РБМК: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
* სმოლენსკის აეს-ის 1 და მე-2 ენერგობლოკები; |
* სმოლენსკის აეს-ის 1 და მე-2 ენერგობლოკები; |
||
(სულ 8 ენერგობლოკი). |
(სულ 8 ენერგობლოკი). |
||
==მესამე თაობა: ჩერნობილის ავარიის შემდეგ== |
|||
ჩერნობილის აეს-ის ავარიამდე სსრკ-ში ასეთი რეაქტორების მშენებლობა ფართოდ იგეგმებოდა, თუმცა ავარიის შემდეგ РБМК ტიპის ახალი რეაქტორების მშენებლობა შეწყდა. 1986 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა РБМК ტიპის რეაქტორები: სმოლენსკის აეს-ის მე-3 ენერგობლოკი (1990), იგნალინის აეს-ის მე-2 ენერგობლოკი (1987). |
|||
02:45, 22 იანვარი 2021-ის ვერსია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Beqa Ninikuri. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი. თარგის ჩასმის თარიღი: იანვარი 22, 2021. სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1183 დღე. მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}} |
რუს.: Реактор большой мощности канальный (РБМК) დიდი სიმძლავრის არხებიანი რეაქტორი — ენერგეტიკული ბირთვული რეაქტორების სერია, შემუშავებული სსრკ-ში. რეაქტორი РБМК არის არხებიანი, ჰეტეროგენური, გრაფიტ-წყლიანი, დუღილის ტიპის, სითბურ ნეიტრონებზე. თბოგამტარი — მდუღარე წყალი.
შექმნის ისტორია და ექსპლუატაცია
მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი (АМ-1 («Атом Мирный»), ობნინსკის ატომური ელექტროსადგური, 1954 წ) იყო ურან-გრაფიტული, არხებიანი, წყლის თბოგამტარით. ურან-გრაფიტული რეაქტორების ტექნოლოგიის შექმნა-განვითარება წარმოებდა სამხედრო-სამრეწველო და საცდელ-სამრეწველო რეაქტორებზე, რომლებსაც სამხედრო დანიშნულებასთან ერთად ჰქონდათ სამეურნეო: ელექტრო ენერგიისა და სითბოს წარმოების დანიშნულება. 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა რეაქტორების შექმნაზე, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედო РБМК-ს. ზოგიერთი კონსტრუქციული გადაწყვეტა მუშავდებოდა ბელოიარსკის ატომური ელექტროსადგურის საცდელ ენერგეტიკულ რეაქტორებზე „მშვიდობიანი ატომი, დიდი“ («Атом Мирный Большой»): АМБ-1 (1964 წ) და АМБ-2 (1967 წ).
პირველი თაობა
РБМК ტიპის რეაქტორები ქრონოლოგიურად და ტექნიკური ევოლუციის მიხედვით სამ თაობად იყოფა. РБМК-1000 ტიპის პირველი რეაქტორის მშენებლობა დაიწყო 1966 წელს ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგის) მახლობლად; ამავე წელს გადაწყდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც. 1973 წელს შევიდა ექსპლუატაციაში მსოფლიოში პირველი РБМК-1000 ტიპის ატომური რეაქტორი, ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკი. РБМК-ს პირველ თაობას განეკუთვნებიან:
- ლენინგრადის აეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1973, 1975);
- კურსკის აეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1976, 1979);
- ჩერნობილის აეს-ის 1 და 2 ენერგობლოკები (1977, 1978);
(სულ 6 ენერგობლოკი).
მეორე თაობა
ლენინგრადის აეს-ის მეორე რიგის (მე-3 და მე-4 ენერგობლოკები) პროექტირებისას გადაწყდა ამ ტიპის რეაქტორების გაუმჯობესება. პროექტის გადაკეთების მტავარი მიზეზი იყო უსაფრთხოების წესების გამკაცრება. РБМК-ს მეორე თაობას განეკუთვნებიან:
- ლენინგრადის აეს-ის მე-3 და მე-4 ენერგობლოკები,
- კურსკის აეს-ის მე-3 და მე-4 ენერგობლოკები,
- ჩერნობილის აეს-ის მე-3 და მე-4 ენერგობლოკები,
- სმოლენსკის აეს-ის 1 და მე-2 ენერგობლოკები;
(სულ 8 ენერგობლოკი).
მესამე თაობა: ჩერნობილის ავარიის შემდეგ
ჩერნობილის აეს-ის ავარიამდე სსრკ-ში ასეთი რეაქტორების მშენებლობა ფართოდ იგეგმებოდა, თუმცა ავარიის შემდეგ РБМК ტიპის ახალი რეაქტორების მშენებლობა შეწყდა. 1986 წლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა РБМК ტიპის რეაქტორები: სმოლენსკის აეს-ის მე-3 ენერგობლოკი (1990), იგნალინის აეს-ის მე-2 ენერგობლოკი (1987).