დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 66: ხაზი 66:
{{ქე|2||ცინცაძე ზ.}}
{{ქე|2||ცინცაძე ზ.}}


{{გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://dzeglebi.com/view.php?id=179 დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}


[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
{{თარგი:გორის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}

12:46, 29 იანვარი 2021-ის ვერსია

დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°53′29″ ჩ. გ. 44°07′06″ ა. გ. / 41.89139° ჩ. გ. 44.11833° ა. გ. / 41.89139; 44.11833
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა მთა დანახვისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული
თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეები

დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია შიდა ქართლში, ატენის ხეობაში. მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის სამხრეთ-დასავლეთით 7 კილომეტრზე, დანახვისის მთის წვერზე (1641 ზ. დ., თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე).

ეკლესია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით: „დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“.

ეკლესია დარბაზულია (6 X 3,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია თვალური კონტრფორსი.

ლიტერატურა