მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
correct image of the sitter
 
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა წარჩინებული
{{ინფოდაფა წარჩინებული
|სახელი = მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი
|სახელი = მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი
|სურათი = Mengs - Isabel Parreño Arce, Ruiz de Alarcón y Valdes, marquise de Llano.jpg
|სურათი = Mariana Vitória de Bragança, infanta de Portugal e Espanha.jpg
|ფოტოს სიგანე = 225პქ
|ფოტოს სიგანე = 225პქ
|მეუღლე = [[გაბრიელ ესპანელი]]
|მეუღლე = [[გაბრიელ ესპანელი]]

უკანასკნელი რედაქცია 00:20, 6 იანვარი 2021-ის მდგომარეობით

მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი
დაიბადა 15 დეკემბერი, 1768
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 2 ნოემბერი, 1788, (19 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) გაბრიელ ესპანელი
შვილ(ებ)ი პედრო კარლოს ესპანელი
მამა პედრუ III, პორტუგალიის მეფე
დედა მარია I, პორტუგალიის დედოფალი
რელიგია კათოლიციზმი

მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი (პორტ. Mariana Victoria de Portugal; დ. 15 დეკემბერი, 1768 — გ. 2 ნოემბერი, 1788) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე პედრუ III-ისა და დედოფალ მარია I-ის ასული. ესპანეთის მეფე კარლ III-ის ვაჟის, გაბრიელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიანა ვიქტორია დაიბადა 1768 წლის 15 დეკემბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე პედრუ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია I-ის ქალიშვილი. მას სახელი დაარქვეს ბებიის, დედოფალ მარიანა ვიქტორია ესპანელის პატივსაცემად, რომელსაც სახელი თავის მხრივ საფრანგეთის დოფინ მარიანა ვიქტორია ბავარიელის პატივსაცემად ერქვა. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთისათვის ღვიძლი ბიძა-ძმის შვილი იყვნენ.

1777 წელს, მისი ბებია მარიანა ვიქტორია წავიდა ესპანეთში, სადაც თავის ძმას, მეფე კარლ III-ს მოელაპარაკა ახალი ესპანეთ-პორტუგალიის ალიანსის შექმნის თაობაზე. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ალიანსის შექმნისათვის ორ სამეფოს შორის დინასტიური ქორწინება უნდა შემდგარიყო, რა დროსაც მარიანა ვიქტორია პორტუგალიელი ცოლად გაჰყვებოდა ესპანეთის მეფე კარლ III-ის უმცროს ვაჟს, ინფანტ გაბრიელს. მარიონეტული ქორწინება 1785 წლის 12 აპრილს შედგა ვილა-ვიკოზას სასახლეში. წყვილი ნამდვილად იმავე წლის 23 მაისს დაქორწინდა არანხუესის სამეფო სასახლეში.

წყვილს ხანმოკლე ქორწინებიდან სულ სამი შვილი შეეძინა, რომელთაგან ორი ჩვილობაში დაიღუპა. მარიანა ვიქტორია 1788 წლის 2 ნოემბერს გადაჰყვა მესამე მშობიარობას, ესკორიალის სასახლეში. მისი ქმარი, რომელიც ამ დროს საქმის გამო გამგზავრებული იყო სასწრაფოდ ჩავიდა მადრიდში, სადაც მალევე ჩუტყვავილა შეეყარა და ისიც იმავე წელს გარდაიცვალა. მათი ვაჟის აღზრდა მარიანა ვიქტორიას მშობლებმა აიღეს საკუთარ თავზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პედრო კარლოსი (1786-1812), ცოლად შეირთო ბეირას პრინცესა მარია ტერეზა პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  2. მარია კარლოტა (1787), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. კარლოს ხოსე (1788), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 15.