ლენტეხი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 43: ხაზი 43:
|დროის სარტყელი = +4
|დროის სარტყელი = +4
|DST =
|DST =
|სატელეფონო კოდი = +995 437<ref>[http://silknet.com/storage/uploads/wysiwyg/file/kodebi.pdf საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“]</ref>
|სატელეფონო კოდი = +995 437<ref>{{Cite web |url=http://silknet.com/storage/uploads/wysiwyg/file/kodebi.pdf |title=საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“ |accessdate=2011-08-14 |archiveurl=https://web.archive.org/web/20160306061204/http://silknet.com/storage/uploads/wysiwyg/file/kodebi.pdf |archivedate=2016-03-06 }}</ref>
|საფოსტო ინდექსი = 2900<ref>[http://georgianpost.ge/index.php?page=101&lang=geo საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“]</ref>
|საფოსტო ინდექსი = 2900<ref>[http://georgianpost.ge/index.php?page=101&lang=geo საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“]</ref>
|საავტომობილო კოდი =
|საავტომობილო კოდი =

10:29, 2 იანვარი 2021-ის ვერსია

დაბა
ლენტეხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°47′20″ ჩ. გ. 42°43′25″ ა. გ. / 42.78889° ჩ. გ. 42.72361° ა. გ. / 42.78889; 42.72361
ამჟამინდელი სტატუსი 1969
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 947[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 437[2]
საფოსტო ინდექსი 2900[3]
ლენტეხი — საქართველო
ლენტეხი
ლენტეხი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლენტეხი

ლენტეხიდაბა საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულში შედის სოფლები ბაბილი, გულიდა, კახურა, ლასკადურა, ლექსურა, მაცხვარლამეზური, მელურა და ყარიში. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, საზოგადოებრივი ცენტრი.

გეოგრაფია

მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ცხენისწყლის შენაკადის მდინარე ლასკადურაზე, ზღვის დონიდან 760 მ, ქალაქ ქუთაისიდან 102 კმ-ის, თბილისიდან 323 კმ-ის დაშორებით. ლენტეხში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, გრილი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4°C, იანვრისა -1,8°C, ივლისის 20°C. ნალექები 1240 მმ წელიწადში.

ისტორია

ლენტეხი წარმოადგენდა ქვემო სვანეთის ერთ-ერთ თემს. მასში შედიოდა სოფლები: ლენტეხი, ფაყი, ლექსურა, გულიდა. 1930 წელს გახდა რაიონული ცენტრი. 1953 წლამდე ეწოდებოდა ლექსურა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1969 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა, სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ტურბაზა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 947 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959[4] 854
1970[4] 1772
1979[4] 1873
1989 [4] 1995 -- --
2002[5] 1739 -- --
2014[1] 947 423 524
2020[4] 1008

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.