OpusDEI 18:23, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლიათ იამაყოთ, თქვენი ნებაა. ყოველ შემთხვევაში, ის ვიკიპედია არ ვართ, რომელიც ლოგოში გაურკვეველი სალიცენზიო სტატუსის მქონე ფონტს იყენებდა, რაზეც მივიღეთ მითითება და რაც შეიცვალა. Linux Libertine ქართულ ვერსია იქნება დალინკოთ. Melberg მიწერა 18:35, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
რატომ შეიცვალა შრიფტის სტილი რომელმაც დაარღვია ვიკიპედიის ლოგოს კომპოზიცია? როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული შრიფტი? როგორ შეირჩა ამ შრიფტის სისქე? რატომ Noto Sans და არა Noto Serif როცა Linux Libertine-ც Serif არის? რატომ არ მოხდა საჯარო დისკუსია ან არ ეცნობა მაინც ეს ვიკიპედიელებს? ამ კითხვებზე, რომლებიც ძირითადია ამ კამათში, კვლავაც არც ერთი პასუხი არ მოგვისმენია. ლიბერტინეს რომ ქართული არ აქვს ეს ძალიან კარგად მოგეხსენებათ (იმედს ვიტოვებ) -- OpusDEI 18:48, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
აბა თუ არ აქვს ქართული ვერსია როგორ იქნებოდა Linux Libertine ? :) Melberg მიწერა 19:05, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეგ აზრი გამოიტანეთ ზედა კითხვებიდან? წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემას ჰგავს. აბა ერთხელაც გადაიკითხეთ კითხვები: რატომ შეიცვალა შრიფტის სტილი რომელმაც დაარღვია ვიკიპედიის ლოგოს კომპოზიცია? როგორ და რატომ შეირჩა ეს კონკრეტული შრიფტი? როგორ შეირჩა ამ შრიფტის სისქე? რატომ Noto Sans და არა Noto Serif როცა Linux Libertine-ც Serif არის? რატომ არ მოხდა საჯარო დისკუსია ან არ ეცნობა მაინც ეს ვიკიპედიელებს? -- OpusDEI 19:09, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
არ ყოფილა კარგი, ხომ? :)
მეც შემიძლია თქვენი მთელი რიგი კომენტარები შევაფასო როგორც დემაგოგია და თემიდან გადახვევა („ ბარბაროსული შეუთავსებლობა“ და „ორღობის შრიფტით“ დავიწყებ - თუმცა, უკვე პროგრესია, რომ შრიფტის არსებობის შესახებ გაიგეთ). @MIKHEIL: @David1010: კარგი იქნება, თუ ჩაერევით. Melberg მიწერა 19:26, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
რეალურად, აქ ლოგო არავის ადარდებს. ვისაც არ მოსწონს ან თვლის, რომ უკეთესი შეიძლება გაკეთდეს ფონდის მოთხოვნებისამებრ, წარმოადგინა საკუთარი? თუ არა, რას ელოდება? გვაჩვენოს! @Melberg:, გმადლობთ, ახლა ვეცნობოდი განხილვას ზუსტად. — Mikheil მიწერა 19:28, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ დევს მაგალითები, შედარებები, არგუმენტები და სხვა მრავალი. ვინც ეძებს ის პოულობს -- OpusDEI 19:39, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, მიხეილ. პრინციპში, ჩემთვის სიტუაცია სრულიად გასაგებია და მისაღები (ერთ-ერთი მომხმარებლის ემოციურობაც, გასაგებია). მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ განვიხილოთ სხვა ვარიანტები და მივესალმები არსობრივ განხილვასა და კენჭისყრას. რადგანაც ფონდის მითითება პრობლემურ ფონტთან დაკავშირებით აღმოფხვრილია, თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, დაველოდოთ ამ ვარიანტების ვექტორული ვერსიების ატვირთვას ლოკალურად და, თუ ისინი მისაღები იქნება გაიდლაინის მიხედვით, ჩავატაროთ კენჭისყრა, რომელი ვარიანტი ჯობია.
რაც შეეხება ჩვენი ემოციური კოლეგის მიერ გაკეთებულ ვერსიებს: სამწუხაროდ, არც-ერთი მათგანი არ არის გამოსადეგი ორი მიზეზით - პირველი - ტექნიკური - დაბალი ხარისხის png ვერსიებია და მეორე - არღვევს ფონდის გაიდლაინს (ზედა და ქვედა წარწერა ერთი სიგანის უნდა იყოს). თუ პატივცემული კოლეგა მოიცლის და ატვირთავს გაიდლაინის მიხედვით გაკეთებულ ვექტორულ ვარიანტებს, განვიხილოთ, სიამოვნებით. --Melberg მიწერა 19:42, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: დიახ, სწორედ ამას ველოდები პირადად მე და არა სხვადასხვა სერვერებზე ატვირთულ გაურკვეველ მონახაზებსა და ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს. — Mikheil მიწერა 19:46, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ხო, ქარიშხლები გვიყვარს, ზოგადად. ემოციური ხალხი ვართ, არაუშავს ;) Melberg მიწერა 19:47, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მიკვირს, რომ განხილვა აქამდე არ დაიხურა. Melberg, ეს მსჯელობაა და არა ესკალაცია, ხოლო მე „aka ნავთს არ დაასხამ“ (როგორც შენ აღნიშნე), არამედ aka სიმართლის მთქმელი. წარმატებები ქართულ ვიკიპედიას.😊 --ცანგალა/ 21:34, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გალერეა

  • ამ სექციაში ჩაამატეთ მხოლოდ ლოგოს ვარიანტები, განხილვა მიმდინარეობს ქვედა სექციაში.

ვარიანტების განხილვა

იხილეთ ჩემი სამუშაო შეთავაზება იმავე Noto Serif-ის გამოყენებით. შეთავაზება ღიაა შენიშვნებისათვის. წარმოდგენილია როგორც svg ასევე png. აქვე აღვნიშნავ რომ პროპორციების მაჩვენებლ გამოსახულებაში ქვედა წარწერა „თავისუფლი ენციკლოპედია“ არ ავსებს სრულად ზედა წარწერის სიგანინეს (რაც პრინციპში თანხვედრაშია ორიგინალური ინგლისური ლოგოს პროპორციასთან, თუმცა იქ ოპტიკურ სიცარიელეს ლათინური ასოების თავისებურება ფარავს, რაც არ გვაქვს ქართულის შემთხვევაში, ). ეს პრობლემა svg და png-ში გასწორებულია:

-- OpusDEI 22:38, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

კარგია.
  • ეს კიდევ ორი ვარიანტი, ერთი - კურსივით. Melberg მიწერა 05:36, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    --Melberg მიწერა 05:49, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    Ka.Wikipedia-logo.svg და Wikipedia-logo-v2-ვ4.svg მისაღებია. გიო ოქრო 06:18, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    დაიცადე, კიდე ბლომად იქნება ვარიანტები, წესით :D Melberg მიწერა 06:21, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    ლოგო იგივე შრიფტით, გასწორებულია პროპორცია, ტექსტი დაყრდნობილია საკონტროლო ხაზს და ზედმეტი საკონტროლო ხაზია მოშლილი. გიო ოქრო 12:36, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    აქვე მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მთავრულის გამოყენება, რომელიც მგონი მხოლოდ calibri-ზე მუშაობს. გიო ოქრო 12:58, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    შენი და A1 ერთი და იგივეა (გასწორებული პროპორციით, თუ კიდევ რამე სხვა ჩასწორებაა)? Melberg მიწერა 13:44, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ძნელი აღსაქმელია შორიდან. ცალ-ცალკე გახსენი ბმულები და სწრაფად გადი-გადმოდი [1] და [2]. ზოგადად ეს ლოგო ინგლ. ვიკის სტანდარტებში მთლად ბოლომდე არ ჯდება (პროპორციებში), მაგრამ ქართული დამწერლობისთვის მგონი ასე უფრო უკეთესია. გიო ოქრო 13:53, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    გაკეთდა, ჩავსვი დამატებით ვარიანტად A3.--Melberg მიწერა 13:59, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    A2 კურსივიანი ქვედა წარწერა კარგი გამოვიდა ნამდვილად -- OpusDEI 17:12, 25 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    სულ ოდნავ რომ გასქელდეს შუაში მოქცეული ასოები შესაძლებელია? პირველი და ბოლო სიმბოლო გადიდების გამო სისქეშიც იმატებს და ძალიან გამოირჩევა დანარჩენებისგან. უცხოენოვანებში მგონი მასეთი სხვაობა არაა. Alan📭🕙 14:22, 30 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    {{გამარჯობა}} - მეორე ეტაპი

    სალამი, {{გამარჯობა}}-ს განახლების პირველი ეტაპი დასრულდა, შესაბამისად ახლა გადავდივართ მეორე - ვიზუალურ - ეტაპზე. ეს არის ჩემს მიერ მომზადებული ვარიანტი, რომელიც ეფუძნება ინგლისური ვიკიპედიის სტილსა და commons-ზე არსებულ თარგს.

    ველი რელევანტურ და კონსტრუქციულ შენიშვნებსა და იდეებს.--Melberg მიწერა 08:27, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    მე ვფიქრობ საკმაოდ კარგია. ყველაფერი რაც ახალ მომხმარებელს საწყის ეტაპზე დასჭირდება გასაგებადაა ახსნილი. ამაზე მეტ ინფორმაციას უბრალოდ არავინ არ წაიკითხავს.--დათო1010 09:00, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ყოველთვის მივესალმები სიახლეებს. მე მომწონს. --Wiki - ჯაბა 09:37, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ვიკიპედია:დახმარება — ეს გვერდი {{გამარჯობა}}-ის ბმულია. (იხ. ვიკიპედია განხილვა:დახმარება შენი პასუხი). „ეს კომენტარი არარელევანტურია თემასთან“ — შენი პასუხი ზემოთ {{გამარჯობა}}-ში (პირველი ეტაპი). დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში რატომ არ შეიძლება კვლავ ადვილად იძებნებოდეს და ვიკიპედია:დახმარებაში ჩაისვას, რომელიც {{გამარჯობა}}-ს ბმულია? --ცანგალა/ 09:52, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ვიკიპედია:დახმარების განხილვა უნდა ხდებოდეს ვიკიპედია:დახმარება-ის გახილვის გვერდზე და არა {{გამარჯობა}}-ისთვის გახსნილ სექციაში, სადაც განიხილება ამ თარგის გრაფიკული გაფორმება. ამიტომ არ არის (ისევ) რელევანტური.--Melberg მიწერა 13:27, 24 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    რადგანაც პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა ამ დღეების განმავლობაში, სატესტო რეჟიმში თარგი გაიშვა.--Melberg მიწერა 06:50, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    ძალიან მომწონს. — Mikheil მიწერა 10:21, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    მშვენიერი გამოვიდა.--დათო1010 11:40, 26 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
     კომენტარი: Legacy Vector სკინზე (ე.წ. „ფრანგულზე“) ვიზუალურად იგივე არ არის და ხარვეზები აქვს. გიო ოქრო 12:34, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    დამოწმება

    მეგობრებო როგორც ცნობილია სანდო მომხმარებლის სტატუსი მაქვს 2019 წლიდან და ჩემი ცვლილებები აღარ საჭიროებს დამოწმებას, მაგრამ დღეს მსგავსი პრობლემა შემექმნა სტატიის რედაქტირებისას----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:56, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

    არადა სანდო მომხარებლებში ნამვილად ვარ https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98:%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90?username=%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9D&group=&wpsubmit=&wpFormIdentifier=mw-listusers-form&limit=50 ----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:58, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
    გადავამოწმე და ადმინის ხელსაწყოებიდან საერთოდ გამქრალია სანდო მომხმარებელი, როგორც სტატუსი. სისტემური ხარვეზი ჩანს. — Mikheil მიწერა 21:13, 29 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]