აზერბაიჯანის რკინიგზა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[File:Azerbaijan railway map.png|thumb|right|200px|აზერბაიჯანის რკინიგზის რუკა]]
[[File:Azerbaijan railway map.png|thumb|right|200px|აზერბაიჯანის რკინიგზის რუკა]]
'''Azerbaijan Railways''' ({{lang-az|Azərbaycan Dəmir Yolları}}) — [[აზერბაიჯანის რესპუბლიკა|აზერბაიჯანის რესპუბლიკის]] ეროვნული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი [[რკინიგზის ტრანსპორტი|სარკინიგზო სატრანსპორტო]] კომპანია. 2918 კმ-ის სიგრძისა და 1529 მმ-ის სიგანის სალიანდაგო ქსელი ელექტროფიცირებულია 3 კილოვოლტის ძაბვის მუდმივი დენით. კომპანიის შტაბბინა დედაქალაქ [[ბაქო]]ში მდებარეობს.<ref name="Indexmundi">{{cite news| url=http://www.indexmundi.com/azerbaijan/railways.html | publisher=Indexmundi | title=Azerbaijan Railways| date=2009-12-19| accessdate=2007-11-01}}</ref>
'''Azerbaijan Railways''' ({{lang-az|Azərbaycan Dəmir Yolları}}) — [[აზერბაიჯანის რესპუბლიკა|აზერბაიჯანის რესპუბლიკის]] ეროვნული, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი [[რკინიგზის ტრანსპორტი|სარკინიგზო სატრანსპორტო]] კომპანია. 2918 კმ-ის სიგრძისა და 1529 მმ-ის სიგანის სალიანდაგო ქსელი ელექტროფიცირებულია 3 კილოვოლტის ძაბვის მუდმივი დენით. კომპანიის შტაბბინა დედაქალაქ [[ბაქო]]ში მდებარეობს.<ref name="Indexmundi">{{cite news| url=http://www.indexmundi.com/azerbaijan/railways.html | publisher=Indexmundi | title=Azerbaijan Railways| date=2009-12-19| accessdate=2007-11-01}}</ref>


==მიმოხილვა==
==მიმოხილვა==

05:02, 18 იანვარი 2021-ის ვერსია

აზერბაიჯანის რკინიგზის რუკა

Azerbaijan Railways (აზერ. Azərbaycan Dəmir Yolları) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სარკინიგზო სატრანსპორტო კომპანია. 2918 კმ-ის სიგრძისა და 1529 მმ-ის სიგანის სალიანდაგო ქსელი ელექტროფიცირებულია 3 კილოვოლტის ძაბვის მუდმივი დენით. კომპანიის შტაბბინა დედაქალაქ ბაქოში მდებარეობს.[1]

მიმოხილვა

ბაქოს რკინიგზის სადგური

Azerbaijan Railways არის Soviet Railways-ის მემკვიდრე, რომელიც თავის მხრივ იმპერიულის რუსეთის სარკინიგზო ხაზების გამგრძელებელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან სარკინიგზო სისტემა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების ეროვნულ სარკინიგზო სისტემად ხაზებად დაიშალა. იმავე წელს აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკა და Azerbaijan Railways ერთმანეთს შეერწყა.

პირველი სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანში 1878 წელს გაიყვანეს და ბაქოს გარეუბნებში 1880 წელს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე 2918 კმ-ია, რომლის 72% - 2111 კმ ცალლიანდაგიანია, ხოლო 28% - 816 კმ ორლიანდაგიანი. სალიანდაგო ხაზის 43% ელექტროფიცირებულია.[1] სარკინიგზო ხაზის 38% აღჭურვილია ავტომატიზებული სასიგნალო სისტემით, ხოლო 16% ცენტრალიზებული საგზაო საკონტროლო სისტემით.[1][1]

სარკინიგზო ხაზი 176 სადგურს მოიცავს, რომელთაგანც 2, ბაქოსა და შირვანის სრულიად ავტომატიზებულია, 12 სადგური სარკინიგზო კონტეინერებითა და მექანიზმებითაა აღჭურვილი, ხოლო 3 სადგური: ბაქოს, განჯისა და ხირდალანის, მძიმე ტვირთის გადასაზიდი კონტეინერებით. სარკინიგზო ხაზების 72% ინდუსტრიულ ხაზებს არ შეიცავს.

აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზები მოდერნიზებულია ბოლო თაობის ტექნოლოგიებით. მთლიანი სარკინიზო ხაზის სიგრძით აზერბაიჯანს მსოფლიო მასშტაბით 57-ე ადგილი უკავია.[1]

ისტორია

ელექტრო ლოკომოტივი

რუსეთის იმპერიის რკინიგზა (1878-1917)

აზერბაიჯანში პირველი რკინიგზა 1878 წელს გაიყვანეს. რკინიგზა პირველად 1880 წელს ბაქოს გარეუბანში გაიხსნა და სუბანჩისა და სურახანის რაიონები დააკავშირა ერთმანეთთან (რაიონები დღეისთვის ქალაქ ბაქოს შიგნით მდებარეობს). თავდაპირველად რკინიგზა რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო. ლიანდაგების სიფართე 1520 მმ იყო.

გრძელი მანძილის სარკინიგზო ხაზი პირველად 1883 წელს გაიხსნა და ბაქო და თბილისი დააკავშირა ერთმანეთთან. 1900 წელს ახალი სარკინიგზო ხაზი გაიხსნა, რომელმაც ბაქო დარუბანდთან და პეტროვსკისთან (მაჰაჩყალა) დააკავშირა. 1908 წელს არარატი და ჯულფა დაუკავშირდა ერთმანეთს.

საბჭოთა რკინიგზა (1917-1991)

Alstom KZ8A

რუსეთის იმპერიის დაშლისა და საბჭოთა კავშირის წარმოქმნის შემდეგ რუსეთიოს იმპერიის რკინიგზა საბჭოთა რკინიგზად გარდაიქმნა. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის რკინიგზის ელექტრიფიცირება დაიწყო. 1926 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზი ბაქოსა და საბანჩუს შორის გაიხსნა, რომლის ძაბვაც 1.2 ვოლტი იყო. შემდეგში ელექტრიფიკაციის ძაბვის მაჩვენებელი 3 ვოლტს გაუტოლდა.

1924 წელს სარკინიგზო ხაზები სამხრეთით გაფართოვდა. 1941 წელს სარკინიგზო ხაზმა ირანის საზღვართან მდებარე ქალაქ ასტარამდე მიაღწია. 1944 წელს სარკინიგზო ხაზი აღდამამდე და ხანქენდამდე გადაიჭიმა. 1991 წლამდე საბჭოთა რკინიგზა საბჭოთა საგზაო სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ იყო. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რკინიგზა სამ: ბაქოს, განჯისა და ნახიჩევანის განყოფილებებად იყოფოდა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 „Azerbaijan Railways“. Indexmundi. 2009-12-19. ციტირების თარიღი: 2007-11-01.