არმაზის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „არმაზი (მცხეთა)“ გადაიტანა გვერდზე „არმაზის ციხე“
(განსხვავება არ არის)

09:58, 16 იანვარი 2021-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Jaba1977.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: იანვარი 16, 2021.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1186 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Jaba1977.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Jaba1977.|არმაზის ციხე}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


ტერმინს „არმაზი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არმაზი.

არმაზი მცხეთისა — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ღვთისშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კმ-ზე, არმაზისხევში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესიაა, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერის მიხედვით (დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულია 1150-1178 წლებს შორის, დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები.

არმაზის ციხე

არმაზის ციხე — ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3-4 კილომეტრშია. არმაზისხევის პიტიახშთა სასახლის ნაშთებიდან არის გადასასვლელი ბილიკი არმაზისკენ. ციხემდე გვხვდება არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი (იხილეთ ზემოთ), რომლიდანაც წყაროს ზევით მიდის ბილიკი მთავარ ციხემდე. ის ერთ-ერთ მაღალ მთაზე არის აშენებული. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ძლიერ დაზიანებულია, თუმცა კოშკი უკეთაა გადარჩენილი. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილშია. მას გეგმაში კუთხეებმომრგვალებული სამკუთხედის ფორმა აქვს. სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. პირველი სართული ყრუა, ხოლო მეორე სართულის დონეზე სარკმლებია გადარჩენილი. მესამე სართულიდან მხოლოდ კედლის ქვედა ნაწილია გადარჩენილი.

გალერეა

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 575.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 234, თბ., 1990
  • მცხეთა, სერიიდან: საქართველოს ძველი ქალაქები, გვ. 93, თბ., 2000 ISBN 99928-0-030-5

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ